ღირსი ბარსანოფე დიდი, ეგვიპტელი (+VI) და იოანე წინასწარმეტყველი (+540 წელი) - 06 (19) თებერვალი
ღირსი ბარსანოფე დიდი, ეგვიპტელი (+VI) და იოანე წინასწარმეტყველი (+540 წელი) - 06 (19) თებერვალი
ღირსი ბარსანოფე დიდი და იოანე წინასწარმეტყველი VI საუკუნეში იმპერატორ იუსტინიანეს (483-565) მეფობისას ცხოვრობდნენ და პალესტინაში, ქალაქ ღაზის მახლობლად, ამბა სერიდის მონასტერში მოსაგრეობდნენ.

ღირსი ბარსანოფე ეგვიპტეში დაიბადა და სიყმაწვილიდანვე მეტად თავშეკავებული ცხოვრებით ცხოვრობდა.

ერთხელ, იპოდრომს რომ ჩაუარა, აღტყინებული მაყურებლის დანახვაზე თავისთვის გაუფიქრებია:

- რა თავგამოდებით და გზნებით ეჯიბრებიან ერთურთს ძენი ეშმაკისა და რაოდენი ძალისხმევა გვმართებს ჩვენ, სასუფევლის შვილებს, რომ გამარჯვება მივიღოთ!

ამ ამბიდან მოკლე ხანში ყმაწვილი პალესტინას გაემართა და ხუცეს მარკელას დაემოწაფა.

გარკვეული ხნის შემდეგ - ღაზის სიახლოვეს, ამბა სერიდის მონასტერში გადავიდა და ტაძრის მახლობლად მცირე სენაკში დაემკვიდრა (აღმოსავლეთში კელიები ხშირად კლდის გამოქვაბულებს წარმოადგენდა). მოგვიანებით ამ კელიაში დაეყუდა და აქ სიკვდილამდე 18 წლის განმავლობაში ცხოვრობდა მისი მოწაფე ღირსი იოანე, წმინდა ბარსანოფე კი სხვა ვიწრო სამყოფელში დაემკვიდრა, ისევ მონასტრის მახლობლად.

კაცთაგან განრიდებულმა მოსაგრემ 50 წელი გაატარა სრულ მდუმარებასა და ლოცვაში. იგი მხოლოდ პურითა და წყლით იკვებებოდა. დაყუდებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, წმინდა მამამ სულიერი შეწევნის მთხოვნელთა დამოძღვრა იწყო. კითხვებზე პასუხს ის ღირსი იოანეს და ამბა სერიდის მეშვეობით აძლევდა მომსვლელებს, ზოგჯერ კი იოანეს ავალებდა მათ დამოძღვრას. ამბა სერიდი წმინდანის პასუხებს იწერდა. ღირსმა ბარსანოფემ უდრტვინველად დაითმინა მრავალი მძიმე სნეულება და განსაცდელი, რის შემდგომაც უფალმა სასწაულქმედების და წინასწარცნობის მადლით დააჯილდოვა. იგი განასხმიდა ეშმაკებს, კურნავდა უიმედო ავადმყოფებს, ამბა სერიდის მონასტრის მდუმარე ბერს - ექვთიმეს წმინდანმა უწინასწარმეტყველა, რაც სხვა მრავალთან ერთად, ახდა. სნეულები და შეჭირვებულები შვებას პოულობდნენ წმინდა მამის სახელის ხსენებით და მის მიერ ნაკურთხი ნივთების შეხებით.

ღვთის მადლის ესოდენი სიუხვის და მისი ლოცვით აღს-რულებული ამდენი სასწაულის მიუხედავად, წმინდა მამის განმარტოებამ ზოგიერთ მონაზონს ისიც აფიქრებინა, - ამბა სერიდმა ბარსანოფე საკუთარი გავლენის განსამტკიცებლად გამოიგონაო.

მაშინ კი განახვნა სენაკის კარნი ბარსანოფემ, სიყვარულით მიიღო ძმანი, ფერხნი დაჰბანა და კვლავ განმარტოვდა.

მეორედ მისი კარი რამდენიმე წლის შემდეგ, ერთგული და უსაყვარლესი მოწაფის, იოანესთვის გაიღო, რომელიც მაგალითი იყო მორჩილებისა და მისი წინამღვძრობით სულიერად სრულ იქმნა.

წმინდა იოანე მოშურნედ ჰბაძვიდა თავის დიდ მოძღვარს და ამ ღვაწლის ნაყოფად ღვთისგან წინასწარმეტყველების მადლი მიიღო.

როგორც ვახსენეთ, მართალია, დიდი მადლის მფლობელი შეიქნა, მაგრამ დიდი სიმდაბლის და მოკრძალების გამო მასთან მისულ შეჭირვებულთ წმინდა ბარსანოფესთან გზავნიდა.

წმინდა იოანეს დაყუდებიდან 18 წელიწადში ამბა სერიდმა ღვთივ განისვენა, წმინდა ბარსანოფე კი - სრულ მდუმარებას მიეცა, ხოლო წმინდა იოანეს ღვთისგან ეუწყა, რომ ამ ქვეყნიდან ერთ კვირაში გავიდოდა.

მონასტრის წინამძღვრობას ძმათაგან ყველა უარობდა, მაშინ წმინდა იოანემ წმინდა ბარსანოფეს წინასწარმეტყველება გაიხსენა, რომ სავანისთვის ელიანს უნდა ეწინამძღვრა და ასეც მოხდა.

ელიას ძლიერ ეშინოდა, რომ ამ მისიის ტვირთვას ვერ შეძლებდა, ამიტომ იოანეს შეევედრა, კიდევ ორ კვირას ეცოცხლა, რომ ამ საქმეში დაემოძღვრა და შესწეოდა.

ღირსი მამა დასთანხმდა, უფალს კიდევ ორი კვირის სიცოცხლე გამოსთხოვა, ამ დროის ამოწურვის შემდგომ კი ძმებს მოუხმო, სათითაოდ გამოეთხოვა, დალოცა, შემდეგ კი - განმარტოვდა და მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.

არავინ უწყის, თუ როგორ დაასრულა ამქვეყნიური გზა ღირსმა ბარსანოფემ. ორმოცდაათი წლის შემდგომ იგი კვლავ ცოცხალი ეგონათ, მაგრამ როდესაც იერუსალიმის პატრიარქის კურთხევით, მისი სენაკის კარი შეაღეს, იქიდან ისეთი ცეცხლი გამოვარდა, იქ მყოფნი ძლივს გადაურჩნენ დაწვას.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.07.2024
იხსენიება ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს (ვატოპედი) და ვატოპედის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.)
20.07.2024
ამ ღირსი მამის ცხოვრება არ შემორჩენილა. ადგილობრივი გადმოცემა ევტიხის მიაკუთვნებს იმ 300 წმინდანს, რომლებიც კვიპროსზე ჩავიდნენ
13.07.2024
ხსენება 7 აგვისტოს (ადგილობრივად, მონასტერში), 8 აგვისტოს (კვიპროსის), ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს (კვიპროსის)
12.07.2024
კიევო-პეჩორის ლავრის წინამძღვარმა ზაქარიამ (კოპისტენსკი) 1620-იან წლებში თვითნებურად შეიტანა ზოგიერთი ძველთაგანვე პატივცემული
06.07.2024
წმინდა ფოტის (+ 1431), კიევისა და სრულიად რუსეთის მიტროპოლიტის ხსენების დღეებია: 27 მაისს - წმინდა ნაწილების აღმოჩენისა და გადასვენების დღე 1472 წელს, 2 ივლისს - გარდაცვალების დღე,
02.07.2024
დაიბადა თესალონიკში და იყო უფროსი 10 შვილს შორის (ჰყავდა 4 ძმა და 5 და). მიიღო რა საერო განათლება, ისიდორემ გადაწყვიტა ბერად აღკვეცილიყო
02.07.2024
წმინდა გრიგოლი იყო წარჩინებული ქრისტიანი ოჯახის შთამომავალი დღევანდელი მისტრას რეგიონიდან და ცხოვრობდა მე-11 საუკუნეში.
02.07.2024
ღირსი ნიკონი დაიბადა მდიდარ ოჯახში პონტოს პოლემონიაკში, არმენიაკონის თემში, მდიდარი სომეხი მიწათმფლობელების ოჯახში. ბავშვობიდანვე ასკეტურ ცხოვრებას ეწეოდა, მას არ სურდა თავისი მდიდარი ოჯახის ქონების მართვა.
14.06.2024
ლაკონიელ წმინდანთა კრება, ბერძნული ტრადიციის მართლმადიდებლური ეკლესიების დღესასწაულია და აღინიშნება დიდმარხვის მე-2 კვირას (ბერძ.)
12.06.2024
როდოსის წმინდანთა კრება, ბერძნული ტრადიციის მართლმადიდებლური ეკლესიების დღესასწაულია და აღინიშნება დიდმარხვის მე-4 კვირას (ბერძ.)
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მოციქული აკვილა წმინდა პავლე მოციქულის მოწაფე იყო და მანვე დაადგინა იგი ეპისკოპოსად.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat