წმინდა სვიმეონი, ტვერელი ეპისკოპოსი, პოლოცკელ მთავართა შთამომავალი, პოლოცკის მეშვიდე და ტვერის ეპარქიის პირველი ეპისკოპოსი გახლდათ.
მეუფის კათედრა თავიდან პოლოცკს იყო, მაგრამ ლიტველი მთავრის მტრობამ, 1263 წელს კი – პოლოცკის მთავრის ვერაგულმა მკვლელობამ წმინდანი აიძულა, რეზიდენცია ტვერს გადაეტანა (ტვერელმა მთავარმა, იაროსლავ იაროსლავის ძემ, იმ დროს დიდი მთავრის ტიტული მიიღო და ტვერი თავის სატახტო ქალაქად აირჩია).
ნეტარი სვიმეონი, დიდად ღვთისმოყვარე და გულმოწყალე მღვდელმთავარი, უდიდესი სიმტკიცითა და სიმართლისმოყვარეობით გამოირჩეოდა.
მატიანემ შემოგვინახა წმინდანის საუბარი პოლოცკელ მთავარ კონსტანტინესთან. ამ უკანასკნელს თავისი მსაჯულის დაცინვა მოუნდომებია და ტრაპეზისას მღვდელმთავრისთვის უკითხავს:
- სად მოხვდებიან მსაჯულნი იმქვეყნად?
სვიმეონს უპასუხნია:
- მსაჯული თავისი მთავრის გვერდით მოხვდება!
კონსტანტინეს პასუხი არ ესათნოვა:
- მსაჯული არასწორად სჯის, ქრთამს იღებს, ხალხს ტანჯავს, მე კი ავს არას ვიქმ!
- თუ მთავარი კეთილი და ღვთისმოშიშია, სიმართლეც ეყვარება და მსაჯულად თავისსავე მსგავს, კეთილ და ღვთისმოშიშ, ბრძენ და სიმართლისმოყვარე კაცს დანიშნავს. მაშინ მთავარიც სამოთხეში მოხვდება და მსაჯულიც. თუ მთავარს ღვთის შიში არა აქვს, ქრისტიანები არ ეწყალვის და ობლებსა და ქვრივებზეც არ ფიქრობს, მოსამართლედ ბოროტ და უგნურ ადამიანს აირჩევს, რომ თავად იხეიროს. ასეთი მთავარიც ჯოჯოხეთში მოხვდება და მსაჯულიც, - განუმარტა ღირსმა მამამ.
წმინდა სვიმეონმა 1289 წლის 3 თებერვალს მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი