ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები საქართველოში
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სიწმინდეები საქართველოში
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კუთვნილებას წარმოადგენს მარიამ ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული არაერთი სიწმინდე. ამ სიწმინდეთა შორის აღსანიშნავია ღვთისმშობლის კვართი, ღვთისმშობლის სარტყელი და სხვა. ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული ბევრი სიწმინდე, რომლებიც ოდესღაც საქართველოში ინახებოდა, დაკარგულად ითვლება.

XIX საუკუნის ბოლოს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძრის კანკელის მარჯვენა მხარეს, დასვენებულ ხატში სხვა წმინდა ნაწილებთან ერთად ჩასვენებული ყოფილა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის თმა. წყაროებით დასტურდება, რომ XX საუკუნის დასაწყისში თბილისის ანჩისხატის ტაძარში დაბრძანებული ღვთისმშობლის ხატის სანაწილეშიც ჩასვენებული იყო ღვთისმშობლის თმა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებულ სიწმინდეთა შორის, რომელთაც ჩვენამდე ნივთიერი სახით მოაღწიეს, აღსანიშნავია კვართი. ამჟამად იგი დაცულია სამეგრელოს მთავრების - დადიანების სასახლის ბაზაზე დაარსებულ ზუგდიდის მუზეუმში. საქართველოს გასაბჭოებამდე იგი სხვა სიწმინდეებთან ერთად ხობის მიძინების ტაძრის კუთვნილება იყო. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდგომ, 1922-1936 წლებში, ხობის ტაძარში დაცული სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის კვართიც, 1921 წლის 1-ელ მაისს აკაკი ჭანტურიას ინიციატივით დაარსებულ დადიანების სასახლის ბაზაზე გახსნილ ზუგდიდის ისტორიულ მუზეუმს გადაეცა. მუზეუმის საინვენტარო წიგნში იგი ჩვეულებრივ ექსპონატად იყო გატარებული. მხოლოდ რამდენიმე პიროვნებისთვის იყო ცნობილი, რა სიწმინდეს წარმოადგენდა იგი. მუზეუმში დავანებულმა ამ უდიდესმა სიწმინდემ დღის სინათლე 1990 წლის შობის დღეს იხილა, როდესაც ადგილობრივი მრევლისა და ზუგდიდის ისტორიული მუზეუმის თანამშრომელთა ძალისხმევით პირველად გადაასვენეს იქვე ახლოს მდგარ ვლაქერნის ხატის სახელობის ეკლესიაში. ამის შემდეგ კვართი ისევ მუზეუმს დაუბრუნდა. 1990 წლიდან მოყოლებული ყოველი წლის 2 (15) ივლისს, როდესაც მსოფლიოს მართლმადიდებელი სამყარო ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წმინდა სამოსლის ვლაქერნის (კონსტანტონოპოლი) ტაძარში დადების დღესასწაულს ზეიმობს, ქრისტიანობის ამ უდიდეს სიწმინდეს მუზეუმიდან დროებით გამოაბრძანებენ ხოლმე, ზუგდიდის ვლაქერნის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში დაასვენებენ და მორწმუნეები თაყვანს სცემენ.

ოთარაშენის ეკლესიაში უძველესი დროიდან დაცული ყოფილა იერუსალიმიდან შემოსვენებული ღვთისმშობლის მოსასხამის ნაწილი, ღვთისმშობლის თავსაბურავის ნაჭერი, ღვთისმშობლის ბეჭედი და, როგორც ერთ-ერთი ეპიგრაფიკული წარწერით ირკვევა, "ღვთისმშობლის ოფლი", რომლისგანაც მრავალი სნეული განკურნებულა.

აღნიშნული სიწმინდის გარდა საქართველოში დაცული ყოფილა მარიამ ღვთისმშობლის სამოსლის სხვა ნაწილებიც. ერთ-ერთი ძველი საეკლესიო გადმოცემით, რომელიც წერილობითი წყაროებით არ დასტურდება, შიდა ქართლში მდებარე ქვათახევის მონასტრის საძირკველში ჩაყოლებული ყოფილა ღვთისმშობლის სამოსლის ნაწილი. რუსული წყაროების მიხედვით კი აღმოსავლეთ საქართველოში ნამდვილად ინახებოდა ღვთისმშობლის სამოსლის მცირე ნაწილი, რომელიც მეფე თეიმურაზ I-ის ელჩმა, ეპისკოპოსმა თეოდოსიმ XVII საუკუნეში რუსეთის ხელმწიფეს მიართვა. აღსანიშნავია, რომ ვინმე თავად გოლიცინს 1689 წელს შეუძენია და მოსკოვის კრემლის მიძინების ტაძრისთვის შეუწირავს ღვთისმშობლის სამოსლის ნაწილი, რომლითაც შაჰ-აბას I-მა საქართველოდან გატანილი საჩუქარი რუსეთის მეფეს გაუგზავნა.

წერილობითი წყაროებითა და ქართული საეკლესიო ტრადიციით, საქართველოში მარიამ ღვთისმშობლის სახელთან დაკავშირებული სხვა სიწმინდეებიც ინახებოდა. მათ შორის აღსანიშნავია ღვთისმშობლის სარტყელი და მისი სახელობის ვლაქერნის ხატი. სამწუხაროდ, აღნიშნულ სიწმინდეთა შესახებ მხოლოდ გვიანი ხანის, ძირითადად XIX საუკუნის, უცხოური (რუსული და ფრანგული) წერილობითი ცნობები მოგვეპოვება.

ღვთისმშობლის სარტყლისა და ვლაქერნის ხატის ისტორიის შესწავლას დიდი ამაგი დასდო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხულმა ამბროსი ხელაიამ 1921 წელს დაწერილ გამოუქვეყნებელ შრომაში "ბედიის ტაძარი". ამბროსი ხელაია დაწვრილებით გადმოგვცემს ღვთისმშობლის სარტყლის შესახებ არსებულ საეკლესიო გადმოცემას. ამ გადმოცემის მიხედვით, ღვთისმშობლის მიძინების შემდეგ მისი სარტყელი თომა მოციქულის კუთვნილება გამხდარა. ნიკიფორე კალისტას მონათხრობით, თომა მოციქულის შემდეგ სარტყელი, როგორც დიდი სიწმინდე, მორწმუნეებს მემკვიდრეობით გადაეცემოდათ. მთავარეპისკოპოს სერგის გადმოცემით, იმპერატორ არკადის (395-408) დროს ღვთისმშობლის სარტყელი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს, ხოლო იმპერატორმა თეოდოსიმ (408-430) ოქროს კიდობანში ჩასვენებული სამეფო ბეჭდით დალუქული სიწმინდე მოათავსა არკადი იმპერატორის ქალიშვილის პულხერიას მიერ კონსტანტინოპოლის ჩრდილო განაპირა მხარეში, ვლაქერნად წოდებულ ადგილას აშენებულ ხალკოპრატიის ღვთისმშობლის სახელობის ეკლესიაში. შემდგომში აღნიშნულ ტაძარს ადგილობრივი ტოპონიმიკის მიხედვით ვლაქერნის სახელი ეწოდა. დიდი არეულობის დროს, VI საუკუნეში, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ვლაქერნის ტაძრის სიწმინდეები, მათ შორის ღვთისმშობლის სარტყელი, გადამალეს კაბადოკიის ქალაქ ზილაში, საიდანაც VII საუკუნის უკანასკნელ მეოთხედში იმპერატორ იუსტინიანეს ისევ კონსტანტინოპოლში დაუბრუნებია.

ქართული საეკლესიო ტრადიციით, რომელიც გვიანი ხანის, კერძოდ კი XIX საუკუნის, უცხოურ წერილობით წყაროებში აისახა, ღვთისმშობლის სარტყლის ნაწილი საქართველოში ჩამოუტანია იმავე სარტყლის სასწაულმოქმედი ძალით განკურნებულ ბიზანტიის იმპერატორის ძმისშვილს ელენეს, რომელიც მეფე ბაგრატ IV-ზე (1027-1072) დაუქორწინებიათ.

გადმოცემით, ელენე დედოფალს ღვთისმშობლის სარტყელთან ერთად საქართველოში უნდა მოესვენებინა ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატიც, რადგან წერილობითი წყაროების მიხედვით ღვთისმშობლის სარტყელი ამ სახელწოდების ხატზე იყო მიმაგრებული. ამის გამო ორივე სიწმინდე ერთად მოიხსენიება. ამბროსი ხელაიას აზრით, "ღვთისმშობლის სარტყლის ისტორია მჭიდროდაა შეკავშირებული ვლაქერნის ხატის ისტორიასთან".

ბოლოდროინდელ მკვლევართა აზრით, მართალია, ვლაქერნის ხატმა ჩვენამდე მოაღწია, მაგრამ ღვთისმშობლის სარტყელი დაკარგულად ითვლება. მკვლევართა ასეთი განცხადება უნდა მომდინარეობდეს უწმინდესი ამბროსი ხელაიას მიერ გამოთქმული შეხედულებიდან. 1920 წელს იგი ზუგდიდიდან ექვთიმე თაყაიშვილის მიერ გადმოტანილ სიწმინდეთა შესახებ აღნიშნავდა: "როგორც გადმომცეს, ეს ღვთისმშობლის სარტყელი ახლა ხატთან არაა და ვის ხელში გადავიდა და ან სად ინახება ეს ძვირფასი სარწმუნოებრივი რელიქვია, არ არის ცნობილი".

1920 წლის დასაწყისში ექვთიმე თაყაიშვილი ზუგდიდიდან თბილისში ჩამოტანილ სიძველეთა შორის ღვთისმშობლის სარტყელს არ იხსენიებს. ნუთუ ექვთიმე თაყაიშვილმა, როცა ზუგდიდში აღწერა და თბილისში ჩამოიტანა დადიანის სასახლეთა სიძველეები, არ მიუთითა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ქსოვილის შესახებ?!

უეჭველია, იგი მაშინაც იქნებოდა, ან კიდევ, ამ ქსოვილის შესახებ არაფერია ნათქვამი იმ ოქმებში, როცა ვლაქერნის ხატი სხვა სიწმინდეებთან ერთად 1921 წელს საზღვარგარეთ გაიტანეს, ხოლო 1945 წელს საფრანგეთიდან დააბრუნეს საქართველოში.

სიძველეთა აღწერის ოქმებში, გარკვეული თვალსაზრისით, არ დაფიქსირებულა ღვთისმშობლის სარტყელი. მკვლევარები ფიქრობენ, რომ ექვთიმე თაყაიშვილს შეგნებულად არ გაუმახვილებია ყურადღება აღნიშნულ სიწმინდეზე. როცა მან 1920 წლის დასაწყისში ზუგდიდში ინახულა ვლაქენის ხატი, ამ დროისთვის მასზე სარტყელი რომ არ ყოფილიყო, უეჭველია, იგი ამ ფაქტს აუცილებლად აღნიშნავდა, მაგრამ, როგორც ჩანს, იმ დროისთვის სარტყელი ხატზე იყო მიმაგრებული, თუმცა მკვლევარმა განგებ არ აღნიშნა მისი არსებობა იმ მიზეზის გამო, რომ იმდროინდელ ხელისუფლებასა და ახლად ავტოკეფალიაგამოცხადებულ ეკლესიას შორის არსებობდა შეთანხმება, რომლის ძალით, სახელმწიფოს მუზეუმებში ის სიძველეები უნდა მოთავსებულიყო, რომლებიც ეკლესიისთვის რაიმე ღირებულებას არ წარმოადგენდა. თუკი ექვთიმე აღნიშნავდა, რომ ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული იყო ღვთისმშობლის სარტყელი, მაშინ იგი, როგორც უდიდესი სიწმინდე, შეთანხმების ძალით ისევ ტაძარში უნდა დარჩენილიყო, რომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარანტიას სახელმწიფო ვერ იძლეოდა. არადა, დაუცველობის გამო, ამ დროს ბევრი საეკლესიო სიწმინდე დაიკარგა. ვლაქერნის ხატი შემკული იყო უძვირფასესი თვლებით, რაც ზრდიდა მისი გაქურდვის საშიშროებას. შესაძლებელია ამავე მიზეზით არ დაფიქსირდა ვლაქერნის ხატზე მიმაგრებული ღვთისმშობლის სარტყელი სიძველეთა აღწერის ოქმებში. ჯერ ერთი, 1921 წელს დევნილობის გამო ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სრულყოფილი აღწერისთვის არავის სცხელოდა, ხოლო როცა განძეულობა 1945 წელს საქართველოში დააბრუნეს, ათეისტური ხელისუფლების პირობებში ამ სიწმინდის დაფიქსირებას აზრიც არ ჰქონდა.

გამოყენებულია ელდარ ბუბლაშვილის ნაშრომი "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები"
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat