ღირსი აპოლონ ეგვიპტელი (+395) - 31 მარტი (13 აპრილი)
ღირსი აპოლონ ეგვიპტელი (+395) - 31 მარტი (13 აპრილი)
ღირსი აპოლონი IV საუკუნის ერთ-ერთი მეუდაბნოე მამაა. ის სიყრმიდანვე მარხვასა და მოთმინებაში იზრდებოდა. მოწიფულ ასაკს მიახლოებისდაგვარად იზრდებოდა მასში ღვთის მადლი. 15 წლის აპოლონი განმარტოვდა თებაიდის უდაბნოში და იქ 40 წელი გაატარა. შემდგომ ღვთის მინიშნებით ჰერმოპოლთან ახლოს დააარსა მონასტერი, სადაც თანდათანობით ხუთასამდე ბერი შეიკრიბა. გადმოცემით, ამ ქალაქში შეჩერდნენ იუდეადან წამოსული იოსები და მარიამი ღვთაებრივ ყრმასთან ერთად, სიტყვისამებრ ესაია წინასწარმეტყველისა: "აჰა, უფალი ზის ღრუბელთა ზედა სუბუქსა და მოვალს ეგვიპტედ და შეიძრნენ ხელით ქმნულნი ეგვიპტისანი პირისაგან მისისა" (ესაია 19,1). აი, როგორ მიანიშნა უფალმა წმინდა აპოლონს ქალაქ ჰერმოპოლთან ახლოს მონასტრის დაარსება:

მოესმა ხმა უფლისა: "აპოლონ, შენ მიერ განვაქარვებ ეგვიპტეში ბრძენთა სიბრძნეს და უარვყოფ გონიერთა გონებას, შენ დაამხობ ყოველგვარ კერპთმსახურებას და მათ, ვინც ბაბილონელ ბრძენებად იწოდებიან. წადი დასახლებულ ადგილას და შენგან წარმოიშვება ჩემი ხალხი, ჭეშმარიტად და მთელი სისრულით სიკეთისთვის მოღვაწენი".

- დაამხე, უფალო, ჩემში სული დიდებისმოყვარეობისა, ჩემს ძმათა წინაშე რაიმეთი თავმაღლობით, დაე, ნუ მომაკლდება შენი ნიჭები! - უპასუხა აპოლონმა.

- დაიდე კისერზე ხელი და რასაც იქ იპოვი, დაიჭირე და ქვიშაში ჩამალე, - მოესმა ზეციდან. მან მაშინვე მოისვა კისერზე ხელი, იქ რაღაც პატარა ეთიოპის მსგავსი იპოვა და ქვიშაში ჩაფლა.

- ეს არის სული სიამაყისა! - მოესმა ამ დროს.

და კვლავ ხმა მოისმა ზეციდან: - "ახლა კი წადი! და რასაც შესთხოვ ღმერთს, ყველაფერს მოგცემს უფალი".

ასე მივიდა იგი ხალხით დასახლებულ ადგილას. ეს ყველაფერი ტირან იულიანეს დროს მოხდა.

აპოლონი ამ უდაბნოს მეზობლად პატარა მღვიმეში დასახლდა და დღე-ღამეს ლოცვაში ატარებდა. ამბობენ, ღვთის წინაშე დღედაღამ მუხლს იდრეკდა და ისე ლოცულობდაო. ამგვარად, ის ზეციური საზრდელით უფრო იკვებებოდა, ვიდრე ხორციელით. ტანთ ეცვა ძენძის სამოსი და უხეში ტილოს პალტო. ამბობდნენ, რომ მეუდაბნოეს ეს სამოსი არასოდეს უძველდებოდა... ასე ცხოვრობდა იგი უდაბნოს განაპირას და ღვთის სულის ძალით ახდენდა ნიშებს და საოცარ კურნებებს. აპოლონს დიდი სახელი გაუვარდა. განცვიფრებული ხალხი მას, როგორც მოციქულს და წინასწარმეტყველს, ისე უცქერდა. ყოველი მხრიდან მასთან სიარული დაიწყეს ბერებმა და როგორც ალერსიან მამას, აბარებდნენ სულს, ვითარცა უდიდეს ძღვენს. თითოეულ მათგანს ხელებგაშლილი ხვდებოდა, ჩაიხუტებდა და აღძრავდა მოსაგრეობისა და კეთილსულიერი აღშენებისთვის. ის თავისი ცხოვრებისეული მაგალითებით უფრო დამოძღვრავდა მათ, ვიდრე სიტყვებით. სადაგ დღეებში თითოეულ მათგანს მიანდობდა, ძალისამებრ აღესრულებინა თავშეკავების (მარხვის) კანონი. ხოლო კვირა დღეს ყველას სთხოვდა, ძმათა სიყვარულისთვის ერთად ეტრაპეზათ, თვითონ კი იცავდა თავის ჩვეულ კანონს: იკვებებოდა ბალახით და ბოსტნეულით.

ერთხელ აპოლონმა შეიტყო, ძმათაგან ერთ-ერთი სამხედრო სამსახურში აიყვანეს და დატუსაღებული ჰყავთო. მაშინ იულიანე განდგომილის დრო იდგა. აპოლონმა ის ძმებთან ერთად მოინახულა, ნუგეში სცა და ურჩია, უბედურების ჟამს სიმტკიცე შეენარჩუნებინა და ხიფათს არ შეეშინებინა.

- დადგა დრო ბრძოლისა, - ამბობდა იგი, - ერთგულთა სულები წამებას უნდა მიეცნენ, რათა თითოეულის ერთგულება გამოჩნდეს.

ამგვარი სიტყვებით განაძლიერებდა ახალგაზრდის სულს. ამ დროს მოვიდა ასისთავი და გაუბრაზდა, - როგორ გაბედე აქ შემოსვლაო. მან ციხეში ჩაკეტა აპოლონი და მისი თანმხლებნიც. მრავალრიცხოვანი დაცვა დაუყენა და წავიდა.

შუაღამისას გამოჩნდა ანგელოზი უფლისა და საპყრობილის კარები გააღო. დაცვა შიშისგან ძრწოლამ აიტანა... წმინდანის ფეხებთან დაემხნენ და წასვლას ევედრებოდნენ.

- სჯობს ჩვენ დავიხოცოთ თქვენს მაგივრად, - ამბობდნენ ისინი, - ვიდრე შევეწინააღმდეგოთ თქვენს მფარველ ღვთაებრივ ძალას.

დილით ადრე მოსული ასისთავი და სხვა უფროსები ევედრებოდნენ ტუსაღებს, საპატიმროდან გამოსულიყვნენ.

- ჩემი სახლი ძლიერმა მიწისძვრამ ჩამოაქცია და საუკეთესო მსახურები დამეხოცა, - წუხდა ასისთავი.

წმინდანებმა ღმერთს საგალობელი აღუვლინეს და გაეშურნენ უდაბნოში.

ამბა მოძღვრავდა ძმებს, ჩანასახშივე მოეკვეთათ ეშმაკის საფრთხეები.

- თუ გველის თავს დავთრგუნავთ, მაშინ მისი სხეული მოკვდება. ამიტომაც უფალი ჩვენს ყურადღებას გველის თავისკენ მიაპყრობს, რათა მაშინვე მოვიგერიოთ ჩვენსავე გულში გაჩენილი ცოდვიანი და არაწმინდა გულისთქმები. თუ დასაწყისშივე არ უკუვაგდებთ გულისთქმებს, რაღა შეუშლის მათ ხელს ჩვენი გრძნობების მოწამვლაში?

ის ურჩევდა, არ ჩამორჩენოდნენ ერთმანეთს სრულყოფილებისკენ სწრაფვაში. ამ საქმეში წარმატებას იმით შეიტყობთ, თუ თქვენში შესუსტდება სოფლისა და მისი საცთურებისადმი სიყვარული. ეს არის დასაწყისი ღვთის ნიჭთაო. მაგრამ თუ ვინმე მიაღწევს სრულყოფილების ისეთ საფეხურს, რომ ღირსი შეიქნება სასწაულმოქმედების ნიჭისა, დაე, თავს ნუ აიმაღლებს ამით, თითქოს გამორჩეული იყოს სხვათაგან, თორემ თავმოტყუებაში ჩავარდება და მადლმოსილ ნიჭს დაკარგავსო.

მან დიდებულად იცოდა ღვთის სიტყვა, მაგრამ მადლი უფრო მეტად მის საქმეებში გამოჩნდა. რასაც შესთხოვდა ღმერთს, მაშინვე იღებდა. მრავალგზის ჰქონდა გამოცხადება... ბოლოს თავისი ძმა იხილა, უდაბნოში გარდაცვლილი - ისინი მრავალი წელი ერთად მოღვაწეობდნენ. ძილში ძმა სამოციქულო საყდარზე მჯდარი გამოეცხადა, ვითარცა ერთი მოციქულთაგანი. მან აპოლონს, ვითარცა მემკვიდრეობა, დაუტოვა თავისი მადლი და სრულყოფილება. აპოლონი ლოცულობდა, რომ უფალს მალევე წაეყვანა და ძმასთან ერთად ებოძებინა მისთვის ნეტარი განსასვენებელი ცათა შინა. უფალმა მაცხოვარმა უპასუხა: - ცოტა ხანს კიდევ უნდა იცოცხლო დედამიწაზე: დაე, გამრავლდნენ მიმბაძველნი შენი ცხოვრებისა და მოღვაწეობისა. ჩაგებარება მონაზონთა სიმრავლე, ვითარცა წმინდანთა დიდი მხედრობა, რისთვისაც ღირსეულ მისაგებელს მოიპოვებ.

მართლაც, ხილვისდამიხედვით აცხადდა მასზე ყველაფერი. მისმა სახელმა, სულიერმა სიბრძნემ და განსაკუთრებით ცხოვრებისეულმა მაგალითმა აპოლონის გარშემო ყველა მხრიდან მონაზვნები შემოკრიბა. ისინი იქ ზემოხსენებული მთის ძირში ცხოვრობდნენ ერთი ცხოვრებით, საერთო ჰქონდათ ტრაპეზი და თითქოს ერთსულნი იყვნენ. ტანსაცმლის სიქათქათე მიუთითებდა მათი ბრწყინვალე სულის სისპეტაკეზე. ასე რომ, სიტყვისამებრ წმინდა წერილისა: იხარებდა უდაბნო წყურიელი (ისაია 35,1) და მრავალი შვილი (სულიერი) იხილა მან თავის გვერდით... ამგვარად, მათი წყალობით ეგვიპტეზე აღსრულდა მოციქულის სიტყვები: - სადაც ცოდვა გამრავლდეს, მადლი გარდაემეტოსო (რომაელთა 5,20). არც ერთ ხალხში არ იყო ისეთი საზარელი კერპთმსახურება, როგორიც ეგვიპტეში. იქ გაღმერთებული ჰყავდათ ძაღლები, მაიმუნები და სხვა ურჩხულები, ღმერთად თვლიდნენ ხახვს, ნიორს და სხვა ბოსტნეულს. ამბა აპოლონი ამ ძველი ცრურწმენის წარმოშობის ისტორიას ასე ხსნიდა:

- ეგვიპტელები აღმერთებდნენ ხარს იმის გამო, რომ მისი დახმარებით მინდვრებს ამუშავებდნენ და უხვად იღებდნენ მოსავალს, ასევე ღმერთად რაცხდნენ ნილოსს, რადგან მიწებს რწყავდა. განაღმერთებდნენ მიწასაც, რომელიც ყველა სხვა მიწაზე ნაყოფიერი იყო. აღმერთებდნენ ძაღლს, მაიმუნს, ბალახებს და ბოსტნეულს, რადგან ფარაონის ხელში თავიანთი გადარჩენის მიზეზად თვლიდნენ. მათი აზრით, ისინი ამ საგნებს მოირეწდნენ, როცა ჩვენს მამებს გამოდევნებული ფარაონი ზღვაში დაიხრჩო. თითოეულმა თავის ღმერთად ჩათვალა ის საგანი, რომელმაც, მათი აზრით, ფარაონის გაყოლაში ხელი შეუშალა. ამბობდნენ: ეს ღმერთია, რადგან მან იმ დღეს ისე მოაწყო საქმე, რომ ფარაონს არ გავყოლოდით და მასთან ერთად ზღვაში არ ჩავიხრჩეთო.

აპოლონის მონასტრის გარშემო ათამდე წარმართული სოფელი იყო. დიდი ტაძარიც ედგათ, რომელშიც კერპი დაესვენებინათ. ქურუმები, ბაკქელებივით გაშმაგებული ბრბოს თანხლებით, ამ კერპს შემოატარებდნენ ხოლმე სოფლებს და ასრულებდნენ თავიანთ ბილწ მსახურებას, ვითომდა წვიმის მოსაყვანად. სწორედ ამ რიტუალის დროს მათ გვერდით ჩაუარა ნეტარმა აპოლონმა, რამდენიმე ძმასთან ერთად. შეებრალა ეს საცოდავი, ბოროტი სულისგან გაშმაგებული ბრბო, მოიდრიკა მუხლნი, მოუხმო უფალს და მაცხოვარს ჩვენსას! რიტუალის მონაწილენი შეჩერდნენ, ფეხი წინ ვერ წადგეს - რაღაც უხილავი ძალა აკავებდათ. მთელი დღე საშინელი სიცხე მოსწვავდათ და არ იცოდნენ, რა უღობავდათ გზას... ქურუმებმა უთხრეს ხალხს: - უდაბნოს ახლოს ერთი ქრისტიანი ცხოვრობს, აპოლონი. ეს მისი ჩადენილია... თუ ის შეგვიწყალებს, უბედურებას თავს დავაღწევთო.

ყოველი მხრიდან უამრავი ხალხი მოვიდა ამბის გასაგებად. კერპთაყვანისმცემლები მხრებს იჩეჩდნენ - ეჭვად გვაქვს, რომ ეს ერთი კაცის საქმეა და ვთხოვთ შეგვიწყალოსო.

- მართალია, აქეთ მომავალი ჩვენც დავინახეთ, - პასუხობდა ხალხი. ელჩი გაუგზავნეს ღვთის კაცს და დაჰპირდნენ, - თუ გაგვათავისუფლებთ ამ საკვრელთაგან, მაშინ ის ჩვენს ცდუნებათა საკვრელებსაც დაამსხვრევსო.

ამბა მაშინვე მივიდა მათთან, ილოცა და გახსნა ისინი უხილავ ბორკილთაგან. ყველა ერთსულოვნად მიცვივდა მასთან, რწმენით თაყვანი სცეს ღმერთს და მადლობა შესწირეს.

საოცარი რამ ხდებოდა: ხის კერპი ცეცხლს მიეცა, ხალხი მიჰყვა ღვთის კაცს, მისგან სწავლობდა რწმენის საფუძვლებს და შედიოდა ღვთის ეკლესიის წიაღში. ეს საკვირველი ამბავი გავრცელდა და იმ ქვეყანაში თითქმის არ დარჩა კერპთმსახური.

კარგა ხნის მერე საზღვრების გამო მტრობა ჩამოვარდა ორ დასახლებას შორის. ეს რომ შეიტყო, ღვთის კაცი სწრაფად გაეშურა მათ მოსარიგებლად. მაგრამ სიძულვილით ავსებულ მტრებს მშვიდობა არ სურდათ. განსაკუთრებით ერთ მხარეს - ეიმედებოდა ვიღაც ავაზაკის ძალისა. ეს კაცი, როგორც ჩანს, იყო კიდეც წამქეზებელი. მისი სიჯიუტე რომ შეამჩნია, აპოლონმა უთხრა: "მეგობარო, მშვიდობის ჩამოგდებაში თუ დამეხმარები, შევევედრები ღმერთს, რომ შეცოდებანი შეგინდოს".

ამის გამგონე ავაზაკი ვედრებით ჩაუვარდა ღვთის კაცს ფეხებში. მერე კი მიუბრუნდა მომხრეებს და უბრძანა, მშვიდობიანად დაიშალეთო. ყველა შინ წავიდა, თვითონ კი დარჩა აპოლონთან. აპოლონმა ის თავისთან წაიყვანა, თან გზაში არიგებდა: - უპირველესად აუცილებლად სრულიად უნდა შეცვალო შენი ცხოვრება, მოთმინებით ევედრო ღმერთს გულმოწყალებას... რწმენით ელოდე პირობის ასრულებას... რამეთუ ყველაფერი შესაძლებელია მორწმუნეთათვის.

საღამოს ისინი ერთად დაწვნენ სენაკში დასაძინებლად. ორივემ ერთი და იგივე სიზმარი ნახა: ისინი ზეცაში, ქრისტეს საყდრის წინაშე დგანან... გარშემო ანგელოზები და წმინდანები ლოცვებს აღუვლენენ უფალს. თვითონაც ლოცვას იწყებენ... ღვთის ხმამ დაიქუხა მათ თავზე:

- არ არის კავშირი ნათელისა ბნელთან, არც ნაწილი უძევს ურწმუნოს მორწმუნესთან!.. შენი ლოცვების გამო, აპოლონ, მიეცემა მას ცხონება.

რასაც ისინი ხედავდნენ და ესმოდათ, ვერც ენას შეუძლია გამოთქვას და არც ყურს ძალუძს მისი მოსმენა...

გამოეღვიძათ და ყველაფერი უამბეს გაოცებულ ძმებს. მონანულმა და უკვე განწმენდილმა ავაზაკმა შეიცვალა ცხოვრება, შინაგანი წყობა, მოიქცა სიწმინდისა და ღვთისმოშიშებისკენ, ნამდვილი მგელი კრავად იქცა, ესაია წინასწარმეტყველის სიტყვისამებრ: "მაშინ ძოვდეს მგელი კრავთა თანა და ვეფხვი თიკანთა თანა განისვენებს და ზვარაკი და ლომი და კურო ერთად ძოვდენ" (ესაია 11,6).

ერთხელ ასევე ატყდა ჩხუბი ქრისტიანთა და წარმართთა დასახლებებს შორის. დატრიალდა იარაღი. შემთხვევით მათ სიახლოვეს წმინდა აპოლონმა ჩაიარა. სცადა მტრად წაკიდებულთა შერიგება, მაგრამ მტრობის გამჩაღებელი წარმართთა მთავარი, კაცი უხეში და სასტიკი, მძვინვარებდა: - მშვიდობა არ იქნება! არ დავუშვებ, თუნდა თვით სიკვდილი მოვიდესო!

- კარგი, იყოს შენი სურვილისამებრ, - უთხრა ამბამ, - შენ გარდა არავინ დაიღუპება და შენი ზნის თანახმად, შენი საფლავი მძვინვარე მხეცებისა და მტაცებელი ფრინველების მუცელი იქნება!

წმინდანის სიტყვები მაშინვე ასრულდა. შეტაკებაში არავინ მოუკლავთ წარმართების მეთაურის გარდა და ნადირ-ფრინველთაგან დაფლეთილ-დაძიძგნილი ქვიშაში ჩაფლეს... ყველანი გაოცებულნი იყვნენ წინასწარმეტყველების საოცარი აღსრულებით და უფლისა და მაცხოვრის რწმენისკენ მიიქცნენ, ადიდებდნენ აპოლონს, როგორც წინასწარმეტყველს...

დადგა წმინდა აღდგომის დღე. სადღესასწაულო ცისკარი ილოცეს. ძმები ეზიარნენ წმინდა საიდუმლოებას. დარჩენილი მარაგიდან მომზადდა კერძი ძმების მოსაძლიერებლად. ჰქონდათ მხოლოდ მცირეოდენი დაობებული პური და მწნილი... წმინდა აპოლონმა თქვა:

- თუ გვაქვს რწმენა, როგორც ქრისტეს ჭეშმარიტ მსახურებს, მაშინ დაე, თითოეულმა თქვენგანმა ამ სასიხარულო დღისთვის გამოითხოვოს ღვთისგან ის, რასაც სიამოვნებით შეჭამდა.

ძმებმა თვითონ მას სთხოვეს, ღვთისთვის მიემართა, რადგან ყველას აღემატებოდა ასაკითა და მოღვაწეობით. ამბამ ცხოველი სიხარულით გადმოღვარა ლოცვა ღვთის წინაშე. დასასრულს კი ყველამ თქვა, - ამინ! უეცრად მღვიმის შესასვლელთან გამოჩნდა სრულიად უცნობი ხალხი უხვი, მრავალფეროვარი კერძით ხელში. მათ შორის იყო ისეთი ჯიშის ვაშლი, რომელიც ეგვიპტეში არ ხარობს, ყურძნის უჩვეულოდ დიდი მტევნები, კაკალი, ლეღვი, ფინიკი, ბროწეული, ფიჭის თაფლი და რძე, უზარმაზარი ასურული ფინიკები და უჩვეულოდ თეთრი თბილ-თბილი პური, ისიც, როგორც ჩანდა, უცხო ქვეყნის ხორბლისა იყო. მოიტანეს და სასწრაფოდ უკან დაბრუნდნენ. ბერებმა მადლობა შესწირეს ღმერთს და შეუდგნენ ტრაპეზს. უხვი სანოვაგე სულთმოფენობამდე ეყოთ.

ერთხელ თებაიდაში შიმშილობა ჩამოვარდა. ხალხმა იცოდა, რომ განდეგილები, აპოლონთან ერთად, ღვთის მადლით ხშირად საკვების გარეშეც განძღებოდნენ. მივიდნენ მასთან და სთხოვეს საზრდელი და კურთხევა. აპოლონს უყოყმანოდ გამოჰქონდა ძმათათვის განკუთვნილი საჭმელი და უხვად ურიგებდა თითოეულს. სამი კალათიღა იყო დარჩენილი. შეჭირვებულთა შემყურემ გამოატანინა ძმებს, აღამაღლა ხელები ზეცად და შეკრებილი ხალხის გასაგონად წარმოთქვა:

- ნუთუ უფლის ხელს არ შეუძლია მისი გამრავლება? ასე ამბობს სულიწმიდა: არ გამოილიოს კალათებში პური, ვიდრე ჩვენ ყველა ახალ ნაყოფს არ ვიგემებთ!

მრავალი თვითმხილველი გვარწმუნებდა, რომ ოთხი თვის მანძილზე არ შეუწყვეტიათ კალათიდან პურის ამოღება და მას არ აკლდებოდა... სხვა დროს მან ამგვარივე რამ მოიმოქმედა თესლსა და ზეთზეც... როგორც გადმოგვცეს, მისი სულის იერით შეშინებულმა ბოროტმა სულმა უთხრა: - ელია წინასწარმეტყველი ანდა მოციქული ხომ არ ხარ, რომ ბედავ ასეთი ნიშ-სასწაულების მოხდენასო.

- რას ამბობ? - შეეპასუხა აპოლონი, - განა წინასწარმეტყველები და მოციქულები ადამიანები არ იყვნენ, და განა მათ არ შეეძლოთ გადმოეცათ ჩვენთვის თავიანთი რწმენა და მადლმოსილი ძალა? განა მხოლოდ მაშინ იყო ღმერთი და ახლა აღარ არსებობს?! ნუ იყოფინ!.. ღმერთი ყოვლისშემძლეა და რის გაკეთებაც ძალუძს, ყოველთვის აკეთებს! მაგრამ თუ ღმერთი ასეთი სახიერია, მითხარი, შენ რატომ ხარ ასეთი გაბოროტებული.

ჩვენ ვხედავდით, ცარიელ მაგიდებზე როგორ დგამდნენ პურით სავსე კალათებს, ნატრაპეზევს მათ არაფერი აკლდებოდა...

საერთოდ, მრავალი საოცარი რამ ვიხილეთ წმინდა აპოლონის სავანეში სტუმრობისას, რაზეც უთუოდ უნდა მოგითხროთ.

სამნი ძმანი გავემგზავრეთ მასთან. სავანიდან ჯერ კიდევ შორს ვიყავით, როცა ძმები ფსალმუნთა გალობით შემოგვეგებნენ - სამი დღით ადრე იცოდნენ ჩვენი სტუმრობის ამბავი. მიწამდე თავი მოგვიდრიკეს და ძმურად გვეამბორნენ. ერთმანეთს ჩვენზე მიუთითებდნენ და ამბობდნენ: - ეს ის იერუსალიმელი ძმები არიან, რომელთა მისვლაზეც სამი დღის წინ გაგვაფრთხილა ამბა აპოლონმაო.

დამხვედრ მამათაგან ერთ-ერთი წინ მიგვიძღოდა, დანარჩენები კი უკან მოგვყვებოდნენ. წინანიც და უკანანიც ფსალმუნებს გალობდნენ. სავანე გამოჩნდა. ფსალმუნთა გალობაზე თვით წმინდა აპოლონი გამოვიდა ჩვენს შესახვედრად, მოიდრიკა მიწამდე თავი და დაგვკოცნა. შევედით სავანეში. უპირველესად ვილოცეთ, მერე კი აპოლონმა საკუთარი ხელით დაგვბანა ფეხები... იზრუნა, რომ მოგზაურობის შემდეგ მოვძლიერებულიყავით... ასე ეპყრობოდა ის ყველა სტუმარს.

ასეთი წესი ჰქონდა შემოღებული: მასთან მყოფი ძმები ხორციელი საზრდელის მიღებამდე წმინდა საიდუმლოს ეზიარებოდნენ ხოლმე. ეს ხდებოდა დაახლოებით დღის ცხრა საათზე. ამის მერე, ზოგჯერ საღამომდეც კი, ღვთის სიტყვას ჩაუღრმავდებოდნენ, შეუსვენებლად სწავლობდნენ საღმრთო სჯულს, მზის ჩასვლისას იტრაპეზებდნენ. მერე ზოგი უდაბნოში გავიდოდა და ღვთის სიტყვას განიხილავდა, სხვები კი სავანეში რჩებოდნენ და გათენებამდე დაუდუმებლად ადიდებდნენ უფალს, ვითარცა დაუძინებელნი დარაჯნი.

წმინდა მოღვაწე მიიცვალა IV საუკუნეში.

ხატის წყარო

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler