წმინდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი (V) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა ფლაბიანე აღმსარებელი, კონსტანტინოპოლის მთავარეპისკოპოსი (V) - 18 თებერვალი (3 მარტი ან 2 მარტი - ნაკიან წელს)
წმინდა პატრიარქ პროკლეს (ხს. 20 ნოემბერს) გარდაცვალების შემდეგ, 446 წლის ივლისში პატრიარქად აირჩიეს მღვდელი ფლაბიანე, ცნობილი თავის ღვთისმოშიშებით და სათნოებით. მას საეკლესიო ჭურჭლის მცველის თანამდებობა ეკავა. იმპერატორთან დაახლოებულ საჭურისს, ქრისანთეს მისი კანდიდატურა არ მოსწონდა. მისი ჩაგონებით, იმპერატორმა თეოდოსი II-მ (408-450) ხელდასხმისას პატრიარქს სთხოვა, ქრისანთესთვის რაიმე ოქროს ნივთი ეჩუქებინა. სიხარბეში რომ შეერცხვინა, ფლავიანემ მას დიდი ეკლესიის (წმინდა სოფიას ტაძარი) წმინდა ჭურჭელი გაუგზავნა და დაუბარა: "წმინდა ჭურჭლის გარდა, სხვა ოქრო ჩვენ არ გვაქვს და ისიც ღმერთს და გლახაკებს ეკუთვნისო".

მას მერე ქრისანთე მხოლოდ იმას ფიქრობდა, როგორ ჩამოეგდო პატრიარქი. ხმა გაავრცელა, თითქოს იმპერატორის დას და რეალურ მმართველს, ღვთისმოსავ პულქერიას (ხსენება 17 თებერვალს) სურდა, ქალწულობა დაემარხა და ფლაბიანე აპირებს მას დიაკონესად ხელი დაასხასო. საეკლესიო მსახურებს შორის მოხვედრა პულქერიას ორაზროვან მდგომარეობაში ჩააყენებდა, საერო ხელისუფლებასთან დაკავშირებით და გაუგებრობას გამოიწვევდა ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის. თუმცა წმინდანი მოხერხებულად გაუმკლავდა ამ ინტრიგას, მან პულქერიას სთხოვა, მორიდებოდა მისთვის, პატრიარქისთვის, რაიმე განკარგულების მიცემას. შემდეგ მზაკვარმა კარისკაცმა მთელი თავისი ხელმწიფება გამოიყენა დედაქალაქის ერთ-ერთი მონასტრის ცნობილი არქიმანდრიტის, ევტიქიოსის მხარდასაჭერად. 413 წელს ეფესოს კრებაზე ნესტორის დაგმობის შემდეგ ევტიქიოსი სხვა ერესში ჩავარდა - მონოფიზიტობაში და ასწავლიდა, რომ იესო ქრისტეში მხოლოდ ერთი ღვთაებრივი ბუნებაა, რომელმაც თითქოს შთანთქა კაცობრივი ბუნება. საჭურისს ჭეშმარიტება არ აინტერესებდა, მხოლოდ სიძულვილი და ძალაუფლებისმოყვარეობა ამოძრავებდა და მხარს უჭერდა ამაყ ერეტიკოსს, რათა ფლაბიანეს ადგილას დაედგინა.

448 წელს გამართულ კონსტანტინოპოლის ადგილობრივ კრებაზე ფრიგიის დორიდას ეპისკოპოსმა ევსებიმ დაგმო ევტიქიოსის ერესი. მიუხედავად ფლაბიანეს მცდელობისა მკაცრი სასჯელი არ გამოეტანათ, კრებამ ევტიქისოსს რამდენჯერმე მოსთხოვა პასუხის გაცემა, ის კი თავს არიდებდა და დროის მოგებას ცდილობდა, რათა მომხრეები გაემრავლებინა. ბოლოს, ევტიქიოსი წარდგა კრების წინაშე და განაცხადა, რომ ის იესო ქრისტეს მხოლოდ ერთ ბუნებას აღიარებს. კრებამ ის მაშინვე ანათემას გადასცა და განკვეთა ეკლესიიდან, ხოლო ფლაბიანემ წმინდა ლეონ პაპს რომში წერილი მისწერა და მომხდარი აცნობა. ევტიქიოსმა მაშინვე პაპთან იჩივლა ანათემის გამო და ამბის ცრუ ვერსია შეატყობინა. წმინდა ლეონმა მას თავი არ მოატყუებინა და წმინდა ფლაბიანეს ორი წერილი მისწერა, სადაც დაეთანხმა პატრიარქის პოზიციას და შეუერთდა მართლმადიდებლურ სწავლებას. მეორე ეპისტოლე, რომელიც "ტომოსი ფლაბიანეს" სახელით არის ცნობილი, საზეიმოდ წაიკითხეს ქალკედონის კრებაზე და ძალზე შეუწყო ხელი მართლმადიდებლობის დაცვას.

ევტიქიოსი და ქრისანთე მარცხს არ შეურიგდნენ, ისარგებლეს ალექსანდრიის მთავარეპისკოპოსის, დიოსკურეს, სასტიკი და უსინდისო კაცის, მხარდაჭერით და სამეფო კარზე მეფის ასულის, ევდოკიას დახმარებით ინტრიგები წამოიწყეს. ისინი ნებისმიერ საშუალებას იყენებდნენ, რათა ევნოთ პულქერიასა და მის გვერდით მდგარი მართლმადიდებელი ეპისკოპოსებისათვის. მათ დააჯერეს იმპერატორი, ეფესოში მოეწვიათ კრება, რათა დაეგმოთ ფლაბიანე და მისი მომხრეები, როგორც ახალი ნესტორიანელები.

ეს კრება რომელსაც დიოსკურე მეთაურობდა, ისტორიაში "ავაზაკთა კრების" სახელით შევიდა. დიოსკურემ ეგვიპტიდან საკმაოდ ბევრი ეპისკოპოსი და მონაზონი ჩამოიყვანა, რომელთაც მხურვალედ სურდათ მონოფიზიტობის განმტკიცება და ევტიქიოსის რეაბილიტაცია. ეს უკანასკნელი კრების წინაშე წარდგა, თუმცა შეცდომების აღიარების ნაცვლად, აქეთ ბრალი დასდო წმინდა ფლაბიანეს. მას მხარს უჭერდა ვინმე ერეტიკოსი ბარსაუმი, რომელიც ასურეთიდან ათასი მონაზვნის თანხლებით ჩამოვიდა. ისინი კრების დროს კარების წინ იდგნენ და მზად იყვნენ, ნებისმიერ დროს შეცვენილიყვნენ დარბაზში. როცა კრება გაიხსნა, პაპის ლეგატებს წმინდა ლეონის ეპისტოლეს წაკითხვის ნება არ მისცეს. დიოსკურემ ევტიქიოსს სთხოვა, თავისი მრწამსი წარმოეთქვა. ევტიქიოსის აზრი მართლმადიდებლობად აღიარეს, ის არქიმანდრიტის ხარისხში აღადგინეს და განაცხადეს, რომ პატრიარქმა ფლაბიანემ და დორიდას ეპისკოპოსმა ევსევიმ ქრისტეს ორბუნებოვნების ფორმულირებით დაარღვიეს ეფესოს წინა მსოფლიო კრების დადგენილება და ამიტომაც საყდრებიდან უნდა დამხობილიყვნენ.

ფლაბიანე და ლეგატები ამაოდ აპროტესდებდნენ, დიოსკურემ განაჩენის კითხვა დაიწყო. რამდენიმე ეპისკოპოსი მუხლებში ჩაუვარდა და სთხოვდა, ასეთი განაჩენი არ გამოეტანა. დიოსკურემ ისეთი სახე მიიღო, თითქოს ემუქრებოდნენ და დაცვას მოუხმო. აზიის პროკონსულმა დარბაზის კარი გააღო და შიგ შეიარაღებული მეომრები შევარდნენ, მათ მიყვნენ ბერები, მეზღვაურები და სეირს მონატრებული ბრბო. წმინდა ფლაბიანემ სცადა თავი საკურთხეველისთვის შეეფარებინა, მაგრამ ის ჯარისკაცებმა შეიპყრეს და ცემითა და შეურაცხყოფით ტაძრიდან გამოათრიეს, შენობაში ჩაკეტილ ეპისკოპოსთა უმრავლესობას მოუწია, ერეტიკოსთა გადაწყვეტილებას დათანხმებოდა. ერეტიკოსებმა დააკავეს შიკრიკი, რომელსაც რომში პატრიარქ ფლაბიანეს საჩივარი მიჰქონდა. დიოსკურე, ბარსაუმი და სხვა ცილისმწამებლები ფეხებით შედგნენ წმინდა ფლაბიანეს და სასტიკად სცემეს. წმინდა ფლაბიანე ლიდიაში გადაასახლეს. გზაში გარდაიცვალა. როცა თეოდოსის გარდაცვალების (450 წ.) წმინდა პულქერია იმპერიის რეგენტი გახდა, მან წმინდა ფლაბიანეს ნეშტი კონსტანტინოპოლში გადმოასვენა. 451 წლის თებერვალს ნატანჯი პატრიარქი საზეიმოდ დაკრძალეს მოციქულთა სახელობის ტაძარში, თავის წინამორბედების გვერდით. იმავე წელს შეიკრიბა ქალკედონის მსოფლიო კრება, რომელმაც დაგმო მონოფიზიტობის ერესი, დიოსკურე და ევტიქიოსი ეკლესიიდან განკვეთა, ხოლო ქრისტეს რწმენისთვის წამებული პატრიარქი ფლაბიანე წმინდანად შერაცხა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
09.06.2023
ღირსი ონოფრე დიდ ასკეტურ ღვაწლს ეწეოდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში, კუნძულ კორონოსიაზე.
09.06.2023
ღირსი ონოფრე XVI საუკუნეში მოღვაწეობდა და ღირსი ეფროსინე ფსკოველის (ხს. 15 მაისს) მოწაფე გახლდათ.
09.06.2023
მათ 1499 წელს ვოლოგდიდან 35 ვერსტში ერთ უღრან, გაუვალ ტყეში მონასტერი დააარსეს და დიდი მოთმინებით იღვაწეს
08.06.2023
წმინდა ბასიანე და წმინდა იონა XVI საუკუნეში ცხოვრობდნენ და სოლოვკის მონასტრის იღუმენის, მომავალში მოსკოვის მიტროპოლიტის, ფილიპეს მოწაფეები იყვნენ.
08.06.2023
წმინდა არსენი XIV საუკუნის II ნახევარში ქალაქ ნოვგოროდში დაიბადა. ღვთის მხურვალე სიყვარულის გამო დაუტევა სოფელი და ნოვგოროდის ლისიცკის მონასტერში ბერად შედგა,
08.06.2023
ღირსი სტეფანე XV საუკუნის II ნახევარში დაიბადა ვოლოგდის მიწაზე. საერო ცხოვრება მისთვის ზედმეტი ტვირთი იყო და მონაზვნად აღიკვეცა გლუშიცის მონასტერში.
08.06.2023
მოლდავეთის ძველი აღაპიური მონასტრის გადმოცემით, წმინდა რაფაელი სოფელ ბურსუკანში, გალაცის სიახლოვეს, დაახლოებით, 1560 წელს იშვა,
08.06.2023
ღვთის ეს რჩეული ვოლოგდაში XIV საუკუნის II ნახევარში დაიბადა, ჭაბუკობაშივე შეერთო სპასო - კამენსკის სავანეს კუბენის ტბასთან.
08.06.2023
წმინდა კოლუმბა (კოლუმ კილე) ირლანდიის საგრაფო დინეგოლში 521 წელს დაიბადა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:

მეცამეტე საუკუნეში ჩვენს სამშობლოს საშინელი განსაცდელი დაატყდა თავს. ერთიანი და ძლიერი თამარის საქართველო დაკნინდა და გაპარტახდა. ხვარაზმელებიც მოგვევლინნენ ღვთის რისხვად.

1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net eya depolama papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama transfernakliyat.com.tr medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell eya depolama depolama istanbul evden eve nakliyat malatya rent a car

idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper