წმინდა პავლე დაიბადა XVIII საუკუნის ბოლოს ღარიბ ოჯახში პელოპონესში. მეწაღის ხელოვნების სასწავლებლად სხვა ქალაქში წავიდა.
თოთხმეტი წლის შემდეგ დაბრუნდა ფეხსაცმლის კერვაში დახელოვნებული და დასახლდა ქალაქ კალავრიტაში. იქირავა სახელოსნო და დაიწყო მუშაობა. როცა ქირის გადახდის დრო მოვიდა და მეპატრონემ კუთვნილი თანხა მოსთხოვა, პავლემ უპასუხა: "მირჩევნია თურქი გავხდე, ვიდრე ამხელა თანხა გადავიხადოო." ბოროტმა ასეთი სიტყვები ათქმევინა პავლეს, მალე ის მართლაც ისე იქცეოდა, როგორც მუსლიმი.
გავიდა დრო, პავლე სინანულში ჩავარდა. სასულიერო პირები ანუგეშებდნენ, მაგრამ ის სულიერ შვებას ვერ გრძნობდა. ბოლოს ათონის წმინდა მთაზე გაემგზავრა. წმინდა მთაზე პავლე ერთ-ერთ თავის თანამემამულე ბერს ტიმოთეს დაემოწაფა. მისი მორჩილება სამზარეულოში საქმიანობა იყო. ერთი წლის შემდეგ პავლე ბერად აღკვეცეს და წმინდა პანტელეიმონის მონასტერში განამწესეს. მძიმე ასკეტური ცხოვრებით ცხოვრობდა, თუმცა სინანული არ ტოვებდა. გადაწყვიტა ქრისტესთვის სიკვდილი. მისი გადაწყვეტილება მოძღვარმა არ აკურთხა. შემდეგ პავლემ თავისი სურვილი ბერ ანანიას გაანდო, რომელმაც აკურთხა, ორმოცი დღე მკაცრად ემარხულა და ელოცა. ორმოცი დღის შემდეგ ანანიამ პავლე დიდ სქემაში აღკვეცა და მოწამეობისთვის აკურთხა.
სამშობლოში დაბრუნებული პავლე კიდევ ორმოცი დღე იცავდა მძიმე მარხვას ერთ-ერთ მონასტერში. მას ღვთისმშობელი გამოეცხადა და გაამხნევა.
მუსლიმთა დღესასწაულზე იგი პელოპონესის მუფთის წინაშე წარდგა და განაცხადა თავისი ახალგაზრდული შეცდომის შესახებ, თუ როგორ შეიცვალა რწმენა, როგორ გახდა მუსლიმი და შემდეგ როგორ დაუბრუნდა ჭეშმარიტ სარწმუნოებას. მუფთმა პავლეს ისევ ისლამზე დაბრუნება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ცოცხლად დაწვით დაემუქრა. მაშინ პავლემ ხმამაღლა წარმოთქვა სარწმუნოების სიმბოლო და ამხილა ისლამი. მიუხედავად ბევრი მცდელობისა, დაეგმო ქრისტიანობა, პავლე კიდევ უფრო თამამად აცხადება თავისი რწმენის უპირატესობას. ბოლოს მუფთიმ ბრძანა, თავი მოეკვეთათ მისთვის. ასეც მოხდა. წმინდა პავლეს თავი მოჰკვეთეს. ეს მოხდა 1818 წლის 22 მაისს. პავლეს წმინდა ნაწილები ქრისტიანებმა ფარულად დაკრძალეს პენელოპენესის ერთ-ერთ მონასტერში.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი