ღვთისმშობლის მახარებელი
ღვთისმშობლის მახარებელი
წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრება
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხარებიდან მეორე დღეს "წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელის კრებას" აღნიშნავს დედაეკლესია, კრებას, რადგან ამ დღეს შეკრებილი ქრისტიანები საეკლესიო საგალობლებით განადიდებენ ღვთისმშობლის მახარობელს. თუ ერში დიდ პატივს მიაგებენ მეფის ელჩს, რომელიც ხელმწიფის მოწყალე სიტყვას აუწყებს ხალხს, მით უმეტეს მეტი კრძალვა გვმართებს ზეციური მეუფისგან გამოგზავნილი ელჩის, ანგელოზთა თავადის გაბრიელის მიმართ, რომელმაც კაცთა მოდგმის მაცხოვრის ამქვეყნად მოვლინება გვაუწყა.

"გაბრიელი" ებრაული სიტყვაა და "ღვთის ძალას" ნიშნავს. წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი მარადის უფლის წინაშე დგას, მისი ღვთაებრივი სიმტკიცის მსახურია და განმაცხადებელია ღვთაებრივ საიდუმლოთა. "მე ვარ გაბრიელი, ღვთის პირის წინაშე მდგომარე, - უთხრა მან წმინდა მღვდელმთავარ ზაქარიას, როცა ის ტაძრის საკურთხეველში აკმევდა, - და აქ იმის სახარებლად მოვივლინე, რომ გეყოლებათ ვაჟი, რომელიც უფლის წინამორბედი იქნება". დაეჭვდა ზაქარია, რადგან ის და მისი ცოლი უკვე საკმაოდ მოხუცებულნი იყვნენ. ამ ეჭვის გამო უფალმა ის დაამუნჯა გარკვეულ დრომდე. მანამდე კი, რამდენიმე წლით ადრე უფლის მთავარანგელოზი ღვთისმშობლის დედამ, წმინდა ანამ იხილა, მაშინ ის თავის ბერწობას შესჩიოდა ღმერთს. "შეისმინა, ანა, ღმერთმა შენი ლოცვა, - უთხრა მას წმინდა გაბრიელმა, - მუცლად იღებ და შობ კურთხეულ ქალწულს, რომლის მიერ იკურთხებიან ყოველნი ტომნი ქვეყანისანი!.." მთავარანგელოზი გამოეცხადა წმინდა იოაკიმესაც, რომელიც ამ დროს უდაბნოში განმარტოებული მარხვა-ლოცვას იყო მიცემული და მასაც აუწყა, რომ ეყოლებოდათ ქალიშვილი, რომლის მიერ ქვეყნიერებას მოევლინებოდა მხსნელი სოფლისა.

წმინდა გადმოცემით, ქალწულ მარიამს შობიდანვე მცველად მთავარანგელოზი გაბრიელი დაუდგინა უფალმა. როცა ყრმა მარიამი ტაძრის საკურთხეველში შეიყვანა წმინდა ზაქარიამ და ვიდრე დრომდე იქვე ცხოვრობდა, მას ხშირად ევლინებოდა წმინდა გაბრიელი, რომელსაც მისთვის ზეციურ საზრდელთან ერთად მიწიერი საჭმელიც მოჰქონდა.

როცა "ჩვენი უფალი ბეთლემში იშვა, წმინდა გაბრიელი გამოეცხადა მინდორში მწყემსებს, ახარა დიდი სიხარული, მაცხოვრის, ქრისტე უფლის დაბადება, მერე კი მეყსეულად, უფლის უთვალავ ანგელოზთან ერთად, აღავლინა საგალობელი: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება..."

* * *
ღირს მამათა ცხოვრებაში მცირედ, მაგრამ მაინც ვხვდებით მთავარანგელოზ გაბრიელის გამოცხადებას.

VI საუკუნეში მოღვაწეობდა ღირსი მამა დავითი, რომელიც ადრე ავაზაკი იყო, მაგრამ ერთხელ გულში სინანული ჩაეღვარა, მონაზვნად აღიკვეცა და დიდ ღვაწლს მისცა თავი. გავიდა ხანი. ერთხელ სენაკში მჯდომს გამოეცხადა მთავარანგელოზი გაბრიელი და აუწყა - დავით, დავით, შეგინდო ღმერთმა ყოველი ცოდვანი შენი და ამიერიდან მრავალ სასწაულს მოახდენო.

- არა მჯერა, რომ ჩემი ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ცოდვა ღმერთმა ასე მცირე ხანში მომიტევოსო.

- მე ვარ მთავარანგელოზი გაბრიელი, უკეთუ ზაქარია წინასწარმეტყველს არ მოვერიდე, ურწმუნოების გამო ენა შევუკარ და დუმილით განვსწავლე, განა შენ ისე გაგიშვებ? ამიერიდან შენც დადუმებული იქნები ვიდრე აღსასრულამდე.

მამა დავითმა თაყვანი სცა მას და შეჰკადრა:

- როცა ავაზაკი ვიყავი, მრავალ უჯერო საქმეს ჩავდიოდი და კაცთა სისხლთა დავათხევდი, ღმერთს არ ვადიდებდი, მაშინ არ შემიკარი ენა და ახლა დამამუნჯებ, როცა ღვთისმსახურება და გალობა მინდაო? მთავარანგელოზმა მიუგო: "როცა ღმერთისადმი ილოცებ და იგალობებ, მაშინ შეგეძლება ამეტყველება, დანარჩენ დროს კი დამუნჯდებიო". ანგელოზი გაუჩინარდა და მისი სიტყვა აცხადდა, ღირს მამა დავითს მეტყველება მაშინ შეეძლო, როცა ღმერთს ადიდებდა და ლოცულობდა.

* * *
ათონზე კარიესის ახლოს ერთი პატარა კელია დგას ღვთისმშობლის მიძინების სახელობის მომცრო ტაძრითვე. დიდი ხნის წინათ აქ ერთი ხანშიშესული მღვდელმონაზონი იღვწოდა თავის ერთგულ მორჩილთან ერთად. ორივენი ღვთისმოშიში და განკრძალული ბერები იყვნენ და იშვიათად ტოვებდნენ კელიას. ერთხელ ბერი ღამისთევის ლოცვაზე დასასწრებად წავიდა კარიესში, პროტატის ტაძარში, სულიერ შვილს კი ლოცვის კანონი მისცა. შუაღამისას მორჩილს კარზე კაკუნი მოესმა. გააღო. უცნობი ბერი იხილა. სიხარულით შეიპატიჟა. როცა ლოცვის ჟამი დაუდგა, სტუმარიც მიიწვია და ღვთისმშობლის ხატის წინ საგალობელი აღავლინეს. მორჩილი წმინდა კოზმა მთაწმინდელის შედგენილ ძველ საგალობლებს გალობდა. სტუმარმა ღვთისმშობელს მორჩილისთვის ნაცნობი საგალობელი უგალობა: "ღირს არს ჭეშმარიტად, რათა გიგალობდეთ შენ, ღვთისმშობელო..." ვიდრე ბოლომდე. გული შეემუსრა მორჩილს და უცნობ ბერს უთხრა: "ჩვენ მხოლოდ ამ საგალობლის ნახევარს ვგალობთ, ასეთი რამ აქამდე არ გამიგია, გთხოვ, დამიწერე ეს სიტყვები, რომ მეც ასე განვადიდო". "მომეცი ფურცელი და კალამი და დაგიწერო", - მიუგო სტუმარმა. "მაპატიე, ძმაო, - დამწუხრდა მორჩილი, - აქ მხოლოდ ხელსაქმესა და ლოცვას ვართ მიცემულნი და საწერკალამი არ გვაბადიაო". მაშინ რამე ქვის ფილა მაინც მომიტანეო. მორჩილი გაიქცა, ფილა მოიტანა. სტუმარმა თითით დაიწყო წერა და ჰოი, საკვირველებავ! მის თითთა ქვეშ ფილა ცვილივით დარბილდა და აღიბეჭდა მასზე დაწერილი საგალობელი. როცა წერას მორჩა, ფილა მონაზონს გადასცა და უთხრა, - ამიერიდან ყოველთვის ასე იგალობეთ მართლმადიდებელმა ქრისტიანებმაო. უცნობი ბერი გაქრა. იგი გახლდათ მთავარანგელოზი გაბრიელი. შინ დაბრუნებულ მოძღვარს უცნაური საგალობელი მოესმა. "სად ისწავლე, შვილო, ასე გალობა?" - ჰკითხა მორჩილს.

ეს ამბავი მაშინვე გახმაურდა და კონსტანტინოპოლის პატრიარქამდე მიაღწია. პატრიარქის ბრძანებით, მთავარანგელოზის თითით დაწერილი ფილა კონსტანტინოპოლში მასთან გაგზავნეს. ღვთისმშობლის ხატი კი, რომლის წინაშეც ეს საგალობელი აღევლინა, პროტატის ეკლესიაში გადააბრძანეს. ამ ხატს დღესაც "ღირს არსის" ხატს ეძახიან წმინდა საგალობლისდა მიხედვით.

* * *
წმინდა გაბრიელი ხშირად წმინდა მიქაელ მთავარანგელოზთან ერთად ეცხადება ხოლმე მორწმუნეებს. თანამედროვე ღირსი მამის იაკობ ევბეელის ცხოვრებაში ვკითხულობთ: 1961 წელს იღუმენმა ნიკონმა მღვდელმონაზონ იაკობთან ერთად გადაწყვიტა ტაძარი აეშენებინა წმინდა მთავარანგელოზთა - მიქაელის და გაბრიელის სახელზე. წინამძღვარმა ადგილი აირჩია, პალოებით მონიშნა და ლიმნაზე წავიდა. ღამით მამა იაკობს გამოეცხადა ბრწყინვალე სამხედრო სამოსით მოსილი მშვენიერი ჭაბუკი, ხელთ ოქროს მახვილი ეპყრა და უთხრა: "მამაო იაკობ, მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ და მინდა, ჩემი ტაძარი იქ ააგოთ, სადაც მიგითითებთო". მერე დაიხარა და პალოები გადააადგილა. დილით, როცა მამა იაკობმა გაიღვიძა, პალოები მართლაც სხვა ადგილას ნახა დარჭობილი.

ფიქრობდნენ, რომ ეკლესიის კედლები მდარე მასალით - თიხით და ნამჯით აეშენებინათ, მაგრამ მეორე ღამეს მამა იაკობს ოქროს მახვილით ხელში ორი ანგელოზი გამოეცხადა და უთხრეს: ჩვენ მთავარანგელოზები ვართ, მიქაელი და გაბრიელი. უთხარით წინამძღვარს: გვინდა ტაძარი ნამჯისა და თიხის ნაცვლად ქვით, კირითა და ხით აგვიგონ. სახურავი კი კრამიტისა უნდა იყოსო. როგორ უნდა მიეტანათ უგზო მთებში ამდენი მასალა? მამა იაკობმა ღამეული სტუმრებისგან ამგვარი პასუხი მიიღო: "ნუ ღელავთ, ამაზე ჩვენ ვიზრუნებთ. ღამით წვიმა მოვა და ნიაღვარი ქვიშას ჩამოიტანს, სამშენებლო მასალებს კი ღვთისმოშიში ქრისტიანები შემოსწირავენო". მართლაც ყველაფერი ამგვარად მოხდა.

* * *
მღვდელმონაზონი კონსტანტინე მოგვითხრობს: 1926 წელს ონისინის უდაბნოში გავიცანი ორი მოსკოველი ქალიშვილი, მასწავლებლები, ღრმად მორწმუნე ქრისტიანები. მათ თავიანთ სახლში მიმიყვანეს საკურთხებლად. ამ სახლში ერთი ხატი ვნახე, წმინდა მთავარანგელოზ გაბრიელისა. ძალზე უბრალო, ფანერზე დაკრული. ერთმა მასწავლებელმა მთხოვა, მის მიერ ახალშექმნილი დაუჯდომელი აღგვევლინა წმინდა გაბრიელის ხატის წინ. ლოცვის შემდეგ ვიტრაპეზეთ, მასპინძელს ვუთხარი, აღფრთოვანებული ვარ მშვენივრად შედგენილი აკათისტოს გამო-მეთქი. მან აკათისტოს შედგენის ისტორია მომითხრო: სიყრმიდანვე მიყვარს და პატივს ვცემ მთავარანგელოზ გაბრიელს. ყოველდღე გულმოდგინედ ვევედრებოდი, განსაკუთრებით ის მაწუხებდა, რომ მისი ხატი არ მქონდა. ვთხოვდი, რამენაირად დამხმარებოდა თავისი ხატის შეძენაში.

დაახლოებით ერთი წლის წინ, ერთ დილას, გულმოდგინედ ვევედრებოდი წმინდა გაბრიელს. უეცრად ხატების კუთხე თითქოს გაიპო და ჩემს წინ მთავარანგელოზი გაბრიელი წარდგა. მდუმარედ, ჩუმი ღიმილით მიცქერდა. მერე კი კედლები ისევ თავის ადგილას დაბრუნდა. მთავარანგელოზს თეთრი ტუნიკი ეცვა და მხრებზე ოლარის ნაცვლად ცისფერი წვრილი ლენტები ჰქონდა გადაკრული, რომლებიც მკერდზე ჯვარედინდებოდა.

როცა ხილვა გაქრა, ოთახში დედაჩემი შემოვიდა და გაკვირვებულმა მკითხა, რა სუნამო დაიპკურე, ასეთი საამო სურნელი რომ ტრიალებსო, მართლაც, ოთახში საოცარი კეთილსურნელება იდგა.

დიდხანს ვიდექი გაოგნებული და აღფრთოვანებული. ამ დროს კარზე კაკუნი მომესმა. ჩემი კოლეგა შემოვიდა, რომელიც ბიძაშვილად მერგებოდა და მითხრა, - "ისეთი რამ მოხდა, ახსნაც კი არ ძალმიძს. ცოტა ხნის წინ ჩავიცვი, ქუჩაში გამოვედი რაღაც საქმეზე, მაგრამ რატომღაც ფიქრი ამეკვიატა, თითქოს შინ რაღაც დამრჩენოდა. მივბრუნდი და მექანიკურად კომოდის ზედა უჯრა გამოვაღე. სხვადასხვა ქაღალდებთან ერთად წმინდა გაბრიელის ხატიც ვნახე, რომლის არსებობაც დავიწყებული მქონდა. ვიცი, რომ მორწმუნე ხარ, ამიტომ შენ წამოგიღეო". ხატი ფანერზე დავაკარი.

ხატის სასწაულებრივად პოვნის შემდეგ ის მაჯავრებდა, რომ წმინდა გაბრიელის დაუჯდომელი არ იყო დაწერილი. მისი შედგენის ფიქრი არ მასვენებდა. სლავური ენა კარგად არ ვიცოდი, არც რაიმე გამოცდილება მქონდა საგალობელთა შედგენისა, ამიტომაც ამ ფიქრის განგდებას ვცდილობდი. ამაოდ. ავიღე კალამი და დაუჯდომელი საგალობლის წერა დავიწყე. არ ვიცი, საიდან მომდიოდა სლავური სიტყვები, საღმრთო აზრები, რომელთაც ამ საგალობელში ვაქსოვდი. უწმინდეს პატრიარქს ვაჩვენე. ამას განსახილველად წმინდა სინოდს გადავცემ, - მითხრა პატრიარქმა, - მაგრამ გაფრთხილებთ, პასუხი შეიძლება დაგვიანდეს, რადგან მრავალი ახალდაწერილი ლოცვა არის განსახილველიო.

ორი კვირის შემდეგ, მთავარანგელოზ გაბრიელის კრების დღესასწაულზე, წმინდა გაბრიელის სახელობის ტაძარში წავედი ლოცვაზე. გვიან მივედი, პატრიარქი საკურთხევლიდან გამოვიდა და სხვებთან ერთად ჩემს მიერ შედგენილი აკათისტოს კითხვა დაიწყო. ლოცვის დასასრულს პატრიარქმა ხელნაწერი დამიბრუნა. ტექსტში ერთი სიტყვაც არ იყო შეცვლილი.

გავიდა ხანი. მოახლოვდა ხარების დღესასწაული და მასთან ერთად წმინდა გაბრიელის კრების ხსენების დღეც. კარზე ვიღაცამ დამიკაკუნა. ოთახში შემოვიდა შუა ტანის ძალზე გამხდარი ბერი და მითხრა: "მე ეპისკოპოსი გაბრიელი ვარ, ჩემი მფარველი ანგელოზის ხსენების დღეს მისი დაუჯდომლის წაკითხვა მოვისურვე. თუ შეიძლება მომეცით თქვენს მიერ შედგენილი აკათისტო, რომ მისით ვადიდო ჩემი მფარველი ანგელოზი წმინდა გაბრიელიო".

რა თქმა უნდა, მაშინვე ვათხოვე აკათისტო, მისგან კი მრავალმა გადაიწერა და ჩემდა სანუგეშოდ, ეკლესიებშიც დაიწყეს მისი წაკითხვა.

* * *
მთავარანგელოზი გაბრიელი წმინდა ხატებზე ზოგჯერ რტოთი ხელში გამოისახება, უმეტესად კი მარჯვენა ხელში ფარანი უპყრია, რომლის შიგნითაც ანთებული სანთელი ძევს. მარცხენა ხელში მწვანე იასპის ქვის სარკე უპყრია, ადგილ-ადგილ წითელი ლაქებით დაწინწკლული. სარკე გვაუწყებს, რომ წმინდა მთავარანგელოზი გაბრიელი კაცთა მოდგმის ხსნისთვის ღვთის საიდუმლოთა განმცხადებელია. ხოლო ფანარი ანთებული სანთლით გვეუბნება, რომ ღვთის საიდუმლონი მათ აღსრულების ჟამამდე დაფარულია და მათი გამჟღავნებისას მას მხოლოდ ისინი ჭვრეტენ, ვინც ღვთის სიტყვის სარკესა და საკუთარ სინდისში მუდმივად იხედებიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
11.09.2023
მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანის პატივსაცემად, ამ დღეს ერთდღიანი მარხვა დააწესა,
18.01.2023
გვესაუბრება მანგლისისა და თეთრიწყაროს მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ნათლისცემის საიდუმლოს აღსანიშნავად ძველ ბერძნულ ენაში დაკანონდა ტერმინები,
14.10.2022
ძველი გაზეთებს კვალდაკვალ მივყევი და სვეტიცხოვლობაზე მეტად საინტერესო წარსულის
16.07.2022
ხევის მთავარი სალოცავი გერგეტის სამებაა. ტაძარი დგას მაღალ მთაზე, რომელსაც ზემოდან მყინვარწვერი დასცქერის.
14.02.2022
15 თებერვალს მართლმადიდებელი ეკლესია დღესასწაულობს მირქმას (მიგებებას) უფლისა ღმრთისა და მაცხოვრისა ჩვენისა იესო ქრისტესი.
19.01.2022

არქიმანდრიტი იონა (გელაშვილი):

ნათლისღება უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, ღვთის განცხადება ქრისტიანულ სამყაროში უდიდეს დღესასწაულად ითვლება.

03.12.2021

მამა პაისი მთაწმინდელი დღესასწაულებისა და არასამუშაო დღეების შესახებ წერს, - თავისი უდიდესი სიყვარულითა და თავისი უდიდესი სიხარულით,

19.08.2021
გვესაუბრება ვანის ქვაბების მამათა მონასტრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი მათე (ვაშაყმაძე):
20.06.2021

გვესაუბრება ქვემო ბეთლემის მაცხოვრის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, არქიმანდრიტი დოროთე (ყურაშვილი):

-სიმდაბლით სიმაღლის მოპოვების

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat