ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება
ამ დღეს მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება
ცოდვით დამდაბლებული ქვეყნიერებისთვის ყოველივე სიკეთის დასაბამად ის დღე იქცა, როცა ყოვლადწმიდა ქალწულს მთავარანგელოზი გაბრიელი გამოეცხადა და ახარა: "გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა! კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის". ამ დღეს არა მხოლოდ ღვთისმშობელს, არამედ მთელ კაცობრიობას ემცნო, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარეობით ცოდვის ტყვეობაში მყოფი ადამის მოდგმის გამოხსნა ინება.

განვლილი საუკუნეების მანძილზეც მრავლად იყვნენ და დღესაც არიან ადამიანები, რომელთაც ეჭვი შეაქვთ მაცხოვრის უბიწოდ შობაში, მით უფრო, რომ ქალწული მარიამი დაწინდული იყო. ასეთი გაუკუღმართებული აზრის მქონეთა პასუხად ისევ სახარებას მოვიშველიებთ. მათე მახარებელი პირდაპირ ამბობს, რომ მართალი იოსები საოცრად დაიბნა, როცა მარიამი "მიდგომილ" ანუ ორსული აღმოჩნდა (იოსები ჩვეულებრივ ცოლქმრულ ურთიერთობაში რომ ყოფილიყო მარიამთან, ეს ამბავი არ უნდა გაჰკვირვებოდა). და ვინმეს რომ არ დაებადოს კითხვა, თუ როგორ შეიქნა ფეხმძიმედ ქალწული, წმინდა მათე იქვე ურთავს: "სულისაგან წმიდისა".

ნუ ვიკითხავთ, როგორ ჩასახა სულიწმიდამ ყრმა ქალწული მარიამის წიაღში. შევძლებთ კი ჩვენ, მიწისგან შობილნი, ავხსნათ ეს საიდუმლო, რომელსაც თვით ანგელოზებიც კი ვერ სწვდებიან? მხოლოდ იმის ცოდნას უნდა დავჯერდეთ, რომ ეს საიდუმლო მოახდინა ღვთის სულმა. ქრისტეს ჩასახვა ქალწულ მარიამში უფლის დიდი სასწაულია, რომელიც ამოუცნობ საიდუმლოს შეიცავს. როგორ დაეტია საშოში დაუტევნელი, ყველგან მყოფი, გარეშემოუწერელი?.. ყოველივე ეს კაცთა გონებისთვის მიუწვდომელია. ვირწმუნოთ ის, რაც გაცხადდა ჩვენთვის და ნუ შევეცდებით, მივაგნოთ იმას, რაც ჩვენგან დაფარულია.

რატომ მოხდა, რომ ძე ღვთისა დაწინდვის შემდეგ კი არა, დაწინდვამდე ჩაისახა წმინდა ქალწულში? ანდა თუკი მარიამმა ღმერთს მარადიული ქალწულების აღთქმა მისცა, რატომ მიიჩნია უფალმა საჭიროდ მისი მამაკაცზე დაწინდვა? - სწორედ აქ არის დამარხული ღვთის განგებულების დედაარსი: უფალმა არ ისურვა, რომ იუდეველებს იესოს დაბადებისთანავე გაეგოთ მისი ქალწულისაგან შობა. ღვთისთვის უმჯობესი იქნებოდა, თავისი კურთხეული ძის განხორციელების საიდუმლო დრომდე დაეფარა, რათა ბოროტისთვის არ გაცხადებულიყო, რომ ყოვლადწმიდა მარიამი იყო ის ქალწული, ვისზეც წინასწარმეტყველებდა წმინდა ესაია: "აჰა, მუცლად იღებს ქალწული და შობს ძეს" (ესაია 7:14). იუდეველებს ეს საიდუმლო რომ გაეგოთ, ბოროტის ჩაგონებით ქალწულს რჯულის კანონით გაასამართლებდნენ, როგორც მეძავს და ჩაქოლავდნენ. თუკი მზად იყვნენ, იესო მხოლოდ იმის გამო ჩაექოლათ, რომ შაბათს კურნავდა სნეულებს, როგორღა აპატიებდნენ მარიამს უქმროდ ძის შობას? თუკი თვით ქალწულის დამწინდველ მართალ იოსებს შეეპარა ეჭვი მარიამის სიწმინდეში, როგორ მიიღებდნენ ამ საიდუმლოს გაბოროტებული და ცოდვისგან გადაგვარებული ურიები?

მართალმა იოსებმა, რომელმაც ღვთისაგან შეიტყო დაფარული, უდიდესი მოკრძალებით დაიწყო ქალწულის მსახურება. მისი სახით ღმერთმა მარიამს შესძინა ხილული მცველი და მფარველი, რომელიც განსაკუთრებით სჭირდებოდა ყოვლადწმიდა ქალწულს ეგვიპტეში ლტოლვის დროს.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ ემცნო მართალ იოსებს ეს საიდუმლო.

მას შემდეგ, რაც მთავარანგელოზმა ქალწულს მესიის ჩასახვა ახარა, მარიამმა მოინახულა თავისი ნათესავი მართალი ელისაბედი, ვისთანაც მან სამი თვე დაყო. სამი თვე, რა თქმა უნდა, საკმარისი დრო გახლდათ იმისთვის, რომ ქალწულს ფეხმძიმობა დასტყობოდა. სხვებზე ადრე ეს იოსებმა შეამჩნია. ადვილი წარმოსადგენია, რა მოხდებოდა მის სულში, როცა შინ დაბრუნებული ქალწული, რომლის შერთვასაც აპირებდა, ასეთ მდგომარეობაში იხილა. ალბათ, რას არ ფიქრობდა მარიამზე, რა მტანჯველი ეჭვები არ აწამებდა მის სულს! ყოველივეს კიდევ უფრო აუტანელს ხდიდა ის, რომ იოსებმა კარგად იცოდა, რაოდენ ანგელოზებრივად ცხოვრობდა აქამდე მის მიერ დაწინდული ქალწული, ვისი უმანკოების დაცვა და მფარველობაც თავად იდო თავს. ალბათ, თვალებს არ უჯერებდა და ვინ იცის, რამდენჯერ საგანგებოდაც დააცქერდა, ეს მტანჯველი ეჭვი როგორმე რომ გაეფანტა. ეგებ ისიც კი განიზრახა, თავად მარიამისთვის გამოეკითხა ყოველივე, მაგრამ ვერც ეს შეძლო... იქნებ დალოდებოდა, რომ დაწინდულს თავად გაემხილა საიდუმლო? მაგრამ მარიამი არაფერს ამბობდა... ყოვლადწმიდა ქალწული დუმდა, რადგან დუმდა თვით უფალი. რაღა უნდა ექნა იოსებს? მას, მართალია, ჰქონდა უფლება, მარიამი ემხილებინა და მოსეს კანონით დაესაჯა, მაგრამ ასეთი სიმკაცრე უცხო იყო მისი კეთილი ბუნებისთვის, არ სურდა ქალის საჯაროდ მხილება, ყველას წინაშე შერცხვენა და უმაღლესი სამსჯავროსთვის გადაცემა, ამიტომ "იზრახა ფარულად განტევება მისი" - გადაწყვიტა, ფარულად გაშორებოდა მას, ხმაურისა და ყველა იმ ფორმალობის გარეშე, რასაც კანონი ითხოვდა გაყრის საბუთის გაცემისას. ამის უფლება ჰქონდა, ვინაიდან დაწინდვა ქორწინებად არ ითვლებოდა და განსაკუთრებული ფორმალობები საჭირო არ იყო.

"და ვითარ იგი ამას განიზრახავდა ოდენ", - როგორც კი ქალწულის სახლიდან გაშვების აზრი განმტკიცდა მასში, - "ანგელოზი უფლისა (წმინდა მამები ვარაუდობენ, რომ ეს იყო მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელმაც ქალწულს მის წიაღში მაცხოვრის უბიწოდ ჩასახვა ახარა) ჩუენებით გამოუჩნდა მას".

საოცარია - იესო დაბადებამდე, დედის მუცელში ყოფნის დროსაც კი, უკვე ეზიდებოდა დამცირების მძიმე ჯვარს, რომელიც დაბადების შემდგომ მთელი თავისი ამქვეყნიური ცხოვრება უნდა ეზიდა...

როგორც იქნა, განსაცდელი დასრულდა. უფლის ანგელოზი ძილში გამოეცხადა იოსებს (რადგან მოხუცის ღვთივმორჩილ სულს არ სჭირდებოდა უფრო საკვირველი ჩვენება) და "ჰრქვა: იოსებ, ძეო დავითისო!" იოსები უბრალო ხურო იყო, ანგელოზმა კი სახელოვანი მეფის - დავითის ძედ მოიხსენია იგი, რითაც შეახსენა, რომ იგი იყო კანონიერი მემკვიდრე აღთქმულისა, რომელიც ეუწყა დავითს - მესია შენს შთამომავალთაგან იშვებაო. ანგელოზის სიტყვები დაახლოებით ამას ნიშნავდა: დავით მეფის ჩამომავალო, რატომ სულმოკლეობ და შფოთავ? რა თქმა უნდა, რომ არა ეს ეჭვი, შენ მის გაშვებას არც იფიქრებდი. ნუ გეშინია, ის წმინდაა და არაფერში მიუძღვის ბრალი, - "ნუ გეშინინ მიყვანებად მარიამისა, ცოლისა შენისა", - მე არ მოვიხსენებდი მას შენს ცოლად, დაწინდვის შემდეგ რომ არ დაეცვა სიქალწულე თვისი. უშიშრად მიიღე შენს სახლში ის, ვინც გონებით უკვე მოიცილე თავიდან. "რამეთუ რომელი იგი მისგან იშუეს", ადამიანისგან კი არა, ღვთისგანაა ჩასახული - "სულისაგან წმიდისა არს".

ასე განეცხადა იოსებს ძე ღვთისას ქალწულისგან უთესლოდ შობის გონებამიუწვდომელი საიდუმლო. მას ეუწყა ის, რასაც აზრადაც კი ვერასოდეს გაივლებდა. ყოველივე ეს ისეთი სიცხადით ამცნო ანგელოზმა, რომ აღარ შეიძლებოდა, მოხუცს მცირედი ეჭვი მაინც დარჩენოდა. ამასთანავე, ჩვენებას ახლდა კიდევ ერთი უტყუარი ნიშანი, რომ გამოცხადება ჭეშმარიტი იყო: ანგელოზმა აუწყა, რომ მარიამი მუცლით ატარებდა ძეს - არ შეიძლებოდა, ეს უბრალო სიზმრით გაცხადებულიყო.

ამ ჩვენების შემდეგ მართალი იოსების კეთილ სულში გაქრა ეჭვის მარცვალი და გახარებული, გულმშვიდად შეუდგა ღვთის ნების აღსრულებას.

მოამზადა დიაკვანმა
ლევან მათეშვილმა
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat