ფოტიოს დიდი, მოციქულთა სწორი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+891 წელი) - 06 (19) თებერვალი
ფოტიოს დიდი, მოციქულთა სწორი, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი (+891 წელი) - 06 (19) თებერვალი
წმინდა ფოტიოს, კონსტანტინოპოლელი პატრიარქი, IX საუკუნეში ცხოვრობდა და კეთილმსახურ ქრისტიანთა ოჯახის ღირსეული მემკვიდრე იყო. მამამისი ხატთაყვანისცემის დაცვისთვის მოწამებრივად აღსრულებულა.

ფოტიოსმა ბრწყინვალე განათლება მიიღო - თანამედროვეთა მოწმობით, მას განსწავლულობით თავის საუკუნეში ტოლი არ ჰყავდა. საფუძვლიანად იცოდა საღვთო წერილი, ფილოსოფია, ფილოლოგია, მედიცინა, ისტორია, სამართალმცოდნეობა, რიტორიკა...

მის სახლში იკრიბებოდნენ კონსტანტინოპოლის უღირსეულესი და განსწავლული პიროვნებები. ამ პიროვნებამ იმდენად დიდი გავლენა მოახდინა იმდროინდელ ბიზანტიაზე, რომ მისი ცხოვრებისა და მოღვაწეობის ხანას დღევანდლამდე "ფოტიოსის საუკუნე" ჰქვია.

ფილოსოფიის, მედიცინის, ასტრონომიისა და ღვთისმეტყველების ამ შესანიშნავ მასწავლებელთან სხვადასხვა მეცნიერებას ეუფლებოდნენ იმპერატორის ტახტის მემკვიდრე მიქაელი და მომავალი სლავთა განმანათლებელი, მოციქულთასწორი კირილე. ფოტიოსს პირველი სახელმწიფო მდივნის თანამდებობა ეჭირა სენატში, მაგრამ მის ღვთისმოყვარე სულს, რომელსაც მონაზვნური ცხოვრება სწყუროდა, სასახლის კარის ბრწყინვალე ცხოვრება არ იზიდავდა.

აი, იმ საუკუნის პრიზმიდან დანახული მისი ცხოვრებაც:

აღმოსავლეთის ეკლესიის დამორჩილება პაპების მთავარ მიზნად იქცა. IX საუკუნის II ნახევარში კი საამისოდ ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა.

კონსტანტინოპოლში ხატმებრძოლობის საშინელმა ტალღამ გადაიარა და ეკლესიამ სულის მოთქმა ძლივს მოასწრო, რომ ისევ დავა და არეულობა დაიწყო. პაპმა ნიკოლოზმა ეს გარემოება სათავისოდ გამოიყენა.

კონსტანტინოპოლს 842 წლიდან მართავდა ახალგაზრდა იმპერატორი, მიქაელ III, რომელსაც დედა, დედოფალი თეოდორა და ძმა, ბარდა მეურვეობდნენ.

გონიერ, თუმცა, ძალაუფლების მოყვარე და უზნეო ბარდას დიდი ზეგავლენა ჰქონდა ყმაწვილ იმპერატორზე. გულისთქმასა და ვნებებს დამონებულმა მიქაელმა კი ხალისით გადაულოცა სახელმწიფო საზრუნავის ტვირთი ბარდას, როგორც მეურვეს, რაგან ერთი მიზანი კრავდათ: - დედოფალ თეოდორას ჩამოშორება: - ბარდას ქვეყნის ერთმმართველობა სწყუროდა, მიქაელს კი - დედა უშლიდა ხელს.

ასე რომ, საიმპერატორო კარზე ორი ფრთა ჩამოყალიბდა.

სასულიერო პირთა უმრავლესობა თეოდორას მიემხრო, მათ შორის გამოირჩეოდა პატრიარქი ეგნატე, კეთილზნეობისა და მრავალი ღირსებების გამო ყველა დიდ პატივს რომ მიაგებდა.

ეგნატე გახლდათ იმპერატორ მიქაელ რანგავეს (811-813 წლები) ვაჟი და პატრიარქადაც მისივე ნებით დადგინდა.

მზაკვარმა ბარდამ ეგნატეს, თეოდორას და მის ასულთა მონაზვნად აღკვეცა მოსთხოვა, მაგრამ უარი მიიღო, მეტიც: - გარყვნილებისა და უზნეო ცხოვრებისთვის მხილება, ერთ დღესასწაულზე კი პატრიარქმა ყველას თვალწინ ზიარებისგანაც განაყენა.

ეს მიზეზზე მეტი იყო და ბარდამაც იფეთქა: - პატრიარქი ჯერ დაამხო, შემდეგ - გადაასახლა, დედოფალი კი, თავის ასულებიანად, მონასტერში გამოკეტა.

საპატრიარქო ტახტი თავისუფალი იყო...

სჯულის კანონი საერო ხელისუფალთ საეკლესიო იერარქიაში ჩარევის უფლება და ვინმეს დანიშვნა ეკრძალებოდათ, რაც IV მსოფლიო კრებამაც დაადასტურა, მაგრამ ბიზანტიის მმართველები საეკლესიო წესებს ანგარიშს ნაკლებად უწევდნენ, - თვითნებურად ამხობდნენ და ნიშნავდნენ პატრიარქებს, რაც ყოველთვის იწვევდა ხალხის მღელვარებას.

არც ეგნატეს უკანონო გაძევებას ჩაუვლია შფოთისა და დიდი პროტესტის გარეშე. მართალია, ეგნატემ თავად თქვა უარი, მაგრამ ბევრს ეს იძულებით ნაბიჯად მიაჩნდა. ბარდამ, რომელსაც საკუთარი უკანონობის გასწორება სურდა, კარგად უწყოდა, რომ ამისთვის ოდენ ღირსეული კაცი უნდა დაედგინა და ასეც მოხდა.

ფოტიოსი, ყოფილი პატრიარქ ტარასის ძმისწული, მოწამეთა ვაჟი და შვილიშვილი, მთელ იმპერიაში გონიერებით, ბრწყინვალე განათლებით და ეკლესიისადმი ერთგულებით იყო ცნობილი, ამასთან, საყოველთაო პატივისცემით სარგებლობდა და მაღალი სახელმწიფო თანამდებობები ეკავა: იყო საიმპერატორო გვარდიის მეთაური, სახელმწიფოს პირველი მდივანი და სენატის წევრი.

ბარდას არჩევანს წინ ვერავინ აღუდგებოდა. სასულიერო დასის უდიდეს ნაწილს პატრიარქის ტახტზე ფოტიოსის ხილვა სურდა.

კრებაზე, რომელსაც ეგნატეს მომხრეებიც ესწრებოდნენ, მხოლოდ ხუთი ხმა მისცეს პატრიარქად მისი არჩევის წინააღმდეგ. თვითონ ფოტიოსი უარს აცხადებდა შეთავაზებულ თანამდებობაზე. მოგვიანებით კი წერდა: "ვგრძნობდი, რომ უღირსი ვიყავი საამისოდ, იმავდროულად კი მომავალ უსიამოვნებათა მოლოდინი მაშფოთებდა. ამ შეგრძნებამ ჩემი სული მოიცვა. ვტიროდი, ვევედრებოდი, მივმართე ყველა ზომას, რომ ამეცილებინა მრავალი საზრუნავითა და საცდურით სავსე თასი. ამიტომაც ვჯიუტობდი, როდესაც მარწმუნებდნენ, სამღვდელო ხარისხი მიიღეო".

ამ სიტყვების გულწრფელობა ეჭვგარეშეა. ფოტიოსი შეძლებული ადამიანი იყო, ბარდას მსგავსი მმართველი კი, ასე რომ გაიმეტა ეგნატე, კარგს არაფერს უქადდა.

ფოტიოსმა რამდენჯერმე თქვა უარი, მაგრამ ერთი თვის შემდეგ მაინც დაჰყვა იმპერატორის დაჟინებულ ვედრებას, რომელიც, სასულიერო პირთა თანხლებით, პირადად მივიდა მასთან.

მოგვიანებით არაერთხელ ინანებს, რომ ძალადობითა და თვითნებობით გათავისუფლებული ტახტის დაკავებას დასთანხმდა. დადგინებისთანავე ყოველი მხრიდან თავს დაატყდა უსიამოვნებანი. ეგნატე, რომელიც თავიდან დასთანხმდა გადადგომას, ახლა ამტკიცებდა, რომ სწორედ ის იყო კანონიერი პატრიარქი. ბარდას მტრები მის მხარეს იყვნენ, სასულიერო დასის ნაწილი ფოტიოსოსს არ აღიარებდა. ბარდამ ძალის გამოყენებით სცადა მოწინააღმდეგეთა დამორჩილება; ეგნატესა და მის მომხრეებს დაუნდობელი დევნა დაუწყო, მათგან ბევრი დააპატიმრა, აწამა, ქონება ჩამოართვა...

მსგავსი ქმედებები ფოტიოსისთვისაც საზიანო გამოდგა, თუმცა, ყოველგვარი საშუალებით ცდილობდა ბარდას შეჩერებას და სიმშვიდისა და მიმტევებლობისაკენ მოუწოდებდა.

სასახლის კარზე უწესობამ უკიდურეს ზღვარს მიაღწია. ახალგაზრდა იმპერატორი აშკარად აბუჩად იგდებდა ეკლესიას და მის ტრადიციებს. მისი საყვარელი გასართობი - ეკლესიის მღვდელმოქმედებათა დაცინვა გახლდათ, თანაც მთვრალ კარისკაცებთან ერთად. ამ აღმაშფოთებელი ტაკიმასხარობისას ზოგიერთ კარისკაცს ეპისკოპოსი ერქვა, ერთ-ერთი დიდებული - პატრიარქს განასახიერებდა და ა.შ.

"ეგნატე თეოდორას პატრიარქია, ფოტიოსი - ბარდასი, ხოლო თეოქტისტე - ჩემი", - ამბობდა მიქაელი.

კონსტანტინოპოლის კრებამ ეგნატე, მისივე უარის საფუძველზე, გადამდგარად გამოაცხადა. მაგრამ ამან წონასწორობა ვერ აღადგინა. კონსტანტინოპოლში მიმდინარე მოვლენებით უკმაყოფილო დაჯგუფებამ საჩივრით რომს მიმართა. ეგნატეს და მის მომხრეებს შეეძლოთ, პაპის მხარდაჭერის იმედი ჰქონოდათ, რომელიც მნიშვნელოვან ძალას ფლობდა და საეროსგან სასულიერო ხელისუფლების დამოუკიდებლობას ქადაგებდა.

ამ უთანხმოებათა მოსაგვარებლად ფოტიოსმა დიდი კრების მოწვევა გადაწყვიტა, რომელზეც, ეგნატეს საქმის გარდა, სხვა საეკლესიო საკითხებიც უნდა განეხილა. პაპს მოსაწვევი წერილები გაუგზავნეს იმპერატორმაც და ფოტიოსმაც. ეს უკანასკნელი რომის მღვდელმთავარს ატყობინებდა პატრიარქად თავისი დადგინების შესახებ, სთხოვდა ძმურ კეთილგანწყობას და მოსალოდნელ კრებაზე მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებოდა.

თუმცა, პაპმა იგი თავისებურად გაიგო და ქედმაღლურად შეუთვალა, - სანამ კრებაზე ჩემი ლეგატები ყველაფერს არ შეისწავლიან, შენს პატრიარქობას არ ვაღიარებო! იმავდროულად, ითხოვდა, დაებრუნებინათ ილირია და ლეონ ისავრიელის მიერ წართმეული ოლქებიდან მიღებული შემოსავლები.

ხსენებული კრება 861 წელს შედგა და სამასზე მეტი ეპისკოპოსი ესწრებოდა, რომელთა შორის პაპის ორი ლეგატიც გახლდათ. კრებამ ფოტიოსი კანონიერ პატრიარქად გამოაცხადა. ამ უკანასკნელმა პაპს კრების დადგენილებებთან ერთად წერილი გაუგზავნა, რომელშიც თავაზიანად, მაგრამ მტკიცედ უარყო პაპის მიერ წამოყენებული მოთხოვნები. ამასთან სწერდა, რომ შეუძლებელი იყო პაპს ესაყვედურა ეკლესიისთვის უცნობი კანონების დარღვევისთვის (ამით მიანიშნა, რომ ნიკოლოზი თავის პირველობას ასაბუთებდა ყალბ კანონებზე დაყრდნობით).

რაც შეეხება პატრიარქის არჩევას ერისკაცთაგან, ამის მრავალი მაგალითი არსებობდა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ეკლესიათა ისტორიაში. ამასთან ქრისტიანობის პირველივე საუკუნეებიდან სხვადასხვა ეკლესია განსხვავებულ ტრადიციებს მისდევდა, რაც მათ ურთიერთობას ხელს არ უშლიდა, თუ ეს სხვაობა დოგმატების არსს არ ეხებოდა. რომის ეკლესიამ არაერთხელ შეცვალა ძველი, სამოციქულო ეკლესიის მიერ დადგენილი ტრადიციები და წეს-ჩვეულებები. ფოტიოსი წერილში პაპს მიუთითებდა ამგვარ გადახვევებზე და მოუწოდებდა, დაეცვა ძველი დადგენილება, რომლის თანახმადაც უცხო ქვეყნის ეპისკოპოსს ან პატრიარქს არ უნდა განეხილა საჩივარი იმ პირებისგან, რომლებიც თავიანთი ქვეყნის სასულიერო მმართველების უკმაყოფილონი იყვნენ, ამასთან არ ჰქონდათ საკუთარი ეპისკოპოსისგან მიღებული ნდობის სიგელი. პაპის მოთხოვნაზე ილირიის დაბრუნების შესახებ ფოტიოსს პასუხი არ გაუცია.

რა თქმა უნდა, პაპი ნიკოლოზი ამგვარი წერილით დიდად უკმაყოფილო დარჩა, 862 წელს რომში კრება მოიწვია, ლეგატები კონსტანტინოპოლის მიერ მოსყიდულებად გამოაცხადა, ფოტიოსი - ანათემას გადასცა, იმპერატორს კი დაემუქრა, - თუ არ დამემორჩილები, ანათემას გადაგცემო!...

ფოტიოსმა გულმოდგინედ მოჰკიდა ხელი ეკლესიის საქმეებს. როდესაც 864 წელს ბულგარეთის მეფე ბორისმა გაქრისტიანება მოინდომა, ფოტიოსმა მასთან გაგზავნა მქადაგებლები და მღვდლები, წერილობითაც განუმარტა სარწმუნოების დოგმატები და ქრისტიანული ცხოვრების წესები. მანვე მორავიის მთავრებს აახლა კირილე და მეთოდე, რომლებმაც სლავურ მიწებზე ღვთის სიტყვა სლავურად იქადაგეს, რითაც ამ ქვეყნებში მტკიცე საფუძველი ჩაუყარეს ქრისტიანულ განათლებას. ამასობაში ბულგარეთში განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის არსებული ნაპრალი და ნიკოლოზმაც კიდევ ერთხელ შეაჩვენა პატრიარქი ფოტიოსი.

როდესაც ბერძენი მქადაგებლები ბულგარეთს განანათლებდნენ, პაპის საიდუმლო აგენტები, ერთი მხრივ, აღმოსავლეთის ეკლესიისადმი უნდობლობას უნერგავდნენ ახალ¬მოქცეულებს, მეორე მხრივ კი - ბულგარეთის მეფე ბორისს არწმუნებდნენ, - რომთან შენი კავშირი გაცილებით უსაფრთხო და სარფიანია, ვიდრე - კონსტანტინოპოლთანო.

ამას დაერთო იმპერატორ ლუდოვიკოს მუქარაც, ასე რომ, გონარეულმა და დაბნეულმა მეფემ გადაწყვიტა, შემწეობა პაპისთვის ეთხოვა.

პაპმა ნიკოლოზმაც წერილობით აუხსნა ქრისტიანული ზნეობის წესები და რომისადმი მორჩილება ურჩია, თან საჩქაროდ გაგზავნა ბულგარეთში ეპისკოპოსი და მრავალი ღვთის¬მსახური, რომლებმაც ბერძენ მღვდელთაგან აღსრულებული მირონცხება არად ჩათვალეს და უკვე ნათელღებულნი ხელახლა "მონათლეს", ამასთან, დაადგინეს სასულიერო პირთა უქორწინებლობა, შაბათის მარხვა და ლათინთა ეკლესიის სხვა სიახლენი, ამ ყველაფერს თან მოაყოლეს სარწმუნოების შეცვლილი სიმბოლო, წინ აღუდგნენ მშობლიურ ენაზე ღვთისმსახურებას და ბერძენი მქადაგებლები ქვეყნიდან გააძევეს.


ფოტიოსმა აღმოსავლეთის ეკლესიებს ყოველივე წერილობით აუწყა, ზედმიწევნით მიუთითა ძველი მართლმადიდებლური დოგმატებიდან და ტრადიციებიდან რომის ეკლესიის ყოველი გადახრა და აღმოსავლელი პატრიარქები და ეპისკოპოსები კონსტანტინოპოლის კრებაზე მიიწვია.

867 წელს შემდგარმა კრებამ დაგმო დასავლეთის ეკლესიის მიერ შემოტანილი სიახლენი და პაპი ნიკოლოზის დამხობა განაჩინა. კრების გადაწყვეტილებას ხელი ათასამდე ეპისკოპოსმა მოაწერა და გადაწყდა, თანადგომა იმპერატორ ლუდოვიკოსთვის ეთხოვათ, მათსავით რომ აღეშფოთებინა ძალაუფლებისმოყვარე პაპის საქციელს.

ფოტიოსს ამგვარმა ქმედებამ, განსაკუთრებით კი - დასავლეთის ეკლესიის მისამართით გამოთქმულმა ბრალდებამ სამოციქულო ეკლესიის დოგმატებისგან გადახრის თაობაზე პაპი შეაშფოთა.

მისი სიტყვის სამართლიანობას ადასტურებდა სიმბოლოს წარწერებიანი დაფები, რომლებიც წმინდა პეტრეს ტაძარში იყო დადგმული. მაგრამ პაპ ნიკოლოზს შეცდომების აღიარება არ სურდა, ამიტომ გალიის ეპისკოპოსებს მისწერა და მოუწოდა, დაეცვათ სიმბოლოში ასახული ახალი სწავლება, რამდენადაც საფრანგეთში იგი უკვე აღიარებული იყო. სიმბოლოში ფრაზის - "და ძისაგან" დასაცავად საფრანგეთში, მართლაც, გამოჩნდა რამდენიმე თხზულება, რომელთა შორის აღსანიშნავია ეპისკოპოს ენეა პარიზელისა და კორბის მონასტრის აბატის - რატრამნის შრომები. ამ დროიდან სიმბოლოში შეტანილი სიახლე, რაც დასავლეთში მხოლოდ ცალკეულ პირთა პირად აზრად ითვლებოდა, დოგმატის სახით დამკვიდრდა.

თუმცა, მცირე ხანში ყველაფერი შეიცვალა: - 867 წელს პაპი ნიკოლოზი გარდაიცვალა, ბასილ მაკედონიელმა (867- 886 წლები) კი - იმპერატორი მიქაელი მოაკვდინა და ტახტი მიისაკუთრა. ფოტმა, როგორც სჩვეოდა, უშიშრად ამხილა მეფის მკვლელი, რისთვისაც ბასილიმ საპატრიარქო პატივი აჰყარა და მონასტერში გამოკეტა, კონსტანტინოპოლის კათედრაზე კი - კვლავ ეგნატე დააბრუნა.

რომი ფოტიოსის დამხობას ზეიმობდა. იმპერატორ ბასილის დასავლეთთან დაახლოება სურდა, ამიტომ პაპი მისგან დიდ დათმობებს ელოდა. ნიკოლოზის მემკვიდრე, ადრიანე II-მ რომის კრებაზე საბერძნეთიდან მოწვეულ დესპანთა თანდასწრებით დაარწმუნა იმპერატორი, მის განსასჯელად კონსტანტინოპოლში კრება მოეწვია.

ორი წლის მანძილზე ცდილობდნენ, ფოტიოსს მოწინააღმდეგე მღვდელმთავართა შემოკრებას, თუმცა, თითქმის მთელმა სასულიერო დასმა უერთგულა ამ მართლაც ღვთისკაცს, ბოლოს პაპის საიმედო მომხრე რამდენიმე კაცი მაინც გამოიძებნა და 869 წელს კრებაც საზეიმოდ გაიხსნა. პაპმა მასში მონაწილეობისათვის ორი ლეგატი მიავლინა. აღმოსავლეთის სამმა პატრიარქმა კრებას რწმუნებულები არ გაუგზავნა. კრებამ პაპი სრულიად ეკლესიის ხელისუფლად აღიარა, ფოტიოსი კი ანათემას გადასცა.

ლათინნი ამ კრებას დღესაც "VIII მსოფლიო კრებას" უწოდებენ.

"დასჯილმა" ფოტიოსმა, რომელიც კრებაზე, როგორც ბრალდებული, ძალით მიიყვანეს, არ ცნო განჩინებათა კანონიერება, ლეგატების შეკითხვებს არ უპასუხა, ბრალდებები დუმილით მოისმინა და ყველა გააოცა თავისი თავდაჭერითა და ღირსებით.

რამდენიმე ეპისკოპოსი არ შეშინდა და კრებაზე გაბედულად გამოექომაგა პატრიარქს: - მათ განაცხადეს, რომ ფოტიოსის დადგინება კანონიერი იყო და თავადაც სამართლიანად მოქმედებდა, ამდენად, კრების განჩინებანი უკანონო იყო.

რა გასაკვირია, რომ ისინიც დევნილი პატრიარქის გზას სწიეს და ანათემას გადასცეს, შემდეგ კი, ფოტიოსის მსგავსად, საპყრობილეში გამოამწყვდიეს.

პატრიარქი ციხეში უსაშინლეს პირობებში აღმოჩნდა, - ყველა "სიკეთესთან" ერთად, წიგნებიც წაართვეს, ერთი თვის მანძილზე მძიმედ იავადმყოფა, თუმცა, მასთან არავის უშვებდნენ...

ამგვარ პირობებში წმინდა მამამ შვიდი წელიწადი გაატარა, მისი მტრებიც კი ვერ უარყოფენ იმას, რომ ამ პერიოდში სულიერი სიმტკიცე და დიდსულოვნება გამოიჩინა, ყველაფერი აუმღვრეველი სიმშვიდით დაითმინა და არად ჩააგდო მის¬თვის გამოცხადებული ანათემა. აი, რას სწერდა იგი ერთ-ერთ მეგობარს:

- "ანათემა, რომელიც ჭეშმარიტების მქადაგებელთა მიერ უკეთურების წინააღმდეგ წარმოითქმის, - საშინელი სასჯელია, მაგრამ ჭეშმარიტების მტრებისგან გამოცხადებული შეჩვენება მხოლოდ მათვე თუ გაანადგურებს, უდანაშაულოს კი - უჭკნობ, უხრწნელ დიდებას განუმზადებს"... "ჭეშმარიტ ნეტარებას ოდენ ღვთის სიტყვა და მისი შესწავლა განგვაცდევინებს. მწუხარებამ რომ ხელი არ დამრიოს, რაზე უნდა ვიზრუნო? იმაზე, რომ სული ცოდვით არ შევისვარო და წმინდად დავიცვა და თუ იგი მაინც დააზიანებს სულს, უნდა განვკურნო და გავამრთელო. სხვა დანარჩენი კი, დიდება თუ სიმდიდრე, სილამაზე თუ ძალაუფლება, სხეულებრივი ძალა თუ სიმტკიცე, მოჩვენებითია..."

ვერც ლათინთა მიერ VIII მსოფლიო კრებად წოდებულმა თავყრილობამ აღადგინა მშვიდობა რომსა და კონსტანტინოპოლს შორის. ჯერ ერთი, კრების დადგენილებებმა რომამდე ვერ ჩააღწია, რადგან ლეგატებს გზაზევე მოჰპარეს.

ზოგი ამას ბერძენთა ნამოქმედარად მიიჩნევდა, - თავიანთი სამარცხვინო საქმეთა დასტურის განადგურება სწყუროდათო, ამასთან, ბულგარეთის საკითხის პაპისეული გადაწყვეტა კონსტანტინოპოლმა არ შეიწყნარა. ამასობაში ბულგარელები დარწმუნდნენ, რომ ლათინებს მხოლოდ მათზე ბატონობა სურდათ და ისევ ბერძნებს მიმართეს.

ადრიანე II ამაოდ აცხადებდა საკუთარ უფლებას ბულგარეთზე, პატრიარქმა ეგნატემ, კონსტანტინოპოლში ჩასული ბულგარელების თხოვნით, მათ ეპისკოპოსი დაუდგინა და მღვდლებიც გაუგზავნა. პაპმა ეგნატეც შეაჩვენა, რაც ადრიანეს მემკვიდრემ, იოანე მერვემაც გაიმეორა, მაგრამ ბასილი მაკედონელი, რომელმაც საიმდროოდ პოზიციათა განმტკიცება მოასწრო, რომთან კარგი ურთიერთობის დამყარებისთვის ნაკლებად ზრუნავდა.

შვიდწლიანი მძიმე პატიმრობის შემდეგ ფოტიოსს კვლავ მოუხმო საიმპერატორო კარმა. ბასილიმ, რომელიც განათლებას დიდ პატივს მიაგებდა, მას თავისი შვილების აღზრდა მიანდო. ფოტიოსს, უპირველესად, ეგნატესთან შერიგება სურდა, რაც მალე აღსრულდა: ყოფილი მეტოქეები შეხვედრისთანავე ურთიერთს ფეხებში ჩაუვარდნენ და შენდობა ითხოვეს.

როდესაც ეგნატე სასიკვდილოდ დაავადდა, სწორედ ფოტიოსი ანუგეშებდა, მომაკვდავმა კი ნათესავებზე და მეგობრებზე ზრუნვა სწორედ მას მიანდო.

ეგნატეს გარდაცვალების შემდეგ, 879 წელს, მისი ადგილი ფოტიოსმა დაიკავა, ხოლო პაპმა იოანე VIII-მ, რომელსაც ბიზანტიასთან მშვიდობა სურდა, ფოტიოსის მიმართ გამოტანილი უსამართლო განჩინებანი ძალადაკარგულად გამოაცხადა.

პაპმა კონსტანტინოპოლის კრებაზე ლეგატები წარავლინა, რომლებიც ფოტიოსს კანონიერ პატრიარქად მხოლოდ იმ პირობით აღიარებდნენ, თუ რომს ბულგარეთს დაუთმობდნენ.

ცხადია, წმინდა პატრიარქს თავისი კანონიერების დასტურად სულაც არ სჭირდებოდა პაპის ნებართვა, ამიტომ, თავადვე გახსნა კრება, 869 წლის ყველა დადგენილება რომ უარყო და რომისა და კონსტანტინოპოლის კათედრათა თანასწორუფლებიანობა დაადასტურა.

ხსენებულ დადგენილებას ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. როგორც ზემოთ ვთქვით, ამ თავყრილობას პაპის ლეგატნიც ესწრებოდნენ, რომელნიც იმედოვნებდნენ, - ამ დათმობით ბულგარეთს მივიღებთო, მაგრამ ამაოდ.

რომი ამ ამბავმა ძალზე აღაშფოთა და კვლავ შეაჩვენა ფოტიოსი, რაც პაპ იოანეს მემკვიდრეებმაც გაიმეორეს, ბოლოს კი, წმინდანის მტრებმა იმდენი ქნეს, მის წინააღმდეგ ახალმირონცხებული იმპერატორი, ლეონ ბრძენიც (866-912 წლები) აამხედრეს, რომელმაც წმინდა მამას საპატრიარქო პატივი მეორედ აჰყარა, იმპერატორისაგან დაწუნებული და პაპისაგან შეჩვენებული ფოტიოსი 886 წელს მონასტერში აღესრულა...

ლათინთათვის მისი სახელი დღემდე საძულველია, - ბერძნულ მართლმადიდებლობას "ფოტიოსის ერესსაც" კი უწოდებენ... ჩვენ კი უღრმესი პატივისცემით წარმოვთქვამთ ძალაუფლებისმოყვარე პაპებისგან ეკლესიის თავისუფლების დამცველისა და მისი სწავლების სიწმინდის ქომაგის სახელს.

ამ დროიდან რომსა და კონსტანტინოპოლს შორის განხეთქილება გაღრმავდა, შერიგების მცდელობები კი უშედეგო იყო.

დასავლეთის ეკლესიასთან დავის გამო წმინდა ფოტიოსმა რამდენიმე დოგმატური თხზულება შექმნა იმ საკითხებზე, რაც ეკლესიათა განყოფის მიზეზად იქცეოდა ხოლმე, მაგალითად, "სულიწმიდის გამომავლობის შესახებ", "ენციკლური ეპისტოლე", სადაც ამხილა დასავლეთის მიერ თვითნებურად შემოტანილი სიახლეები. გარდა ამისა, შემონახულია მისი მრავალი თხზულება სხვადასხვა თემაზე: "პავლიკიანელთა წინააღმდეგ", "ბიბლიოთეკა" (რომელშიც კრიტიკულად არის განხილული სხვადასხვა ავტორთა დაახლოებით 286 თხზულება), წმინდა წერილის განმარტებანი, რამდენიმე ქადაგება და შეგონება, რომლებიც აზრის სიღრმითა და მჭევრმეტყველებით გამოირჩევიან.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
02.02.2023
მიქაელის არტაში გატარებული ბავშვობა

მიქაელი, შემდგომ მაქსიმე ბერძენი, 1470 წელს დაიბადა ალბანეთის ქალაქ არტაში მანუელ და ირინე ტრივოლისების მდიდარ და ღვთისმოშიშ ოჯახში.
02.02.2023
წმინდა ნეოფიტე ვათოპედელი ათონის ვათოპედის სავანის მნათე იყო.
31.01.2023
ღირსი მაკარი ცხოვრობდა იმპერატორების კონსტანტინე დიდის (324-337), თეოდოსის (379-408) და არკადის (395-408) მეფობისას.
27.01.2023
ქრისტეს შობიდან VI საუკუნე იდგა. ღვთისმშბლის წილხვედრ ივერიაში უფლის ეკლესიას ცრუ სოფელმა ათასგვარი საცდურის ცეცხლი შეუნთო.
07.01.2023
მიტროპოლიტი თადეოზი (იორამაშვილი) იგონებდა: 1979 წლის შობის დღეები იყო. მამა გაბრიელი ძველ საპატრიარქოში (სიონთან) ქარივით შემოიჭრა და დასჭექა:
03.01.2023
წმინდა თეოდორე დაიბადა კონსტანტინეპოლში VII საუკუნეში. კეთილმსახური ცხოვრებისათვის იგი ხუცესად აკურთხეს.
03.01.2023
წმინდა სტეფანეს ცხოვრების ამსახველმა წერილობითმა წყაროებმა ჩვენამდე ვერ მოაღწია. წმ. მამა ანტიოქიის მახლობლად მდებარე მონასტერში მოღვაწეობდა.
27.12.2022
წარმოშობით ის აპრასის და კამბრას მიდამოებიდან იყო (დღევანდელი ჩრდილო-აღმოსავლეთის საფრანგეთი).
27.12.2022
იგი გახლდათ ვაჟი ესექსის მეფის, სიგხერის ვაჟი და წმინდა სების ძმისშვილი. ის 694-709 წლებში სების შვილებთან ერთად მართავდა ქვეყანას.
27.12.2022
წმინდა დიმიტრი 1740 წელს დაიბადა გლეხის ოჯახში. ერთხელ მთვრალ მამას, ჩხუბისას სილა გააწნა. ამან ისე იმოქმედა მასზე, რომ სინდისი ვერ დაიმშვიდა,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ექვთიმე 1865 წელს დაიბადა რაჭაში, სოფელ სადმელში სოლომონ და მართა კერესელიძეების ოჯახში. აქვე დაუმთავრებია სამრევლო სკოლა.

istanbul evden eve nakliyat fabrika taşımacılığı eşya depolama ofis taşıma bostancı nakliyat skdar nakliyat ehirler aras nakliyat ehirler aras nakliyat cretleri ehirler aras nakliyat transfernakliyat.com.tr eya depolama sex shop

restbet restbet tv restbet giriş restbet restbet güncel restbet giriş restbet restbet giriş restizle betpas betpas giriş pasizle betpas betpas giriş pasizle iskambil oyunları rulet nasıl oynanır blackjack nasıl oynanır guvencehd.org heceder.org trke casino 30 tl deneme bonusu tahincioglunakliyat.com.tr aviator oyunu betexper Deneme bonusu veren siteler heceder.org pdf indir casino siteleri casino siteleri deneme bonusu veren siteler deneme bonusu slot siteleri pdf indir ingilizce trke eviri lyrics translate video shell alfa shell eya depolama depolama saryer evden eve nakliyat evden eve nakliyat

golpasi.com mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper