წმინდა იუსტოსი რომში დაიბადა და ნუმერიანეს ლეგიონში მსახურობდა, რომელსაც ტრიბუნი კლავდიუსი ხელმძღვანელობდა.
ერთხელ, როცა ბარბაროსებზე ლაშქრობის მერე უკან ბრუნდებოდნენ, წმინდა იუსტოსმა სულიერი აღფრთოვანების მდგომარეობაში იხილა ჯვარი მსგავსი ბროლის ჯვრისა, საიდანაც მოისმოდა იდუმალი ხმა, რომელიც წმინდა იუსტოსს რწმენის საიდუმლოებებს ასწავლიდა.
რომში დაბრუნებულმა წმინდა იუსტოსმა მთელი ქონება დაარიგა და, მიუხედავად იმისა, რომ მას საკუთარი სხეულის გარდა აღარაფერი დარჩა, გამოუთქმელი სიხარულით აივსო, რამეთუ ქრისტეს რწმენის საგანძურს დაეუფლა. ტრიბუნმა კლავდიუსმა, როდესაც თავისი ქვეშევრდომის ქრისტეს რწმენაზე მოქცევა შეიტყო, მოიხმო თავისთან და ურჩია ქრისტეზე უარი ეთქვა, რათა თავისი ახალგაზრდობის საუკეთესო წლები არ დაეკარგა. მაგრამ, როცა მისგან კატეგორიული უარი მიიღო, ის პრეფექტ მაგნენციანესს გაუგზავნა. თან წერილიც აახლა -მოუთხრო წმინდა იუსტოსის შესახებ. დაკითხვით რომ ვერაფერს გახდა, პრეფექტმა ბრძანა, იგი ხარის ძარღვის მათრახით ეცემათ, თავზე გავარვარებული რკინის მუზარადი წამოაცვეს, ხელებზე რკინის თათმანები, მკლავებქვეშ გაცხელებული რკინის ბურთები ამოუდეს და ცეცხლის თავზე დამაგრებულ რკინის ცხაურზე დააწვინეს. ღვთის მადლით გაძლიერებულმა წმინდანმა მხნედ დაითმინა ტკივილი, მადლობას შესწირავდა ღმერთს და ადიდებდა. როცა იუსტოსი გავარვარებულ ღუმელში შეაგდეს, მან სული თვისი ჩააბარა უფალს ისე, რომ თავზე თმის ღერიც კი არ შეტრუსვია.
წმინდა იუსტოსი 305 წელს წმინდა მოწამეებთან -მათესა და ევგენისთან ერთად აწამეს.
...............................
წმინდა მოწამენი -აკვილა და ილარიო - 14 ივლისი (27 ივლისი)
ეს წმინდანები ქრისტეს რწმენისთვის ჩაქოლეს. მათ ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.
.........................................
მღვდელმოწამე პეტრე ახალი - 14 ივლისი (27 ივლისი)
კრიტის ეპისკოპოსს პეტრეს ქრისტეს სიყვარულისთვის ფეხები მოამტვრიეს, რის შემდეგაც ის გარდაიცვალა. მას ბიზანტიური სვინაქსარი მოიხსენიებს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი