წმინდა რაფაელ ბრუკლინის ეპისკოპოსი - 14 (27) თებერვალი
წმინდა რაფაელ ბრუკლინის ეპისკოპოსი - 14 (27) თებერვალი
წმინდა რაფაელი დაიბადა 1860 წელს ღვთისმოსავი ასურების - მიქაელ ხაბებანის და მისი ცოლის, მარიამის ოჯახში. მარიამი დასკელი მღვდლის შვილი იყო. როცა მათი ეკლესიის მღვდელი წმინდა იოსებ დამასაკელი (ხს. 10 ივლისს) მოწამებრივად აღესრულა მთელი ოჯახი ბეირუთში გაიქცა.

როცა დამსკოში დაბრუნდნენ ყმაწვილმა დიდი ინტერესი გამოიჩინა მეცნიერებების შესწავლის მიმართ და მღვდლად მოსამზადებლად წარუდგინეს ანტიოქიის პატრიარქს, იეროთეოსს. 1879 წელს პატრიარქმა ის მონაზვნად და თავისთან დაიტოვა. რადგანაც ლიბანში ბალამანდის სემინარია 1840 წლიდან დახურული იყო, კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ასური სტუდენტისთვის ერთი სტიპენდია გამოყო ქალკის სემინარიაში და წმინდა რაფაელიც ამ სასწავლებელისთვის გამოირჩიეს. ექვე დაასხეს ხელი დიაკვნად (1885), მეორე წელს რაფაელი სამშობლოში ღვთისმეტყველის დიპლომით დაბრუნდა. ახალ პატრიარქ გერასიმეს ის თან დაჰყავდა ხოლმე ეპარქიების მონახულოებისას და როცა დაკავებული იყო თავის ნაცვლად ქადაგებების წარმოთქმას ავალებდა.

სწავლის გასაღმავებლად რაფაელი რუსეთში გაემგზავრა და კიევის სასულიერო აკადემიაში დაიწყო სწავლა. მოსკოვის მიტროპოლიტმა იოანიკემ მას მღვდლად ხელი დაასხა, არქიმანდრიტის ხარისხი უბოძს და ანტიოქიის მეტოქიონი ჩააბარა (1889). მას მერე რაც ის რუსეთში ანტიოქიის ეკლესიის წარმომადგენელი გახდა, მან მკვეთრად შეამცირა თავისი ეკლესიის ვალები და მიაღწია იმას რომ ოცდაოთხ ასურ სტუდენტს სტიპენდია დაუნიშნეს. რაღაც დროის შემდეგ პატრიარქი გერასიმე იერუსალიმის კათედრაზე გადაიყვანეს, ხოლო ახალ პატრიარქად წარმოშობით კვიპროსელი სპირიდონი აირჩიეს. წმინდა რაფაელს იმედი ჰქონდა რომ ანტიოქიის ეკლესიას არაბულენოვანი პატრიარქი ეყოლებოდა, იბრძოდა ამისთვის და ამის გამო არც ახალი პატრიარქის კრიტიკას არ ერიდებოდა.მას ღვთისმსახურება აუკრძალეს, მაგრამ მიუხედავად ამისა ის განაგრძობდა ანტიოქიაში არაბულენოვანი პატრიარქის აუცილებლობაზე წერას რუსულ გაზეთებში და წიგნებში. საბოლოოდ ის შეურიგდა პატრიარქს,შენდობა სთხოვა და აღადგინეს თავის ხარისხში. ის რუსული ეკლესიის იურისდიქციაში გაადაიყვანეს და რაღაც დროის მანძილზე არაბისტიკის პროფესორი იყო ყაზანის სასულიერო აკადემიაში.

1895 წელს წმინდა რაფაელი ნიუ-იორკში მიიწვია ასურულმა მართლმადიდებლურმა საქველმოქმედო საზოგადოება. ის გაემგზავრა ამერიკაში, რათა სათავეში ჩასდგომოდა ნიუ-იორკის არაბ მართლმადიდებელთა სათემოს, რომელთაც არც ადგილი ჰქონდათ ღვთისმსახურების ჩასატარებლად და არც მწყემსი ჰყავდათ. ჩასვლიდან ორ კვირაში მან წმინდა ნიკოლოზის სახელობის პატარა ეკვდერი მოაწყო მანჰეტენზე. წმინდა რაფაელი თავდაუზოგავად უქადაგებდა თავის სამრევლოს და უამრავ მართლმადიდებელ ქრისტიანს, რომლებიც ასურეთიდან ჩამოვიდნენ და მთელს ჩრდილოეთ ამერიკაში გაიფანტნენ. რადგან მოძღვარი არ ჰყავდათ ისინი სხვა კონფესიების გავლენის ქვეშ ხვდებოდნენ, ან საერთოდ თავს ანებებდნენ სულიერ ცხოვრებას. და რადგანაც სხვა კონფესიები ძალზე ჩამოშორდნენ წმინდა გარდამოცემას, მან თავის მრევლს აუკრძალა სხვა ეკლესიების მსახურებებზე დასწრება. 1896-1899 წლებში მწყმესმა კეთილმა სამჯერ შემოიარა მთელი ამერიკა და დაკარგული ცხვრები მოიძია. და სადაც კი მიდიოდა წმინდა რაფაელი მართლმადიდებლებს არიგებდა სიტყვით, ნათლავდა, ჯვარს წერდა, აღსარებებს იღებდა და თუ ტაძარი არ იყო კერძო სახლებში ატარებდა საღმრთო ლიტურგიას. ის საიდუმლოებებს ატარებდა როგორც არაბებისთვის, ასევე რუსებისა და ბერძნებისთვის, რადგანაც მაშინ ყველა მართლმადიდებელი რუსულ მისიას მიეკუთვნებოდა. და სადაც კი წმინდა რაფაელი მივიდოდა ყველგან მშვიდობას ჩამოაგდებდა სხვადასხვა ერის სათემოებს შორის. საკუთარი თავისადმი მკაცრად მომთხოვნი, სხვების მიმართ თბილი, გამგები, შემწყნარებელი და სიყვარულით აღსავსე იყო, განსაკუთრებით მათთან ვინც თავისი გასაჭირით მოდიოდა მასთან.

გარკვეული დროის შემდეგ ანტიოქიის პატრიარქად მელეტი აირჩიეს. მაშინ ბეირუთის მიტროპოლიტმა მას თავისი ქორეპისკოპოსობა შესთავაზა, რაზეც მან უარი უთხრა, რადგან მაშინ თავისი ამერიკული სამწყსოს დატოვება მოუწევდა. 1901 წლის დეკემბერში ზალეხის ეპისკოპოსად აირჩიეს, და მან კვლავ უარი განაცხადა სირიაში წასვლაზე. ამის მიზეზი ის იყო, რომ მას სურდა ნიუ-იორკის მრევლისთვის ეკლესიის ჩუქება სურდა. მეორე წელს ბრუკლინში ძველი ტაძრის გამოსყიდვა მოახერხა და მართლმადიდებლურ ტაძრად გადააკეთა, რომელიც ეპისკოპოსმა ტიხონმა (ბელავინი) აკურთხა. ამერიკული სამრვლოები გაიზარდა, მეუფე ტიხონი ვერ ახერხებდა რეგულარულად მათ მონახულებას, ამიტომ წმინდა სინოდს შესთავაზა კათედრა სან-ფრანცისკოდან ნიუ-იორკში გადაეტანათ და მამა რაფაელი არაბული სათემოებისთვის დამხმარე ეპისკოპოსად დაედგინათ. მისი წინადადება მიიღეს და 1904 წელს დიდ-მარხვის მესამე კვირას არქიმანდრიტი რაფაელი ბრუკლინის ეპისკოპოსი გახდა, და ამავე დროს კვლავ ხელმძღვანელობდა არაბულ-ასურულ მისიას ჩრდილოეთ ამერიკაში. ეს გახლდათ მართლმადიდებელლი ეპისკოპოსის პირველი ხელდასხმა ამერიკის ტერიტორიაზე. წმინდა რაფაელი გაორმაგებული ძალით შეუდგა მღვდელმთავრის ღვაწლის სრულებას, თავისი დაარსებული სამრევლოებისთვის აკურთხებდა მღვდლებს და ეხმარებოდა მეუფე ტიხონს უზარმაზარი ეპარქიის მოვლაში.

1905 წლის დასაწყისში მან დაარსა პერიოდული გამოცემა "სიტყვა" ("ალ-ქალიმა)-რომელი არაბული მისიის პერიოდული ორგანო იყო მას უნდა უფრო უკეთ დაეკავსირებინა მთელს კონტინეტზე გაფანტული სათემოებიმ დახმარებოდა ქრისტიანებს ღვთის სიტყვის დახმარებით თავიანთ რწმენას დახმარებოდნენ. წმინდა რაფაელმა ჟურნალი თავისი მისიონერული მოღვაწეობის ქვაკუთხედად მიიჩნია. მისი ნიუ-იორკის სამრევლო გაიზარდა, წმინდა მწყემსმა საღამოს სკოლები მოაწყო სადაც ბავშვები მართლმადიდებლობას სწავლობდნენ. წმინდა რაფაელი ხვდებოდა რომ აუცილებელი იყო ამ სათემოების ამერიკულ საზოგადოებაში ინტეგრაცია, ოღონდ უნდა შენარჩუნებულიყო მათი რელიგიურ-კულტურული თვითმყოფადობა.

წმინდა ტიხონი რუსეთში დაბრუნდა და შეცვალა მთავარ ეპისკოპოსი პლატონი. წმინდა რაფაელს კი ტრიპოლის მიტროპოლიტობა შესთავაზეს, მაგრამ წმინდა სინოდმა მისი კანდიდატურა უარყო. 1911 წელს მთავარეპისკოპოსს პლატონს სურდა წმინდა რაფაელის ამერიკაში მღვდელმთავრობის 15 წელი აღენიშნა, მან კი უპასუხა, რომ უხმარი მონა იყო უფლისა, ჰქნა რაც უნდა ექნა (შედრ. ლუკა17,10).

მიუხედავად გულის დაავადებისა, რომელიც მას 1912 წელს გამოჩნდა, ენერგიულმა მღვდელმთავარმა კიდევ ორი წელი მოანდომა მისიონერულ მოგზაურობას. 1915 წლის დასაწყისში დაქანცულმა საქმეს თავი დაანება და სნეულებასთან ორთვიანი ბრძოლის შემდეგ 14 თებერვალს საუკუნოდ განისვენა.

როცა წმინდა რაფაელი ამერიკაში ჩავიდა მას იქ ყველგან გაფანტული სამწყსო დახვდა. ოცი წლის მსახურების შემდეგ 30 სამრევლო შეიქმნა ქვეყნის ტერიტორიაზე 25 000 მორწმუნით. წმინდა რაფაელის გარდაცვალებისთანავე მისი თაყვანისცემა სტიქიურად დაიწყეს, ეს მას მერე გაძლიერდა როცა მისი წმინდა ნაწილები თითქმის უხრწნელი მოიპოვეს და ნიუ-იორკიდან პენსილვნიაში ანტიოქიის დასახლება ლიგონერში გადაასვენეს. 2000 წელს მისი კანონიზება მოხდა ამერიკის მართლმადიდებლური ეკლესიის და ანტიოქიის ჩრდილოამერიკული სამთავარეპისკოპოს მიერ.

ხატის წყარო
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler