წმინდა ანტონი (მეტსახელად კავლეა) კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+885) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ანტონი (მეტსახელად კავლეა) კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+885) - 12 (25) თებერვალი
წმინდა ანტონის მშობლები ფრიგიიდან იყვნენ, ისინი სამშობლოდან ხატმებრძოლებს გამოერიდნენ და კონსტანტინოპოლის გარეუბანში დასახლდნენ. დაახლოებით 829 წელს მათ ანტონი შეეძინათ. ანტონს დედა მალე მოუკვდა და მამამ გაზარდა. იმ დროს როცა მისი თანატოლი ბავშვები თამაშობდნენ, ყრმა ანტონი წმინდა წერილს სწავლობდა, მღვდლებს აკვირდებოდა და ჰბაძავდა, ყურადღებით უცქერდა, როგორ ატარებდნენ პროსკომიდიას, როგორ ეპყრათ საცეცხლური, მოკლედ ყველაფერს იმახსოვრებდა თუ როგორ ატარებდნენ საღმრთო ლიტურგიას.

ამგვარად, ღვთის მადლი სიყმაწვილიდანვე ამზადებდა მას საღმრთო ლიტურგიის ჩასატარებლად. სრულ ასაკს რომ მიაღწია, წმინდა ანტონი კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ სავანეში აღიკვეცა მონაზვნად და მხნედ შეუდგა მოსაგრეობას. მარხვით და მღვიძარებით ყოველდღიურად მოაკვდინებდა ხორცს. თავისი გამკაცრებული ღვაწლით მალე მიიქცია ყურადღება და თავისი სურვილის საწინააღმდეგოდ ჯერ ხუცად დაასხეს ხელი, შემდეგ კი პატრიარქის ბრძანებით, იღუმენად დაადგინეს. ამ დროს უკვე წმინდა ანტონის მამაც ბერად აღიკვეცა.

იღუმენობის ახალი ტვირთის ზიდვასთან ერთად წმინდა ანტონმა თავისი ღვაწლი ჩვეულებისამებრ განაგრძო, მუდმივად მღვიძარებდა, მარხულობდა, მოუკლებელად ლოცულობდა და რაც მნიშვნელოვანია - თვისი ხელით ურიგებდა გლახაკებს მოწყალებას. ერთხელაც მას ვიღაცამ ოქროთი სავსე ტომარა მოუტანა და უთხრა: - ეს გლახაკებს დაურიგეო. ამასთან, წმინდანმა მხოლოდ ხელი დაინახა, რომელმაც ტომარა მიაწოდა, ხოლო მიმწოდებელი უჩინო შეიქნა. მას მერე წმინდანი უფრო უხვად გასცემდა მოწყალებას.

როცა კონსტანტინოპოლის პატრიარქი გარდაიცვალა, წმინდა ანტონი იმპერატორმა და ეპისკოპოსთა კრებამ ერთხმად აიყვანეს პატრიარქის ტახტზე.

ამ დროს წმინდა ანტონი უკვე მოხუცებული იყო, სნეული, და მიუხედავად თავისი ხორციელი უძლურებისა, სულით ძლიერმა მღვდელმთავარმა, თავისი საპატრიარქოს ყველა ტაძარი მოილოცა, და მისი მსახურნი პირადი მაგალითით გააძლიერა. ხედავდა რა სამღვდელოების შეჭირვებას, მათ მატერიალურად უხვად ეხმარებოდა და გამოჰყავდა ისინი ამ მდგომარეობიდან. ეკლესიაში შესვლისას მას მუდამ ათასობით გლახაკი ხვდებოდა და ყველას მოწყალებას ურიგებდა. მოკლედ იგი ბევრისთვის ბევრ რამეში მსახური იყო. თავისი პატრიარქობის ორი წელი ეკლესიაში მშვიდობის დამყარებას მიუძღვნა, რომელიც ჯერ კიდევ გაყოფილი იყო წმინდა ფოტის და წმინდა ეგნატეს ფანატიკურად განწყობილი მომხრეებისაგან. წმინდანმა ბევრი დაძველებული ეკლესია განაახლა და მრავალი მონასტერი დააარსა, სადაც შემდგომში ყოველწლიურად იხსენიებდნენ. სიკვდილის წინ ავად გახდა და 895 წელს აღესრულა. მისი სიკვდილი რომ გაიგო ერთმა ფეხმოტეხილმა ქალმა, შეწევნა სთხოვა და წმინდანმა იგი ძილში განკურნა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.06.2023
1066 წ. 24 მაისს, წმ. სვიმეონ საკვირველმოქმედის ხსენების დღეს ათონის წმინდა მთის ბერებმა გახსნეს გიორგი მაშენებლის მარმარილოს ლუსკუმა,
02.06.2023
ღირსი ნიკიტა მესვეტე ქალაქ პერესლავლის მკვიდრი იყო და ეკავა სახაზინო შემოწირულობათა და გადასახადების ამკრეფის თანამდებობა.
02.06.2023
ძველი წელთაღრიცხვის 24 მაისს. (6 ივნისს) მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა სვიმეონ მესვეტეს იხსენიებს.
02.06.2023
ღირს დამიანე - დემეტრეყოფილს წმინდა ეკლესია იხსენიებს 23 მაისს (5 ივნისს). დემეტრე, დავით აღმაშენებლის რჩეული ვაჟი იყო.
02.06.2023
დემეტრე მეფის "მრავალთაგან" ოთხი იამბიკოღაა ჩვენამდე მოღწეული. თუმცა ეს იამბიკოები იმდენად დიდებულია, რომ ქართველი ხალხის საგანძურში განსაკუთრებული ადგილი უკავია.
02.06.2023
ქართლის (მცხეთის, იბერიის) ეკლესიას, 324- 325 წლებიდან IV საუკუნის 40-იანი წლების ჩათვლით, მამამთავრობდა იოანე,
26.05.2023
რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია ციმბირელ წმინდანებს შორის მოიხსენიებს არქიმანდრიტ არეთას
26.05.2023
ღირსი ესაია XI-XII საუკუნის მიჯნაზე მოსაგრეობდა. იყო ძალზე შრომისმოყვარე, დაუღალავი, მყუდროების მოყვარული.
26.05.2023
წმინდა ესაია წარმოშობით კიევიდან იყო. ჯერ კიდევ ყმაწვილი დაემოწაფა წმინდა თეოდოსი მღვიმელს.
26.05.2023
ღირსი პახომი XIV საუკუნეში ცხოვრობდა. დაიბადა ვლადიმირში, მღვდლის ოჯახში. 7 წლისა მასწავლებელს მიაბარეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მაცხოვრის ამაღლების შემდეგ მოციქულები სიონის მთაზე შეიკრიბნენ და წილი ყარეს, ვინ რომელ ქვეყანაში წასულიყო საქადაგებლად.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper