ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება - 21 (04.12) ნოემბერი
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება  - 21 (04.12) ნოემბერი
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.

როგორც ცნობილია, მარადქალწული მარიამის მშობლებმა - მართალმა იოაკიმემ და ანამ, რომლებიც მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ, აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა მათ ასული.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს, უხმეს ნათესავ-ახლობლებს, პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მარიამს მღვდელმთავარი შეეგება მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით.

ტაძარში შესასვლელად თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა იყო საჭირო (რიცხვი 15 მიუთითებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღს - ნისანის (მარტის) თხუთმეტს. ჩვეულებრივ, მორწმუნენი თითო საფეხურის ავლისას თითო ლოცვას კითხულობდნენ, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა უფალთან მიახლოებას). როცა პატარა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, მიუხედავად ასაკისა, სწრაფად აირბინა კიბე. მღვდელმთავარმა სულიწმინდის კარნახით იგი წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თვითონ შედიოდა წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლით. ეს იყო ერთგვარი აღსრულება წინასწარმეტყველებისა: მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმიდათაწმიდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი აღთქმის ფილებით, აარონის კვერთხი და ტაკუტი მანანით (ზეციური პურით). მარიამის წმიდათაწმიდაში შესვლისას ებრაელთა ეს უძველესი სიწმინდენი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა - ღვთის რჩეულმა ერმა ისინი თავისი ცოდვების გამო დაკარგა, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის შესვლამ სიმბოლურად შეავსო ეს დანაკარგი - ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც ზეციური პური დაიტია; აარონის კვერთხია, რომელიც გამხმარი ტოტისგან - ბერწი მშობლებისგან - აღმოცენდა (ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ აყვავდა აარონის გამხმარი კვერთხი); დაბოლოს, სჯულის კიდობანია, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა" (ფს. 131:8).

მარადქალწულმა მარიამმა თერთმეტი წელი დაჰყო ტაძარში. ის იზრდებოდა კეთილმსახურ ქალწულთა წრეში, კითხულობდა საღვთო წიგნებს, ხელსაქმობდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის სიყვარულით სულდგმულობდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების მოსახსენებლად წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი დროიდანვე დააწესა დღესასწაული. პირველ ცნობას ამ დღესასწაულის აღსრულების შესახებ შეიცავს პალესტინელ ქრისტიანთა გადმოცემანი, სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ წმინდა დედოფალმა ელენემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მოსახსენებლად ეკლესია აღაშენა.

ეკლესიის მამათა მიხედვით, ყოვლადწმინდა ქალწული ახალი აღთქმის კიდობნად იწოდება, რადგან მუცლით ატარებდა ქვეყნიერების გამომხსნელს - მაცხოვარს, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ცხოვრებისაკენ გაუხსნა გზა.

ამგვარად, ღვთისმშობლის მიერ "ცხორებაი იქმნა ძეთათვის კაცთაისა". თუკი ევას შეცოდებით წყევა შემოვიდა ამქვეყნად, ღვთისმშობლის მეოხებით კურთხევა მოგვენიჭა, ყოვლადწმინდა ქალწულმა დაუტევნელი დაიტია. დაიტია ის, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, რომელმაც აღხოცა შეცოდებანი კაცთანი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა, უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელისაღმპყრობელი, შეჭირვებულთა ნუგეშისმცემელი, ცოდვილთა მწყალობელი და საუკუნო სასუფევლის მომნიჭებელი.
................................

ასევე ნახეთ:

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა

მარიამი შედის წმინდათა წმინდაში - ამ მოქმედებით იწყება ღმერთთან ადამიანთა მოდგმის შერიგების საიდუმლო


როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის?

ეს ყრმა იყო სამკვიდრებელი ღვთის მადლისა








ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
28.08.2021
ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (+1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი, გაბრიელ, ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
13 ნოემბერს (ძველი სტილით 31 ოქტომბერს) ქართული ეკლესია აღნიშნავს წმინდა 100 000 ტფილელი მოწამის ხსენების დღეს.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat