იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა
იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა
ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება და მისი სახელობის ტაძარი თბილისში
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.

როგორც ცნობილია, მარადქალწული მარიამის მშობლებმა - მართალმა იოაკიმემ და ანამ, რომლებიც მოხუცებულობამდე უშვილონი იყვნენ, აღთქმა დადეს, რომ თუ შვილი შეეძინებოდათ, უფალს შესწირავდნენ. ღმერთმა შეისმინა მათი ვედრება და მისცა მათ ასული.

როცა მარიამს სამი წელი შეუსრულდა, მისმა მშობლებმა ღვთისთვის მიცემული აღთქმა შეასრულეს, უხმეს ნათესავ-ახლობლებს, პატარა მარიამი საუკეთესო შესამოსლით შემოსეს და გალობითა და ანთებული სანთლებით ხელში იერუსალიმის ტაძარში მიიყვანეს. აქ მარიამს მღვდელმთავარი შეეგება მრავალრიცხოვანი სამღვდელო დასით.

ტაძარში შესასვლელად თხუთმეტსაფეხურიანი კიბის ავლა იყო საჭირო (რიცხვი 15 მიუთითებს ებრაელების ეგვიპტიდან გამოსვლის თარიღს - ნისანის (მარტის) თხუთმეტს. ჩვეულებრივ, მორწმუნენი თითო საფეხურის ავლისას თითო ლოცვას კითხულობდნენ, რაც სიმბოლურად მიანიშნებდა უფალთან მიახლოებას). როცა პატარა მარიამი პირველ საფეხურზე დააყენეს, მან, მიუხედავად ასაკისა, სწრაფად აირბინა კიბე. მღვდელმთავარმა სულიწმინდის კარნახით იგი წმიდათაწმიდაში შეიყვანა, სადაც მხოლოდ თვითონ შედიოდა წელიწადში ერთხელ სამსხვერპლო სისხლით. ეს იყო ერთგვარი აღსრულება წინასწარმეტყველებისა: მოსეს დროს აგებული მოძრავი კარვის წმიდათაწმიდაში შეტანილ იქნა სჯულის კიდობანი აღთქმის ფილებით, აარონის კვერთხი და ტაკუტი მანანით (ზეციური პურით). მარიამის წმიდათაწმიდაში შესვლისას ებრაელთა ეს უძველესი სიწმინდენი იქ უკვე აღარ იმყოფებოდა - ღვთის რჩეულმა ერმა ისინი თავისი ცოდვების გამო დაკარგა, მაგრამ ყოვლადწმიდა ქალწულის შესვლამ სიმბოლურად შეავსო ეს დანაკარგი - ღვთისმშობელი ის ტაკუკია, რომელმაც ზეციური პური დაიტია; აარონის კვერთხია, რომელიც გამხმარი ტოტისგან - ბერწი მშობლებისგან - აღმოცენდა (ძველ აღთქმაში მოთხრობილია, თუ როგორ აყვავდა აარონის გამხმარი კვერთხი); დაბოლოს, სჯულის კიდობანია, როგორც დავით წინასწარმეტყველი ამბობს: "აღდეგ, უფალო, განსასუენებლად შენდა, შენ და კიდობანი სიწმინდისა შენისა" (ფს. 131:8).

მარადქალწულმა მარიამმა თერთმეტი წელი დაჰყო ტაძარში. ის იზრდებოდა კეთილმსახურ ქალწულთა წრეში, კითხულობდა საღვთო წიგნებს, ხელსაქმობდა, განუწყვეტლივ ლოცულობდა და ღვთის სიყვარულით სულდგმულობდა.

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის იერუსალიმის ტაძარში მიყვანების მოსახსენებლად წმინდა მართლმადიდებელმა ეკლესიამ უძველესი დროიდანვე დააწესა დღესასწაული. პირველ ცნობას ამ დღესასწაულის აღსრულების შესახებ შეიცავს პალესტინელ ქრისტიანთა გადმოცემანი, სადაც საუბარია იმის თაობაზე, რომ წმინდა დედოფალმა ელენემ ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების მოსახსენებლად ეკლესია აღაშენა.

ეკლესიის მამათა მიხედვით, ყოვლადწმინდა ქალწული ახალი აღთქმის კიდობნად იწოდება, რადგან მუცლით ატარებდა ქვეყნიერების გამომხსნელს - მაცხოვარს, რომელმაც კაცობრიობას მარადიული ცხოვრებისაკენ გაუხსნა გზა.

ამგვარად, ღვთისმშობლის მიერ "ცხორებაი იქმნა ძეთათვის კაცთაისა". თუკი ევას შეცოდებით წყევა შემოვიდა ამქვეყნად, ღვთისმშობლის მეოხებით კურთხევა მოგვენიჭა, ყოვლადწმინდა ქალწულმა დაუტევნელი დაიტია. დაიტია ის, რომელსაც ცანი ვერ იტევენ, რომელმაც აღხოცა შეცოდებანი კაცთანი და ჯვარს ეცვა ჩვენთვის.

იხარებს მართლმადიდებელი ეკლესია, რამეთუ ღვთისმშობლის მიერ განხორციელდა ძე ღმრთისა, უძლურთა შემწე, დაცემულთა ხელისაღმპყრობელი, შეჭირვებულთა ნუგეშისმცემელი, ცოდვილთა მწყალობელი და საუკუნო სასუფევლის მომნიჭებელი.

თბილისის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ეკლესია სამედიცინო უნივერსიტეტის გვერდით, ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარეობს. გვესაუბრება ამ ტაძრის სამღვდელო დიაკვანი ლევან მათეშვილი.

- მამაო, რამდენი ხანია, რაც ამ ტაძარში მსახურობთ?

- მე, შეიძლება ითქვას, იშვიათ გამონაკლისს წარმოვადგენ, რადგან ამ ტაძრის გახსნიდან მოყოლებული, ჯერ სტიქაროსნად, შემდეგ მედავითნედ და ამჟამად დიაკვნად ვმსახურობ. ალბათ, ჩემი წარმოსახვის ნაყოფია, მაგრამ ამგვარი მდგომარეობა იმ პირველ ქრისტიან მორწმუნეთა კრებულებს მაგონებს, სადაც თავიანთსავე ეკლესიაში გამოარჩევდნენ და ადგენდნენ კლირიკოსებს. ყოველ შემთხვევაში, ასეა თუ ისე, ჩემი ამგვარი მდგომარეობა ბედნიერს მხდის, რადგან ის ტაძრის მრევლთან სულიერი და ფიზიკური ერთობის უფრო მძაფრ განცდას ბადებს.

- მამაო, რამდენი მღვდელმსახურია თქვენს ტაძარში?

- ჩვენს ტაძარში დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის წინამძღვრობით კიდევ ორი მღვდელი მსახურობს: მამა ნიკოლოზი (გობეჯიშვილი) და მამა გიორგი (წურწუმია). მამა მიქაელი ჩემი პედაგოგი იყო სასულიერო აკადემიაში სწავლის დროს და შესაბამისად, ვიცნობდი მას მხოლოდ როგორც მასწავლებელს. მას შემდეგ, რაც ჩვენი ტაძარი აშენდა და იგი ამ ეკლესიის წინამძღვრად დანიშნეს, სულ სხვა კუთხით გავიცანი და უნიკალური სასულიერო პრაქტიკის საშუალება მომეცა. აკადემიაში სწავლა ერთია, მაგრამ ცოცხალი შეხება ეკლესიასთან და ღვთისმსახურებასთან - მეორე, ორივე კი, ერთმანეთის შემავსებელი, ადამიანს კარგ სასულიერო პირად ჩამოყალიბების საშუალებას აძლევს. მამა ნიკოლოზი, რომელიც ხატმწერიც არის, მამა გიორგისთან ერთად ამ ტაძრის საძმოს წარმოადგენს. მე მხოლოდ, შეიძლება, კმაყოფილება გამოვთქვა, რომ ამ ტაძარში მომიწია მსახურება, სადაც სასულიერო პირებს და მრევლს შორის სრული ჰარმონია და ურთიერთგაგება სუფევს, რაც ჩვენს დროში დასაფასებელი და მოსაფრთხილებელია.

- ვისი შემწეობით აშენდა თქვენი ტაძარი?

- სულ ცოტა ხნის წინ საბურთალოს რაიონში, რომელიც თბილისის ძველ უბნებთან შედარებით ახალი დასახლებაა, არც ერთი ეკლესია არ იყო, დღეს კი უკვე საკმაოდ ბევრია. ჩვენი ტაძარიც ამავე პერიოდში აშენდა და, ისევე როგორც სხვა ტაძრები, კეთილგონიერ ქტიტორთა შემწეობით გასრულდა. ჩვენი ეკლესიის შემთხვევაში ინიციატივა და უდიდესი დახმარება თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტს ეკუთვნის და სანამ ეს ტაძარი იარსებებს, მათ დამსახურებას ყოველ წირვა-ლოცვაზე შევავედრებთ ღმერთს.

- ინახება თუ არა თქვენს ტაძარში რაიმე ქრისტიანული სიწმინდე?

- მოგეხსენებათ, ჩვენი ტაძარი ძალიან ახალგაზრდაა, სულ სამი წელია ფუნქციონირებს, მაგრამ გარდა იმისა, რომ თვით ტაძარი წარმოადგენს უდიდეს სიწმინდეს, რადგან აქ მსოფლიოში უდიდესი საიდუმლო აღესრულება, ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების ტაძარი თავადაც ფლობს სიწმინდეებს. კერძოდ, ჩვენთან ინახება დიდი წმინდა მამის, მოციქულთა მოწაფის და რომის მესამე პაპის კლიმენტი რომაელის წმინდა ნაწილი, აგრეთვე წმინდა სერაფიმე საროველის კუბოს ფიცრის ნაწილი, რომლებიც საკურთხეველში ტრაპეზზე სპეციალურ სანაწილეში განისვენებენ.

- როგორია სამღვდელო დიაკვნის მსახურება?

- ძალიან კარგი. ეს ხუმრობით. ისე კი საკმაოდ შრომატევადია და საპასუხისმგებლოც. ჯერ ერთი, ტაძარში ყველა აღსრულებული მსახურების მსახურია, მეორეც, ყველა ღვთისმსახურების მოსამზადებელი საქმეების მომგვარებელიც. გარდა ამისა, ისევე როგორც მღვდელი, დიაკვანიც ყოველთვის მოწესრიგებული და ლოცვაზე კონცენტრირებული უნდა იყოს. სხვა საკითხია, ყველაფერ ამას მე როგორ ვასრულებ. ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ, არ შევარცხვინო ჩემი დიაკვნობა. მახსოვს ჩემი პირველი კვერექსის და პირველი სახარების წაკითხვა - ეს ნამდვილად კურიოზების სფეროში გადაგვიყვანს. ის მღელვარება, რომელიც ჩემს პირველ მცდელობებს ახლდა თან, არ გამქრალა. შეიძლება უკვე უკეთესად ვკითხულობ სახარებას და უკეთესად გამოვთქვამ კვერექსს, მაგრამ დღესაც ყოველი სახარებისა და კვერექსის კითხვისას თითქმის იგივე მღელვარება, თუმცაღა კონტროლირებადი, მომიცავს ხოლმე. ერთი პერიოდი ამაზე სერიოზულად ვწუხდი, მაგრამ შემდეგ მივხვდი, რომ ასეთი მდგომარეობა უფრო ჯანსაღი იყო, ვიდრე შეგუებული, მექანიკური და გაშინაურებული მოძრაობები და სიტყვები. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რას წარმოადგენს ტაძარი. არ შეიძლება, ეკლესიას გაუშინაურდე - ეს კრძალულებას გვაკარგვინებს, ამიტომ მსახურების დროს ჩემი მღელვარება გამართლებული და სასურველიც არის, თუმცა ერთგვარად დისკომფორტულიც. სამაგიეროდ, მაჩვენებელია იმისა, რომ ჩემი სარწმუნოება ჯერ არ გაგრილებულა და ნურც გაგრილდება!

- თქვენ ჟურნალ "კარიბჭეში" მისი გამოსვლის დღიდან თანამშრომლობთ. როგორ დაუკავშირდით ამ ჟურნალს?

- ნამდვილად ასეა, უფრო მეტიც, ბედნიერი ვარ, რომ "კვირის პალიტრის" ჯგუფთან ერთად მეც გარკვეული წვლილი მიმიძღვის "კარიბჭის" გამოცემაში. როდესაც სასულიერო აკადემიის III კურსზე ვსწავლობდი და ამ სასწავლებლის სტუდკავშირის თავმჯდომარე ვიყავი, მისი უწმინდესობისგან, რომელიც მაშინ სასწავლებლის რექტორი იყო, სტუდკავშირმა ჟურნალის შექმნის იდეის ავტორებთან ერთად ჟურნალისთვის ლოცვა-კურთხევა გამოითხოვა და "კარიბჭე" საღვთისმეტყველო განათლების მქონე ჟურნალისტებით უზრუნველყო. ასეთი ჰარმონიული სინთეზის შედეგად მივიღეთ რელიგიურ გამოცემებში ყველაზე მაღალრეიტინგული ჟურნალი, რომელიც ყველა ეტაპის მორწმუნისთვის არის გათვლილი - ეკლესიაში ახალმისულისთვის თუ უკვე საკმაოდ გამოცდილი მრევლისთვის.

- როგორია თქვენი ოჯახური მდგომარეობა? სხვა საქმიანობასაც თუ ეწევით?

- მყავს მეუღლე და ერთი ვაჟი - დავითი, ველით მეორესაც. ოჯახი და მისი საქმეები შეიძლება ერთ დიდ საქმიანობად ჩაითვალოს. გარდა ამისა, ვეწევი პედაგოგიურ მოღვაწეობასაც სასულიერო აკადემიაში და ტექნიკური უნივერსიტეტის თეოლოგიის კათედრაზე. საკმაოდ დაკავებული და დაღლილი ვარ, მაგრამ, მოგეხსენებათ, ადამიანურ შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს და ღვთის მადლით, სხვა სასარგებლო საქმიანობასაც სიამოვნებით მოვკიდებდი ხელს.

ესაუბრა
მარიამ ჩხაიძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქრისტეს შობამდე 600 წელს იერუსალიმი ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა დაიპყრო, სოლომონის ტაძარი დაარღვია, დიდი ალაფი იგდო ხელთ და ხალხი ტყვედ წაასხა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat