მალულად მომნათლე, მამაო
მალულად მომნათლე, მამაო
7(20) ივლისს მართლმადიდებელი ეკლესია მოიხსენებს წმინდა მოწამეებს: პერეგრინეს, ლუკიანეს, პომპის, ისიქის, პაპის, სატორნინეს და გერმანეს (II ს.). ეს წმინდა მოწამენი წარმოშობით იტალიიდან იყვნენ და იმპერატორ ტრაიანეს მეფობისას ევნენ. ქრისტიანების დევნის დაწყებისთანავე ისინი ხომალდით ქალაქ დირახეში მივიდნენ, დღევანდელი ალბანეთის სანაპიროზე. ნახეს - ტანზე თაფლწასმულ, ჯვარზე გაკრულ წმინდა ეპისკოპოს ასტის ბუზები და კრაზანები უწყალოდ კბენდნენ. ამის მხილველებმა ღმერთი ადიდეს. იქაურებმა ამით შეიტყვეს, რომ ისინი ქრისტიანები იყვნენ და მაშინვე შეიპყრეს. დაკითხვისას მათ მხნედ აღიარეს ქრისტე და ანტვიპატ აგრიკოლის ბრძანებით, ისინი გაიყვანეს და შუა ზღვაში ჩაყარეს. მათი წმინდა სხეულები ზღვამ გამორიყა და იქვე ქვიშაში ჩაფლეს. 90 წლის მერე წმინდა მოწამეები გამოეცხადნენ ადგილობრივ ეპისკოპოსს და უთხრეს, - ამოიღე ჩვენი სხეულებიო. ეპისკოპოსმა წმინდა ნაწილები დიდი პატივით გადაასვენა და დაკრძალვის ადგილას ტაძარი ააშენა.

იმავე დღეს იხსენიება წმინდა მოწამე კვირიკია (IV ს.). დიოკლეტიანეს მეფობისას ბიზანტიის იმპერიაში ცხოვრობდა ქრისტიანი ცოლ-ქმარი დოროთე და ევსევია. შვილი არ ჰყავდათ და ღმერთს ევედრებოდნენ, მოგვეციო. ერთ კვირა დღეს ქალიშვილი შეეძინათ და მას ნათლისღებისას სახელად კვირიკია დაარქვეს. მათ ქალიშვილი ქრისტიანულ მოძღვრებაში განსწავლეს. ამ დროს ატყდა ქრისტიანობის დევნა. სამივენი შეიპყრეს, დიდხანს სცემეს და შემდეგ მშობლები მიტილენეში მმართველ იუსტუსს გაუგზავნეს, კვირიკია კი ნიკომიდიაში - კეისარ მაქისიმიანეს. მისი ბრძანებით, წმინდანს დაკითხვის შემდეგ სცემეს და ბითვინიის მმართველ ილარიონს გაუგზავნეს. მან მისი წარმართულ ტაძარში შეყვანა ბრძანა. წმინდანმა ილოცა, იძრა მიწა, ტაძარში მდგარი კერპები მიწაზე დაეცნენ და დაიმსხვრნენ. ქარბორბალა დატრიალდა და მტვერი გაფანტა. იელვა და მეხმა მოუწვა მმართველს სახე და მოკლა. ახალი მმართველის ბრძანებით, კვირიკიას ცოცხლად დაწვას შეუდგნენ, მაგრამ ცის კაბადონზე გამოჩნდა პატარა ღრუბელი, რომელმაც აწვიმა და ცეცხლი ჩააქრო. ამის ხილვამ ბევრი წარმართი მოაქცია. მერე მმართველმა კვირიკიას სიკვდილით დასჯა მიუსაჯა. წმინდანმა ლოცვისთვის დრო ითხოვა. დიდი ხნის ლოცვის მერე წმინდა კვირიკიამ სული თვისი ჩააბარა უფალს. სასამართლოს აღმასრულებელთ ციდან ხმა მოესმათ: "ძმანო! წადით და ყველას მოუყევით ღვთის საქმეებზე". ჯარისკაცები დაბრუნდნენ და ღმერთი ადიდეს.

7(20) ივლისს იხსენიება ღირსი თომა მალეელი (X ს.). ღირსი თომა მდიდარი და მამაცი სამხედრო იყო. ღონიერი, მხნე მებრძოლი. მაგრამ ქრისტეს სიყვარულისთვის მან დატოვა ამაო წუთისოფელი და უფლის მსუბუქი უღელი იტვირთა. მრავალი მონასტერი და მოსაგრე მამა მოინახულა, ბევრი რამ ისწავლა მათგან. ბოლოს უდაბნოში დასახლება გადაწყვიტა. ღამით მრავალი მონაზვნის თვალწინ გაიელვა ციდან ჩამოშვებულმა ცეცხლის სვეტმა და მას თვით ილია წინასწარმეტყველი გამოეცხადა, რათა უდაბნოსკენ მიმავალი გზა ეჩვენებინა. იგი მალე მთაზე დასახლდა და მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა. თუ ადრე ხილულ მტერს სძლევდა, ახლა ლოცვისა და მარხვის მახვილით უხილავ მტერს განკვეთდა. სათნო ბერის შესახებ ხალხმა შეიტყო და იწყეს მასთან სიარული. მრავალ სასწაულს აღასრულებდა იგი ქრისტეს ძალით: ბრმას თვალთა სინათლეს უბრუნებდა, კოჭლს ფეხმრთელს ხდიდა. მისი ლოცვით მიწა წყალს ამოადენდა. არა მხოლოდ სიცოცხლეში, სიკვდილის მერეც მისი საფლავი კურნებათა წყარო იყო და მადლიერი ხალხი ადიდებდა ღმერთს.

ამავე დღეს ეკლესია იხსენიებს "კლემაქსში" ნახსენებ აკაკი მორჩილს, ასევე ღირსმოწამეებს - წმინდა ეპიქტეტე ხუცსა და წმინდა ასტიონე მონაზონს (+290). დიოკლეტიანეს დროს ცხოვრობდა ხუცესმონაზონი ეპიქტეტე, რომელიც სიყრმიდანვე ემსახურებოდა ქრისტეს და უფალმაც ის კურნების მადლით დააჯილდოვა. მრავალი სნეული მიჰყავდათ მასთან და უკან გამოჯანმრთელებული ბრუნდებოდა.

- საყვარელო, თუ გინდა, რომ შენს ოჯახში არავინ ავადმყოფობდეს, ყოველ კვირას სახლობასთან ერთად ეზიარე უფლის სისხლსა და ხორცს, მანამდე კი სათანადოდ განიწმინდე გული შენი, - უთხრა მან ერთ კაცს, როცა განრღვეული ქალიშვილი განუკურნა.

ერთხელ ბერის კელიასთან 18 წლის ასტიონი მივიდა. ბერმა ის დაისვა და დიდხანს ესაუბრა, უქადაგა ქრისტეზე, ჭეშმარიტი ღმერთის სარწმუნოებაზე. კეთილგონიერმა ყმაწვილმა ირწმუნა ბერის ნათქვამის ჭეშმარიტება და რადგანაც მსახურებთან ერთად იყო მისული, დამალა თავისი განწყობა. მეორე დილით მალულად მოვიდა ღირს მამასთან და მონათვლა სთხოვა: მალულად მომნათლე, მამაო, რადგან განცხადებულად თუ ვაღიარებ ქრისტეს, ვაითუ ამით ჩემი მშობლების სიკვდილის მიზეზი შევიქნე. მერე კი სადმე შორეულ ქვეყანაში წამიყვანე, რომ ჩემი მშობლების ცრემლები ვერ ვიხილოო.

ბერმა შეაქო ყმაწვილის კეთილგონიერება. მონათლა, ასწავლა მარხვა და ლოცვა. ასტიონი გულმოდგინედ ასრულებდა მის ბრძანებას. ყოველდღე მიდიოდა ბერთან, უფრო მეტი შეიტყო ქრისტეზე და განმტკიცდა მის სარწმუნოებაში.

კარგა ხნის მერე სულიერმა მამა-შვილმა ღამით დატოვა იქაურობა - გემით სკვითების ქვეყნისკენ გაცურეს. ჩამოხდნენ ქალაქ ალმირისში და ქალაქგარეთ, ერთ მყუდრო ადგილას პატარა ქოხი აიშენეს.

უნუგეშოდ ტიროდნენ ასტიონის მშობლები. მათი შვილი კი მოსაგრეობაში განვლიდა დღეებს.

აქაც წმინდა ეპიქტეტეს მადლმოსილება არ დაიმალა და უამრავი სნეული მოჰყავდათ კურნების მისაღებად. უამრავი ადამიანი მოიქცეოდა ქრისტესკენ. სასწაული არა მხოლოდ მოძღვრისაგან, არამედ ასტიონისგანაც ხდებოდა.

- ჰოი, ასტიონ! შენმა რწმენამ და გულის სიწმინდემ, ღვთის ნებით, ჩვენზე ხელმწიფების ნება მოგცაო, - გაჰყვიროდნენ ეშმაკები და გარბოდნენ, როცა წმინდა ასტიონი მათ ჯვარს სახავდა.

თუმცა ერთხელ ასტიონი მოძღვრის კურთხევის გარეშე წავიდა მდინარეზე წყლის ამოსაღებად. რადგანაც მოძღვრის კურთხევით არ იყო დაცული, ღვთის დაშვებით, ეშმაკმა მას ბილწი გულისთქმები მოჰგვარა. ასტიონს ცოდვის გამხელისა მოერიდა და სამი დღე გაწვალდა. მოძღვარმა შეამჩნია ეს და მიზეზი ჰკითხა. ასტიონმა უთხრა: "სამი დღის წინ ვინმე პატივცემულ კაცებთან ერთად საუბრობდი. მომერიდა მოვსულიყავი და კურთხევის გარეშე ჩავედი მდინარეზე. იქ ღრუბელივით დამფარა ბოროტმა გულისთქმებმა და აი, სამი დღეა, ვებრძვი მათ".

მოძღვარმა დატუქსა ასტიონი. მიწაზე ჯვრის სახით გართხმა უბრძანა, თვითონაც დაწვა და ლოცვა დაიწყეს. მალე იხილეს შავი ბიჭი, რომელიც ასტიონისგან გავიდა და უყვიროდა: - შენმა აღსარებამ, ასტიონ, შემუსრა ჩემი ძალა და შენმა ლოცვამ განმაიარაღაო.

ასე ცხოვრობდნენ ღირსნი მამანი და მრავალი სული მოაქციეს ქრისტესკენ.

ერთხელ ქალაქ ალმირისში იმ ქვეყნის მმართველი ლატრონიანე მივიდა. კერპთაყვანისმცემლებმა მას ქრისტიან კაცებზე მოახსენეს, რომელთაც მრავალი ალმირისელი "თავიანთი ჯადოქრობით" კერპების თაყვანისმცემლობას ჩამოაცილეს. შეიპყრეს წმინდა ეპიქტეტე და წმინდა ასტიონი.

- შვილო, თუ დაკითხვაზე სახელსა და წარმომავლობას გვკითხავენ, მხოლოდ ის ვუთხრათ, რომ ჩვენ ქრისტიანები ვართ, ეს არის ჩვენი სახელი, გვარი, სამშობლო, და რომ ჩვენ მონები ვართ ჭეშმარიტი ღმერთისა.

დიდხანს გაგრძელდა ეს დაკითხვა, წმინდანები სხვა არაფერს ამბობდნენ, ამ ორი სიტყვის გარდა: ჩვენ ქრისტიანები ვართო.

წმინდანთა მარტვილობამ ჯალათის თანაშემწე ვიგილიანცი მოაქცია ქრისტესკენ. ის შედიოდა საპყრობილეში წმინდა მარტვილებთან, გაეცნო ქრისტეს რწმენას და მალევე ოჯახთან ერთად წმინდა ნათლისღების ღირსი შეიქნა.

მმართველის ბრძნებით მოწამეებს ჭრილობებზე მარილი დააყარეს და ძმარი დაასხეს, რითაც უფრო გაუმძაფრეს სატკივარი. რომ ვერაფერი ავნეს, მარტვილები ადუღებულ კუპრში ჩაყარეს, მაგრამ უვნებლად გადარჩნენ. ეს რომ იხილა, მმართველმა ბრძანა, ისინი ისევ საპყრობილეში დაებრუნებინათ და უჭმელ-უსმელი დაეტოვებინათ, იქნებ ასე დაიხოცონო. ოცდაათი დღე მარტვილები მხოლოდ ღვთის სიტყვით იკვებებოდნენ.

როცა წმინდა მოწამეებს სახალხოდ სჯიდნენ, ღვთის განგებულებით ერთი კაცი შეესწრო ამ ამბავს, რომელმაც იცნო ასტიონი და როცა სამშობლოში დაბრუნდა, მის მშობლებს უთხრა: თქვენს შვილს სკვითების ქვეყანაში ქრისტესთვის აწამებდნენო. სიხარულმა და მწუხარებამ მოიცვა მშობლები, გადაწყვიტეს: თუ ცოცხალს მივუსწარით ჩვენს შვილს, რასაც გვასწავლის, იმას შევასრულებთო. მამული სანდო ხალხს ჩააბარეს და რამდენიმე მონასა და მხევალთან ერთად სკვითიაში გაცურეს.

ამასობაში წმინდა მოწამეთა მარტვილობის დასასრულიც დადგა. მმართველის ბრძანებით, მათ მახვილით თავი მოჰკვეთეს. ყველამ იხილა, თუ როგორ გაბრწყინდა მათი წმინდა სხეულები და ირგვლივ საოცარი კეთილსურნელება დატრიალდა. გვიან საღამოს ვიგილიანცმა და მისმა ახლობლებმა სხვა ქრისტიანებთან ერთად წმინდანთა სხეულები მოიპარეს და დიდი პატივით დაკრძალეს.

იმავე ღამეს მმართველ ლატრონიანეში შევიდა დემონი და თავის ქვეშევრდომებს მახვილით დაერია. მათ ის გაკოჭეს და დაამწყვდიეს და ორი დღის მერე მოკვდა.

როცა წმინდა ასტიონის მშობლები მიუახლოვდნენ ქალაქ ალმირისს, წმინდა ასტიონი გამოეცხადა ვიგილიანცს და სთხოვა, მის მშობლებს შეხვედროდა, გამასპინძლებოდა, ენუგეშებინა და დაემოძღვრა ქრისტეს რწმენაში.

ვიგილიანცი გავიდა სანაპიროზე, რომელსაც ასტიონის მშობლების გემი მოადგა. მოძებნა მშობლები, შინ მიიპატიჟა, ნელ-ნელა საუბრით მოიყვანა ისინი ქრისტეს რწმენაში, ბოლოს შვილის მარტვილობის შესახებაც გაუმჟღავნა და საფლავთანაც მიიყვანა. ღამე, როცა ყველანი ერთად ლოცულობდნენ, წმინდა ეპიქტეტე და ასტიონი გამოეცხადნენ მათ. წმინდა ასტიონი დედას ეამბორა, წმინდა ეპიქტეტე კი ასტიონის მამას ემთხვია თავზე. მრავალი სანუგეშო სიტყვა უთხრეს მათ მიწაზე დარჩენილთ და მერე უჩინო შეიქმნენ.

იმ დროს სკვითების ქვეყანაში ცხოვრობდა ეპისკოპოსი ევანგელე, რომელიც დევნას გარიდებოდა. ლატრონიანეს სიკვდილის მერე ის ქალაქში დაბრუნდა და უშიშრად ქადაგებდა ქრისტეს. სწორედ მან მონათლა ასტიონის მშობლები, რომლებიც დიდხანს დარჩნენ თავიანთი შვილის საფლავთან და მარხვასა და ლოცვაში განლევდნენ დღეებს. ბოლოს შინ დაბრუნდნენ, მამულების უმეტესი ნაწილი გაყიდეს და გლახაკებს დაურიგეს, თავისთვის კი იმდენი დაიტოვეს, რაც თავის სარჩენად ეყოფოდათ.

ასეთი იყო მარტვილობა წმინდა ეპიქტეტესი და ასტიონისა.

გვეწეოდეს მათი წმინდა ლოცვა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat