ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391) - ხსენება 19 (01.02) იანვარი
ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი (+390-391) - ხსენება 19 (01.02) იანვარი

მაკარი დიდი მეგვიპტელი - დაიბადა ქვემო ეგვიპტის სოფელ პტინაფორში. მშობლების თხოვნით იგი დაქორწინდა, მაგრამ მალე დაქვრივდა. მეუღლის დასაფლავების შემდეგ წმიდანმა გაიფიქრა: "მომხდარი ყურად იღე, მაკარი, და მხოლოდ საკუთარ სულზე იზრუნე, რადგან შენც მოგელის მიწიერი ცხოვრებიდან გასვლა!" ღმერთმა თავის რჩეულს ხანგრძლივი სიცოცხლე მიმადლა, მაგრამ ამ დღიდან მოყოლებული სიკვდილის ხსოვნა განუყრელად თან ახლდა მას და ლოცვისა და სინანულის ღვაწლისთვის აღაფრთოვანებდა. მან მოუხშირა ტაძარში სიარულს, უფრო და უფრო უღრმავდებოდა წმიდა წერილს, მაგრამ ხანშიშესულ დედ-მამას არ შორდებოდა და მშობლების პატივისცემის მცნებას აღასრულებდა. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ ღირსმა მაკარიმ ("მაკარი" - ბერძნულად ნეტარს ნიშნავს) მთელი ქონება მოწყალებად გასცა მათი სულის საოხად, შემდეგ კი მხურვალე ლოცვებით შესთხოვა უფალს, ღირსეული წინამძღვარი გამოეჩინა მისთვის ცხოვრების გზაზე. ღმერთმა, მართლაც, მიანიშნა ჭაბუკს ასეთ ადამიანზე - ეს იყო სოფლის მახლობლად, უდაბნოში მცხოვრები გამოცდილი ბერი, რომელმაც სიყვარულით მიიღო იგი, მღვიძარებაში, მარხვასა და ლოცვაში განსწავლა და ხელობაც მისცა - კალათების წვნა ასწავლა. შემდეგ მეუდაბნოემ იქვე კელია ააგო და შიგ დაამკვიდრა საყვარელი მოწაფე.

ერთხელ პტინაფორში ადგილობრივი ეპისკოპოსი ჩავიდა და ღირსი მამის კეთილკრძალული ცხოვრების შესახებ რომ შეიტყო, საკუთარი ნების წინააღმდეგ, სოფლის ეკლესიის ღვთისმსახურთა დასში ჩარიცხა იგი. მარტოობისა და მდუმარებისკენ მიდრეკილ მაკარის ძლიერ გაუჭირდა ერში მსახურება და ფარულად განერიდა იქაურობას. ადამიანთა მოდგმის მტერმა დაუცხრომელი ბრძოლა დაუწყო მოსაგრეს, ცდილობდა შეეშინებინა იგი, კელიას ურყევდა, ცოდვილ ფიქრებს ახვევდა თავს. ნეტარი მამა ლოცვისა და ჯვრის ძალით იგერიებდა მზაკვარის თავდასხმებს. ბოროტმა ადამიანებმა წმიდანს ერთი ქალწულის ცდუნება დასწამეს, ღირსი მამა საოცარი მორჩილებით იტანდა განსაცდელს და კალათების გაყიდვით მიღებული ფულით უდრტვინველად არჩენდა ქალს. ღირსი მამის უცოდველობა მაშინ გამჟღავნდა, როცა მიდგომილის მშობიარობის ჟამმა მოაწია. მშობიარე იტანჯებოდა, ბავშვი კი არ იბადებოდა. მაშინ მან აღიარა, რომ ცილი დასწამა წმიდანს და თავისი ნამდვილი მაცდუნებელიც დაასახელა. მის მშობლებს თავზარი დაეცათ, ისინი ნეტარ მამასთან შენდობის სათხოვნელად აპირებდნენ წასვლას, მაგრამ ღირსი მაკარი ღამით განერიდა ამ ადგილებს და ნიტრიის მთაზე, ფარანის უდაბნოში გადასახლდა. აქ მან სამი წელი იცხოვრა, შემდეგ კი ეგვიპტური ბერ-მონაზვნობის მამას, ანტონი დიდს მიაშურა. წმიდანმა სიყვარულით მიიღო მოშურნე ბერი. იგი მალე მოძღვრის საყვარელი მოსწავლე და მიმდევარი შეიქნა. დიდი ხანი იცხოვრა მაკარიმ მისი ხელმძღვანელობით, შემდეგ კი, მისივე რჩევით, სკიტის უდაბნოში დაემკვიდრა (ეგვიპტის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში). ოცდაათი წლის ასაკს მიახლოებული მოღვაწე უკვე ისეთი გამოცდილი და ახოვანი მოსაგრე იყო და ისე ბრწყინავდა თავისი ღვაწლით, რომ "მხცოვანი ჭაბუკი" შეარქვეს.

KARIBCHE

მაკარი დიდის მონასტერი

დემონების მრავალი თავდასხმა გამოსცადა ღირსმა მაკარიმ საკუთარ თავზე: ერთხელ, როცა უდაბნოდან პალმის რტოები მოჰქონდა კალათების საწნავად, ეშმაკი აღუდგა წინ. ბოროტს უნდოდა ნამგალი ჩაერტყა მისთვის, მაგრამ ვერ შესძლო და ესღა უთხრა: "მაკარი, საშინლად ვიტანჯები იმის გამო, რომ ვერ გერევი. იარაღი, რომლითაც მიგერიებ, შენი თავმდაბლობაა". როცა წმიდანს 40 წელი შეუსრულდა, მღვდლად აკურთხეს და სკიტის უდაბნოში მცხოვრები ბერების წინამძღვრად დაადგინეს. ამ ხანებში ღირსი მაკარი ხშირად ხვდებოდა ანტონი დიდს და სულიერ დამოძღვრას ღებულობდა მისგან.

ღირსმა მაკარიმ მრავალი კურნება აღასრულა. ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ მისკენ რჩევა-დარიგების თუ ლოცვა-კურთხევის მთხოვნელნი. ეს ყველაფერი არღვევდა წმიდანის მყუდროებას, ამიტომ მან თავისი კელიის ქვეშ ღრმა გამოქვაბული ამოთხარა და იქ განმარტოვდა ლოცვისა და ღვთის განგებულებაზე ფიქრისთვის. ღირსმა მაკარიმ ისეთი კადნიერება მოიპოვა უფლის წინაშე, რომ მისი ლოცვებით უამრავი სასწაულები აღესრულებოდა. ერთხელ წმიდა მამას კელიაში ქურდი დაუხვდა. წმიდანი მშვიდად მიეხმარა მას სახედარზე ტვირთის დაკვრაში და არც დაიმჩნია, რომ ამ ნივთების პატრონი თვითონ იყო. მძარცველის წასვლის შემდეგ კი გაიფიქრა: "ამქვეყნად ჩვენ არაფერი მოგვიტანია, ბუნებრივია, რომ ვერც ვერაფერს გავიტანთ აქედან. კურთხეულ არს უფალი უკუნისამდე!"

ერთხელ ღირსმა მაკარიმ უდაბნოში დაგდებული თავის ქალა იპოვა და ჰკითხა: "ვინა ხარ შენ?" ქალამ უპასუხა: "მე ყოფილი მთავარი ქურუმი ვარ. როცა შენ ჯოჯოხეთში მყოფთათვის ლოცულობ, ტანჯვა ოდნავ გვიმსუბუქდება". ღირსმა ჰკითხა: "როგორია იქაური სატანჯველები?" "ჩვენ საშინელ ცეცხლში ვიწვით, - უპასუხა ქალამ, - და ერთმანეთს ვერ ვხედავთ. როცა შენ ლოცულობ, ბუნდოვნად ვამჩნევთ ერთმანეთს და ეს ოდნავ გვამშვიდებს." აცრემლებულმა მაკარიმ იკითხა: "არსებობს უარესი სატანჯველებიც?" ქალამ მიუგო: "ქვევით, ჩვენზე უფრო ღრმად, ისინი იმყოფებიან, ვინც შეიცნო ღმერთი, მაგრამ განუდგა მას და არ დაიცვა მისი მცნებები. ისინი უფრო საშინლად ეწამებიან".

ერთხელ, ლოცვის დროს, ნეტარ მამას ჩაესმა: "მაკარი, შენ ჯერ კიდევ არ მიგიღწევია ისეთი სრულყოფილებისათვის, რომელსაც ქალაქში მცხოვრებმა ორმა ქალმა მიაღწია". თავმდაბალმა მოსაგრემ აიღო კვერთხი, წავიდა ქალაქში, იპოვა სახლი, სადაც ქალები ცხოვრობდნენ და კარებზე დააკაკუნა. კეთილმსახურმა დიასახლისებმა სიხარულით მიიღეს იგი. ღირსმა მამამ უთხრა: "შორეული უდაბნოდან თქვენს გამო მოვედი. მინდა შევიტყო თქვენი კეთილი საქმეების შესახებ, მომითხრეთ ყველაფერი, ნურაფერს დამიმალავთ". გაოცებულმა ქალებმა უპასუხეს: "ჩვენ ქმრებთან ერთად ვცხოვრობთ და არანაირი სათნოებები არ გაგვაჩნია", მაგრამ წმიდანმა დაიჟინა და მასპინძლებმაც დაიწყეს: "ჩვენ ღვიძლი ძმების მეუღლეები ვართ. ერთად ცხოვრების მანძილზე არც ერთი ავი და საწყენი სიტყვა არ გვითქვამს ერთმანეთისთვის, არც არასდროს გვიჩხუბია. ქმრებს ვთხოვეთ, მონასტერში გავეშვით, მაგრამ არ დაგვთანხმდნენ. მას აქეთ აღთქმა დავდეთ, სიკვდილამდე ერთი ამაო სიტყვაც არ წარმოგვეთქვა". წმიდა მოსაგრემ ადიდა ღმერთი და თქვა: "ჭეშმარიტად, უფალი არ დაეძებს ქალწულებს თუ გათხოვილ ქალს, ბერს თუ ერისკაცს, ის ადამიანის თავისუფალ ნებას აფასებს და საცხოვნებელ გზაზე დამდგართ სულიწმიდის მადლით წინამძღვრობს ".

არიანელი იმპერატორის ვალენტის (364-378) ზეობისას მწვალებელი ეპისკოპოსი ლუკა დევნიდა მაკარი დიდსა და ღირს მაკარი ალექსანდრიელს. ორივე ბერი შეიპყრეს, ხომალდზე დასვეს და წარმართებით დასახლებულ ერთ უდაბურ კუნძულზე გადაასახლეს. აქ წმიდანების ლოცვით ქურუმის ასული განიკურნა, რის შემდეგ თავად ქურუმი და კუნძულის მცხოვრებლებიც მოინათლნენ. როცა მომხდარის შესახებ შეიტყო, არიანელი ეპისკოპოსი სირცხვილმა შეიპყრო და ბერები თავიანთ უდაბნოებში დააბრუნა.

ღირსი მამის სიმშვიდე და თავმდაბლობა გარდაქმნიდა ადამიანთა სულებს. "ავი სიტყვა, - ამბობდა ამბა მაკარი, - კეთილებსაც აბოროტებს, კეთილი სიტყვა კი ბოროტებსაც სიკეთისაკენ მოაქცევს". ბერების შეკითხვაზე, როგორ უნდა ვილოცოთო, ღირსი მამა პასუხობდა: "ლოცვაში მრავალსიტყვაობა არ არის საჭირო, საკმარისია ვითხოვოთ: "იყავნ ნება შენი, უფალო!" თუ მტერი გვესხმის თავს, უნდა წარმოვთქვათ: "უფალო, შეგვიწყალენ!" ღმერთმა უწყის, თუ რა არის ჩვენთვის უმჯობესი და მოგვხედავს წყალობის თვალით!" როცა ძმებმა ჰკითხეს: "როგორ უნდა გავხდეთ ბერები?" ღირსმა მამამ უპასუხა: "მომიტევეთ, მე ცუდი მონაზონი ვარ, მაგრამ მინახავს უდაბნოს სიღრმეში მოღვაწე მარტომყოფები და როცა მათთვის ამგვარივე შეკითხვა დამისვამს, უპასუხნიათ: "თუ ადამიანმა უარი არ განაცხადა ყველაფერ ამქვეყნიურზე, ის ვერასოდეს გახდება ბერი". მე ვუთხარი: "უძლური ვარ და არ შემიძლია ვიყო ისეთი, როგორიც თქვენ ხართ". "მაშინ კელიაში დაჯექი და მწუხარებას მიეციო შენი ცოდვების გამო!"

იყო ერთი ეგვიპტელი კაცი, რომელიც ერთი აზნაურის ცოლზე გამიჯნურდა. მან ვერ შეძლო სიწმინდისმოყვარე ქალის შეცდენა, რომელსაც თავისი ქმრისაგან ქალწულება დაეცვა. ამის შემდეგ ამ კაცმა ხერხს მიმართა, ბოროტ საქმეებში გაწვრთნილი ადამიანი მოძებნა და უთხრა: "ყველანაირად ეცადე, რომ იმ ქალს ჩემდამი ტრფობა აღეძრას, თუ არა და, შენი ხელოვნებით ის ქმარს შეაძულე".

თანამზრახველი მაშინვე შეუდგა ნაბრძანების აღსრულებას. ის ქალთან მივიდა და ყველა გზითა და ვერაგობით ეცადა, რომ ქალი შეერყია და ქმარი მოეძულებინა. როცა ვერაფერს გახდა, ისე მოაჯადოვა, რომ გარეგნულად ის ყველას ცხენად ეჩვენებოდა. როცა ქალის ქმარი მინდვრიდან დაბრუნდა, დაინახა, რომ მისი ცხენადქცეული ცოლი საწოლზე იყო წამოწოლილი. მან ხმამაღლა მოთქმა დაიწყო, მაგრამ ასეთი უცნაური ცვლილების მიზეზი ვერ შეიტყო. კაცი ხედავდა, რომ ბოროტი ადამიანების მზაკვრობით ცხენად შეცვლილი ქალი გონივრულად უყურებდა, მაგრამ პასუხს ვერ აძლევდა და უდიდესმა მწუხარებამ შეიპყრო. იგი თავისი დაბის მღვდლებს შეევედრა, რომ სახლში წამოჰყოლოდნენ და ყველაფერი თავიანთი თვალით ენახათ. ისინიც წამოჰყვნენ კაცს, მაგრამ ამ შემთხვევის მიზეზი ვერ ახსნეს, რადგან ცხენად ქცეულ ქალს სამი დღის განმავლობაში არც პური უხმევია ადამიანივით და არც თივა უჭამია ცხენივით.

ბოლოს, უფლის სადიდებლად და წმინდა მაკარის სათნოების გასაცხადებლად, ეგვიპტელმა კაცმა გადაწყვიტა, თავისი ცოლი წმინდა მამასთან უდაბნოში წაეყვანა. მან ის ცხენივით შეკაზმა და ღვთის კაცისკენ მიმავალ გზას დაადგა. როცა კაცი წმინდა მაკარის სენაკს მიუახლოვდა, იქ მყოფებმა ჰკითხეს, - რატომ მოგყავს აქ ეგ ცხენიო. მან კი მიუგო: - იმიტომ, რომ წმინდა მამის ლოცვით გადარჩესო.

ძმებმა კვლავ ჰკითხეს:

- რა განსაცდელი შეემთხვა?

კაცმა უთხრა:

- ეგ ცხენი კი არა, ჩემი საწყალი ცოლია, არ ვიცი, როგორ შეიცვალა ასე. სამი დღეა, არაფერი უჭამია.

ბერებმა რომ ეს გაიგეს, წმინდა მაკართან მივიდნენ. ნეტარი მამა ამ დროს ლოცულობდა და ღმერთს ევედრებოდა, ეუწყებინა, თუ რა მიზეზით შეემთხვა ქალს ეს განსაცდელი. ძმებს, რომლებმაც უთხრეს, რომ ვიღაცამ შენთან ცხენი მოიყვანაო, მან ასეთი რამ უთხრა: "ეს თქვენ ხართ ცხენები, რადგან მათსავით იყურებით. ის ქალია, ოცნებით კი ცხენად გეჩვენებათ". ამ სიტყვების შემდეგ ბერმა წყალი აკურთხა, მოჯადოებულს თავზე გადაასხა და ის, ვინც ყველასთვის ცხენად იხილვებოდა, მყისიერად შეიცვალა და წამში ქალად იქცა. ეს რომ მოიმოქმედა, მამა მაკარიმ ბრძანა, რომ ქალისთვის რამე ეჭმიათ. როცა აჭამეს, მოჯადოებული საბოლოოდ განიკურნა და ქმართან ერთად ღმერთს მადლობა შესწირა. წმინდა კაცმა კი ქალს ასეთი რამ უთხრა: "ნუ დააკლდები ეკლესიურ ცხოვრებას და ნურც ქრისტეს წმინდა საიდუმლოს გაშორდები. ეს იმიტომ შეგემთხვა, რომ უკვე ხუთი კვირა გავიდა, რაც არ ზიარებულხარ".

ერთ ბერს ღირსმა მაკარიმ ურჩია: "გაიქეცი ადამიანები¬გან და ცხონდები!" მან ჰკითხა: "რას ნიშნავს ადამიანებისგან გაქცევა?" ღირსმა მამამ უპასუხა: "იჯექი კელიაში და იფიქრე საკუთარ ცოდვებზე". წმინდა მაკარი ამბობდა: "თუ ცხონება გსურს, მიემსგავსე მიცვალებულს, რომელიც არ მრისხანებს, როცა შეურაცხყოფენ და არც ამაყდება, როცა აქებენ". მასვე უთქვამს: "თუ ლანძღვას ქებად მიიჩნევ, სიღარიბეს - სიმდიდრედ, უკმარისობას - სიუხვედ, არ წარწყმდები, რადგან შეუძლებელია, რომ მართლმორწმუნე და კეთილმსახურებით მოღვაწე ბილწ ვნებებსა და დემონურ ხიბლებში ჩავარდეს".

ღირსი მაკარის ლოცვას ბევრი განუმტკიცებია განსაცდელში, ბევრისთვის აურიდებია უბედურება და საცდური.

მასზე რუფინუსი წერს: "ერთხელ, მეზობლად კაცი მოკლეს და ეს ბოროტმოქმედება ერთ უდანაშაულო ადამიანს დააბრალეს. ბრალდებულმა კი მფარველობისთვის მაკარს მიმართა, აქვე მოვიდნენ სამხილით ბრალმდებლებიც.

- დიდ საფრთხეში ჩავვარდებით, თუ დამნაშავეს თავისუფლად დავტოვებთ და კანონით მკაცრად არ დავსჯითო, - ამბობდნენ.

ამ დროს კი ბრალდებული ფიცით ამტკიცებდა, რომ მის კისერზე მოკლულის სისხლი არ იდო. ატყდა კამათი, ბრალმდებლებსა და ბრალდებულს შორის.

- მოკლული სად არის დაკრძალული? - იკითხა მაკარიმ.

ბრალმდებლებმა საფლავზე მიიყვანეს. მან მოიდრიკა მუხლნი, მოუხმო უფალ იესო ქრისტეს სახელს, მერე ხალხს მიუბრუნდა: - ახლა უფალი გაჩვენებთ, სამართლიანია თუ არა თქვენი ბრალდება ამ კაცის მიმართო.

აღიმაღლა ხმა, მოუხმო სახელით გარდაცვლილს. ის მაშინვე გამოეხმაურა საფლავიდან.

- გაფიცებ შენ, ქრისტესადმი რწმენით მითხარი, მართლა ამ კაცმა მოგკლა, რომელსაც მკვლელობას აბრალებენ? - ჰკითხა მაკარიმ.

საფლავიდან ცხადად გაისმა პასუხი:

- არა! მე ამ კაცს არ მოვუკლავარ.

სასწაულით შეძრული ყველა მიწაზე დაემხო, ბრალმდებლები მაკარის ჩაუვარდნენ მუხლებში და შეევედრნენ:

- ჰკითხე, ვინ არის მკვლელიო.

- არა, - იუარა მაკარიმ, - ჩემთვის საკმარისია, უდანაშაულო გავათავისუფლო, მაგრამ ჩემი საქმე არ არის დამნაშავის გაცემა.

მამა მაკარისთან ერთხელ ვიღაც ერეტიკოსი მივიდა იერაკიტების სექტიდან (ისინი ხორცის მკვდრეთით აღდგომას უარყოფდნენ: ამგვარი ერესი ეგვიპტეში გვხვდება). მან ენა¬მჭევრობით მრავალ მეუდაბნოე ძმას აურია გზა-კვალი. ბოლოს, გაკადნიერდა და მაკარისთან მივიდა, რათა არასწორად ფიქრში ემხილებინა. ბერმა მისი უკუქცევა სცადა. ერეტიკოსი ბერის უბრალო სიტყვებს მზაკვრულად შემოატრიალებდა ხოლმე. წმინდა მამა ხედავდა, რა საფრთხეში ვარდებოდა ძმათა წმინდა სარწმუნოება.

- რატომ ვიკამათოთ მსმენელთა საცდუნებლად? - უთხრა მაკარიმ. წავიდეთ აკლდამასთან, სადაც უფალთან წასული ძმები განისვენებენ, და რომელ ჩვენგანსაც უფალი მისცემს ძალას გარდაცვლილის მკვდრეთით ადღგენისა, დაე, იცოდეს ყველამ, რომ მისი რწმენა სათნოა უფლისთვის.

ეს წინადადება დიდი სიხარულით მიიღეს ძმებმა.

მივიდნენ საფლავთან. მაკარიმ შესთავაზა ერეტიკოსს, უფლის სახელით მკვდარი აღედგინა.

- არა, ბატონო, - იუარა მან, - ეს პირობა შენ შემომთავაზე და პირველად შენ აღადგინე.

მაკარი დაეცა მიწაზე და ლოცვა დაიწყო. განგრძობილი ლოცვის შემდეგ აღაპყრო თვალნი ზეცად და თქვა:

- უფალო, ამ მკვდრის აღდგინებით გამოგვიცხადე, ჩვენ ორ შორის რომელს აქვს სწორი რწმენაო.

მერე კი სახელით უხმო ცოტა ხნის წინ დაკრძალულ ძმას. მან მაშინვე უპასუხა საფლავიდან. ძმები ეცნენ და საფლავის გათხრა დაიწყეს. მოხსნეს განსვენებულს სახვევები და საფლავიდან ცოცხალი გამოიყვანეს. შეშინებულმა ერეტიკოსმა მოკურცხლა. ძმები დაეწივნენ და ქვეყნის საზღვარს იქით გააგდეს".

ღირსმა მამამ 97 წელი იცხოვრა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მან გამოცხადებით იხილა ღირსი მამები – ანტონი და პახუმი, რომელთაც ახარეს, რომ მალე ცათა სასუფევლის ნეტარებას დაიმკვიდრებდა. მაკარიმ უკანასკნელად დამოძღვრა თავისი მოწაფეები, ყველას გამოეთხოვა და სიტყვებით, "ხელთა შენთა, უფალო, შეგვედრებ სულსა ჩემსა", მიიძინა საუკუნო ძილით.

ამბა მაკარიმ თავისი უხვი სულიერი გამოცდილება საღვთისმეტყველო შრომებში გაგვიზიარა. ღირს მაკარის ლოცვები საყოველთაოდ გამოყენებულ დილა-საღამოს ლოცვით კანონებშიცაა ჩართული.

გამოყენებული ლიტერატურა:

"ლავსაიკონი", ქეთევან მამასახლისის თარგმანი. გამომცემლობა "ახალი ივირონი", "საეკლესიო ბიბლიოთეკა", ტ. XIV, 2010 წ.

"წმინდანთა ცხოვრება". ტ. I, თბილისი, 2001 წ.267

.............................

კონდაკი:

სახლსა შინა ღვთისასა დაიდევ ჭეშმარიტისა მოღვაწებისა უცთომელი ვარსკვლავი განმანათლებელად ყოველთა კიდეთა, მამაო მამათაო, ღირსო მაკარი.

სხვა კონდაკი, ხმა ა

სანატრელი ცხოვრებაჲ აღასრულე ცხორებასა შინა და მოღუაწეთა გუნდსა თანა ქვეყანასა შინა მშვიდთასა ღირსად მკვიდრობ, ღმერთშემოსილო მაკარი; უდაბნო, ვითარცა ქალაქი აღაშენე და მადლი მიიღე ღმრთისაგან საკვირველებისა, ამისთვის პატივს გცემთ შენ.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
02.11.2023

„ბედნიერი ვარ, რომ მამა გაბრიელთან მომიწია სამთავროს მონასტერში ყოფნა"

სამთავროს მონასტრის იღუმენია ქეთევანი (კოპალიანი):

მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საქართველოს ეკლესია სამოციქულოა. გადმოცემის მიხედვით, სულთმოფენობის შემდგომ, როცა მოციქულებმა წილი ჰყარეს და სხვადასხვა ქვეყანაში წავიდნენ საქადაგებლად, საქართველო ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს ერგო

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler