წმინდა იოსებ აღმსარებელი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+832) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა იოსებ აღმსარებელი, თესალონიკელი მთავარეპისკოპოსი (+832) - 14 ივლისი (27 ივლისი)
წმინდა იოსები უმცროსი ძმა გახლდათ ღირსი თეოდორე სტუდიელისა. იგი 761 წელს დაიბადა და ძმასავით კარგი განათლება მიიღო, ისეთი, როგორიც მათ ცნობილ დიდებულ ოჯახს ეკადრებოდა. 781 წელს წმინდანთა ბიძის, ღირსი პლატონის (4 აპრილი) გავლენით, მათი დედა, თეოქტისტა და მათი და კონსტანტინოპოლის ერთ-ერთ მონასტერში მონაზვნად აღიკვეცნენ, ხოლო მამა -ფოტინი, თვითონ წმინდა იოსები და კიდევ ორი ძმა, ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ბითინიის ოლიმპზე, საგვარეულო მამულში საკუდში განმარტოვდნენ და ის მონსტრად აქციეს. მათ ბრძნულად ხელმძღვანელობდა ღირსი პლატონი.

წმინდა იოსები ძმაზე არანაკლები გულმოდგინებით მოსაგრეობდა და ყველაფრით მიემსგავსა ღირს თეოდორეს.

სავანეში მშვიდობა დაირღვა, მაშინ როცა იმპერატორმა კონსტანტინე VI-მ უარი თქვა კანონიერ ცოლზე და თეოქტისტასა და ღირსი პლატონის ნათესავზე დაქორწინდა (795). მონაზვნებმა განაცხადეს, რომ ამით დაირღვა საეკლესიო გარდამოცემა და კანონები, და უკუაგდეს მეფის ყოველი მცდელობა -მათ შერიგებოდა. მათ უარიც კი თქვეს მეფისთვის პატივი მიეგოთ, როცა ის პრუსიადის სამკურნალო წყლებზე იმყოფებოდა. მაშინ კონსტანტინემ მონასტერში სამხედროები გააგზავნა. მათ დააპატიმრეს ღირსი პლატონი, თეოდორე, იოსები და სხვა მრავალი მონაზონი და კათარის ციხესიმაგრეში ჩაამწყვდიეს.
ღირსი თეოდორე და წმინდა იოსები გაშოლტეს, შემდეგ კი მამასთან და ათამდე მონაზონთან ერთად თესალონიკში გაასახლეს. თეოქტისტამ თავიდანვე მოახერხა ციხეში შეეღწია, რათა მათი წყლულებისთვის ემკურნალა. შემდეგ თესალონიკში მიმავალთ შეუერთდა და აღაფრთოვანებდა მათ, რომ ყველაფერი დაეთმინათ ჭეშმარიტებისათვის. ტუსაღებმა 36 დღე ფეხით იარეს და 797 წელს ამაღლების დღესასწაულზე თესალონიკში ჩავიდნენ, სადაც მათ თბილად შეხვდა მხარის მმართველი და თესალონიკის მთავარეპისკოპოსი თომა. მალე იმპერატორის წერილიც მოვიდა -ბრძანებდა, ტყვეები დაეცალკევებინათ. მიუხედავად ამისა, ისინი მაინც განაგრძობდნენ ერთმანეთთან ურთიერთობას წერილების საშუალებით.

მათი ტყვეობა მცირე ხანს გაგრძელდა. კონსტანტინე VI დაამხეს, ხელისუფლება ჩაიგდო დედამისმა ირინემ, რომლის ბრძანებით გადასახლებულნი გათავისუფლდნენ და წლის ბოლოს საკუდში დაბრუნება მოახერხეს. მაგრამ მათ მშვიდობა არ ეწერათ, რადგან ამ მხარეს მუდმივად თავს ესხმოდნენ და ანადგურებდნენ ბარბაროსები. მაშინ წმინდანები კონსტანტინოპოლში სტუდიის მიტოვებულ მონასტერში გადასახლდნენ, რომელიც მათ დედოფალმა და პატრიარქმა ტარასიმ გადასცა (799). მონასტერი სწრაფად განვითარდა წმინდა თეოდორეს ხელმძღვანელობით, რომელმაც ის ბიზანტიური მონაზვნობის ცენტრად და მიტროპოლიად აქცია. წმინდა იოსები აქ უბრალო მონაზონი იყო, ყველაფერში ემორჩილებოდა ძმას და ძირითადად საეკლესიო საგალობლებს ქმნიდა, რომლებიც საღვთისმსახურო წიგნებმა შემოინახა და დღემდე იყენებენ, მის კალამს ეკუთვნის არაერთი საგალობელი კანონი, რომელიც "ტრიოდიონშია" შესული. მალევე მას მერე, რაც იმპერატორის ბრძანებით პატრიარქის ტახტზე ერისკაცი წმინდა ნიკიფორე აიყვანეს, ეკლესიის უფლებების და კანონიკური წესრიგის დასაცავად აღდგნენ სტუდიელი მამები, რომელთაც გაილაშქრეს საერო ხელისუფლების ეკლესიის საქმეებში ჩარევის წინააღმდეგ (806). ღირსი თეოდორე და ღირსი პლატონი წინააღმდეგნი იყვნენ ამ არჩევანისა და რამდენიმე დღით ციხეში ჩასვეს ისინი. საბოლოოდ მათ აღიარეს პატრიარქად წმინდა ნიკიფორე. მაგრამ როცა დიდი ეკლესიის (აია სოფიას) იკონომოსად დაადგინეს მღვდელი იოსები, რომელმაც აკურთხა კონსტანტინე VI-ს უკანონო ქორწინება, სტუდიელები მისი ხარისხში აღდგენის წინააღმდეგნი გამოვიდნენ.

იმპერატორმა კვლავ სცადა იმ ხალხის შემორიგება, რომელთაც ხალხის სიმპათია ჰქონდათ და წმინდა იოსები თესალონიკის ეპისკოპოსად დაადგინა. მანაც მიიღო ხარისხი, ოღონდ არა პატრიარქისგან, არამედ ადგილობრივი ეპისკოპოსებისგან. ეს დაძაბული ურთიერთობა ორ წელს გაგრძელდა, რომლის მერეც იმპერატორმა მოუხმო წმინდა იოსებს და მონაზვნობის ხელმძღვანელებს და მოითხოვა, რომ ისინი დამორჩილებოდნენ. უარის თქმის შემდეგ იოსებს გამოეცხადა ვინმე ჩინოვნიკი და ამცნო, რომ თესალონიკის კათედრიდან გადაყენებული იყო, მოგვიანებით - სტუდიის მონასტერი ჯარმა დაიკავა.
809 წლის იანვარში წმინდანები წარდგნენ სინოდის წინაშე, რომელმაც ისინი ანათემას გადასცა. ღირსი პლატონი და თეოდორე წმინდა მამანტის მონასტერში დაამწყვდიეს. ხოლო მას მერე, რაც წმინდა იოსებმა პატრიარქის უნებართვოდ სტუდიის მონასტერში წირვა დააყენა, მას საეკლესიო საიდუმლოებების ჩატარება აუკრძალეს და კუნძულ ოქსიაზე გაასახლეს, მან იქ ბევრი გაჭირვება გამოიარა. შემდეგ ის სასახლის საპატიმროში გადაიყვანეს და იქიდან სხვა კუნძულზე გადაასახლეს.

იმპერატორ ნიკიფორე I-ის სიკვდილის და მიქაელის გამეფების მერე სტუდიელები შეურიგდნენ პატრიარქ ნიკიფორეს. ისინი გადასახლებიდან დაბრუნდნენ, ღირსი თეოდორე მეფემ მრჩევლად გაიხადა, ხოლო წმინდა იოსები თავის კათედრაზე დააბრუნა. წმინდა მამებმა ამოისუნთქეს, მაგრამ მცირე ხნით, მალე მათ ახალი განსაცდელი ელოდათ.

ხელისუფლების სათავეში მოვიდა ლეონ V სომეხი და ხატმებრძოლობის ერესი აღადგინა. ვიდრე დევნას დაიწყებდა ლეონმა გაარკვია რა შეხედულება ჰქონდათ ეპისკოპოსებს. წმინდა იოსები მხურვალე დამცველი იყო ხატთაყვანისცემისა, რის გამოც ის სამწყსოს მოაცილეს და საკუდში გააგზავნეს, სადაც საშუალება ჰქონდა ძმისთვის თეოდორესთვის წერილი მიეწერა, რომელიც მეტოპუში გაასახლეს. მალე იგი იმპერატორმა შესახვედრად მოიხმო კონსტანტინოპოლში. ამ შეხვედრის შემდეგ წმინდა იოსებს გაძევება მიუსაჯეს. მდივანთან და რამდენიმე მონაზონთან ერთად შუა ზამთარში კუნძულზე გადაიყვანეს. წმინდანი სიხარულით დაითმენდა გადასახლების სიმძიმეს. მისი ძმა თეოდორე მეტოპიდან ბონიტას ციხესიმაგრეში, ხოლო იქიდან სმირნაში გადაიყვანეს. როცა წმინდა იოსები ელპიზონის ციხესიმაგრეში გადაიყვანეს, წმინდანს პირობები უფრო დაუმძიმეს. აქ დაყო მან ლეონ V-ს სიკვდილამდე (820).

ახალმა იმპერატორმა მიქაელ II-მ, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე რწმენისთვის აღმსარებელნი ყველა გაათავისუფლა. თეოდორე და იოსები კონსტანტინოპოლში დაბრუნდნენ, მაგრამ მათ სტუდიის მონასტერში ცხოვრება აეკრძალათ. მაგრამ არაბების შემოსევის გამო იძულებულნი გახდნენ პრინცის კუნძულებზე გახიზნულიყვნენ.

როცა იმპერატორმა თეოფილემ დევნა ახალი ძალით განაახლა, წმინდა იოსები თესალიის შორეულ ქალაქში გადაასახლეს და ვერ შეესწრო თავისი ძმის თეოდორეს გარდაცვალებას (826). წმინდა იოსებიც გადასახლებაში, დიდ გაჭირვებაში აღესრულა 832 წლის 15 ივლისს.

წმინდანის სხეული, დაუკრძალავად დატოვეს ერთ ნესტიან, ტყიან ადგილას. დაახლოებით ოცი წლის შემდეგ წმინდა ნავკრატიმ შეძლო წმინდა იოსების ნაწილთა პოვნა და წმინდა თეოდორეს წმინდა ნაწილებთან ერთად კონსტანტინოპოლში გადაასვენა, 844 წლის 26 იანვარს. წმინდანთა ნაწილები სტუდიის მონასტერში, ღირსი პლატონის აკლდამაში ჩაასვენეს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
16.09.2024
წმინდა არგირა დაიბადა 1688 წელს ბითვინიის ქალაქ პრუსაში, ღვთისმოსავი და კეთილშობილი მშობლებისგან, გიორგისა და სუსანასგან.
16.09.2024
წმინდა რომანოზის ხსენების დღეები: 6 იანვარი (ბერძნ.), ლაკონიის წმინდანთა კრებულში (ბერძნ.) და კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ წამებულ ახალმოწამეთა კრებულში (ბერძნ.)
15.09.2024
წმინდა ახალმოწამე გიორგი, მეტსახელად პაიზანოსი, გავრცელებული ტრადიციის თანახმად, დაიბადა სოფელ პლაგიაში, პლომარის რაიონში, კუნძულ ლესბოსზე.
15.09.2024
ნიკოლოზი იყო პატარა ქალაქ კარპენისიონის მკვიდრი. თხუთმეტი წლის ასაკში ის გაემგზავრა კონსტანტინოპოლში, რათა ემუშავა მამასთან ერთად, რომელსაც იქ პატარა დუქანი ჰქონდა.
15.09.2024
წმინდა ახალმოწამე პარასკევა იყო წარმოშობით ტრაპიზონიდან და იყო ერთ-ერთი გამოჩენილი პიროვნება ქალაქში.
15.09.2024
მღვდელმონაზონი ათანასე წარმოშობით პისიდიის (იგივე ატტალიის) სპარტიდან იყო.
14.09.2024
ცხოვრობდა XVII საუკუნის პირველ მესამედში. 18 წლის ასაკში მეზღვაურად მსახურობდა. ერთხელ, როდესაც გემი კუნძულ ხიოსზე გაჩერდა, მან თავის კაპიტანთან იჩხუბა.
14.09.2024
ახალმოწამე აბაკუმის სახელი არ არის შეტანილი ახალმოწამეთა სინაქსარში ან ცნობილ ბეჭდურ სინაქსარებში, რადგან არ შემორჩენილა რაიმე ჩანაწერი მისი წამების შესახებ.
14.09.2024
ღირსი მოწამე.დიონისე ფილოსოფოსი (ბერძნულად: Διονύσιος ὁ Φιλόσοφος; + 1611), ყოფილი ლარისის მიტროპოლიტი
14.09.2024
ერისკაცობაში თეოდორე ერქვა, დაიბადა სოფელ ზაპანტიში (ამჟამად კალოვრისი, Καλόβρυση), ქალაქ კალამატას მახლობლად პელოპონესის ნახევარკუნძულზე.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა იოანე ნათლისმცემელმა, როგორც შობით, მოწამებრივი სიკვდილითაც წინაუსწრო მაცხოვარს, ჩავიდა ჯოჯოხეთში და მართალთა სულებს მესიის მოსვლა ახარა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat