წმინდა ლუკია წარმართთა ბელადმა, რიქსემ შეიპყრო და კერპთათვის მსხვერპლის შეწირვას ყოველი ძალით აიძულებდა, ქალწულმა კი იმგვარი სიმტკიცე გამოავლინა, თავისი მტანჯველი იქით მოაქცია.
რიქსე მას შემდეგ ლუკიას დიდ პატივს მიაგებდა, ერთი მყუდრო სახლი გამოუყო, სადაც ნეტარი განუწყვეტელ ლოცვასა და მარხვას მიეცა.
ნეტარის რჩევით, რიქსემ ოჯახი დაუტევა და მასთან ერთად წარვიდა კამპანიის განსანათლებლად. იქ ორივე შეიპყრეს, ადგილობრივ მმართველს მიჰგვარეს და ქრისტეს დაუფარავად აღიარების შემდგომ მახვილით განგმირვა განუჩინეს.
მათთან ერთად კიდევ ოცდაოთხი ქრისტიანი ევნო, რომელთა სახელებია ანატოლი, ანტონინე, ლუკია, ნეასი, სერინი, დიოდორე, დიონი, აპოლონი, აპამი, პაპიანე, კოტეი, ორიონი, პაპიკი, სატირი, ვიქტორი, ირინეოსი, თეოდორე, დიონისე, პრონიკე და ხუთი სხვა მოწამე.
მათი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!
* * *
ხსენება ღირსმოწამისა ექვთიმესი (ლიუბოვიჩევი), მღვდელ-მონაზვნისა (+1932), ღირსმოწამისა თეოდორესი (ბოგოიავლენსკი), მღვდელ-მონაზვნისა (+1943)
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა აპოლონისა, რომელმაც სიკვდილი იმ ნავში მიიღო, ღია ზღვას ცეცხლმოკიდებული რომ მისცეს
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ალექსანდრიონისა, რომელიც ბორბალზე გააკრეს და მთიდან დააგორეს
* * *
ხსენება წმინდისა მოწამისა ეპიმაქესი, მახვილით განგმირულისა
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი