წმინდა ანსერი (ანსგარი) , დანიისა და სკანდინავიის მოციქული (865 წელი) - 03 (16) თებერვალი
წმინდა ანსერი (ანსგარი) , დანიისა და სკანდინავიის მოციქული (865 წელი) - 03 (16) თებერვალი
ეს წმინდა მამა წარმოშობით პიკარდიიდან გახლდათ, საფრანგეთის სამხრეთ - აღმოსავლეთ პროვინციიდან.

801 წელს დაიბადა, მალევე დაობლდა და კორბის სახელგანთქმულმა მონასტერმა გაზარდა და იქვე შემონაზვნდა.

822 წელს კორბის სავანემ საქსონიაში "შვილობილი" მონასტერი დააარსა, სახელად - კორვეი, რომლის მისიაც ქვეყნის აღმოსავლეთის მოქცევა გახლდათ.

სწორედ ამ მისიას ჩაუდგა სათავეში წმინდა ანსერი.

826 წელს დანიის მეფე ჰარალდმა ნათელ იღო და იმპერატორ ლუდოვიკო "ღვთისმოსავს" სთხოვა, ჩრდილოურ მიწათა განსანათლებლად მისიონერები გაეგზავნა.

ამ მისიისთვის წმინდა ანსერი და მონაზონი აუტბერტი შეარჩიეს, ორივე მოშურნედ შეუდგა ამ ღვაწლს, თუმცა, მოკლე ხანში ჰაროლდი ტახტიდან ჩამოაგდეს, მამა აუტბერტი კი - დასნეულდა, რის გამოც მისია შეწყდა.

ამ სნეულებამ წმინდა ანსერის თანამოღვაწის სიცოცხლე იმსხვერპლა, - მამა აუტბერტმა კორვეის სავანემდე ძლივს მიაღწია და სულიც განუტევა, ნეტარი ანსერი კი სამშობლოს დაუბრუნდა.

829 წელს მსგავსი მისიის წარგზავნა შვედეთის ელჩებმაც ითხოვეს. საღვთო ჩვენებით ნუგეშცემულმა და განმტკიცებულმა წმინდა ანსერმა საფრანგეთი დატოვა და ხომალდით გაემართა შვედეთისაკენ.

ხომალდს გზად მეკობრეები დაეცნენ და პირწმინდად გაძაცვეს, თუმცა, ღვთის წყალობით, მისიამ მაინც ჩააღწია ქალაქ ბირკამდე, უმნიშვნელოვანეს პოლიტიკურ და სავაჭრო ცენტრამდე და მისი მმართველი, ჰერიგარი მოაქცია, მეფე ბიერნის მეგობარი და მრჩეველი.

ხელმწიფემ მისიას ნება დართო, სკანდინავიაში პირველი ქრისტიანული ტაძარი აეგოთ.

წელიწად-ნახევრის შემდგომ, საფრანგეთში დაბრუნებიდან მოკლე ხანში, 831 წელს, წმინდა ანსერს ახალი სკანდინავიური ეპარქიის მთავარეპისკოპოსად დაასხეს ხელი (ხსენებული ეპარქიის კათედრა ჰამბურგში მდებარეობდა).

მოციქულთა სწორი პატივის მიღების შემდგომ ნეტარმა მამამ უფრო მოშურნედ იწყო დანიის, გერმანიის და ჩრდილოეთის მიწათა მოქცევა (შვედეთს ეპისკოპოსი ჰაუტბერტი განანათლებდა).

წმინდა მარტინ ტურელის (ხსენება 11 ნოემბერს) მსგავსად, წმინდა ანსერიც დიდად მლოცველი და მოღვაწე მამა გახლდათ, თავისი ცეცხლოვანი სიტყვით ღვთის შიშის შთანერგვაც რომ შეეძლო სამწყსოსთვის და მადლიანი ნუგეშინისცემაც.

რაც გააჩნდა, უპოვართა გამოკვებას, სატუმრო სახლთა, სნეულებსა და გზააბნეულებზე ზრუნვას თუ მეკობრეთაგან ტყვეთა გამოსყიდვას მოახმარდა, მისივე ძალისხმევით აშენდა ტაძარი ჰამბურგს, იქვე კი - კორბის სავანის მსგავსი მონასტერი, რომელსაც მომავალი მისიონერები უნდა გამოეზარდა.

845 წელს ჩრდილოეთის ქვეყნების მისიებს მძიმე დროება დაუდგათ, - მეუფე ჰაუტბერტი შვედეთიდან განდევნეს, წმინდა ანსერი კი იძულებული შეიქმნა, მისია შეეწყვიტა, ვიკინგთაგან დაპყრობილი ჰამბურგი დაეტოვებინა და კვლავ სამშობლოს დაბრუნებოდა, სადაც სრულიად უსახსროდ, უპოვარებაში ჰგიებდა.

გავიდა ორი წელიწადი და იგი ჰამბურგისა და ბრემენის მღვდელმთავრად დაადგინეს, რის შემდგომაც დანიაში ახალი მისიის (848-854 წლები) წარგზავნა და მეფე ხორიკ უფროსის მონათვლა შეძლო, რის შემდგომაც შვედეთის მოქცევა განაგრძო.

შვედეთის მეფემ, ოლაფმა, ხორიკ-უფროსის რჩევით, წმინდა ანსერს ქადაგებისა და ტაძართა შენების ნება დართო, თუმცა, თავად ნათლობაზე უარი თქვა, რამდენიმე წელიწადში კი იქაურები კვლავ გაწარმართდნენ.

დანიაში დაბრუნების შემდგომ ანსერმა ახალი მეფე, ხორიკ-უმცროსის მოქვეცა შეძლო.

წმინდა ანსერი, ჩრდილოეთის მიწათა ახალი მოციქული, 865 წლის 3 თებერვალს, ბრემენში მიიცვალა და ამ მიწათა ზეციურ მფარველად ითვლება.

შეგვეწიოს მისი მადლმოსილი ლოცვა!

ხატის წყარო

ისტორიიდან:

იმხანად კარლოს დიდმა ხანგრძლივი ბრძოლის შემდეგ საქსები დაიმორჩილა და რომის ეკლესიას დაუქვემდებარა, შემდეგ კი სხვა ტომთა დაპყრობაც მოინდომა.

ბალტიისპირეთი, ელბასა და ოდერის აუზის მიწები, ახლანდელი გოლშტინია და მაკლენბურგი სხვადასხვა სლავური ტომებით, გერმანელებითა და დანიელებით იყო დასახლებული, ერთურთს მუდმივად რომ ებრძოდნენ.

კარლოს დიდს სურდა, ჰამბურგში, იქაურთა მოსაქცევად, საეპისკოპოსო დაეფუძნებინა, მოკლე ხანში იქ ტაძარიც ააგო და მღვდელიც წარგზავნა, თუმცა, ამ ღვთივსათნო საქმის დასრულება არ დასცალდა - საიმდროოდ კარლოსსა და დანიელებს შორის, სამხრეთ იუტლანდია რომ ეკავათ (ახლანდელი შლეზვიგ-გოლშტეინი), ომი ატყდა.

მეფემ, როგორც იტყვიან, მოასწრო და გარდაცვალებამდე მცირე ხნით ადრე ზავი დადო, თუმცა, ამ მიწის გაქრისტიანებას ამით უკვე ვერა არგო.

Lლუი, იგივე ლუდოვიკო "ღვთისმოსავის" ზეობისას დანიის უფლისწულმა ჰარალდმა, რომელსაც ნათესავი სამეფო ტახტს ედავებოდა, დახმარებისთვის ფრანკებს მიმართა და ამ კავშირის წყალობით სძლია კიდეც მოწინააღმდეგეს. A
822 წელს ლუდოვიკომ იუტლანდიაში რეიმსის არქიეპისკოპოს ებოსა და კამბრეს მომავალი ეპისკოპოსის, ჰალიტგარის თაოსნობით ელჩები გაგზავნა, რომელთაც თითქმის დაიყოლიეს ჰარალდი, ნათელ ეღო, მაგრამ მეფე ხალხის უკმაყოფილებას მოერიდა და აღარ მონათლულა, თუმცა, ქრისტიანი ეპისკოპოსებისთვის ახლადმოქცეულთა მონათვლაში ხელი აღარ შეუშლია.

ელჩები დანიაში დიდხანს აღარ დაყოვნებულან და სამშობლოს, ნაკლებად წარმატებული მისიის გამო, გულნაკლულნი დაუბრუნდნენ.

დანიაში ატეხილმა ახალმა მღელვარებამ ჰარალდი აიძულა, დახმარება ისევ ლუდოვიკოსთვის ეთხოვა. 826 წელს მაინცს, სადაც იმპერატორი იმყოფებოდა, ასი ხომალდი მიადგა, რომელთაც მეფე ჰარალდი ოჯახითა და მრავალრიცხოვანი მხლებლებით ჩაიყვანეს, ძირითადად დანიელებითა და ნორმანებითურთ.
იმპერატორის და დედოფლის თანდასწრებით ყველამ ნათელ იღო, იმპერატორი დედოფლითურთ კი დანიის სამეფო წყვილის ნათლიები გახდნენ.

თუმცა, საეჭვოა, დანიელებს, რომლებიც ნაკლებად იცნობდნენ ქრისტიანობას, ასე იოლად მიეღოთ იგი. მეფეს, უბრალოდ, იმპერატორის დახმარება სჭირდებოდა. ნათლისღების შემდგომ ყველამ ხალისით მიიღო ლუდოვიკო "ღვთისმოსავისგან" ნაბოძები საჩუქრები.

ახლადმონათლულმა ჰარალდმა დანიაში მახარებელთა წარგზავნა ისურვა. კორბის მონასტრის წინამძღვარმა ეს საქმე იმპერატორთან ერთად განიხილა და მადლმოსილი, ნიჭიერი და მოშურნე ახალგაზრდა მონაზონი, ანსერი შეარჩია.
წმინდა მამა წარმოშობით ამიენიდან იყო. ყრმობიდანვე სურდა, თავი ღვთისთვის მიეძღვნა, მთლიანად მიეცა ლოცვას, მოწყალებას და სხვა ღვთივსათნო საქმეებს, თუმცა, მის სულს უფრო აღმატებული ღვაწლი სწყუროდა და კითხვაზე, თუ რა სურდა უფალს, ეს ხმა ჩაესმა:

- წადი და ადამიანებს ღვთის სიტყვა აუწყე!

ამის შემდეგ წარმართთათვის სახარების ქადაგება ანერის სანუკვარ მიზნად იქცა და სიხარულით დათანხმდა, დანიაში ქრისტე ექადაგა.

კორბის მონასტრის მონაზონთაგან ერთი თანაშემწეც გამოუჩნდა და ორივე გზას გაუდგა. საქმე რთული და მძიმე გამოდგა: - მეფის გაქრისტიანებით უკიდურესად უკმაყოფილო დანიელებს ამ სარწმუნოების შესახებ რამის გაგონებაც კი არ სურდათ, არც ქვეყნის სიღრმეში შეღწევის საშუალება არსებობდა, ამიტომ მისიონერები სამხრეთ იუტლანდიაში, ქალაქ ჰადებში, შეჩერდნენ და ქრისტიანული სკოლა დააარსეს.

ანსერმა არაერთხელ გამოისყიდა ტყვე ბავშვები და იმ იმედით განსწავლა, რომ მათ ქრისტეს სიტყვის ადამიანთა გულებამდე მიმტან მქადაგებლებს გამოზრდიდა, მაგრამ არ დასცალდა: - მეტოქის მიერ ძლეული ჰარალდი იძულებული გახდა, გაქცეულიყო. ქვეყნის დატოვება მქადაგებლებსაც მოიწიათ მათდამი ადგილობრივთა მტრული დამოკიდებულების გამო.

თუმცა, ნეტარი მამა იმედს არ კარგავდა, რომ დაწყებულ საქმეს გააგრძელებდა. ამასობაში მისი თანამგზავრი გარდაიცვალა, თავად კი ხელსაყრელ ვითარებას დაელოდა, რათა თავისი მოღვაწეობა განეახლებინა. იმავდროულად, შვედეთში შეღწევასაც შეეცადა, სადაც ჯერ კიდევ VIII საუკუნის დასაწყისში იქადაგეს (მისიონერთა სახელები უცნობია), მაგრამ მხოლოდ შვედეთის უფლისწულ სკირას მონათვლა მოახერხეს.

იმ დროიდან, ქვეყანაში მუდმივი ქაოსის ფონზე ქრისტიანობის გავრცელებისთვის აღარავის ეცალა, თუმცა, ღვთის წყალობით, იგი დავიწყებას არ მისცემია, - სავაჭრო ურთიერთობებისა და ომების დროს შვედებს ხშირად უწევდათ ქრისტიანებთან ურთიერთობა.

829 წელს, ლუდოვიკოს სამეფო კარს შვედი ვაჭრები ესტუმრნენ და თავიანთ ქვეყანაში ქრისტიან მქადაგებელთა გაგზავნა სთხოვეს. ანსერი და მისი მეგობარი სიხარულით გაუდგნენ გზას, მაგრამ მოგზაურობისას ზღვის მეკობრეებმა გაძარცვეს და სიკვდილს სასწაულებრივად გადაურჩნენ.

დიდი გაჭირვებით ჩააღწიეს ქალაქ ბირკამდე (მელარენის ტბის მახლობლად), სადაც კეთილგანწყობით მიიღო მეფე ბიორნმა, იქვე გადაეყარნენ ქრისტიან ტყვე მეომრებს, რომლებიც აუწერელი სიხარულით შეხვდნენ ერთმორწმუნეებს და მათგან წმინდა ზიარება მიიღეს.

მისია საკმაოდ წარმატებული გამოდგა. მათმა სიტყვამ მრავალი მოაქცია, ხოლო ქვეყნის ერთ-ერთმა მმართველმა, ჰერიგარმა, ნათელ იღო და პირველი ქრისტიანული ეკლესიაც დააფუძნა.

ანსერი შვედეთს წელიწად-ნახევარი დარჩა და დაუღალავად იღვაწა, იქიდან მობრუნებულმა კი ყოველივე ლუდოვიკოს აუწყა, რომელმაც მამის, კარლოს დიდის განზრახვის აღსრულება გადაწყვიტა და სარწმუნოების გავრცელების ხელშესაწყობად ჰამბურგს ნორდალბინგიის საეპისკოპოსო დააარსა, რომლის მთავარეპისკოპოსობაც წმინდა ანსერს მიანდო.

ნორდალბინგია - ელბის გადაღმა, დანიის მოსაზღვრე ტერიტორიაა, ჰამბურგისა და დღევანდელი გოლშტინიის დასავლეთის ნახევარი. ახალ საეპისკოპოსოს ფრიზლანდიის ერთ-ერთი მონასტრის შემოსავლით ინახავდნენ, მაგრამ ანსერი მაინც უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩნდა: - მეზობელი ტომები ეპარქიაში შემავალ ტერიტორიას გაუთავებლად თავს ესხმოდნენ და ძარცვავდნენ. საფრთხე ანსერის სიცოცხლესაც არაერთხელ დაემუქრა, მაგრამ იგი ვერაფერმა შეაშინა, პირიქით, მეტი თავდადებით განაგრძო მოღვაწეობა. მთელი არსებით ღვთის ყოვლისშემძლე შემწეობას იყო მინდობილი და უწყოდა, რომ უფალი არ დაუშვებდა კეთილი თესლის განადგურებას და თავის დროზე აღმოაცენებდა.

წმინდა მამამ ტყვეობიდან გამოისყიდა გერმანელი, ნორმანი და სლავი ყმაწვილები და ქრისტეს ნათელს აზიარა. იმავდროულად, დანიას მოღვაწე თანანოძმეებსაც დაუკავშირდა, სადაც ჯერ გაურკვევლობა სუფევდა, - მორწმუნეებს საფრთხე და დევნა ელოდათ.

ხშირად მახარებულნი იძულებულნი ხდებოდნენ, საერთოდ გასცლოდნენ იქაურობას.

ახალდაარსებულ ეპარქია მალე თავს ახალი უბედურება დაატყდა თავს: - ნორმანებმა საშინლად დაარბიეს, გადაწვეს ჰამბურგი და მასთან ერთად წმინდა ანსერის მიერ დაარსებული ტაძარი, სკოლა და ბიბლიოთეკაც, თავად ანსერი კი სიკვდილს ძლივს გადაურჩა.

- უფალმანცა მომცა, უფალმანცა მიმიღო, ვითარცა უნდა, ეგრეთცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისაჲ კურთხეულ! – იმეორებდა იობის სიტყვებს და დროებით გოლშტინიაში, ერთი ქრისტიანი ქვრივის მამულში, გადასახლდა.

როგორც კი მცირეოდენი შესაძლებლობა მიეცემოდა, მყის მიმოივლიდა ხოლმე იავარქმნილ ეპარქიას, ჭირით დათრგუნულ ადამიანებს ნუგეშს სცემდა და განამტკიცებდა.

თავად კი უკიდურეს სიღატაკეს სულგრძელად და უსაყვედუროდ დაითმენდა.
ლუდოვიკოს მემკვიდრეებმა ეპარქიას შემოსავალი წაართვეს და ანსერიც სრულიად უსახსროდ დარჩა. თანამუშაკნი სულიერად დაეცნენ და სამშობლოში დაბრუნდნენ, მან კი დაწყებული საქმე არ დაუტევა და უკეთესი მომავლის იმედით მარტომ განაგრძო მოღვაწეობა.

გარკვეული ხნის შემდეგ ჰამბურგი და ბრემენი ერთ ეპარქიად გაერთიანდა და მოშურნე არქიეპისკოპოსს ისევ მიეცა შესაძლებლობა და სახსრები, თავისი მისია გაეგრძელებინა.

მთავარეპისკოსის პატივთან ერთად ანსერს ჩრდილოეთის პრიმასის წოდებაც მიენიჭა და დანიისა და შვედეთის ეკლესიათა ზედამხედველობაც დაევალა.
837 წელს შვედეთს მოღვაწე ეპისკოპოსი ქრისტიანობისადმი მტრულად განწყობილმა დაჯგუფებამ განდევნა. ანსერი რამდენჯერმე ჩავიდა დანიაში, იუტლანდიის მეფე ერიხის მფარველობით ისარგებლა და ქალაქ შლეზვიგში ტაძარი ააგო.

როგორც მატიანე გვაუწყებს, თავად მეფემ მონათვლა არ ისურვა, მაგრამ ბევრი იქაური გაქრისტიანდა, რამაც წარმართული ფრთის რისხვა გამოიწვია.

ეს უკმაყოფილება მალე ამბოხებაში გადაიზარდა და ანსერის მფარველი მონარქი ჯერ ტახტიდან ჩამოაგდეს, შემდეგ კი, 854 წელს, მოკლეს და მეფედ ყმაწვილი ერიკი გამოაცხადეს.

შლეზვიგის მთავარმა, იარლ შლეზვიგელმა, ქრისტიანობის სასტიკმა მტერმა, რომელიც ერიკის ნაცვლად მართავდა ქვეყანას, ქრისტიანების დევნა დაიწყო, – ბევრი სიკვდილით დასაჯა, მღვდლები გააძევა, ეკლესია კი დახურა. მაგრამ მისი მმართველობა დიდხანს არ გაგრძელებულა. 856 წელს ანსერი თავად მეფემ მიიწვია დანიაში და მქადაგებლობითი მოღვაწეობაც განახლდა.

რა ხდებოდა ამ დროს შვედეთში, რომელსაც შვიდწლიანი დევნის გამო მქადაგებელნი აღარ დარჩენილან?

უნდა ითქვას, რომ, ამის მიუხედავად, მრავალი ახლადმოქცეული გაბრწყინდა რწმენის საკვირველი სიმტკიცით: - ხიფათმა და დევნამ მათში ღვთისადმი მსახურების მხურვალე სურვილი ვერ გაანელა. ერთ - ერთი მათგანი გახლდათ ჰერიგარი, რომლის სულიერი სიმტკიცე და სათნო ცხოვრება კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა გარშემომყოფებზე. მისი წყალობით მრავალი მოიქცა, – ზოგი ფარულად, ზოგიც - საჯაროდ.

ქრისტიანებთან ხშირი ურთიერთობის შედეგად, შვედებმა გაიცნეს ქრისტე. თორისა და ოდინის (სკანდინავიის მთავარი წარმართული ღმერთები) თაყვანისმცემლები თანდათან ხვდებოდნენ, რომ ქრისტიანთა ღმერთი ძალმოსილი და შემწეა მათი, ვინც მისი ირწმუნა.

როგორც კი შესაძლებლობა მიეცა, წმინდა ანსერი 852 წელს ჩავიდა შვედეთს, რათა გაემხნევებინა ქრისტიანები და მოენათლა ახალმოქცეულნი. დანიის მეფე ერიკი, რომელიც ფრიად აფასებდა და უყვარდა ანსერი, მის შესახებ მეფე ოლაფ შვედს წერდა:

- არასოდეს შევხვედრივარ ასეთ მართალ და სათნო ადამიანს, გთხოვ, ნება მისცე, შვედეთს ქრისტიანული ეკლესია დააარსოს, რადგან ესოდენ მართალი კაცი მხოლოდ ჭეშმარიტად კარგისა და სასარგებლოსთვის გამოიდებს თავს.

ოლაფმა ანსერი პატივით მიიღო, მაგრამ თანადგომას არ დაჰპირებია, რადგან ხალხის რისხვას ეკრძალვოდა, ისედაც რომ ღიზიანდებოდა ქრისტიანთა სიმრავლით.

ძველი კერპთმსახურების მრავალი მოშურნე დამცველი სახალხო ყრილობებზე თორისა და ოდინის უარმყოფელთ ზეციური რისხვით ემუქრებოდა. მღელვარება იმდენად ძლიერი იყო, ანსერის სიცოცხლეს საფრთხე შეექმნა, თუმცა, ამას ხელი არ შეუშლია, ღვთის მოიმედე, ხელსაყრელ დროს კვლავ დალოდებოდა.

ერთ დღეს მეფემ წილი ჰყარა, მიეცა თუ არა მისთვის ქადაგების ნება და საქმე ქრისტიანთა სასარგებლოდ გადაწყდა.

მაშინ წმინდა მამას უფლება მისცა, საკითხი განსახილველად სახალხო კრებისთვის შეეთავაზებინა. ლოცვითა და მარხვით განმტკიცებულმა წმინდა მამამ ერს გაქრისტიანებისკენ მოუწოდა.

ხალხი აღელდა, ბევრმა უარყო ეს წინადადება, მაგრამ ერთმა ღირსეულმა მოხუცმა ყრილობას შეახსენა, რომ ქრისტიანთა ძლიერმა და ყოვლისშემძლე ღმერთმა უკვე მრავალი იხსნა საფრთხისგან ზღვასა და ბრძოლებში, რომ უგუნურებაა, უარყო ის, რაც შეიძლება სასარგებლო გამოდგეს.

მოხუცის სიტყვები ბევრმა ყურად იღო. გადაწყდა, არ აღდგომოდნენ ქრისტიანობის გავრცელებას და მორწმუნეთათვის უფლება მიეცათ, ეკლესია აეგოთ და ღვთისმსახურება აღესრულებინათ.

ამ ფაქტს წმინდა ანსერი სიხარულით შეხვდა, მეფისგან საჩუქრად მიწის ნაკვეთიც მიიღო, სადაც საფუძველი ჩაეყარა ეკლესიას.

ბრემენს დაბრუნების შემდგომ ანსერმა იქ მღვდლად თავისი ერთ-ერთი საყვარელი მოწაფე, რიმბერტი დატოვა, სიცოცხლის ბოლომდე სიყვარულით რომ ატარა ჯვარი თვისი.

სიცოცხლის უკანასკნელი წლები წმინდა ანსერმა თავის ეპარქიაში, როგორ სჩვეოდა, ფიცხელ ღავწლში განლია, - განმარტოება სიყრმიდანვე შეჰყვარებოდა, ამიტომ თავისთვის ვიწრო სენაკი მოიწყო, თუმცა იქაც იშვიათად ახერხებდა დასვენებას – მთელ დროს მოყვასზე ზრუნვას უთმობდა.

როგორც კი მორწმუნეებმა მისი წმინდა ცხოვრების შესახებ შეიტყვეს, მის სენაკს მნახველთა ნაკადი მიაწყდა, შორეული დასახლებებიდან მოჰყავდათ სნეულები იმ იმედით, რომ წმინდა მამის ლოცვა განკურნავდა.

როდესაც მას, როგორც სასწაულთმოქმედს, ისე განადიდებდნენ, თავმდაბლად მიუგებდა:

- სასწაულთქმედება არ ძალმიძს, უფალს ოდენ ერთ სასწაულს ვთხოვ, - მადლითა თვისითა ისეთ ადამიანად გარდამქმნას, როგორიც მას ესათნოება!

ამ წმინდა ხუცესს სარწმუნოებისთვის მოწამებრივი სიკვდილი არ რგებია, მაგრამ წილად ხვდა, 34 წლის განმავლობაში ეშრომა, მრავალი ჭირი და განსაცდელი დაეთმინა ღვთის სადიდებლად განუწყვეტლივ ეღვაწა.

სკანდინავიის დიდი მოციქული 865 წელს მიიცვალა.

წმინდანის მემკვიდრე - მისი საყვარელი მოწაფე რიმბერტია. სწორედ მან აღწერა თავისი მოძღვრის ცხოვრება, რომელსაც მოღვაწეობასა და თავგანწირვაში თავადაც ჰბაძავდა.

რიმბერტი 23 წლის განმავლობაში იყო ნორდალბინგიის მთავარეპისკოპოსი და შვედეთსა და დანიაში ქრისტეს ეკლესიის გაძლიერებისთვის თავისი სულიერი მოძღვრის მსგავსად, დაუღალავად იღვწოდა, მაგრამ სრულ გამარჯვებას ის და მისი მემკვიდრენი ვერ მოესწრნენ - ახალ სარწმუნოებასა და ერში მყარად ფესვგადგმულ ძველ კერპთმსახურებას შორის ბრძოლა კიდევ ას წელიწადზე მეტ ხანს გაგრძელდა.
ნორმანებმა და დანიელებმა ევროპას ახალი რისხვა დაატეხეს, - მეზობელ ქვეყნებს თავს დაუნდობლად ესხმოდნენ, ძარცვავდნენ ქრისტიანულ ტაძრებს, მორწმუნეებს კი - დაუნდობლად უსწორდებოდნენ.

შვედეთსა და დანიაში ქრისტიანთა დევნა უწინდელი ძალით განახლდა, მაგრამ ანსერისა და მისი მოწაფეების მიერ ჩაგდებული კეთილი თესლი ავ დროებას ისევ გადაურჩა: – ამ ქვეყნებში მაინც დარჩნენ ქრისტიანები, რომლებმაც სასოებით შეინახეს და სხებსაც გადასცეს ხსოვნა ნაქადაგები ღვთის სიტყვისა. სწორედ წმინდა ანსერის, მის მოწაფეთა და ამ უბრალო ქრისტიანთა წყალობით, რომელთა სახელები მხოლოდ ღმერთმა უწყის, აღორძინდა ამ მიწაზე ქრისტიანობა.

IX საუკუნეში, მრისხანე დანიელების თავდასხმებისგან განსაკუთრებით ბრიტანეთის კუნძულები დაზარალდა. ცეცხლში ჩაიფერფლა ეკლესია - მონასტრები, სასწავლებლები. ამ მიწაზე, განთქმული რომ იყო თავისი სკოლებიტ, საგანმანათლებლო კერები ისე განადგურდა, რომ X საუკუნის დასასრულისთვის ქვეყანაში რამდენიმე განსწავლულ ადამიანს თუ წააწყდებოდით. მრავალი მეცნიერი, ძნელბედობის გამო, საფრანგეთს გადასახლდა.

872 წელს ალფრედ დიდი გამეფდა. ინგლისი დღემდე მადლიერებით ინახავს ხსოვნას თავისი ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული მეფისადმი.
სწორედ ამ მონარქმა სძლია დანიელებს და ძალისხმევა არ დაიშურა მშობლიური ერის განსანათლებლად.

თავად მოშურნე ქრისტიანი, ღრმად იყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ საღვთო რჯულზე დაფუძნებული განათლება მოიტანდა სიკეთეს. მეფემ ყოველი მხრიდან მიიხმო სწავლული და ღვთისმოსავი ადამიანები, გაუხსნა სკოლები და თავადაც სწავლობდა მათგან. მთელ დროს ლოცვაში, ცოდნის შეძენასა და სახელმწიფო საქმეებზე ზრუნვაში ატარებდა.

კეთილმორწმუნე ხელმწიფე ხედავდა, თუ როგორ იოლად და მალე მოისრა განათლება ინგლისში, რაც, მისი აზრით, იმის შედეგი იყო, რომ მეცნიერებანი და ღვთისმეტყველება მშობლიურის ნაცვლად ლათინურ ენაზე ისწავლებოდა. ამიტომ განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა აუცილებელი სახელმძღვანელოებისა და სასულიერო წიგნთა თარგმნას. თავადვე შეისწავლა ლათინური ენა და ინგლისურად თარგმნა ფსალმუნთა წიგნი, გრიგოლ დიოლოღოსის ზოგიერთი თხზულება, ბედა ღირსეულის "ინგლისის ეკლესიის ისტორია".

აი, რას წერდა მეფე ალფრედი ერთი თავისი წიგნის წინასიტყვაობაში:

- მახსოვს, უკანასკნელ დარბევებამდე ჩვენი ეკლესია-მონასტრები მდიდარი იყო წიგნებით, მაგრამ სასულიერო პირები მათგან სიკეთეს ვერ იღებდნენ, რადგან არაფერი ესმოდათ. ჩვენს წინაპრებს კი ეს წიგნები მშობლიურ ენაზე არ უთარგმნიათ, რადგან ვერ წარმოიდგინეს, რომ ოდესმე ასეთი უმეცარნი გავხდებოდითო.

ალფრედმა მნიშვნელოვნად გააფართოვა ოქსფორდის სასწავლებელი, რომლის საფუძველზეც შემდგომ სახელგანთქმული უნივერსიტეტი დაარსდა. მანვე დაადგინა ნაფიც მსაჯულთა სამსჯავრო ინგლისში.

კეთილშობილი, მოწყალე და ბრძენი მეფე 901 წელს მიიცვალა. მართალია, ამ მიწის იავარქმნა დანიელებმა კვლავ განაახლეს, მაგრამ ინგლისში განათლება მაინც ვითარდებოდა. ასე რომ, ალფრედის ღვაწლს უნაყოფოდ არ ჩაუვლია.



* * *

ამავე დღეს არის ხსენება წმინდა მოწამისა კელერინო აფრიკელისა, რომში ვნებულისა (III საუკუნე)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.03.2024
წმინდა ათანასეს რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია იხსენიებს 01 იანვარს (გარდაცვალების დღეს);
28.03.2024
1 (14 იანვარს), დიუსელდორფის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის საფარველის ტაძრის მართლმადიდებლური მრევლი აღნიშნავს წმიდა ბერის კლარუს სელიგენშტადტელის ხსენებას.
28.03.2024
წმინდანი დაიბადა პატარა სოფელში, რომელსაც ახლა უწოდებენ სენ-კლერ-დიუ-რონს (Saint-Clair-du-Rhone), ისერში (Isère),ვენის სამხრეთით, საფრანგეთში.
28.03.2024
ღირსი კუან ირლანდიელი (მოკუა, მონკანი, მონკაინი, კლაუნი; ირლანდიური. Cuan, Mochua, Moncan, Moncain, Claunus) ცხოვრობდა მე-6 საუკუნის ირლანდიაში.
28.03.2024
ღირსი მამა წარმოშობით ბრეტანიდან იყო. ის შესაძლოა წმინდანების კადფანის და ჰივინუსის ბიძაშვილი იყო. მალრისი გადავიდა ბრიტანეთში,
26.03.2024
მცირე აზიაში, ბითინიაში, პრუსას (დღევანდელი ბურსა) სიახლოვეს მდებარეობდა ქალაქი ტრიგლია (დღევანდელი ზეიტინბაღი), რომელიც ბიზანტიურ ეპოქაში ცნობილი იყო თავისი მონასტრებით, ესენია:
26.03.2024
წმ. ევგენდი გახლდათ კონდატის (იურას) მონასტრის მეოთხე აბატი, დაიბადა დაახლოებით 449 წელს იზერნორში, აინში, ფრანშ-კონტეში;
26.03.2024
თავის წიგნში "ინგლისელი ხალხის საეკლესიო ისტორიაში" წმინდა ბედა წერდა:
31.01.2024
სენაკი, სამეგრელოს ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქი თავისი ტრადიციებით, საუკეთესო წარმომადგენლებით, განათლებით, კულტურით,
30.11.2023
ქართული ეკლესია წელს, 2 ნოემბერს, პირველად აღნიშნავს წმინდა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler