"ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო!"
"ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო!"
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საგალობლები
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მრავალი საგალობლით იდიდება მთელ დედამიწაზე. თავის წილხვედრ ქვეყანაში, ივერიაში, მარადქალწულ მარიამს თვით მეფენი უგალობდნენ.

"შენ ხარ ვენახი, ახლადაყვავებული,
მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული,
ალვა სულნელი, სამოთხით გამოსული,
ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული
და თავით თვისით მზე ხარ გაბრწყინვებული".


ამ შესანიშნავი ჰიმნით შეასხა ხოტბა დედა ღვთისას წმინდა დავით აღმაშენებლის შვილმა მეფე დემეტრემ, რომელიც დავითგარეჯის უდაბნოში აღიკვეცა ბერად და ღირსი დამიანეს სახელით არის ცნობილი.

გთავაზობთ ღვთისმშობლის იმ საგალობელთა განმარტებას, რომელიც ყოველ წირვა-ლოცვაზე აღევლინება.

შაბათს მწუხრის ლოცვაზე იგალობება საგალობელი, რომლითაც მთავარანგელოზმა გაბრიელმა ყოვლადწმინდა მარიამს იესოს მუცლადღება ახარა. წმინდა ანტიპატროს ბოსტრელის სწავლებით, მთავარანგელოზი გაბრიელი მარიამს შინ გამოეცხადა. ხოლო წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი სახელთა განმარტებასაც გვაწვდის: როდესაც მაცხოვარმა განკაცება გადაწყვიტა, გამოგზავნა გაბრიელი ("ღვთის კაცი") ნაზარეთში (რაც "კურთხევად" ითარგმნება) მარიამთან (ეს სახელი კი ქალბატონს ნიშნავს). მთავარანგელოზმა ახარა ქალწულ მარიამს: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის..." როგორც წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი განმარტავს, ანგელოზის მიმართვა - "გიხაროდენ" - ქალწულის სულიერი სიხარულით აღვსებაზე მიუთითებს, ხოლო "მიმადლებულო" - უფლის მადლის მიღებაზე, რადგან ამ სიტყვების მოსმენით ქალწულში სულიწმინდა შევიდა და სრულიად განწმინდა შეუგინებელი ტაძარი - სხეული წმინდა მარიამისა, სადაც იესო ქრისტე, ძე ღვთისა, უნდა დამკვიდრებულიყო. ამ სიტყვებით კი: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის" - მთავარანგელოზმა აუწყა მარადქალწულს, რომ ყველა დედისგან გამორჩეულია, რადგან ერთადერთი ქალია, რომელიც ყოველგვარი ტკივილის გარეშე შობს ყრმას. უფლის წმინდა ნებით დაირღვევა ის სასჯელი, რომელიც თვით ღმერთმა დაუდგინა ყოველ დედაკაცს, როცა სამოთხიდან გამოძევებულ ევას მიმართა: "მწუხარებით ჰშვნე შვილნი შენნი".

ამრიგად, ყოველი ქრისტიანი ამ საგალობლის აღვლენისას: "ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ! მიმადლებულო მარიამ, უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამეთუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა" - უხილავად ხარების თანამონაწილე ხდება, მთავარანგელოზ გაბრიელთან ერთად აუწყებს მარადქალწულ მარიამს იესოს შობას.

ღვთისმშობელი თავის ნათესავს ელისაბედს ესტუმრა, რომელსაც მალე იოანე ნათლისმცემელი უნდა ეშვა. მარიამის ხმის გაგონებაზე ყრმამ კრთომა იწყო დედის მუცელში, ხოლო ელისაბედმა, სულიწმინდის მადლით აღვსილმა, წარმოთქვა: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა!" მან მთავარანგელოზის სიტყვები გაიმეორა. მაშინ მარიამმა უფალს სამადლობელი გალობა შესწირა, რომელიც ეკლესიაში ყოველ ლოცვაზე საცისკრო გალობების დროს აღესრულება:

"ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მხევლისა თვისისა, რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი და წყალობა მისი ნათესავითი ნათესავამდე მოშიშთა მისთა ზედა".

წმინდა თეოფილაქტე ბულგარელის განმარტებით, ქალწული მარიამი, დარწმუნებული წინასწარმეტყველების ჭეშმარიტებაში, ამ საგალობლით ადიდებს უფალს, ხოლო ამ უდიდეს სასწაულს საკუთარ თავს კი არ მიაწერს, არამედ უფლის გულმოწყალებას, რომელიც ყველა ღვთისმოშიშ ადამიანზე ვრცელდება უკუნისამდე.

"ყო სიმტკიცეი მკლავითა თვისითა, განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაითა, დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი, მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი" - წმინდა გრიგოლ ნეოკესარიელი გვასწავლის, რომ უფლის სიძლიერის გამოვლინებით, მისი განკაცებით იძლია ბუნება, დაითრგუნა სიკვდილი. ძე ღვთისამ ეშმაკი განაბნია, რადგან ჭეშმარიტად ის იყო გულით ამპარტავანი, ვინც უფლის თანასწორობა განიზრახა. ამ საგალობლით ღვთისმშობელმა რჩეული ერის, ებრაელების ღვთისგან განდგომა და წარმართთათვის ღვთის ძეობის მინიჭება გვაუწყა.

"დაამხუნა ძლიერნი საყდართაგან" - წმინდა მამათა განმარტებით, აქ ფარისევლები და მწიგნობრები იგულისხმებიან, რომლებიც ღარიბთა კუთვნილ ქონებას იტაცებდნენ, მდიდრდებოდნენ რჯულის კანონების, კერძოდ, მღვდლობის, ქადაგება-სწავლების, ხარჯზე და ამ სიმდიდრეს ავად იყენებდნენ. წმინდა თეოფილაქტე ბულგარელი დასძენს, რომ "ძლიერნში" ფარისევლებსა და მწიგნობრებთან ერთად ეშმაკნიც იგულისხმებიან, რომელთაც ადამიანთა გულებში დაუდგამთ ტახტი და ბატონობენ მათზე. "მშიერნი" კი წარმართები არიან - მათ არ ჰქონდათ რჯული, მაგრამ მიენიჭათ წმინდა წერილი, ხოლო იუდეველნი, ღვთის მცნებებით მდიდარნი, გამოაძევა ღმერთმა თავისი წიაღიდან, რადგან არ ცხოვრობდნენ უფლის კანონების მიხედვით.

"შეეწია ისრაელსა მონასა თვისსა, მოხსენებად წყალობისა, ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამს და ნათესავსა მისსა საუკუნოდ" - ისრაელი, რაც ღვთის მხედველს ნიშნავს, მხოლოდ ისრაელიანები, იუდეველები არ არიან, არამედ ყოველი ადამიანი, რომელიც შეიცნობს უფალს და აღასრულებს მის მცნებებს. ამ სიტყვებში ჩანს, რომ შესრულდა აბრაამისთვის მიცემული უფლის აღთქმა, რომ მისი წიაღიდან იშვებოდა ძე ღვთისა და განწმენდდა მთელ კაცობრიობას: "იკურთხეოდიან შენდამი ყოველნი ტომნი ქუეყანისანი".

ღვთისმშობლის მესამე საგალობელი წირვისას, მართალთა ლიტურგიაზე აღესრულება:

"ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა. უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ!"

არც ეს საგალობელი შეუქმნია ადამიანს. ათონის წმინდა მთაზე, კონსტანტინე დიდის მიერ 335 წელს დაარსებულ კარიესის მონასტერში, ბრძანდება ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი, რომელიც სავანის მთავარი ტაძრის საკურთხეველში მაღალ დასაჯდომელზეა დასვენებული. ხატს "ღირს არსი" ეწოდება.

კარიესის მახლობლად მორჩილთან ერთად ცხოვრობდა ერთი განდეგილი მღვდელმონაზონი. მოღვაწენი ძალზე იშვიათად, მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევის გამო ტოვებდნენ სენაკს. ერთხელ, აღდგომის დღეს, ღამისთევაზე დასასწრებად ბერი კარიესის ეკლესიაში წავიდა, მოწაფე კი სენაკის სადარაჯოდ დარჩა და მოძღვრისგან კურთხევა მიიღო, მსახურება შინ აღესრულებინა. მორჩილს დაღამებისთანავე კაკუნი შემოესმა. კარი გააღო და დაინახა უცნობი ბერი, რომელიც პატივითა და თავაზიანობით მიიღო ღარიბულ სენაკში. როცა ღამისთევის ლოცვის აღსრულების დრო დადგა, ერთად დაიწყეს გალობა. ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სადიდებელი ლოცვის დროს ყოვლადწმინდა მარიამის ხატის წინ დადგნენ და კოსმა მაიუმელის ძველი საგალობელი წამოიწყეს: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა, განუხრწნელად მშობელსა სიტყვისა ღმრთისასა, მხოლოსა ღმრთისმშობელსა გალობით ვადიდებდეთ!" უეცრად სტუმარმა გალობა შეაწყვეტინა და თქვა: "ჩვენთან ასე არ ადიდებენ ღვთისმშობელს. ჩვენ ჯერ ასე ვგალობთ: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გადიდებდეთ შენ, ღვთისმშობელო, რომელი მარადის სანატრელ იქმენ, ყოვლადუბიწოდ და დედად ღმრთისა ჩუენისა" - და მხოლოდ ამის შემდეგ ვამბობთ: "უპატიოსნესსა ქერუბიმთასა და აღმატებით უზესთაესსა სერაბიმთასა..." ახალგაზრდა მორჩილს გული აუჩუყდა, როცა ჯერ არსმენილი გალობა მოისმინა და სტუმარს შეევედრა, ღვთისმშობლის ამგვარი დიდება მისთვისაც ესწავლებინა, მაგრამ სენაკში არც მელანი აღმოჩნდა და არც ქაღალდი. მაშინ სტუმარმა უთხრა: "აი, ამ ქვაზე დავწერ საგალობელს, შენ კი ისწავლე, ასე იგალობე და ყველა ქრისტიანს ასწავლე, რომ მათაც ამგვარად ადიდონ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიო". საოცარი სტუმრის ხელში ქვა სანთელივით დარბილდა და სიტყვები ღრმად ამოიკვეთა. საგალობლის წერა  რომ დაასრულა და ქვა მორჩილს გადასცა, საკუთარი თავი მთავარანგელოზ გაბრიელად მოიხსენია და მსწრაფლ უხილავი გახდა. მორჩილმა მთელი ღამე ღვთისმშობლის ხატის წინაშე მის ქება-დიდებაში გაატარა და დილისთვის ღვთაებრივ საგალობელს ზეპირად ამბობდა. კარიესიდან დაბრუნებულმა მოძღვარმა თავისი მოწაფე ამ საოცარი გალობის აღვლენისას ნახა. მორჩილმა მას ქვა აჩვენა და ყველაფერი უამბო. ბერმა ამის შესახებ წმინდა მთის საკრებულოზე განაცხადა და ყველა ერთითა პირითა და ერთითა გულითა ადიდებდა უფალს, დედა ღვთისას და გულმხურვალედ გალობდა ახალ საგალობელს.

მას შემდეგ დედაეკლესია მარადქალწულ მარიამს ამ საგალობლით ადიდებს, ხოლო ხატი, რომლის წინაშეც მთავარანგელოზმა გაბრიელმა "ღირს არსი" აღავლინა, კარიესის ტაძარში გადააბრძანეს. ფილა, რომელზეც მთავარანგელოზმა საგალობელი ამოკვეთა, წმინდა პატრიარქის ნიკოლოზ ქრიზოვერხის დროს (938-996) კონსტანტინოპოლში გადაიტანეს. იმ სენაკს კი დღესაც "ღირს არსის" სახელით იცნობენ ათონზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat