342 წელს, სელევკიის მღვდელმთავრის, წმინდა სვიმეონის (ხსენება 17 აპრილს) მოწამებრივი აღსასრულიდან ერთი წლის შემდგომ მისი ორივე და, ფერბუთა და მაკედოშტა, შეიპყრეს თავიანთ მსახურიანად
და ბრალი დასდეს, თითქოსდა ძმის სიკვდილისთვის შურის საძიებლად ჯადოსნობით სპარსეთის დედოფლისათვის შხამიანი სასმელი მოამზადეს.
მათი დაკითხვა ქურუმთუხუცესს მიანდეს, რომელიც ფერბუთას უჩვეულო სილამაზემ და კეთილგონიერებამ ისე მოხიბლა, დაკითხვის დასრულებისთანავე მიაკითხა საპყრობილეში და შესთავაზა, - თუ ცოლად გამომყვები, გაგათავისუფლებო.
ფერბუთამ ცივად იუარა და უბრძანა, რომ ქალწულობას უფლისთვის იმარხავდა.
როდესაც მათმა ამბავმა ხელმწიფის ყურამდე მიაღწია, რჩევის საკითხავად სხვა ქურუმნიც იხმო. მათ დაარწმუნეს, - დედოფალს ჯადო რომ მოსცილდეს, ამ ჯადოსან ქალწულთა შუაზე გაჭრილ სხეულებს შორის უნდა გაიაროსო...
ხელმწიფემ მათი ქალაქგარეთ გაყვანა ბრძანა, სადაც სამივე ასული შუა გახერხეს, ძელებზე ჩამოკიდეს და, ქურუმთა რჩევით, მათ შორის დედოფალი გაატარეს.
მათი წმინდა ლოცვით შეგვიწყალოს ქრისტემ!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი