წმინდა არდალიონი ქრისტესთვის ევნო იმპერატორ მაქსიმიანე გალერიუსის (305-311) დროს.
ის მსახიობი იყო, მიმიკოსი, სახალხო სანახაობაზე და სხვა ადგილებში ადამიანთა ტანჯვასა და სხვადასხვა მოქმედებას წარმოადგენდა.
ერთხელაც ის ქრისტიანთა წამებას განასახიერებდა, როგორც სინამდვილეში ხდებოდა ხოლმე. ჩამოკიდეს ფეხებით და თითქოს სხეულის დასერვა დაუწყეს, რადგან კერპებისადმი მსხვერპლის შეწირვა არ უნდოდა. როცა იქ მყოფთა ღრიანცელში, მისი ხელოვნებით აღტაცებულთა ოვაციები ისმოდა, ის უეცრად მაყურებელს მიუბრუნდა და გაჩუმება მოსთხოვა. როცა ყველა გაჩუმდა, მან აღიარა, რომ სინამდვილეში ქრისტიანი იყო. სანახაობას ქალაქის მმართველიც ესწრებოდა, რომელიც დიდხანს აქებდა მის ხელოვნებას, და ამით ცდილობდა მის დათანხმებას, შეეცვალა თავისი გადაწყვეტილება. მაგრამ წმინდანმა უარი განუცხადა და ჭეშმარიტ რწმენაზე დარჩენა არჩია. მაშინ მმართველმა ბრძანა, წმინდა არდალიონი ცხელ რკინის ტაფაზე დაეგდოთ. ასე აღესრულა წმინდა მოწამე არდალიონი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი