ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ღირს არსი" - "მოწყალე" (X) - 11 (24) ივნისი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი "ღირს არსი" - "მოწყალე" (X) - 11 (24) ივნისი
"ღირს არსი" ასე ჰქვია ღვთისმშობლისადმი მიძღვნილი ლოცვის პირველ სიტყვებს და ასევე მის სასწაულმოქმედ ხატსაც. წმინდა ლოცვა ასე ჟღერს: "ღირს-არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ, შენ ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლად-უბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა. უპატიოსნესსა ქერუბინთასა, და აღმატებით უზესთაესსა სერაბინთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღვთისასა, მხოლოსა ღვთისმშობელსა გალობით გადიდებდეთ". ეს ლოცვა სხვადასხვა დროს წარმოშობილი ორი ნაწილისაგან შედგება. უფრო ძველი მისი მეორე ნაწილია - "უპატიოსნესსა ქერუბინთასა", რომელიც VIII საუკუნეში წმინდა კოზმა მაიუმელმა გამოთქვა. ხოლო ლოცვის პირველ ნაწილზე წმინდა გარდამოცემა გვაუწყებს:

ათონის მთაზე, მთაწმინდის დედაქალაქ კარეისის სიახლოვეს, ღვთისმშობლის მიძინების სახელობის კელიაში ერთი მღვდელ-მონაზონი მორჩილთან ერთად ცხოვრობდა. ერთ კვირა დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარეისის საკრებულო ტაძარში წავიდა. მოწაფე სენაკში დატოვა და უბრძანა ღვთისმსახურება შინ აღესრულებინა. გვიან ღამით მან კაკუნი გაიგონა. კარი გამოაღო, დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზით მიიღო. მან თავი მდაბალ გაბრიელად გააცნო.

როცა ღამისთევის ლოცვის კანონი დაასრულეს, ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ორივე ღვთისმშობლის ხატის წინაშე დადგა და კოზმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს - "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა..." და ა.შ., მაგრამ უცნობმა სტუმარმა ბრძანა: "ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღვთისა ჩვენისა" და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაფიმთასა". როცა უცნობი გალობდა, ამ დროს კელიაში დასვენებული "მოწყალედ" წოდებული ღვთისმშობლის ხატი იდუმალი ნათლით გაბრწყინდა.

ახალგაზრდა ბერმა გასაოცარი სიხარული იგრძნო და გული აუთრთოლდა, როცა დიდებული საგალობელი მოესმა და სტუმარს ვედრება დაუწყო, რომ ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი ჰქონდა და არც ქაღალდი. მაშინ სტუმარმა უთხრა: "ამ ქვაზე დაგიწერ, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარადვე ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი". საოცარი სტუმრის ხელში ქვა ცვილივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. როცა ქვაზე გალობა დაწერა, სტუმარმა იგი მორჩილს მისცა და უჩინო შეიქნა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე, მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარეისიდან დაბრუნებულმა ბერმა იგი ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა და ძალზე გაიოცა, ჰკითხა, ასეთი გალობა ვინ გასწავლაო.

მორჩილმა მოუყვა, თუ რა მოხდა იმ ღამეს და ანგელოზის მიერ მიცემული ქვა აჩვენა. ბერმა გულდასმით მოისმინა მოწაფის მონათხრობი, ქვაც ყურადღებით დაათვალიერა. ბერი მაშინვე მიხვდა, რომ მათ კელიას მთავარანგელოზი გაბრიელი ეწვია. მან პროტატის მამები შეკრიბა და მომხდარი შეატყობინა. ყველამ, ერთი პირით და ერთი გულით ადიდა უფალი, და ღვთისმშობლის ახალი საგალობელი. მას შემდეგ ეკლესია მთავარანგელოზის მოტანილ გალობას "ღირს არსს" აღავლენს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც ის მთავარანგელოზმა აღასრულა, კარეისის ტაძარში გადააბრძანეს.

მთავარანგელოზის მიერ ამოკვეთილი ფილა წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის (938-996 წწ.) დროს კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. კელიას, სადაც მთავარანგელოზი გამოეცხადა მორჩილს, ახლა "ღირს არსის" კელიას ეძახიან.

აღდგომის დღესასწაულის მეორე დღეს საზეიმოდ, ათონის ყველა მონასტრის წარმომადგენელთა თანდასწრებით, ლიტანიობით გამოაბრძანებენ ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატს და გალობითა და კმევით, კარეისის გარშემო შემოატარებენ და მერე ისევ უბრუნებენ თავის ადგილს. "ღირს არსის" ხატის ხსენება კი ეკლესიამ 11 ივნისს დააწესა, ანუ იმ დღეს, როცა ზეციური სტუმარი ეწვია ათონელ ბერს.

ხატის წყარო
........

ასევე წაიკითხეთ:

ათონის მთაზე დავანებული ღვთისმშობლის ხატები

ხატი "ღირს არსი" - გალობის დროს ღვთისმშობლის ხატი ზეციური ნათლით გაბრწყინდა

"ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო!"



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.08.2024
ამ წმინდა ხატის ხსენება ეკლესიაში აღინიშნება 29 ივნისს, 1 ოქტომბერს და ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს.
20.07.2024
"მადლიანი ზეცა" - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი, გადმოცემით, მოტანილია მოსკოვში XIV საუკუნის ბოლოს ლიტვიდან დიდი მთავრის ვასილი I-ის მეუღლის, სოფია ვიტოვტოვნას მიერ,
20.07.2024
დღესასწაულობენ ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს, ანტიპასქის კვირას, 27 მარტს (ამერიკის მართლმადიდებელი ეკლესია)
13.07.2024
ხატი შეიქმნა XVIII-XIX საუკუნეებში კიევო-პეჩორის ლავრაში. მასში ჩასმულია პეჩორის წმინდანთა წმინდა ნაწილების ბევრი ფრაგმენტი - აქედან მომდინარეობს მისი სახელწოდებაც.
13.07.2024
ხატი დაწერილია ტემპერის საღებავებით ხეზე უცნობი მხატვრის მიერ XII საუკუნეში. ინახება მიძინების ტაძარში გორნო-ვოდენის რაიონში,
13.07.2024
აკათისტოს დიონისიატის, მირონმდინარე (ბერძნ. Παναγία των Χαιρετισμών ή του Ακαθίστου, Μυροβλύτισσα) ღვთისმშობლის ხატი,
12.07.2024
კუნძულ კვიპროსზე, იმ ადგილას, სადაც დაკრძალული იყო მართალი ლაზარე, 392 წელს ღვთისმშობლის ხატი გამოჩინდა
15.09.2023
მისი გამოჩინების დრო უცნობია. პოსელინინის მიხედვით 1914 წელს ეს წმინდა ხატი ვოლინის ეპარქიაში, სოფელ ვიგოვში იყო დასვენებული
02.09.2023
დომნიცის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი 1696 წელს ჩერნიგოვის ეპარქიაში, ქალაქ ბერეზინის სიახლოვეს, მდინარე დომნიცის სანაპიროზე გამოჩნდა.
02.09.2023
ეს წმინდა ხატი პოშეხონის გუბერნიაში, პოშეხონის ოლქში 1659 წლის 25 ნოემბერს გამოჩნდა. 1659 წლის 25 ნოემბერს ტყეში ყოფნისას
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat