დადგა 344 წლის დიდი პარასკევი, როცა ქრისტიანები დღესასწაულობენ, მადლობენ და ადიდებენ ქრისტეს, ჩვენი გამოხსნისთვის დათმენილი ვნებებისათვის.
ამ დღეს შეიპყრეს და სიკვდილს მისცეს სპარსეთის ეპისკოპოსი სვიმეონი. ამის მერე, წითელი პარასკევიდან დაწყებული, ათი დღის განმავლობაში იჭერდნენ და ხოცავდნენ სპარს ქრისტიანებს - შეიპყრეს და მოკლეს ათასი ქრისტიანი, მათ შორის წმინდა აზატ საჭურისი, რომელსაც მაღალი თანამდებობა ეკავა სპარსეთის მეფის შაბურ მეორის კარზე და დასჯამდე მისი დიდი სიყვარულით და პატივისცემით სარგებლობდა. დაკითხვისას წმინდა მოწამეებმა მხნედ აღიარეს თავი ქრისტიანებად და მაშინათვე სიკვდილით დასაჯეს. შაბური ძალზე შეაწუხა აზატის სიკვდილმა და ედიქტი გამოსცა, რომლის ძალითაც ქრისტიანების სიკვდილით დასჯა აიკრძალა. ამ ედიქტს მცირე ხანს ჰქონდა ძალა, ქრისტიანებს კი შაბურის სიკვდილამდე (381 წ.) სდევნიდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი