წმინდა ასტიოსი (ასტერიოსი) დირაქიაში (დღევანდელი ალბანეთის დურესის) იმპერატორ ტრაიანეს ზეობისას, დაახლოებით - 100 წელს მღვდელმთავრობდა.
ნუმერიის წარჩინებული მოქალაქეები - ნეარქი, აგლაიდა და არიანე მას წარმართული ღვთაების, დიონისეს თაყვანისცემას აიძულებდნენ, თუმცა, ყოველი მათი მცდელობა უნაყოფო გახლდათ.
როდესაც შეიპყრეს, ნეტარს ეჩვენა, თითქოს კლდეზე იდგა ზეითუნის ზეთი და ფისდასხმული და სხვა სასულიერო პირთ გასძახოდა:
- მე ქრისტესთვის სალმობა მელის, თქვენ კი სადაც და როგორც ძალგიძთ, იმალებითო!
ნეტარი მამა შეიპყრეს და მმართველ აგრიკოლას მიჰგვარეს, ამ უკანასკნელმა კი მისი რკინის ბოლოიანი მათრახებით და ხარის ძარღვებით გვემა ბრძანა, შემდეგ კი, მისი სიმტკიცით მოთმინებადაკარგულმა, ტანზე თაფლი წაასმევინა, ჯვარზე გააკრა და მხურვალე მზეს მიაფიცხა.
მყისვე მწერთა ღრუბელი დაესხა თავს ასტიოსს, რის შედეგადაც იგი აღესრულა, მისი წმინდა ნაწილნი კი - წმინდა პერეგრინმა (ხსენება 7 ივლისს) და სხვა ქრისტიანებმა, რომელთაც ამ ღვთივსათნო საქმის გამო მოწამებრივი სიკვდილი მიიღეს, შეკრიბა და პატივით დაფლა.
შეგვეწიოს ამ მარტვილთა წმინდა ლოცვანი!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი