მღვდელმოწამე ფოკა, სინოპელი ეპისკოპოსი, იხსენიება წელიწადში ორჯერ: 22 სექტემბერს და 22 ივლისს-სინოპიდან კონსტანტინოპოლში მისი ნაწილების გადასვენების დღეს.
მღვდელმოწამე ფოკა შავიზღვისპირა ქალაქ სინოპში დაიბადა. ცხოვრობდა და მოღვაწეობდა I-II საუკუნეების მიჯნაზე. იგი ჯერ მებაღე იყო, შემდეგ ქალაქ სინოპის ეპისკოპოსი. ქალაქ სინოპის მღვდელმთავრის მოღვაწეობა იმპერატორ ტრაიანეს (98-117) ზეობას დაემთხვა. იმპერატორი ქრისტიანების მიმართ არ იჩენდა გულმოწყალებას, სდევნიდა, როგორც მეამბოხეებს და უმკაცრესად ეპყრობოდა. წარმართებსა და იუდეველებს სძულდათ ქრისტიანები და ყოველი საშუალებით ცდილობდნენ, მათ წინააღმდეგ განეწყოთ ხელისუფალი. მსაჯულები ქრისტიანებისგან ითხოვდნენ წარმართული რიტუალების შესრულებას იმპერატორის გამოსახულების წინ, იმპერატორ გენიუსის თაყვანისცემას ან მის დაფიცებას. ქრისტიანები, რა თქმა უნდა, ამას არ ეთანხმებოდნენ და ეს უარი იმპერატორისადმი უპატივცემულობად აღიქმებოდა. თავისი მმართველობის დასაწყისში ტრაიანემ გამოსცა კანონი, რომლის თანახმად, იკრძალებოდა ყველა საიდუმლო შეკრება. ამ ბრძანების საშუალებით ადვილი იყო ქრისტიანთა წინააღმდეგ მოქმედება, რადგან ეს უკანასკნელნი მოუნათლავებს საიდუმლოთა აღსრულებაზე დასწრების ნებას არ რთავდნენ და სალოცავად ხშირად იკრიბებოდნენ ღამღამობით. დაიწყო დაუნდობელი დევნა, ყველგან ატყვევებდნენ ქრისტიანებს და სამსჯავროზე მიჰყავდათ. სწორედ ასეთი საშინელი დევნის დროს ქალაქ სინოპის თავმა შეიპყრო წმინდა მღვდელმთავარი და სარწმუნოების უარყოფა მოსთხოვა. ქრისტეს მხნე აღმსარებელი მრავალგვარი წამების შემდეგ გახურებულ აბანოში შეაგდეს, სადაც ტანჯვით აღმოხდა სული (+117). 403-404 წლებში მღვდელმოწამის წმინდა ნაწილები სინოპიდან კონსტანტინოპოლში გადაასვენეს.
მღვდელმოწამე ფოკა ეპისკოპოსის კონდაკი:
ვითარცა მღვდელმთავარმან მარადის მემსხვერპლემან, მამაო, უკანასკნელ თავი თვისი შესწირე მსხვერპლად და იღუაწე სჯულისათვის ქრისტეს ღმრთისა, ანგელოზთაგან ძლევისა მომღებელმან, სიკუდილი მიითვალე, რომელი ფარავ შენთა მგალობელთა, მოვედ უკუე, წმინდაო ფოკა, ჩუენ თანაცა და გვარქუ: ვერვინ შემძლებელ არს ვნებად თქუენდა.
......................
აქვე წაიკითხეთ:
მღვდელმოწამე ფოკას, სინოპელი ეპისკოპოსის (+117) წმინდა ნაწილთა აღმოყვანება 403-404 წლებში - 22 ივლისი (4 აგვისტო)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი