"პანტანასა" - ყოველთა დედოფალი
საბერძნეთში, ათონის წმინდა მთის ვათოპედის სავანეში დაბრძანებულია ღვთის დედის "ყოველთა დედოფლად" წოდებული ხატი.
მონასტრის ბერების გადმოცემით, თურმე ვათოპედის ტაძარში ერთი ახალგაზრდა შევიდა სალოცავად. მიუახლოვდა თუ არა "პანტანასას" ხატს, მოულოდნელად ღვთისმშობლის ხატიდან რაღაც ელვისმაგვარი გამოკრთა და ეს ახალგაზრდა პირქვე დასცა. გონს რომ მოეგო, სტუმარმა აღიარა, რომ უღვთო ცხოვრებას ეწეოდა და მაგიით იყო გატაცებული. ღვთის დედის სასწაულებრივმა ჩარევამ ერთიანად შეცვალა მისი ცხოვრება და იგი ღვთისმოსავი გახდა. ეს მცირე ხატი ძველთაგანვე იზიდავდა მლოცველებს, რომელნიც მძიმე სნეულებათა და განსაცდელთა შინა ეძიებდნენ კურნებასა და ნუგეშს ყოვლადწმინდისგან. ცნობილია სიმსივნისგან განკურნების მრავალი შემთხვევა, რომელიც ამ ხატთან სარწმუნოებით მლოცველებს მიენიჭათ."პანტანასას" ხატის ასლი საქართველოში ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის ტაძარშია დაბრძანებული.
აქვე ნახეთ:
დაუჯდომელი საგალობელი ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა "ყოველთა დედუფალი" - პანტანასა