რა იკითხება ხარებისა და ბზობის ხატებზე
რა იკითხება ხარებისა და ბზობის ხატებზე
მართლმორწმუნე ქრისტიანები ძველთაგანვე მიაგებდნენ პატივს წმინდა ხატებს. ქრისტიანული მოძღვრებით, ხატი ის სარკმელია, რომლითაც მორწმუნე უკავშირდება ზეცას - როდესაც თაყვანს ვცემთ ხატებს, პატივს მივაგებთ არა საღებავსა და ხეს, არამედ მათზე გამოსახულ პირველსახეს. ხატების თაყვანისცემა თავად უფალმა იესო ქრისტემ აკურთხა, როდესაც ადამიანებს თავისი პირველი ტილოზე აღბეჭდილი გამოსახულება - ხელთუქმნელი ხატი მიუძღვნა.

წმინდა ხატებზე გამოისახება მაცხოვარი, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი, ანგელოზები და წმინდანები. გარდა ამისა, არსებობს დღესასწაულის ხატებიც, რომლებზეც ესა თუ ის წმინდა მოვლენა - საღმრთო წერილში გადმოცემული უმნიშვნელოვანესი ეპიზოდები, საღმრთო ამბებია გამოსახული: მაცხოვრის შობა, ნათლისღება, ხარება, უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, აღდგომა და სხვა. ხარებისა და უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამსახველი ხატების შესახებ სხვადასხვა რელიგიური ლიტერატურის გამოყენებით გესაუბრებით.


ხარებით იწყება ღმერთთან თანაცხოვრების,
მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვების შესაძლებლობა
ხარების იკონოგრაფია ანუ ამ უმნიშვნელოვანესი სახარებისეული მოვლენის სახვითი ხელოვნებით გადმოცემა, გამოსახვა ადრექრისტიანულ ხანაშივე ჩამოყალიბდა. ბუნებრივია, ხარების ხატზე გამოისახება ხარება წმინდა ქალწულ მარიამისა მთავარანგელოზ გაბრიელის მიერ, რომელიც გალილეის ქალაქ ნაზარეთში მოხდა. სახარებაში ზუსტად არ არის მინიშნებული, სახელდობრ სად, რა დროს ან რა ვითარებაში გამოეცხადა წმინდა მარიამს მთავარანგელოზი, ამიტომ ხარების სცენის ამსახველ ხატებში მოქმედების ადგილი დაკონკრეტებული არ არის, მაგრამ ყველგან ის სახლი იგულისხმება, სადაც ცხოვრობდნენ მარიამი და მართალი იოსები. ხარების ხატზე მთავარანგელოზი გაბრიელი, რომელიც ღვთისმშობლისადმი კურთხევადაა მიმართული, მოძრაობის მომენტშია გამოსახული. ეს ტრადიცია ხარების ყველა იკონოგრაფიულ ვარიანტში მკაცრადაა დაცული. რაც შეეხება ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, ზოგიერთ გამოსახულებაზე ტახტზე ზის და წმინდა წერილს კითხულობს, ზოგიერთზე კი თითისტარით და ძაფის გრაგნილით გამოისახება, როცა იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელის - ფარდის მოსაქსოვად ხელსაქმობს. საღმრთო გადმოცემის თანახმად, ხარებისას წმინდა მარიამი წმინდა წერილს კითხულობდა, კერძოდ, ესაია წინასწარმეტყველის წიგნის იმ ადგილს, სადაც წერია: "აჰა, ქალწულმა მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემანუელ". წმინდა მარიამი ჩააფიქრა ამ სიტყვებმა, სიყვარულით განიმსჭვალა იმ ქალწულის მიმართ და ნატრობდა, რომ მისი უკანასკნელი მხევალი გამხდარიყო. ამ დროს გამოეცხადა მას მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა, რომ სწორედ ის იყო ქალწული, რომელიც მომავალში დედა შეიქმნებოდა განკაცებული უფლისა. ამიტომაც გამოისახება ხარების ზოგიერთ ხატზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი წმინდა წერილის კითხვის მომენტში. რაც შეეხება ხარების ხატზე თითისტარითა და ძაფის გრაგნილით გამოსახულ წმინდა ქალწულს, ეს სახე აღებულია ქრისტეს მოციქულის, იაკობის, თხზულებიდან - "იაკობის პირველსახარება", სადაც მოთხრობილია: იერუსალიმელმა მღვდელმთავრებმა განიზრახეს წმიდათა წმიდას ტაძრის დანარჩენი ნაწილისგან კრეტსაბმელით - ფარდით გამოყოფა. კრეტსაბმელი დავითის შტოს წარმომადგენელ შვიდ ქალწულს უნდა მოექსოვა. ერთ-ერთი მათგანი წმინდა მარიამი იყო. მათ ოქროს, ამინტონის, ბისონის, აბრეშუმის, იაკინთონის, ძოწეულის და ჭეშმარიტი პორფირის ძაფები უნდა დაერთოთ. წმინდა მარიამს პორფირისა და ძოწეულის ძაფების დართვა ხვდა წილად. ამ მუქი წითელი ფერის ძაფებით სამეფო სამოსელი იქსოვებოდა. ხარების ზოგიერთ ხატზე გამოსახული სცენის ეს დეტალი - თითისტარითა და ძაფის გრაგნილით გამოსახული წმინდა ქალწული - ქრისტეს ხორცის მარიამის სისხლისგან ქმნადობის სიმბოლოდაა მიჩნეული.

ხარების ხატზე გამოსახულ თითოეულ დეტალს თავისი სიმბოლური მნიშვნელობა აქვს: ზეცის გახსნილი სეგმენტი, საიდანაც თეთრი მტრედი მოფრინავს, სულიწმინდის სიმბოლოა; ორ კოშკზე გადაფენილი წითელი ქსოვილი - ძველი და ახალი აღთქმის კავშირის მანიშნებელი; თეთრი შროშანი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უბიწოების სიმბოლოა; ანთებული სანთელი სიმბოლურად ღვთისმშობლის სულიერ წვას მიანიშნებს. რაც შეეხება ხარების ხატზე გამოსახულ ვაშლს - პირველქმნილი ცოდვის ხარების მეშვეობით ძლევის ნიშნადაა მიჩნეული. ხარებისას ხომ ღვთისაგან წარმოგზავნილი მთავარანგელოზი გაბრიელი აუწყებს, ახარებს წმინდა მარიამს, რომ ის გახდება მშობელი ხორცშესხმული უფლისა - იესო ქრისტესი, რომელსაც პირველქმნილი ცოდვის შედეგად ცოდვის, ეშმაკისა და მარადიული სიკვდილის ტყვეობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნა უნდა ეტვირთა, ანუ მას უნდა ეშვა მაცხოვარი, მხსნელი სოფლისა, რაც ლუკა მახარებელს შემდეგნაირად აქვს მოთხრობილი: "და აჰა, ესერა შენ მუცლად იღო და ჰშვე ძე და უწოდო სახელი მისი იესო. ესე იყოს დიდ და ძე მაღლისა ეწოდოს. და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითისი, მამისა თვისისაი, და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისასა და სუფევისა მისისაი არა იყოს დასასრულ" (ლუკა 1,31-33).

ეკლესიური მოძღვრებით, ხარება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა არ იყო მხოლოდ წმინდა ქალწულის კუთვნილება, რადგან ამ დღეს, გაბრიელ მთავარანგელოზის პირით, არა მხოლოდ წმინდა მარიამს, არამედ მთელ კაცობრიობას ეხარა, რომ სახიერმა ღმერთმა თავისი გამოუთქმელი კაცთმოყვარებით ინება ცოდვის მონობაში მყოფი კაცობრიობის გამოხსნა, რომლის შემდეგაც ადამიანებს დაკარგულ სამოთხეში ანუ ზეციურ სასუფეველში დაბრუნების გზა და საშუალება მიეცემოდათ. ე.ი. ხარებით იწყება ღმერთთან თანაცხოვრების, მარადიული ნეტარი ცხოვრების მოპოვების შესაძლებლობა, რომელსაც ადამიანთა მოდგმა პირველმშობელთა ცოდვით დაცემის შემდეგ მოკლებული იყო.

სახარებიდან ცნობილია, რომ ქალწულობის აღთქმადადებული წმინდა მარიამი მხოლოდ მას შემდეგ განაცხადებს თანხმობას მთავარანგელოზისგან მიღებულ სასიხარულო უწყებაზე, რაც კეთილგონივრულად და არა ურწმუნოების გამო გამოიძიებს, თუ რა გზით მოხდებოდა კაცთა გონებისთვის მიუწვდომელი ეს უდიდესი საიდუმლო - უმამაკაცოდ შობა, რომელიც კაცობრიობამ არ იცოდა: "სული წმიდაი მოვიდეს შენ ზედა და ძალი მაღლისაი გფარვიდეს შენ; ამისათვისცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის", - მიუგებს მთავარანგელოზი, ანუ განუმარტავს, თუ რა გზით მოხდება მასში წმინდა ნაყოფის ჩასახვა. ამის შემდეგ წმინდა ქალწულმა მორჩილებით მიიღო ზეციდან უწყებული. მთავარანგელოზი განეშორა მას და წმინდა მარიამზე მეყსეულად გადმოვიდა სულიწმინდა, განწმინდა მისი ბუნება (რადგან, მიუხედავად უდიდესი სიწმინდისა, პირველქმნილი ცოდვისაგან თავისუფალი მაინც არ იყო) და, ამავდროულად, მის არსებაში მოხდა წმინდა ნაყოფის ჩასახვა. ამდენად, ხარება არა მხოლოდ ყოვლადწმინდა მარიამისადმი ხარების, არამედ უფლის ხორცშესხმის, მისი განკაცების დღესასწაულიცაა, როგორც ამას დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი შენიშნავს.

ჩვენ გვიჭირავს ბზა და ამით ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის სიკვდილის,
დემონისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი
ბზობის ხატზე გამოსახულია უფლის დიდებით შესვლა იერუსალიმში, რომელიც მაცხოვრის ჯვარზე ვნებამდე რამდენიმე დღით ადრე მოხდა. ცენტრშია სახედარზე ჩამომჯდარი იესო ქრისტე. სახარებიდან ცნობილია, რომ როდესაც იერუსალიმში მიმავალი მაცხოვარი ბეთბაგეს და ბეთანიის მთას მიუახლოვდა, სოფელში ორი მოწაფე წარგზავნა და დაავალა, რომ მიეყვანათ სოფლის თავშივე დაბმული ვირი და ჩოჩორი, რომელთა ზურგმაც არ იცოდა ადამიანი: "და მოჰგუარეს ვირი იგი და კიცვ მის თანა და დაასხეს მას ზედა სამოსელი და დაჯდა მას ზედა" (მათე 21,7). თავდაპირველად უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის ამსახველ ხატზე მაცხოვარს სახედარზე გადამჯდარს გამოხატავდნენ, მოგვიანებით დაიხვეწა ბზობის შინაარსობრივი მხარე და იგი უკვე სახედარზე ჩამომჯდარი გამოისახება.

KARIBCHE KARIBCHE

საინტერესოა, რატომ აირჩია უფალმა ეს ორი პირუტყვი - ვირი და ჩოჩორი და არა რომელიმე სხვა ცხოველი, რომელიც მის დიდებას უფრო მეტ ზეიმურობას შეჰმატებდა? როგორც არქიმანდრიტი რაფაელი განმარტავს, "იუდეაში არსებობდა ტრადიცია: მეფეები მშვიდობიანობის დროს ამ ცხოველებს სამეფო შემოვლისთვის იყენებდნენ, ხოლო ცხენებს - სამხედრო მიზნებისთვის. იესო ჩოჩორზე შეჯდა იმის ნიშნად, რომ მას მოაქვს მშვიდობა, იგი მშვიდობის მეუფეა". ე.ი. ბზობის ხატზე მაცხოვარი ჩამომჯდარი "კიცვსა ზედა" გამოისახება ნიშნად უფლის თავმდაბლობისა და კარაულის მორჩილებისა. კარაულის სრული მორჩილების ნიშანია აყრილი ლაგამიც. უფალი იერუსალიმში შედის არა ცხენით, ე.ი. მხედრად და დამპყრობად, არამედ როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელმაც ადამიანებს მშვიდობა და ხსნა უნდა მოუტანოს.

ბზობის ხატზე იესო ქრისტეს გვერდით გამოისახებიან მისი მოწაფეები, იქვე ჩანს "სიმრავლე ერისა", ე.ი. იერუსალიმის ქუჩებში გამოფენილი ადამიანები, რომლებიც განადიდებენ მაცხოვარს. სცენის მოუცილებელი ნიშანია ყრმა ებრაელნი, რომლებიც სამოსელის და რტოების დაფენით ადიდებენ უფალს. "დიდძალი ხალხი თავის სამოსელს უფენდა გზაზე. სხვები კი ხეებიდან რტოებს ჭრიდნენ და გზაზე უფენდნენ. ხოლო ხალხი, წინ რომ უძღოდა და უკან მისდევდა, შესძახოდა: "ოსანა დავითის ძეს! კურთხეულია უფლის სახელით მომავალი! ოსანა მაღალთა შინა!" - მოგვითხრობს მათე მახარებელი. "ოსანა" ნიშნავს: უფალი მოდის! ხსნა უფლისგანაა! უფალო, გვაცხოვნენ ჩვენ! "ოსანა" ნიშნავს, რომ ამ დღეს ქრისტე უხილავად გვიახლოვდება, მოდის ჩვენს გულებთან", - განმარტავს არქიმანდრიტი რაფაელი.

როგორც აღვნიშნეთ, იერუსალიმში უფალი შედის როგორც სიმდაბლის საყდარზე მჯდომი მეუფე, რომელიც ნებსით უნდა ეგოს მსხვერპლად ადამის ცოდვას. უფალი ძალმომრეობით კი არ იპყრობს იერუსალიმს, რაც ზოგადად უფლის სახლს განასახიერებს - ეს სახელწოდება "მშვიდობის სავანეს", "მშვიდობის ქალაქს" ნიშნავს, - არამედ სიყვარულითა და მიტევებით ანგრევს ძველს და აგებს ახალ იერუსალიმს. ამდენად, შედის რა იერუსალიმში, იესო ქრისტე შედის თავის ტაძარში, რაც იერუსალიმში შესული მაცხოვრის იერუსალიმის ტაძარში შესვლით კონკრეტდება. "ჯვარი ვაზისას" ერთ-ერთ ნომერში გამოქვეყნებული გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიის ინსტიტუტში მომზადებული მასალის "ბზობის ხატის" თანახმად: "ის, რომ იერუსალიმში და ტაძარში შესვლა მაცხოვრისა ერთი და იგივე აქტია, უფაქიზესად აისახა იკონოგრაფიულადაც, კერძოდ, ყრმანი, რომლებიც სახარების მიხედვით ტაძარში განადიდებენ იესოს, სახვითად იერუსალიმში შესვლას წინაუსწრებენ და იერუსალიმის წინ გამოსახული ფინიკის ტოტებით ეგებებიან მაცხოვარს. აქედან ჩანს, რომ ბზობის სახვითი ტრადიცია გამომდინარეობს არა სიუჟეტური მდინარებიდან, არამედ შინაარსიდან.

აუცილებელია კიდევ ერთი ელემენტის განმარტება, კერძოდ, მღაღადებელ ყრმათა სიმბოლოსი. "ყრმანი უმანკონი", "სულისაგან წმიდისა განათლებულნი და საღმრთოითა მადლითა აღვსილნი", სიბრძნით წინასწარმეტყველებენ უფლის მოსვლას, მიეგებებიან "მხსნელსა მას სულთა ჩვენთასა" და თუ ბზობა უფლის დიდების მიწიერი განცხადებაა, ამ დიდებაში ყრმანი ანგელოზთა სახეებია".

სახარების თანახმად, იერუსალიმში დიდებით შესულ მაცხოვარს ხალხი პალმის რტოებს უფენდა გზაზე. სამხრეთის ქვეყნებში უფლის იერუსალიმში დიდებით შესვლის დღესასწაულზე გამოიყენება პალმა, მაგრამ იმის გამო, რომ საქართველოში პალმა ცოტაა, იგი ბზით შეცვალეს, გაზაფხულზე ბზა ყველა მცენარეზე ადრე ყვავის. თვით დღესასწაულის ჩვენში დამკვიდრებული სახელწოდება - ბზობა - ამ მცენარის სახელწოდებიდან მომდინარეობს.

ბზობის სადღესასწაულო მსახურებაზე, მორწმუნეებს ხელთ უპყრიათ ბზის ტოტები ნიშნად იმისა, რომ თითოეული მათგანი შეუერთდეს იმ გუნდს, რომელიც სიყვარულისა და რწმენის გამოსახატავად გზაზე უფენდა უფალს საკუთარ სამოსსა და პალმის ტოტებს, ანუ თავიანთ რწმენას უფენდნენ გზაზე პალმის ტოტების სახით: "ხალხი ეგებებოდა იესო ქრისტეს პალმის რტოებით ხელში, ვითარცა მძლეველს... ჩვენ გვიჭირავს ბზა და ამით ვაღიარებთ, რომ იესო ქრისტე არის სიკვდილის, დემონისა და ჯოჯოხეთის დამთრგუნველი", - გვიქადაგებს არქიმანდრიტი რაფაელი. ამასთანავე, ბზის და პალმის ტოტთა მშვენიერებით ეკლესია უფრო ცხოვლად გამოსახავს უფლის დიდებით შესვლას იერუსალიმში.
ბეჭდვაელფოსტა
24.04. 2016
dideba ufals
mravals daveswrot qristianebo mshvidoba yvelas
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat