როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის?
როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის?
მამა დანიელ კატუნაკელი: გაუფრთხილდით საეკლესიო გადმოცემის საგანძურს
განმაახლებლებმა დიდი ხანია უარყვეს ღვთის სიყვარული და თავმდაბლობა, სურთ ახალი დოგმატები შემოიღონ ღვთისმეტყველებაში. ნაცვლად იმისა, რომ სიკეთე მოუტანონ მოყვასს, მუსრავენ მართლმადიდებელ აზროვნებას. ამ ახალი ერეტიკოსებისთვის უცხოა სახარებისეული ჭეშმარიტება. მცირეს ვიტყვით ნაწილობრივი ჭეშმარიტების ასახსნელად და კეთილსინდისიერი ქრისტესმიერი თანამოძმეების დასარიგებლად.

ბევრი განმაახლებელი მოგვიწოდებს, არ ვიზეიმოთ ტაძრად მიყვანება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა. ამტკიცებენ: ეს დღესასწაული არც სახარებაშია ნახსენები და არც რომელიმე მოციქულის ნაწერებში გვხვდება. როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, სადაც შესვლის უფლება მღვდელმთავარს ჰქონდა და ისიც წელიწადში ერთხელო.

ჩვენმა ეკლესიამ, რომელსაც ერთ-ერთ მყარ საფუძვლად უძევს განმაახლებელთაგან უარყოფილი საღმრთო გარდამოცემა, დაადგინა ღვთისმშობლის დღესასწაული - მას უძველესი დროიდან ზეიმობდნენ და მის სახელზე დიდებული ტაძრები აუგიათ. ამ დღესასწაულის ავტორიტეტს ამყარებდნენ წმინდა მამები, წმინდა პატრიარქები და მართლმადიდებელი ეკლესიის მასწავლებლები. პირველად ეს დღესასწაული განადიდა კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ღირსმა გერმანემ, შემდეგ - ასევე კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ტარასიმ, მესამე გახლდათ წმინდა გიორგი ნიკომიდიელი, რომელმაც ორი საქებარი სიტყვა მიუძღვნა დღესასწაულს. პირველი მათგანი ასე იწყება: "საქმეთა ჩვენთა კეთილი დასაწყისი", მეორე კი - "საღმრთო დღესასწაულთა აღმობრწყინება"; მეოთხე იყო წმინდა თეოკლიტე ბულგარელი, მეხუთე - წმინდა გრიგოლ პალამა.

თუ ამ წმინდა მამებს არ ჰქონდათ ჭეშმარიტი მოწმობა, რომ ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაული მოციქულთა დროინდელია, მაშინ როგორ შეეძლოთ განედიდებინათ ქებით და ღვთისმსახურებით? თუ წმინდა ტარასი, რომელმაც მოიწვია VII მსოფლიო კრება, ვერ ხედავდა, რომ ამ დღესასწაულს მის დროს დიდებულად ზეიმობენ, საჯაროდ როგორ აღმოთქვამდა, "ბრწყინვალე და განდიდებულია ეს დღესასწაული და სურვილს აღუძრავს ქება-დიდების შესხმის მოყვარულთო"? როგორ შეეძლო, სიხარულით ეთქვა: "დღეს დაიხსნება ბერწობის წყევა და ძღვენი წმიდა წმიდათაში მოიტანება"? ანდა "დღეს წინასწარმეტყველთა ქადაგება მღვდლისა და წინასწარმეტყველის ზაქარიას მიერ წმიდა წმიდათაში შეიყვანებაო"?

განა ნებას მისცემდა ქრისტეს ეკლესია, წაეკითხათ წმინდა გრიგოლ ნიკომიდიელის თხზულებანი, რომლებიც ეძღვნება ამ დღესასწაულს და ყოველწლიურად საგალობლებით განედიდებინათ?

დიდი ღვთისმეტყველის, წმინდა გრიგოლ პალამას გამონათქვამი ამ დღესასწაულზე განამტკიცებს ჭეშმარიტებაში ყველა კეთილსინდისიერ ქრისტიანს და გააცამტვერებს დღესასწაულის მოწინააღმდეგეთა არგუმენტებს: "ღმერთთან მშობლებმა ღვთისმშობელი მიიყვანეს... ბავშვი, სამი წლისა, რომელსაც ახლახან მიეტოვებინა ძუძუს წოვა". ყრმა მარიამი დიდი პატივით შეიყვანეს ტაძარში. "ტაძრის შესასვლელთან მას მიუახლოვდა მღვდელმთავარი და წინასწარმეტყველურად მიმართა: "ისმინე, ასულო, და იხილე და მოყავ ყური შენი და დაივიწყე ერი შენი და სახლი მამისა შენისაი და გულმან უთქვას მეუფესა სიკეთისა შენისაი" (ფს. 44,11-12.) მარიამი მოკრძალებით შეჩერდა და მაშინვე დაუტევა მშობლები, ძიძა, თანატოლები, გამოეყო ყველას და მღვდელმთავარს მიუახლოვდა, უცქერდა მას მდაბლად და მოწყალედ, ხელების მოძრაობით და ტიტინით გამოხატავდა ღვთის მიმართ სრულ მორჩილებას".

ვინც ყურადღებით მოისმენს წმინდა მამის სიტყვებს, ღვთისმოშიშთაგან ვინ გაბედავს ამ დღესასწაულის სინამდვილეზე კამათს? ალბათ განმაახლებელთა მომხრეები გვეტყვიან: - მართალია, წმინდა მამები შეთანხმებულად საუბრობენ ამ დღესასწაულზე, მაგრამ ისინი მოციქულთა დროინდელნი კი არ არიან, ათას ასი წლის წინ გამოჩნდნენ, ამიტომ მათი აზრის მიღება გვიჭირს, რადგან იგი არ მოდის სახარებიდანო.

მართლაც აატირებს ღვთისმოშიშ ქრისტიანს ამის მოსმენა, რამეთუ ამ სიტყვებით არა მარტო ამ დღესასწაულის, არამედ წმინდა გარდამოცემაზე დაფუძნებული ქრისტეს ეკლესიის დადგენილების გაცამტვერებაც სურთ. განმაახლებლები თავიანთი აზრის დასამტკიცებლად ვერანაირ საბუთს ვერ ასახელებენ. მათ არა მარტო ღვთისმშობლის დღესასწაულები უარყვეს, არამედ ჩვენი წმინდა ეკლესიის სხვა საიდუმლოებებიც, ყველა გარდამოცემა და სწავლება იესო ქრისტესი და მის მოციქულთა.

ამ დღესასწაულის სანდოობა საკამათო რომ ყოფილიყო, როგორ დაუშვა ეკლესიის ამდენმა დიდებულმა მოძღვარმა, ჩვენი ეკლესია "დაცემულიყო" ამ "მიწიერ შეცდომილობაში" - როგორც ამტკიცებენ "ღვთისმოშიში" განმაახლებლები? მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა დადგენილება და გადაწყვეტილება ჭეშმარიტია და მცდარი არ შეიძლება იყოს, რამეთუ თავის მასწავლებლად ჰყავს სულიწმინდა, ხოლო ყოველი კაცი ცრუ და ამაოა, ის შეიძლება შეცდეს, თუნდაც ათასგზის ბრძენი იყოს და მეცნიერებაში განსწავლული.

განმაახლებლები დღესასწაულის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად ითხოვენ მტკიცებულებას წმინდა სახარებიდან და ამით აჩვენებენ, რომ უცხოა მათთვის მართლმადიდებელი სული. თუ მოვითხოვდით მტკიცებულებებს წმინდა სახარებიდან და სამოციქულოდან სარწმუნოების ყველა დოგმატის და წმინდა საიდუმლოებათა ჭეშმარიტების დასადგენად, ამით საეჭვოდ გავხდიდით წმინდა გარდამოცემის და თვით სახარების ავტორიტეტს.

თუ რა არის წმინდა გარდამოცემა, ამაზე წმინდა ბასილი დიდი გვპასუხობს: "ეკლესიაში დაცული დოგმატებისა და დადგენილებისგან ერთი გვაქვს წერილობითი სწავლების სახით, სხვაა მოციქულთაგან გარდამოცემა, რომელიც საიდუმლოდ გადმოგვეცა. მათ ერთი და იგივე ძალა აქვთ ღვთისმოშიშებასთან მიმართებით, რამეთუ თუ ვეცდებოდით უარი გვეთქვა დაუწერელ ჩვევებზე, რომელთაც ვითომდა ძალა არა აქვს, ამით უნებურად დავკოდავდით თვით სახარების გულს... და მის ქადაგებას ვაქცევდით ცარიელ სიტყვებად. მაგალითად, ჯვრის ნიშის გამოსახვის ჩვევის სისწორე ვის შეუძლია დაგვიმტკიცოს წერილობითი წყაროს საფუძველზე? სად წერია, რომ ლოცვისას პირით აღმოსავლეთისკენ უნდა ვიდგეთ? რომელი წმინდა დოკუმენტი გვიჩვენებს იმ სიტყვებს პურის გარდასახვის ჟამს რომ წარმოვთქვამთ? ჩვენ წარმოვთქვამთ ბევრ ისეთ ლოცვას დაუწერელი სწავლებიდან, რომელსაც დიდი ძალა აქვს საიდუმლოთა აღსრულებისთვის. რომელი ნაწერის საფუძველზე ვაკურთხებთ ნათლისღების წყალს ან ზეთს ცხებისთვის, ანდა აღვასრულებთ ნათლისღებას? განა ეს უტყვი საიდუმლო გარდამოცემის საფუძველზე არ არის? ადამიანის სამჯერ შთაფვლის წესი საიდან მოდის? ნათლისღების ყველა ლოცვა სატანისა და მისი ანგელოზების განსადევნად საიდანაა? განა ეს გამოუთქმელი, გაუხალხურებელი სწავლებიდან არ არის, რომელიც შეინახეს ჩვენმა მამებმა დუმილით? ეს გვიჩვენებს, რომ პატიოსანი საიდუმლოება მდუმარებით ინახება".

წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს: "ყველაფერი წერილობით არ გადმოგვცეს მოციქულებმა, ბევრი არის დაუწერელი სწავლება, მაგრამ ერთიც და მეორეც სარწმუნოა", და კვლავ: "ასეთია გარდამოცემა და მეტის გაგებას ნუ ცდილობ". ასეთივე აზრი ჰქონდათ: წმინდა ეგნატე ღმერთშემოსილს, წმინდა დიონისე არეოპაგელს, წმინდა გრიგოლ ნაზიანზელს, წმინდა ათანასე დიდს, წმინდა პოლიკარპე სმირნელს, წმინდა კირილე ალექსანდრიელს, წმინდა ეპიფანეს, ამ აზრს აღიარებდნენ შვიდი მსოფლიო კრების მამები.

წმინდა გარდამოცემით გადმოგვეცა: თუ როგორი უნდა იყოს შვიდი საეკლესიო საიდუმლოებისას სიმბოლური მოძრაობები, წმინდა ხატების თაყვანისცემა, პატიოსანი ჯვრის ფორმა, მიცვალებულისადმი ლოცვა... რომელიც შეუდგენია უფლის ძმას, მოციქულ იაკობს, ბასილი დიდს, იოანე ოქროპირს. გარდამოცემის მიხედვით ვზეიმობთ და ღვთისმშობლის საუფლო დღესასწაულებზე ვაკურთხებთ წყალს დიდი და მცირე აიაზმის წესით, ვატარებთ სამღვდელო სამოსს, პატივს მივაგებთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს და გარდაცვალებიდან მესამე დღეს მის ზეცად ამაღლებას, პატივს მივაგებთ წმინდა ნაწილებს და აღვასრულებთ სხვა მრავალ ღვთისმოშიშ და წმინდა წესებს, რომლებიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ შემოინახა.

წმინდა გარდამოცემის სასარგებლოდ ამდენი მოწმის შემდეგ ღვთისმოშიშთაგან ვინღა იკამათებს წამითაც ამ დღესასწაულზე, ეჭვქვეშ რომ დააყენეს განმაახლებლებმა? აბა, როგორ არ გაკიცხავს ის ეკლესიისთვის სრულიად უცხოებს და დამანგრეველებს?

ახლა მათი მეორე აზრი განვიხილოთ, რომელიც ასე ჟღერს: "როგორ შეეძლო დედაკაცს შესულიყო წმიდა წმიდათაში, თუ შესვლა აკრძალული იყო ყველასთვის და მხოლოდ მღვდელმთავარს შეეძლო შესვლა, ისიც წელიწადში ერთხელ?"

თუ განმაახლებლები და ღვთისმეტყველები აღიარებენ, რომ დედოფალმა ჩვენმა ღვთისმშობელმა ზებუნებრივად შობა სიტყვა ღმრთისა, დაიმარხა ქალწულება შეურყვნელად, შეუდარებლად აღმატებულია ზესოფლიური გონებით და, წმინდა გრიგოლ პალამას სიტყვების თანახმად, ხმამაღლა აღიარებენ, რომ ყოვლადწმინდა არის საზღვარი ქმნილ და შეუქმნელ ბუნებათა, და არავის შეუძლია მისვლა ღმერთთან, თუ არა მისა და მისგან შობილი ღმერთის ძის მიერ, ღმერთის არც ერთი ნიჭი არ შეიძლება მიეცეს ადამიანს და ანგელოზებს მხოლოდ მის მიერ. ანუ როგორც დედამიწაზე შეუძლებელია შეხედო სინათლეს შუშის ან გამჭვირვალე ლამპრის გარეშე, ასევე შეუქმნელი ნათლის აღქმა არ შეიძლება ღვთისმტვირთველი და ღვთივგანათლებული ლამპრის, ღვთისმშობლის გარეშე, "რამეთუ ღმერთი მის შორისაა და არა რცხვენია". თუ მოკრძალებით აღიარებენ ამას, მაშინ საკვირველად რად ეჩვენებათ ის, რაც საღმრთო განგებულებით მოხდა გამონაკლისის სახით. შევიდა ტაძრის წმიდაში დედოფალი ჩვენი ღვთისმშობელი და არავინ აღმდგარა მის წინააღმდეგ.

თუ ღმერთი თავის განგებულებას სხვადასხვა დროს უცხადებდა თავის მსახურებს, ნუთუ არ შეეძლო საუკუნითგან წინასწარგანზრახული დედა უფლისა გამოეკვება ანგელოზთა მიერ წმიდა წმიდათაში და დაეფარა ის საიდუმლოდ? სახარების სასწაულები გვწამს და აღვიარებთ, ხოლო ღვთისმშობელზე აღსრულებული ღვთის განგებულება კი არა? თუ ღმერთმა აღიტაცა ცოცხლად ენუქი ცეცხლის ეტლით ზეცად და დაიფარა ორმოში ჩაგდებული დანიელი, რაა გასაკვირი, რომ მან წმიდა ტაძარში სრულიად საიდუმლოდ დაიფარა, ზებუნებრივად გაზარდა დედა უფლისა?

თუ გონებაში დავუშვებთ ფიქრებს: "რა" და "რატომ" - როცა საქმე გამოუთქმელ საიდუმლოებას, გამოცდილებას, სასწაულს და სულიწმინდის ქმედებას ეხება - მაშინ ხომ დაიკარგა ჩვენი სარწმუნოება, მაშინ გვწამს არა ღმერთის, არამედ კაცის. ამიტომაც, როცა ვხედავთ სასწაულს, ღვთის გამოცდილებას, წმინდა გარდამოცემას, ნუ ვიფიქრებთ კაცობრივი სილოგიზმებით: "ეს როგორ მოხდა" და "რატომ", რამეთუ ვიცით, რომ "იქ, სადაც ღმერთი ინებებს, იძლევა ბუნების კანონები". ვკითხოთ განმაახლებლებს: "როცა ნოემ ღვთის ბრძანებით კიდობანი ააგო, შეკრიბა ყველა სულდგმული და კიდობანში შეიყვანა, როგორ შეკრიბა, როგორ მიიყვანა კიდობანთან? რატომ მიდიოდნენ ასე მშვიდად და შედიოდნენ კიდობანში?" გვიპასუხებენ, - ღვთის ნებით მივიდნენო.

ამის დასტურად წმინდა ეფრემ ასური ამბობდა, კიდობანი აშენდა, იქ შესაყვანი ცხოველები მოგროვდნენ გარშემო და შევიდნენ მასში, რადგან ვერ გაუძალიანდნენ ღვთის ბრძანებასო. თუ თავისი მსახურის ნოეს, მისი შთამომავლობის და ყოველი სულდგმულის გადასარჩენად ღმერთმა ზებუნებრივად იმოქმედა, განა არ შეეძლო მომავალი ღვთისმშობელი, ანგელოზებზე აღმატებული, შეეყვანა წმიდა წმიდათაში და გამოეკვება ზებუნებრივი სახით?

საბოლოოდ კი მოვიყვან წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის შენიშვნას ტაძრად მიყვანების სვინაქსარიდან, რომელიც განმარტავს ამ ამბავს: "თუმცა კი უაზრობა ჩანდა, ზაქარიამ უთხრა ხალხს, რომ ღმერთმა ანიშნა მას, ქალწული შევიდოდა წმიდა წმიდათაში. დაარწმუნა ხალხი და მისცა ქალწულს იქ შესვლის ნება". ამავეს ამბობდა წმინდა თეოფილაქტეც თავის სიტყვაში "ტაძრად მიყვანება", სადაც მან დიდებულად განმარტა ზოგისთვის უაზრობა - შეყვანება ღვთისმშობლისა წმიდა წმიდათაში. თუნდაც მღვდელმთავარი ხშირად შესულიყო წმიდა წმიდათაში და არა - ერთხელ წელიწადში, როგორც სინამდვილეში იყო, მაშინ ზემოხსნებული ცნობისმოყვარეები იტყოდნენ, - როგორ შეიძლებოდა, ხალხის უმეტესობას არ სცოდნოდა ღვთისმშობლის წმიდა წმიდათაში ყოფნა?

მაგრამ რადგან მღვდელმთავარი წმიდა წმიდათაში მხოლოდ წელიწადში ერთხელ შედიოდა, ღვთის ბრძანებით, მან ეს საიდუმლო დაფარა და არავის გაუმხილა.

ჩემი ეპისტოლეს დასასრულს გთხოვთ, ნუ მიაქცევთ ყურადღებას ამგვარ უაზრობას, რამეთუ ამგვარი ერეტიკული სიახლეები ახალი და განმაახლებელთა გამოგონილი არ არის, ის მოდის ღვთისმებრძოლებიდან, ლუთეროკალვინისტებიდან, ვოლტარიანელებიდან და უღმერთო მატერიალისტებიდან.
4 ივნისი, 1903წ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat