ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისი - 25 მარტი (7 აპრილი)
ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მარადის ქალწულისა მარიამისი - 25 მარტი (7 აპრილი)
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება. ამ დღეს ყოვლადწმინდა მარიამთან ერთად მთელ კაცობრიობას ეუწყა, რომ სახიერმა ღმერთმა ადამიანი სიკვდილისა და ცოდვის სამუდამო ტყვეობისათვის ვერ გაიმეტა და ეშმაკის მონობისაგან მისი გამოხსნა გადაწყვიტა. ეს დღე არის დასაბამი "ჩვენი ცხონებისა და გამოჩინება საუკუნოითგან დამალულისა საიდუმლოჲსა".

უფალმა იესო ქრისტეს შობამდე დიდი ხნით ადრე აღუთქვა კაცობრიობას, რომ მხსნელს, მესიას მოუვლენდა, რომელსაც შობდა ქალწული და უწოდებდა სახელად ემანუელს, რომელიც ითარგმანება როგორც "ჩვენთარ არს ღმერთი". ჭეშმარიტად, ღვთის განკაცებით ჩვენთან არს ღმერთი.

მშობლების, იოაკიმეს და ანას გარდაცვალების შემდეგ, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა მარიამმა მწარედ იგრძნო ობლობა და მიხვდა, რომ ამ ქვეყანასთან უკვე აღარაფერი აკავშირებდა. მან გადაწყვიტა, სიცოცხლის ბოლომდე ღვთის მხევლად დარჩენილიყო და უფლის წინაშე აღთქმა დადო, რომ სამუდამოდ ქალწულობას დაიცავდა.

ებრაული ტრადიციით, ყველა ქალწული, ვინც კი ტაძარში იზრდებოდა, გარკვეულ ასაკში უნდა გათხოვილიყო.

როდესაც ქალწულ მარიამს 14 წელი შეუსრულდა, მღვდელმთავარმა განუცხადა, რომ წესის მიხედვით, ტაძარი უნდა დაეტოვებინა, გათხოვილიყო და საკუთარ სახლში დასახლებულიყო. ყოვლადწმინდა ქალწულმა მორჩილად, მაგრამ მტკიცედ უპასუხა, რომ იგი მშობლებმა ღმერთს შესწირეს და თვითონაც აღთქმა დადო, რომ ქალწულობას დაიცავდა. მღვდელმთავარი საგონებელში ჩავარდა. ღვთის ნების შესატყობად, იგი წმიდათაწმიდაში შევიდა, სადაც უფლის ანგელოზი იხილა, რომელმაც აუწყა: "ზაქარია, შეკრიბე იუდას ტომის, დავითის სახლის უცოლო მამაკაცები და უბრძანე, რომ ყველამ თავისი კვერთხი მოგიტანოს, ვისზედაც უფალი გარდამოავლენს ნიშანს, მიეცი მას ქალწული, რათა დაიცვას ქალწულობა მისი". ზაქარია მართლაც ასე მოიქცა, მან თორმეტი ღვთისმოსავი და მოხუცებული კაცი აირჩია დავითის ტომიდან, ყველას გამოართვა კვერთხი, ტაძარში შევიდა და ლოცვა დაიწყო. კვერთხები მთელი ღამით დატოვეს ტაძარში. როდესაც მეორე დღეს მღვდელმთავარი ეკლესიის მსახურებთან და თორმეტ მოხუცებულთან ერთად ტაძარში შევიდა, ნახეს, რომ იოსების კვერთხი განედლებულიყო, ხოლო, როცა მღვდელმთავარმა ყველას დაუბრუნა კვერთხი და უკანასკნელი იოსებს გაუწოდა, დაინახეს, რომ ზეციდან მტრედი ჩამოფრინდა და კვერთხზე ჩამოჯდა. იოსები, რომელიც ქალწულ მარიამს ნათესავად ერგებოდა, ამ დროს 80 წელზე მეტისა იყო, უკვე დიდი ხნის განმავლობაში ცოლის, სალომეს სიკვდილის შემდეგ, ქვრივად ცხოვრობდა და ექვსი მოზრდილი შვილი ჰყავდა.

იოსები ღვთის ნებას დამორჩილდა და ქალწული მარიამი მასზე დაიწინდა, ე.ი. გადაეცა მას არა ქორწინებისათვის, არამედ მისი ქალწულობის დასაცავად, რათა ეს საიდუმლო ხალხის თვალისაგან დაფარული ყოფილიყო. დაწინდვის შემდეგ იოსები მარიამთან ერთად თავის ქალაქში - ნაზარეთში გაემგზავრა.

იოსები მართალია, სამეფო გვარის წარმომადგენელი იყო, მაგრამ წინაპრების დიდება და სიმდიდრე განქარდა და ახლა ხუროობით ირჩენდა თავს. მარიამი ხედავდა, რომ მართალი იოსების სახით ღმერთმა მამა და მფარველი მისცა. ყოვლადწმინდა მარიამის და მართალი იოსების მოკრძალებულ სამყოფელში ღვთის მადლი გამეფებულიყო. დრო გადიოდა შრომასა და ლოცვაში, რაც მათ ყველა მოქმედებას ნათელს ჰფენდა. ძველი ჩვეულების თანახმად, იოსები ხეს სახლში კი არ ამუშავებდა, სადაც მისი ოჯახი ცხოვრობდა, არამედ მისგან განცალკევებულ სახელოსნოში. ის შორს არ იყო მართალი ანას სახლიდან და ერთი ვიწრო ოთახისაგან შედგებოდა, რომელიც ცხრა ან თორმეტი კვადრატული მეტრი თუ იქნებოდა. სახლის წინა მხარეს ქვის სკამი იდგა დაღლილ მგზავრთა მოსასვენებლად, რომელსაც შუადღის მზის მწველი სხივებისაგან პალმის ტოტების ჩერო იცავდა. უდრტვინველი და გულმოდგინე იყო მართალი იოსების უმძიმესი შრომა.

თავისი დამწინდველის სახლში ქალწულ მარიამს წმიდათაწმიდაში შეთვისებული ცხოვრების წესი არ შეუცვლია. ის განმარტოებით უშფოთველად ცხოვრობდა, გამუდმებულ შრომაში იყო; ლოცვა, წმინდა წიგნების კითხვა, ხელსაქმე და შინაური საზრუნავი მთლიანად ავსებდა მის მორჩილ და წყნარ ცხოვრებას: ადამიანთა შორის ის მხოლოდ ღმერთისთვის არსებობდა და იოსების ოჯახი მისთვის იგივე იყო, რაც სამლოცველო სახლი. ძველებურად ართავდა, საეკლესიო შესამოსლებს ქსოვდა და მისი ყველა ნამუშევარი ხელოვნების ნიმუში იყო.

ბოლოს, უფლის წელიწადის სანატრელი დროც დადგა: მოაღწია დღემ, რომელსაც ადამიანთა მოდგმა 5000-ზე მეტ წელს ელოდა. წმინდა მამათა თქმით, ქალწულმა მარიამმა საღვთო და საწინასწარმეტყველო წიგნებიდან იცოდა, რომ აღთქმული მესიის მოსვლის ჟამი მოიწია და დანიელის წინასწარმეტყველება უნდა აღსრულებულიყო: "აჰა, ქალწული მიუდგეს და შვას ძე და უწოდონ მას სახელი ემანუელ" და თავის წარმოსახვაში ხშირად ვარაუდობდა, რომ ეს კურთხეული ქალწული ამქვეყნად უკვე არსებობდა. მისი სული მხოლოდ ნანატრი მესიის სიყვარულით კი არ იწვოდა, არამედ იმ ქალწულისადმი თაყვანისცემით, რომელიც მესიის დედა უნდა გამხდარიყო. ცრემლით იმეორებდა თავის ლოცვებში, რომ ღირსეყო უფალს, აღთქმული მესიის დედა საკუთარი თვალით ენახა და მომსახურებოდა მას, თუნდაც მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო.

გადმოცემა გვიამბობს, რომ ჯერ კიდევ ტაძარში ყოფნისას ქალწულმა მარიამმა მიიღო საიდუმლო ნიშანი, რომ მისგან სიტყვა ღვთისა შეისხამდა ხორცს. ერთხელ ღამით, როდესაც ჩვეულებისამებრ მეორე კრეტსაბმელის მიღმა ლოცულობდა, მაღლიდან სხივი დაეცა მას და მოესმა ხმა: "შენ შობ ჩემს ძეს".

სახარებაში ნათქვამია, რომ მთავარანგელოზი გაბრიელი ქალწულ მარიამს მაშინ გამოუჩნდა, როდესაც ის ნაზარეთში, იოსებ დამწინდველთან ცხოვრობდა. გადმოცემის მიხედვით, ამ დროს იგი წმინდა წერილს კითხულობდა და ფიქრობდა წინასწარმეტყველ ისაიას სიტყვებზე - "ქალწულმან მუცლად იღოს", - თანაც მხურვალედ ლოცულობდა, ღირსი გაეხადა უფალს, რომ ჩქარა ეხილა მესია. უცებ მის წინაშე მთავარანგელოზი გაბრიელი წარმოდგა და თითქოს მისი აზრების პასუხად, წარმოთქვა ღვთაებრივი მოკითხვა: "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის".

მთავარანგელოზის გამოცხადებამ არ შეაშინა ყოვლადწმინდა ქალწული. ტაძარში ყოფნისას ის ანგელოზების გამოცხადებას და მათთან საუბარს მიჩვეული იყო, მაგრამ უჩვეულო მისალმებამ იგი განაცვიფრა. უფალი არაერთგზის უცხადებდა თავის ნებას ანგელოზის საშუალებით ძველი აღთქმის რჩეულებს, მაგრამ მისალმება - "გიხაროდენ" - უწინდელ გამოცხადებაში არავის სმენია.

ქალწული მარიამი მოულოდნელობისგან დუმდა და ცბიერი გველის განსაცდელს უფრთხოდა. ღვთისმოსავური მოკრძალებით უმზერდა ზეციური მაცნე წმინდა ქალწულის შეცბუნებას და მისი დამშვიდება ისწრაფა: "ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ პოვე მადლი წინაშე ღმრთისა, და აჰა ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესუ, ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის მამისა თვისისაჲ და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ".

პირველქმნილი ევა არ შეუცბუნებია გველის სიტყვებს, როდესაც მან შესთავაზა პატივი - ყოფილიყო ყოვლისმცნობელი და ღვთის მსგავსი. ევამ განუსჯელად შეიწყნარა გველის ცრუ დაპირება და აკრძალული ნაყოფი იგემა, ხოლო მის მიერ - მთელი კაცობრიობის ცოდვა და სიკვდილი, მაგრამ ქალი, რომლის თესლისაგანაც გველის თავის დათრგუნვა ქვეყნიერების დასაბამიდან იყო განსაზღვრული, კეთილმაუწყებელს უდიდესი ქალწულებრივი სიწმინდით შეხვდა და თუმცა საიდუმლოს სიდიადეს ვერ ჩასწვდა, მისი ყოველი სიტყვა გაიგო: "ვითარმე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი?" ანუ მე ქორწინებაში წილი არ მაქვს, თუმცა დაწინდვის წესის თანახმად, ქმარი მყავს, მაგრამ ქალწულების აღთქმის მიხედვით მისი ცოლი არა ვარ". ყოვლადწმინდა ქალწულმა ანგელოზის ნათქვამი მეტად მაღალ პატივად მიიჩნია. მთავარანგელოზმა მისი ეჭვი განაქარვა: შენ უმამაკაცოდ გააჩენ ძეს: "სულიწმიდა მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ". ე.ი. ჩასახვა ზებუნებრივად, სულიწმიდის მიდგომილებით უნდა აღსრულებულიყო და იგი გახდებოდა დედა - ადამიანთა გონებისათვის მიუწვდომელი. ამიტომ მასში წმინდად ჩასახული ძე ღვთისა სხვა ადამიანთა მსგავსი კი არა, - წმინდა იქნება, უცოდველი და "ძე მაღლის" ეწოდება.

ხარებამ უდიდესი საიდუმლო გახსნა და მთავარანგელოზმა გაბრიელმა ქალწული მარიამის სრულად დასარწმუნებლად მის ნათესავზე - ელისაბედზე მიანიშნა: "და აჰა, ელისაბედ, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თვისსა და ესე მეექუსე თუე არს მისი, რომელსა იგი ერქუა ბერწ, რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ". ადამიანური განსჯის მიხედვით შეუძლებელია, რომ უხრწნელმა ქალწულმა შვას და უნაყოფო ქალმა მუცლად იღოს, მაგრამ ყო¬ვლისშემძლე ღმერთისთვის შეუძლებელი არ არსებობს: "სადაც ღმერთსა ენებოს, იძლევიეს წესი ბუნებათაჲ".

ღვთივსულიერი ნათელი მოეფინა ქალწულს, მან გაიხარა ანგელოზის ხარებით და ირწმუნა, რომ ნამდვილად ღვთის ნებით ეუწყა. შემოქმედისადმი უდიდესი მადლიერებით აღვსილმა - მაღალი ღმერთის სიწმინდესთან შედარებით ადამიანურ ღირსებათა არარაობა შეიცნო და უპასუხა: "აჰა, მხევალი უფლისა, მეყავნ მე სიტყვისაებრ შენისა". სიმდაბლემ და ღვთის ნებისადმი კრძალულებამ მოსდრიკა ცა და ძე ღვთისა გარდამოხდა მიწაზე - "სიტყვა ხორციელ იქმნა".

ღვთის დავალების აღსრულების შემდეგ მთავარანგელოზი გაბრიელი ზეციურ ნათელს დაუბრუნდა.

ძე ღვთისას განხორციელების საიდუმლო აღსრულდა: ქალწული დედად იქცა და დედა კვლავ ქალწულად ეგო. ყოველთა ნათესავთაგან გამორჩეულმა, სულით და ხორცით სპეტაკმა, მან საკუთარ თავში მადლის სრული საუნჯე შეიკრიბა. მთავარანგელოზის ხარებამ "გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა", - ქვეყნიერებაზე დადებული მსჯავრი გააუქმა და კაცობრიობას სიხარულის უფლება მისცა. და იმ წუთებიდან, სადაც უნდა გამოჩენილიყო ღვთისმშობელი, ყველა სიხარულით ივსებოდა: გიხაროდენ, მიმადლებულო, ყოველთა მიწიერთათვის სიხარულის მიმმადლებელო, გიხაროდენ, მხურვალე შუამდგომელო, ყოველთა შენდა მოლტოლვილთა გულთა მშვიდობისა და სიხარულის მომნიჭებელო.

მარიამი ზეციური მაუწყებლის ხარებულზე დიდხანს ფიქრობდა, მის სულში იმედი და ბედნიერება ჩასახლდა. ის ანგელოზის მიერ მოტანილი სიხარულით ხარობდა, მით უმეტეს, რომ ეს სიხარული მთელ ქვეყნიერებას ეკუთვნოდა. ხარობდა იგი თავისი საყვარელი ნათესა¬ვის, ელისაბედის გამო, რომელიც მანამდე ბერწი იყო. სულიწმიდის შთაგონებით მარიამმა გადაწყვიტა ენახა იგი, რათა ერთმანეთის სიხარული გაეზიარებინათ, მან ისწრაფა მთაში - მთიან მხარეს, სადაც ზაქარია და ელისაბედი ცხოვრობდნენ. იოსებმა მასთან ერთად წასვლა ვერ შეძლო, მაგრამ, უეჭველია, იზრუნა, რომ მარიამი შეერთებოდა თავის ნათესავებს, რომლებიც წმინდა ქალაქში ჭეშმარიტი ღმერთის თაყვანისსაცემად მიდიოდნენ. მთიანი იუდეის მიწა ნაზარეთიდან ხუთი დღის სავალზე იყო. გზა გადიოდა მთებში, რომლებიდანაც ნაკადულები დიოდა. სულიწმიდის მადლით ცხებული წმინდა ქალწული საკუთარი თავის საიმედო დამცველი თავადვე იყო, თუმცაღა მას მარტოს, მხლებელთა გარეშე, მანამდე არ ემგზავრა.

ხუთი დღის შემდეგ წმინდა მარიამმა მოგზაურობის მიზანს მიაღწია, მის წინაშე ლევიტელთა ქალაქი იუდა გამოჩნდა, აქ ცხოვრობდნენ მისი ნათესავები. ის შეუსვენებლივ მიისწრაფოდა კარგად ნაცნობი სახლისკენ. ელისაბედი შესახვედრად გამოვიდა და წმინდა მარიამს მისალმებაზე კრძალვით უპასუხა. უღრმესი გრძნობის ნიაღვარმა მას წარმოათქმევინა შთამაგონებელი სიტყვები: "კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა".

ასეთი კრძალვით შეხვედრა და წინასწარმეტყველური სიტყვები თავმდაბალი მარიამისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ, როცა ამ მისალმებაში ანგელოზის ხარების სიტყვები შეიცნო, დარწმუნდა, რომ ყოველივე სულიწმიდის შეგონებით ხდებოდა. მაშინ მის წინაშე მთელი სიცხადით წარმოდგა ყველა წინასწარმეტყველება, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადამიანთაგან გამოსული: მის გულში მაღალი ღმერთის მიმართ მადლიერების გრძნობა გაძლიერდა და ღვთივშთაგონებულ წინასწარმეტყველურ გალობად გადმოიღვარა, ეს სადიდებელი გალობა ახალი აღთქმის პირველი სამადლობელი საგალობელია: "ადიდებს სული ჩემი უფალსა, და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმინდა არს სახელი მისი, და წყალობაჲ მისი ნათესავითი ნათესავადმდე მოშიშთა მისთა ზედა; ყო სიმტკიცე მკლავითა თჳსითა; განაბნინა ამპარტავანნი გონებითა გულთა მათთაჲთა; დაამჴუნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა დაბალნი; მშიერნი აღავსნა კეთილითა და მდიდარნი განავლინნა ცუდნი; შეეწია ისრაჱლსა, მონასა თჳსსა, მოჴსენებად წყალობისა. ვითარცა ეტყოდა მამათა ჩუენთა აბრაჰამსა და ნათესავსა მისსა საუკუნოდ".

არაჩვეულებრივი და მნიშვნელოვანი სიტყვებით უპასუხა ყოვლადწმინდა მარიამმა ელისაბედის წინასწარმეტყველურ მისალმებას, მთელ სიდიადეს ის ერთ დიდ ყოვლისშემძლე უფალს მიაწერს, საკუთარ თავს კი მხოლოდ უძლურ იარაღად მიიჩნევს, რომლის საშუალებითაც ღვთის დიდება გაცხადდა და აღიარებს, რომ ყოვლადძლიერმა მოხედა თავისი მხევლის სიმდაბლეს. ის საკუთარ თავს ღვთივშთაგონებით ყველასგან სანატრელად სცნობს ("ამიერიდან მნატრიდნენ მე ყოველნი ნათესავნი"), წინასამარადისო კრებაზე გამორჩეული ძე ღვთისას დედად. "რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან და წმინდა არს სახელი მისი". ის აცნობიერებს ღმერთის მიერ მასზედ გარდამოვლენილ წყალობას და აღიარებს, რომ ეს წყალობა მხოლოდ მას კი არ ეკუთვნის, არამედ მისი საშუალებით ყველა ღვთისმოშიშ ადამიანს და რომ ისრაელი ერი თავის ცოდვათა გამო უკვე განდევნილი აღარ არის, არამედ უფალმა წმინდა მამათმთავართათვის მიცემული ყველა აღთქმა მოიხსენა და თავისი ხალხი ღირსჰყო, მათ შორის აღთქმული მესია მოსულიყო. ღვთის აღთქმის გარდაუვალი აღსრულების რწმენით განმსჭვალული წმინდა დედები ერთურთს განსწავლიდნენ და ადიდებდნენ ღმერთს. ამ კურთხეული შეხვედრის დრო ჩქარა დასრულდა და სამი თვის შემდეგ წმინდა მარიამი ნაზარეთში დაბრუნდა. მორჩილებითა და ლოცვით ელოდა იგი მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ ნახარები ღვთიური აღთქმის აღსრულებას და გამუდმებით თავისი საცხოვრებლის კეთილმოწყობაზე ზრუნავდა. ცისა და მიწის დედოფლის მთელი დიდებულება ამკობდა და უფლის დედობით მისი გამოუთქმელი სიმაღლე კიდევ უფრო იზრდებოდა.

წმინდა ქალწულის მიერ მუცლადღებიდან უკვე მეექვსე თვე იწურებოდა და მისი მდგომარეობა მართალი მოხუცებული იოსებისთვის შეუმჩნეველი ვეღარ დარჩებოდა. ის ვერ ხვდებოდა, რომ მის წინაშე ქვეყნიერების მხსნელის ხორცშესხმა ხდებოდა, თუმცაღა იცოდა, რომ მოსეს მიერ აღთქმული მესია ქორწილის გამოუცდელი, ყმაწვილი ქალწული ქალისაგან წარმოდგებოდა.

მის სულში ეჭვების ქარიშხალი დატრიალდა. ძლიერი მღელვარების დროს მან საძაგელი ცდუნების შესაძლებლობა დაუშვა, ამგვარ ვარაუდზე უარესი რაღა იქნებოდა სიმართლისმოყვარე და უმანკო გულისათვის?! მძიმე საფიქრალმა შეიპყრო იგი და აღარ იცოდა, თუ წმინდა ქალწულ მარიამს როგორ მოქცეოდა.

იუდეური კანონის სიმკაცრის მიხედვით, თუკი ბრალს სამსჯავროს წინაშე დასდებდა, ის ქვით უნდა ჩაქოლილიყო, მაგრამ მისი სიმართლე და მარიამისადმი ღვთისმოსაური სიყვარული ასეთ გამოსავალს მთელი გულით უარჰყოფდა. კანონის მიხედვით, მას უფლება ჰქონდა, მიზეზის დაუსახელებლად გაყროდა, თუმცა ესმოდა, რომ სხვების დასანახავად შეიძლება სასტიკი და უსამართლო გამოჩენილიყო, მაგრამ მას ეს არ აშინებდა: ყველაზე მთავარი მისთვის იყო, რომ ხალხის თვალში მარიამის მოჩვენებითი დანაშაული სიყვარულისა და თანადგომის საფარვლით დაემალა; მართალ ადამიანს არ სურდა, რომ ის სხვათა წინაშე შეერცხვინა. გადაწყვიტა, დანაშაული საკუთარ თავზე აეღო. გადაწყვეტილება მიღებული იყო და ოთხმოცდაათი წლის მოხუცი მზად იყო, დაეტოვებინა მარიამი, რომლის ყოფნა ასეთ მშვიდობასა და სიხარულს ანიჭებდა მოხუც მზრუნველს.

მართლმსაჯული ღმერთი ისმენდა თავისი რჩეულის ზრახვებს და ლოცვას და მან თავისი ანგელოზი მოუვლინა იოსებს, რომელმაც დაამშვიდა იგი და გონება ჭეშმარიტების სხივით გაუნათა. ანგელოზი მას სიზმარში გამოეცხადა და უთხრა: "ნუ გეშინინ მოყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა, რამეთუ რომელი მისგან იშვეს, სულისაგან წმიდისა არს". ანგელოზმა მას დავითის ძე უწოდა, რათა გაეხსენებინა, რომ იგი შთამომავალია სამეფო გვარისა, რომელიც ადრე მიუაჩრდილებელი სინათლით ბრწყინავდა და თუმცა იმჟამად დამცრობილი იყო, მაგრამ კვლავაც არსებობდა აღთქმა, რომ მისგან გამოვიდოდა მეუფე დიდებისა და შთააგონა, რომ მისგან დაწინდული ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა, რომ ის საკუთარ სახლში უნდა იყოლიოს, რათა დაიცვას და იზრუნოს როგორც დედაზე, ისე მისგან შობილ დიდების მეუფეზე. ნუ შეცბუნდები, - უთხრა ანგელოზმა, - შეიცან ჭეშმარიტება და გიხაროდეს "შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი იესუ, რამეთუ მან იხსნას ერი თვისი ცოდვათა მათთაგან". გიხაროდენ, მართალო მოხუცებულო: ქალწული აღთქმისაებრ შობს ძეს სულისაგან წმიდისა, თუმცა შენ მამად მხოლოდ იწოდები, მაგრამ გაქვს ყოველივე, რაც მას ეხება: შენ მისცემ მას სახელს, და როგორც ნამდვილი მამა, იზრუნებ მასზე, "ესე ყოველი იქმნა, რათა აღესრულოს სიტყუა იგი უფლისაჲ პირითა წინასწარმეტყუელთაჲსა თქმული: "აჰა, ქალწული მიუდგეს და შვეს ძე და უწოდიან სახელი მისი ემმანუილ, რომელ არს თარგმანებით: ჩეუნთანა ღმერთი".

იოსებმა გაიღვიძა და მის გულში ეჭვისათვის ადგილი უკვე აღარ დარჩა. ძველი დროიდან მან იცოდა ისაიას წინასწარმეტყველების შესახებ. ანგელოზის სიტყვებმა დაარწმუნა, რომ ქალწული მარიამი წმინდა და უმანკოა: მას უფლის სიტყვებისა სჯეროდა და დამტკიცებას არ ითხოვდა. მოკრძალებით და სახარულის კრთომით "განეღვიძა ძილისაგან მისისა და ყო ეგრეთ ვითარცა უბრძანა მას ანგელოზმან უფლისამან და წარიყვანა ცოლი და არა იცოდა იგი ვიდრე შვა ძე იგი მისი პირმშო".

სიყვარულითა და კრძალვით სავსე გულით მოხუცებულმა ისე მიიღო ყოვლადწმინდა ქალწული, როგორც მთლიანად ღვთისათვის კუთვნილი, როგორც ძე ღვთისას კურთხეული დედა და მხურვალედ, დაუღალავი მზადყოფნით ემსახურებოდა მას, როგორც მთელი ქვეყნიერების მფლობელს.

ღვთიური გამოცხადების შემდეგ მართალი იოსების თვალში ქალწული მარიამი მისგან დაწინდული ქალწულიდან მხსნელი ღმერთის უფროსადკურთხეულ დედად იქცა. ვაჟკაცურად გადატანილმა განსაცდელმა, თვითუარყოფამ და მძიმე ბრძოლამ უდიდესი სულიერი ნაყოფი მოუტანა: არამიწიერი შუქი დაჰნათოდა ქალწულ მარიამს და მის დამწინდველს, რომლის სული სიამაყემ ვერ დააბნელა და არ დააკარგვინა მორჩილება, ასეთი აუცილებელი რომაა ადამიანურ სათნოებებში წარსამატებლად.

ამის შემდეგ მარიამი იოსების სახლში დარჩა და განუყრელად ცხოვრობდა მის აღსრულებამდე. მშვიდობიანად მიდიოდა მარადიული ქალწულის ცხოვრება, რომელიც დამწინდველის ზრუნვით იყო გარემოცული, მან მთავარანგელოზის სიტყვების მიხედვით გააცნობიერა ღვთისმშობლის მიმართ მასზე დაკისრებული მოვალოებები და შიშითა და კრძალვით ემსახურებოდა.

ღვთისმშობლის ხარების დღესასწაული ქრისტიანთა მიერ პირველი საუკუნეებიდანვე აღესრულება. ეკლესიის მამათა უძველეს ნაწერებში მითითებულია, რომ ღმერთკაცის განკაცება 25 მარტს მოხდა, რადგან პირველი ადამიანიც სწორედ 25 მარტს შეიქმნა. ძველი აღთქმის ადამი, რომელმაც თავისი ცოდვით დაცემით მთელ კაცობრიობას სიკვდილი მოუტანა, ახალი აღთქმის პირველმა კაცმა ხსნისა და ნეტარებისათვის ხელახლა აღადგინა იმავე დროს, როცა ის შეიქმნა. მართლმადიდებელი სარწმუნოების უძველესი მქადაგებლები ქრისტეს მიმდევრებს ასწავლიდნენ, რომ პატივი მიეგოთ ღვთისმშობლისათვის. ეკლესიის უდიდესი მამები ყოვლადწმინდა მარიამს ღვთისმშობლად თვლიდნენ. მათი სწავლებით, ვინც ღმერთის დედას ღვთისმშობლად არ სცნობდა, ის სარწმუნოებისა და ქრისტიანობის მტერი იყო და ქრისტიანის სახელს არ იმსახურებდა.

ანგელოზის ხმით გიღაღადებთ შენ, წმინდაო:

გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.
.....................................

ხარება ყოვლადწმინდისა ღმრთისმშობელისა და მარადის ქალწულისა მარიამისა:

ტროპარი

დღეს ცხორებისა ჩუენისა თავი არს, და საუკუნითგან დაფარულისა მის საიდუმლოისა გამოცხადებაი, რამეთუ ძე ღმრთისა ძედ ქალწულის იწოდების, და გაბრიელ ახარებს მადლსა მას, რომელსა ჩუენცა ხმა-მაღლად უღაღადოთ: გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა.

კონდაკი

ზესთამბრძოლისა ჩემისათვის და მოღუაწისა უძლეველისა, ვითარცა შენ მიერ ხსნილნი განსაცდელთაგან, სამადლობელსა აღვწერთ, ღმრთისმშობელო ქალწულო, შენდა მომართ მონანი შენნი, არამედ ვითარცა გაქუს ძლიერებაი უბრძოლველი, ყოველთაგან ვნებათა განმათავისუფლენ ჩუენ, რაითა გიგალობდეთ შენ, კურთხეულო: გიხაროდენ, სძალო უსძლოო.
...................................
ხატის წყარო

...................................................

"ხარების" დღესასწაულთან დაკავშირებით შეგიძლიათ წაიკითხოთ სხვა სტატიები:

ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება

რა იკითხება ხარებისა და ბზობის ხატებზე

გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენთანა

ხარების ბრწყინვალე დღესასწულს გილოცავთ

გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენ თანა

ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარების წინადღესასწაული

ხარება ყოვლადწმიდისა ღმრთისმშობელისა

"გიხაროდენ, მიმადლებულო, უფალი შენთანა"..

ღვთისმშობლის მახარებელი

ზეციური მახარებელი - მთავარანგელოზი გაბრიელი


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
28.08.2021
ათონელი ღირსი მამა ჰაჯი-გიორგი (+1886) ყრმობაში ანბანს ვერ სწავლობდა. წადი, გაბრიელ, ღვთისმშობლის ტაძარში და ევედრეო, - ურჩიეს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat