დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას (V) – 02 (15) ივლისი
დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმინდისა დედუფლისა ჩვენისა ღვთისმშობელისა ვლაქერნას (V) – 02 (15) ივლისი
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.

ნაზარეთის მახლობლად, ერთ პატარა სოფელში ვინმე მოხუც ქალთან დარჩნენ ღამის გასათევად. სახლში სტუმრების ყურადღება ანთებულმა სანთლებმა და საკმევლის სურნელებამ მიიპყრო. კითხვაზე, თუ რა სიწმინდე ინახებოდა მასთან, მასპინძელს დიდხანს არ სურდა პასუხის გაცემა, მაგრამ ძმებმა დაიჟინეს და ქალიც იძულებული გახდა, გაემხილა, რომ იგი იცავდა ძვირფას სიწმინდეს - ღვთისმშობლის სამოსელს, რომლისგანაც მრავალი სასწაული და კურნება აღესრულებოდა.

ყოვლადწმინდა ქალწულმა მიძინების წინ ერთი თავისი შესამოსელთაგანი ამ ტომის კეთილმსახურ ებრაელ ქალწულს აჩუქა და სთხოვა, რომ სიკვდილის მოახლოებისას ის სხვისთვის, ქალწულისათვისვე გადაებარებინა.

ასე, თაობიდან თაობას გადაეცემოდა სიწმინდე ამ ოჯახში.

ძვირფასი კიდობანი წმინდა სამოსლით კონსტანტინოპოლში გადაასვენეს. პატრიარქი გენადი (+471 წელი, ხსენება 31 აგვისტოს) და იმპერატორი ლეონი კრძალვით მიეახლნენ და ეამბორნენ მას და ვლაქერნაში, ზღვის სანაპიროზე, ღვთისმშობლის პატივად ტაძარი ააგეს.

458 წლის 2 ივლისს წმინდა გენადი კონსტანტინოპოლელმა ახალ კიდობანში ჩაბრძანებული სიწმინდე შესაფერი პატივით გადაასვენა ამ ტაძარში. შემდგომში ღვთისმშობლის პატიოსანი სამოსლის კიდობანში ჩააბრძანეს მისი წმინდა ომოფორი და სარტყლის ნაწილი. დღესასწაული სწორედ ამ ორ მოვლენას აერთიანებს: ღვთისმშობლის სამოსლისა და მისივე სარტყლის დადებას ვლაქერნაში.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის ადგილსამყოფლის შესახებ ქრისტიანულმა სამყარომ დიდხანს არა უწყოდა რა. ეს სასწაულის ტოლფასი საიდუმლო ზუგდიდში გაცხადდა: ღვთისმშობლის კვართი მისსავე წილხვდომილ ქვეყანაში, კერძოდ, ზუგდიდის დადიანების სასახლის კედლებში ესვენა. საბჭოთა დიქტატურის მარცხის შემდეგ ეს ამბავი პირველად საზოგადოებას აუწყა საგანძურის მცველმა, ლილი ბერაიამ.

წმინდა ნაწილები მოთავსებულია ვერცხლით მოჭედილ პატარა ზომის სასახლეში, რომელიც ძლიერ დაზიანებულია. იგი შემკობილია თვლებით, ღვთისმშობლის გამოსახულებით და აქვს წარწერა: "...შევამკე და ფერვითა თვალითა მარგალიტითა მე ხელმწიფემან დადიანმა პატრონმა ლევან მისთვის საოხად შეგიმკვეთ ყოვლად წმიდაო ქერუბიმთა უმაღლესო სერაბიმთა უაღმატებულესო ქალწულო საგალობელო ლხინებაო ყოველთა ქრისტეანეთაო შეისმინე ვედრება ჩვენი და იხსენ და აცხოვნე განუსვენე და აკურთხე სული დედოფლისა ნესტან-დარეჯანისა და დაამკვიდრე სასუფეველსა ამინ. მოიჭედა ყოვლად წმიდისა პერანგისა კუბო ესე ქკ-სა სა¬მას ოცდა რვასა" (ქორონიკონი უდრის 1640 წელს).

არსებობს სხვადასხვა მოსაზრება ამ სიწმინდის საქართველოში მოხვედრის შესახებ: ერთი ვარაუდით, ის XV საუკუნის დასაწყისშია ჩამოტანილი იერუსალიმიდან.

ვახუშტი ბატონიშვილი მწირ ინფორმაციას გვაწვდის ამ საკითხზე: "ხოფის ეკლესიასა შინა მსუენარებს პერანგი ყოვლად წმიდისა ღვთისმშობლისა სასწაულ მოქმედი."

სამაგიეროდ, ცნობები ამ და ზუგდიდის მუზეუმში დაცულ სხვა სიწმინდეთა შესახებ უხვადაა დაცული უცხოელ ავტორთა თხზულებებში.

საინტერესო მასალა დაგვიტოვეს რუსმა ელჩებმა - ფედოტი ელჩინმა და პავლე ზახარევმა, 1640 წლის გაზაფხულზე რომ სტუმრობდნენ ლევან II დადიანს.

ამ ელჩობის ჟამს ისინი ხობის მონასტერსაც ეწვივნენ. ტაძრის არქიმანდრიტმა, ნიკოლოზ ირუბაქიძე-ჩოლოყაშვილმა ტაძარი დაათვალიერებინა, უჩვენა ღვთისმშობლის პერანგი და წმინდანების - კვირიკესა და მარინეს წმინდა ნაწილნი.

სტუმართა კითხვაზე, თუ ვის მიერ და საიდან იყო ჩამოტანილი ეს სიწმინდეები, არქიმანდრიტს განუმარტავს, - მე დიდი ხანი არ არის, რაც აქ ვარ, ამ თანამდებობაზე და არ ვიცი, საიდან და ვის მიერ არის ეს წმინდა ნივთები ჩამოტანილიო!

არქანჯელო ლამბერტი პირდაპირ მიუთითებს წმინდა ნაწილების ხობის მონასტერში არსებობის შესახებ, მაგრამ ვის მიერ ან როდის იქნა ჩამოტანილი, აღარაფერს ამბობს.

მისივე მოწმობით, ხობის მონასტერში "აჩვენებდნენ ღვთისმშობლის პერანგს, რომელსაც იქაურები დიდ პატივსა სცემენ".

სიწმინდეთა შესახებ საინტერესო ცნობას იძლევა ანტიოქიის პატრიარქი მაკარი, რომელმაც ღვთისმშობლის კვართი XVII საუკუნეში ნახა. მან და მისმა მხლებლებმა სიწმინდეს თაყვანი სცეს და შემდგომ მის თარგზე აჭრეს ახალი კვართი, რომელიც კურთხევის შემდეგ დიდი სიხარულით წაასვენეს თავიანთ სამშობლოში.

თეათინელთა მისიის პრეფექტი სამეგრელოში, ჯუზეპე მარია ძამპი საქართველოში რომში გაგზავნილ ერთ-ერთ მოხსენებაში უაღრესად საინტერესოდ აღწერს ხობის მონასტერში დაცულ სიწმინდეებს: "ამ ხალხს ბევრი რელიკვია აქვს, რომლებიც მათ, პირველ ყოვლისა, მიიღეს იმ დროს, როცა აქ, საქართველოში, ქრისტიანობა ჰყვაოდა და მათ მთავრებს კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის იმპერატორებთან, რომლებიც მათ ბევრ რელიკვიას უგზავნიდნენ საჩუქრად. შემდეგ ეს რელიკვიები მიიღეს აგრეთვე ამავე ქალაქის სასულიერო პირთაგან, რომლებიც ცდილობდნენ, ეს ხალხი ღვთისმოსაობაში განემტკიცებინათ. დაბოლოს, რელიქვიები მიიღეს იმ წმინდა მამათაგან, რომელნიც თურქეთის მიერ კონსტანტინოპოლის აღების შემდეგ მაჰმადიანთა ტირანიისაგან თავის დასაღწევად სამეგრელოში გადაიხვეწნენ და გაიფანტნენ მეზობელ ქვეყნებში.

ამბობენ, რომ მაშინ კოლხიდაში ჩამოვიდა ერთი არქიეპისკოპოსი, თან ჩამოიტანა ერთი მტკაველის ოდენა ნაჭერი ძელი ჭეშმარიტისა (ფრანგული ფუტის რვა დიუმზე რამდენადმე დიდი) და კვართი, რომელიც, მათი თქმით, ღვთიმშობელს ეკუთვნოდა.

ჩვენს პატრებს უნახავთ ტილო, რომლისაგანაც იგი არის შეკერილი, ყვითელი ფერისაა, აქა-იქ დაჩითულია ყვავილებით და მოქარგულია ნემსით. სიგრძით იგი რვა რომაული მტკაველის ოდენაა, განით კი - ოთხისა, აქვს ერთი მტკაველის სიგრძის მოკლე მკლავები და ვიწრო საყელო. მეც მინახავს იგი ხობის ეკლესიაში, სადაც ის ინახება".

უაღრესად საყურადღებოდ უნდა მივიჩნიოთ რუსი ელჩების, ალექსი იევლევისა და ნიკიფორე ტოლჩანოვის საანგარიშო მოხსენებაში მოტანილი ცნობაც, რომლებიც იმერეთის სამეფო კარზე იმყოფებოდნენ (1650-1652 წლები). ალექსი იევლევსა და ნიკიფორე ტოლჩანოვს ბერებმა, რომლებიც ათონის მონასტრიდან იყვნენ გამოგზავნილნი, უამბეს, რომ სადადიანოში, ხობის მონასტერში ყოფნისას, რომელიც ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა და მარმარილოს ქვის საყდარია, საბერძნეთის მეფის, ჰერაკლეს მიერ აგებული ძველი დროიდანვე, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართიაო დაცული, რომელიც კონსანტინოპოლიდან ჩამოუბრძანებია ერთ წიგნების მცველს მაშინ, როდესაც თეოფილე ხელმწიფობისას ბერძენთა ქვეყანაში წმინდა ხატებს დევნიდნენ.

ღვთისმშობლის კვართი ვერცხლის კიდობანში ყოფილა დაცული, სამეგრელოს მთავრის, ლევან დადიანის და კათოლიკოსის ბეჭდით დალუქული და საყდრის საკურთხეველთან ინახებოდა.

ალექსი იევლევი აღნიშნავს, რომ ღვთისმშობლის კვართის შესახებ ზაქარია მიტროპოლიტს დაეკითხა, უნახავს თუ არა მას ნამდვილად ღვთისმშობლის კვართი. მიტროპოლიტს თურმე მრავალჯერ უნახავს და აღუნიშნავს, რომ იგი წიგნების მცველის მიერ ყოფილა მოტანილი იმ დროს, ოდეს საბერძნეთში წმინდა ხატები იდევნებოდა.

- "ის ნამდვილად ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის კვართიაო და სნეულის განკურნებაც მისგან ყოფილაო".

თურმე ამ სიწმინდეებთან ერთად აქ ინახებოდა ძელიცხოვლის ნაწილი და სხვა წმინდანთა ნაწილებიც.

საინტერესოა იტალიელი მისიონერის, დონ კრისტოფორო დე კასტელის ცნობაც, რომელიც აღნიშნავს: "უფლის დიდი დედა ხოფის მონასტერშია, სადაც ბერძნებმა მოიტანეს (სარკინოზების მიერ) კონტანტინოპოლის აღების შემდეგ".

ექვთიმე თაყაიშვილი თავის "არქეოლოგიურ მოგზაურობაში" ხობის ეკლესიაში დაცულ საგანძურთა შორის აღწერს სანაწილე კოლოფს, რომელშიც ინახებოდა ღვთისმშობლის კვართი და სხვა ნაწილები. იგი აღნიშნავს, რომ "წარწერა ეკუთვნის დიდ ლევან დადიანს, მისი მეუღლე ნესტან-დარეჯან ჭილაძის ასული გარდაიცვალა 1639 წელს. მაშასადამე, წარწერა გაკეთებულია 1639-1657 წლებში".

ცხადია, რომ ზემოთ მოტანილი ცნობები, რომლებიც რუს ელჩებს ადგილობრივმა ინფორმატორებმა მიაწოდეს, იმ თვალსაზრისითაც საყურადღებოა, რომ ისინი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის კვართის საქართველოში მოხვედრის ორ ვერსიას გვაწვდიან: პირველის თანახმად, იგი VIII საუკუნეში ბიზანტიის დედაქალაქ კონსტანტინოპოლიდან ჩამოაბრძანეს; მეორის თანახმად კი - კვართი საქართველოში XV საუკუნეში, კონტანტინოპოლის თურქთაგან დაპყრობის (1453 წელი) შემდეგ მოხვდა.

თუ რომელი მოსაზრებაა მართებული, ამას შემდგომი კვლევა წარმოაჩენს.

საქართველოშია ღვთისმშობლის კვართის სარტყელის შუა ნაწილიც, რომელზეც წმინდა მარიამის ხელითაა ამოქარგული მისივე გამოსახულება. ერთ-ერთი ისტორიული წყაროს მიხედვით, იგი ბაგრატ მესამის მეუღლემ, ელენემ წამოიღო ბიზანტიიდან და ბედიის მონასტერში დაასვენა. შემდეგ ის დადიანების სასახლეში აღმოჩნდა, საიდანაც ხობის მონასტერში გადაუტანიათ...

ღვთისმშობლის კვართს ბევრი სასწაული უკავშირდება. პირველი სასწაული 632 წელს არის დაფიქსირებული. ცნობილია, რომ მან ორჯერ გადაარჩინა კონსტანტინოპოლი სარკინოზთა და ეგვიპტელთა შემოსევებისას.

ერთხელ, სარკინოზებს 6 დღე ჰყავდათ ალყაში კონსტანტინოპოლი. პატრიარქმა ფოტიოსმა კვართი გამოიტანა და ზღვას შეახო, რის შემდგომაც მტრის ხომალდები აღელვებულმა ტალღებმა შთანთქა.

ერთი სასწაული საქართველოში 1891 წელს დაფიქსირდა: ყაჩაღებმა ხობის მონასტრიდან კვართი გაიტაცეს. წყაროთა მოწმობით, მის საძებნად მთელი ხობი და სამეგრელო ფეხზე დამდგარა, მაგრამ ამაოდ. ბოლოს, 3 დღის შემდეგ, უეცრად კვართი ცისკრის ვარსკვლავით განათებულ ადგილას იპოვეს და მონასტერში დააბრუნეს.

პატიოსანი სამოსელი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, სარტყლის ნაწილი და ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი სამეგრელოს უპირველეს სიწმინდეებად ითვლებოდა.

გრიგოლ დადიანმა ხატის შენახვა სიმამრს, საქართველოს უკანასკნელ მეფეს, გიორგი XII-ს მიანდო. მისი გარდაცვალების შემდეგ ხატი მისმა ძემ, დავით ბატონიშვილმა მიისაკუთრა და რუსეთში წააბრძანა.

მთავრის ქვრივმა, ნინო ბაგრატიონმა, ხატი იმპერატორ ალექსანდრე I-ს მიართვა, რათა შემდგომ მისი კვლავ სამეგრელოში დაბრუნება გამოეთხოვა.

იმპერატორმა ხატი ძვირფასი თვლებით შეამკობინა, ახალი პერანგით შემოსა, კვართისა და სარტყლისათვის საგანგებო მოწერილობით, რომლის თანახმადაც სამთავროში უნდა აეშენებინათ ეკლესია ვლაქერნის ხატის სახელობისა და იქვე დაეარსებინათ ქალაქი გრიგოლიოპოლისის სახელით, განსვენებული მთავრის, გრიგოლის მოსაგონებლად.

ტაძრის აშენება თავს გრიგოლ დადიანის მემკვიდრემ, მთავარმა ლევან V დადიანმა იდო, რომლის მშენებლობა 1830 წელს დასრულდა. მარტვილის ტაძარში დაბრძანებული ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატი ზუგდიდში გადმოაბრძანეს. ვლაქერნის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარი კი სამთავროს კარის ეკლესია გახდა.

1990 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, ტაძარში მსახურება განახლდა.

ყოველი წლის 15 (ახალი სტილით) ივლისს აღინიშნება, დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა, ვლაქერნას დღესასწაულზე ტარდება წირვა-ლოცვა, ხდება კვართის გადმობრძანება დადიანების ისტორიული მუზეუმიდან. დღესასწაულზე ჩამოდის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მართლმადიდებელი მრევლი. მომლოცველებს მთელი დღის განმავლობაში აქვთ შესაძლებლობა, ემთხვიონ საქრისტიანოს ამ უდიდეს სიწმინდეს.

ტროპარი

ღმრთისმშობელო ქალწულო, კაცთა მფარველო, სამოსელი და სარტყელი უხრწნელისა გვამისა შენისა მტკიცედ მცველად მოსცენ ქალაქსა შენსა, რომელნი იგი უთესლოსა მის შობისა შენისა მიერ განუხრწნელად ჰგიან მარადის, რამეთუ შენ ზედ ბუნებანი მოუძლურდეს და ჟამნიცა; ამისთვის გევედრებით: მშვიდობაი სოფელსა მოანიჭე და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.

კონდაკი

ყოველთა მორწმუნეთა სამოსელო უხრწნელებისაო, ღმრთივმიმადლებულო უბიწოო, მოანიჭე სამღვდელო სამოსელი შენი, დაფარე სამოსელად კაცთა, ვინაცა დიდებასა მისსა ვდღესასწაულობთ სურვილით და გიგალობთ შენ წადიერად, უსძლოო: გიხაროდენ ქალწულო, ქრისტიანეთა სიქადულო.
.................................

აქვე წაიკითხეთ:

დადება პატიოსნისა სამოსლისა ყოვლადწმიდისა დედოფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა ვლაქერნას (V)

მადლიერი ხალხი მთელი ღამე ვლაქერნის ტაძარში დაუჯდომლად ლოცულობდა და გალობით ადიდებდა ღვთისმშობელს

ღვთისმშობლის სარტყელთან შეხებით მრავალი ადამიანი განიკურნა

ურიცხვი სასწაული მოუხდენია ღვთისმშობლის პატიოსან სარტყელს

13 სექტემბერს ღვთისმშობლის სარტყელის დადების დღესასწაულია

ხობის მონასტერი - ღვთისმშობლის კვართის სავანე

ღვთისმშობლის კვართი ზუგდიდშია დაბრძანებული

როგორ მოხვდა ღვთისმშობლის კვართი, ეს უდიდესი სიწმინდე საქართველოში?

კვართი ღვთისმშობლისა ძალაა ქართველი ერისა

ღვთისმშობლის კვართი, რომლის არსებობის შესახებაც ბევრმა არ იცის

15 ივლისს, ტაძრის დღესასწაულზე ხდება ყოვლადწმინდა ღმრთისმშობლის სამოსელის გადმობრძანება ტაძარში და მორწმუნე ერს ეძლევა საშუალება თაყვანი სცეს ამ უდიდეს სიწმინდეს

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები საქართველოში

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პერანგის ისტორია და "მარაშინას" დღესასწაული ხობში





ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
28.08.2021
ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (+1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი, გაბრიელ, ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat