ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პერანგის ისტორია და "მარაშინას" დღესასწაული ხობში
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის პერანგის ისტორია და "მარაშინას" დღესასწაული ხობში
1923 წლამდე, საუკუნეების მანძილზე ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ხობის მონასტერში მარიამობას ტარდებოდა სატაძრო დღესასწაული, რომელსაც ადგილობრივები "მარაშინას" უწოდებდნენ.
გვესაუბრება საზოგადოება "ხობარის" წევრი ნუგზარ (ხვიჩა) შონია:


- რას უკავშირდება "მარაშინას" დღესასწაულის დაწესება ხობში, რას ამბობენ ისტორიული წყაროები?

- "მარაშინა" მეგრული სიტყვაა და ქართულად მარიამის გახსენებას ნიშნავს. როგორც მოგეხსენებათ ტერმინი "ღვთისმშობელი" დამტკიცდა 431 წელს ეფესოში გამართულ მესამე მსოფლიო კრებაზე და ამ გადაწყვეტილების შემდეგ დამკვიდრდა. მანამდე კი, ღვთისმშობლის ხსენება ხდებოდა მისი საკუთარი სახელით, მარიამით.

ჩვენი ვარაუდით "მარაშინას" აღნიშვნას საფუძველი 431 წლამდე უნდა ჩაყროდა, რაც, რა თქმა უნდა, ცალკე კვლევის საგანს წარმოადგენს.
როდესაც ხობის მონასტერში კვართი მოუბრძანებიათ, საზეიმო წირვის შემდეგ მოუნდომებიათ მისი დაკეცვა და კუბოში (ლუსკუმაში) ჩაბრძანება, მაგრამ კვართი ვერ დაუკეციათ. მხოლოდ ორკვირიანი განუწყვეტელი წირვა-ლოცვის შემდეგ უნებებია ღვთისმშობელს თავისი წმინდა პერანგის დაკეცვა და მისი ლუსკუმაში ჩაბრძანება. ორკვირიანი წირვა-ლოცვა მარიამობის დღესასწაულამდე ანუ "მარაშინამდე" ტრადიციად ქცეულა ხობის მონასტერში.

- რა არის ცნობილი ღვთისმშობლის შესამოსელზე?

- როგორც ცნობილია ღვთისმშობელს ემოსა რამდენიმე შესამოსელი: კვართი, იგივე პერანგი ( ბერძნულად χιτωνας, რუსულად хитон), კვართზე კაბა (ბერძნულად τουνικ, რუსულად платье), კაბაზე სამოსელი, იგივე მოსასხამი (ბერძნულად μαφοριον, რუსულად риза). სამწუხაროდ საერო თუ საეკლესიო მკვლევარები მათ ხშირად ერთმანეთში ურევენ.

KARIBCHEდიდი ალბათობით, კვართი არ ყოფილა გადატანილი იერუსალიმიდან კონსტანტინოპოლში, განსხვავებით ღვთისმშობლის სხვა შესამოსლებისა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ბერძნულ ისტორიულ წყაროებში აუცილებლად მოხდებოდა ამ ფაქტის დაფიქსირება. თანამედროვე ბერძენი მკვლევარები თვლიან, რომ სიწმინდე, რომელიც დღეს ზუგდიდის მუზეუმშია, არ არის სამოსელი ანუ მოსასხამი, ისინი ვარაუდობენ, რომ ეს არის ღვთისმშობლის მეორე შესამოსელი. რას გულისხმობენ ბერძნები მეორე ტანსაცმელში, კვართს თუ კაბას, ჩვენთვის უცნობია.

მოვიხმოთ ადგილი მიხეილ საბინინის "საქართველოს სამოთხედან" (გვ.3), სადაც ვკითხულობთ: "... მერმე მიხედნა (ღვთისმშობელმა-ნ.შ.) იოანე მახარებელსა და ჰრქუა, რათა ორნი იგი სამოსელნი მისნი მისცნეს ორთა მათ ქალწულთა, რომელნი მსახურებდეს მას." მიხეილ საბინინს აღნიშნული სიტყვები, სავარაუდოდ მოყვანილი აქვს რომელიმე ბიზანტიური წყაროდან. პირველი შესამოსლის ქვეშ, სავარაუდოდ, იგულისხმება სამოსელი (მოსასხამი), რომელიც ვლაქერნის ტაძარში იყო დაბრძანებული, მეორე შესამოსლის ქვეშ იგულისხმება ან კვართი, ან კაბა.

რაც თამამად შეგვიძლია ვთქვათ, გახლავთ ის, რომ კვართი ანუ პერანგი ღვთისმშობლისა დაბრძანებული იყო ხობის მონასტერში და როგორც პროფესორი ანზორ ბუბულაშვილი და სხვა მკვლევარები ბრძანებენ, ხობის მონასტრის კუთვნილება გახლდათ. სამოსელი ანუ მოსასხამი საფრაგეთის ქალაქ შარტრის საკათედრო ტაძარშია, ხოლო რაც შეეხება კაბას, როგორც გერმანელები ამტკიცებენ ქალაქ აახენის საკათედრო ტაძარში.
საქართველოს ეკლესიის კალენდარში (ახ. სტ. 15 ივლისი) წერია, რომ ღვთისმშობლის სამოსელი ამჟამად დასვენებულია ზუგდიდის მუზეუმში, რაც, ჩემის აზრით, მოითხოვს დაზუსტებას და გასწორებას, რამეთუ სამოსლის ამჟამინდელი დასაბრძანებელი ადგილია შარტრის საკათედრო ტაძარი. სამეგრელოს მაზრის უფროსი (1857-1867) რაფიელ ერისთავი ხობის მონასტრის აღწერილობაში ბრძანებს: "კვლადცა ამა მონასტერსა მსვენარებს კვართი ყოვლადწმიდისა და უმეტესად კურთხეულისა ღმრთისმშობელისა, ერთსა ვერცხლით შეძერწილს ოქროცურვილის და თვალ-მარგარიტით შემკულსა კუბოსა შინა 1813 წლისასა განუხრწნელად დაცული." მეცხრამეტე საუკუნის სამეგრელოში არსებობდა წყარო, რომლის საფუძველზეც რაფიელ ერისთავი აკეთებს ძალიან ყურადსაღებ და საინტერესო განცხადებას, რომელსაც აქამდე არცერთმა მკვლევარმა არ მიაქცია ყურადღება.

უბრალო მათემატიკური გაანგარიშებით, რაფიელ ერისთავის ხელნაწერის შექმნის თარიღს რომ 1813 გამოვაკლოთ, მივიღებთ ანდრია პირველწოდებულის იბერიაში მოღვაწეობის პერიოდს, რაც შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ კვართი ხობში ჩამოტანილი ყოფილიყო პირველივე საუკუნეში იერუსალიმიდან. მიმაჩნია, რომ საპატრიარქოს და კულტურის სამინისტროს ერთობლივი ძალისხმევით ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს კვართის კუბოს (ლუსკუმას) და დადგინდეს მისი ასაკი და სხვა მახასიათებლები.

KARIBCHE

-  გვიამბეთ იმ პარალელების შესახებ, რომელიც თქვენ ხობსა და შარტრს შორის დააფიქსირეთ.

- პარალელები ხობსა და შარტს შორის მართლაც სინტერესოა.

  • საფრანგეთის ამ ქალაქში IV საუკუნეში გამოჩნდა ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი სკულპტურა, რომელსაც ხის მუქი ფერის გამო "შავი მარიამი" უწოდეს. ხობის მონასტერში კი ბრძანდებოდა ხობელთა მთავარი ხატი "თეთრი მარიამი" ანუ "თეთროსანი"" ღვთისმშობელი, რომელიც ამჟამად თბილისში, ხელოვნების მუზეუმშია. შარტრელების და ხობელების ღვთისმშობლისადმი განსაკუთრებულმა სიყვარულმა და დედაღვთისას განუზომელმა წყალობამ შარტრში მიაბრძანა კიდევ ერთი სიწმინდე-ღვთისმშობლის სამოსელი, ხოლო ხობში კვართი.

  • 1194 წელს შარტრის საკათედრო ტაძარი, სადაც სამოსელი ესვენა, ხანძრისაგან განადგურდა. ქალაქის მცხოვრებნი უკიდურესად დამწუხრებულები შესცქეროდნენ, როგორ იწვოდა მათი საყვარელი ტაძარი და მოთქვამდნენ მასში დაბრძანებული სიწმინდეების განადგურების გამო, მაგრამ მოხდა სასწაული და მესამე დღეს ტაძრის ნანგრევებიდან გამოვიდა სამი სასულიერო პირი სიწმინდით ხელში, რომლებსაც თავი შეეფარებინათ შენობის ქვედა, მიწისქვეშა ტაძრისთვის. ამ სასწაულმა შარტრელებს გაუღვიძა სურვილი აეშენებინათ საფრანგეთში პირველი გოთიკური ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისა, რომელიც დღემდე ამშვენებს მათ ქალაქს.

  • 1891 წელს ხობის მონასტრიდან კვართი მოიპარეს. მთელი ხობი ფეხზე დადგა. "ნურც ბერი, ნურც ერი ნუ ვიქნებით ცოცხლები, თუ ეს სიწმინდე დავკარგეთ", - ამბობდნენ ხობელები. მესამე დღეს სიწმინდე სასწაულებრივად აღმოაჩინეს ტაძრისგან მოშორებით მაყვლოვანზე. შარტრის სიწმინდე გადაურჩა საფრანგეთის რევოლუციას და დღეს თავის ისტორიულ საბრძანებელშია, განსხვავებით ხობის მონასტრის სიწმინდისა, რომელიც ბოლშევიკურ ძალადობას კი გადაურჩა, მაგრამ დღემდე ვერ ხერხდება მისი დაბრუნება ისტორიულ სამკვიდრებელში და სამეგრელოში ყველაზე განთქმული სათემო დღესასწაულის "მარაშინას" აღდგენა.

- ხობელებსა და ზუგდიდელებს შორის დღემდე დავაა ღვთისმშობლის კვართის გამო. ვლაქერნობის დღესასწაულზე მთელი საქართველოდან მიეშურებიან მორწმუნენი სიწმინდესთან მისაახლებლად. რა მდგომარეობაა ამ დავასთან დაკავშირებით, არის თუ არა რაიმე პასუხი საპატრიარქოდან?

როგორც იცით 15 ივლისს (ახ.სტ) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის და არა კვართის, ვლაქერნის ტაძარში დადების დღესასწაულს. ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმის გამო, რომ თითქოს სამოსელი განთავსებულია ზუგდიდის მუზეუმში, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს. მუზეუმში განთავსებულია არა სამოსელი, არამედ კვართი, რომლის დღესასწაულს, "მარაშინას", როგორც უკვე ვთქვი, საუკუნეების მანძილზე აღნიშნავდნენ ხობის მონასტერში და რომლის აღდგენის საშუალებაც არ გვეძლევა ათეული წლებია. იმისათვის, რომ შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას ნათელი მოეფინოს, რამდენჯერმე მივმართეთ საპატრიარქოს, საიდანაც რამდენიმე წელია მოთმინებით ველოდებით დაპირებული კომისიის შექმნას აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით უშედეგოდ.

ბოლოს მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა "ვლაქერნობის" დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. რადგან ღვთისმშობლის სამოსელი ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში არ ბრძანდება, 15 ივლისს დღესასწაულის ზუგდიდში ჩატარება აზრს კარგავს. უფრო სწორი იქნებოდა მისი აღნიშვნა 20 ივლისს, ვლაქერნის ხატის ან 13 სექტემბერს ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაულზე, ხოლო კვართთან მიახლების შესაძლებლობა მორწმუნეებს უნდა მიეცეთ მის ისტორიულ სამკვიდრებელში, ხობის მონასტერში 28 აგვისტოს მარიამობა-"მარაშინას" დღესასწაულზე.

KARIBCHE


ბეჭდვაელფოსტა
20.05. 2018
ჯუმბერ ქირია
"...როგორც იცით 15 ივლისს (ახ.სტ) მართლმადიდებელი ეკლესია აღნიშნავს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სამოსელის და არა კვართის, ვლაქერნის ტაძარში დადების დღესასწაულს. ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში ამ დღესასწაულს განსაკუთრებულად აღნიშნავენ იმის გამო, რომ თითქოს სამოსელი განთავსებულია ზუგდიდის მუზეუმში, რაც რა თქმა უნდა არ შეესაბამება სინამდვილეს. მუზეუმში განთავსებულია არა სამოსელი, არამედ კვართი, რომლის დღესასწაულს, "მარაშინას", როგორც უკვე ვთქვი, საუკუნეების მანძილზე აღნიშნავდნენ ხობის მონასტერში და რომლის აღდგენის საშუალებაც არ გვეძლევა ათეული წლებია. იმისათვის, რომ შექმნილ არაჯანსაღ ვითარებას ნათელი მოეფინოს, რამდენჯერმე მივმართეთ საპატრიარქოს, საიდანაც რამდენიმე წელია მოთმინებით ველოდებით დაპირებული კომისიის შექმნას აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, მაგრამ სამწუხაროდ ჯერჯერობით უშედეგოდ. ბოლოს მინდა ჩემი მოსაზრება გამოვთქვა "ვლაქერნობის" დღესასწაულის თარიღთან დაკავშირებით. რადგან ღვთისმშობლის სამოსელი ზუგდიდ-ცაიშის ეპარქიაში არ ბრძანდება, 15 ივლისს დღესასწაულის ზუგდიდში ჩატარება აზრს კარგავს. უფრო სწორი იქნებოდა მისი აღნიშვნა 20 ივლისს, ვლაქერნის ხატის ან 13 სექტემბერს ღვთისმშობლის სარტყლის დადების დღესასწაულზე, ხოლო კვართთან მიახლების შესაძლებლობა მორწმუნეებს უნდა მიეცეთ მის ისტორიულ სამკვიდრებელში, ხობის მონასტერში 28 აგვისტოს მარიამობა-"მარაშინას" დღესასწაულზე. " (ნ.შ.) (ჯ.ქ) ...რაც შეეხება მარიამობის ხობში, ღვთისმშობლის კვართის თანდასწრებით, აღნიშვნას, ეს სასურველი და შესაძლებელი იყო, რომ არა სინოდის ცალკეულ წევრთა დაჟინებითი მოთხოვნა, კვართი სხვადასხვა ქალაქებში, ბოლოს თბილისში დაბრძანებულიყო. ამბობდნენ ასევე კვართის საზღვარგარეთ გამგზავრებაზე. ბევრი სიწმინდეა უკვე გატანილი. ზუგდიდის მორწმუნე საზოგადოების უნდობლობა, საპატრიარქოს არაჯეროვანი ყურადღებითაც ამ საკითხების გამო, არის გამოწვეული. ყოველივე ზემოთთქმული, იძლევა საბაბს ზუგდიდელთათვის, არ დაანებონ არავის კვართი. დანარჩენს ღმერთი და ღვთისმშობელი გადაწყვეტენ. თუკი მოლაპარაკებაა საჭირო ხობსა და ზუგდიდს შორის, ეს უნდა გაკეთდეს, მორწმუნე საზოგადოების ყველა ფენის ჩართულობით.
სხვა სიახლეები
04.12.2022
გვესაუბრება ბათუმის წმინდა ბარბარე სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი შიო პაიჭაძე:
-ცა სქელი და უხეშია,
28.11.2022
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,
19.09.2022
ტროპარი: ძირისაგან იესსესისა და წყვილთაგან დავითისთა, საღმრთო ქალწულ მარიამ იშვების დღეს ქუეყანასა ზედა,
04.09.2022
ძველი სტილით 23 აგვისტოს (5 სექტემბერს) ეკლესია ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულის წარგზავნას აღნიშნავს.
15.07.2022
ბიზანტიაში ლეონ დიდის, მაკედონელის (457- 474 წლები) ზეობისას მეფესთან დაახლოებული პირნი, ძმები, გალბიუსი და კანდიდე, წმინდა მიწის მოსალოცად გაეშურნენ.
22.04.2022
უკრაინაში, იმ მთაზე, სადაც ახლა პოჩაევოს მიძინების ტაძარია, 1340 წელს ორი მონაზონი დასახლდა. ერთი მათგანი ლოცვის მერე მთის მწვერვალზე ავიდა და უეცრად დაინახა ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი,
06.04.2022
ერთ-ერთ უდიდეს საუფლო დღესასწაულს, რომელსაც წმინდა ეკლესია 25 მარტს (ახ. სტილით 7 აპრილს) აღნიშნავს, ხარება ეწოდება.
08.01.2022
კრება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობელისა. ქრისტეს შობის შემდგომ დღეს ეკლესია თავის ერთგულ შვილებს მოუწოდებს "ტარიგისა და მწყემსის დედის", "სამოთხისა ბჭეთა განმღებელის" - ყოვლადწმინდა ქალწული მარიამის მადლობით განსადიდებლად.
21.12.2021
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.
04.12.2021
ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 21 ნოემბერს (ახლით - 4 დეკემბერს) აღნიშნავს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat