ნიკომიდიაში აღსრულებული ეს წმინდა მოწამენი ავადსახსენებელი დიოკლეტიანეს (284-305 წლები) ზეობისას ეწამნენ. ისინი ქრისტესთვის წამებულ დიდებულთა: _ ვასის, ევესტის, ევტიქისა და ვასილიდის (ხსენება 20 იანვარს) მსახურნი იყვნენ.
ბატონების მოწამეობრივი აღსასრულის შემდეგ მათაც აღეძრათ ქრისტესთვის მარტვილობის სურვილი, მათმა მარტვილობამ მათში კეთილი თესლი გააღვივა, მტარვალის წიმაშე წარსდგნენ და ხმამაღლა განუცხადეს:
- აჰა, ჩვენც ქრისტიანნი ვართ და ჩვენი ბატონების მსგავსად, მზად ვართ, ქრისტესთვის ყოველგვარი ტანჯვა და სიკვდილი დავითმინოთ, არც თქვენც უსულო კერპთ ვცემთ თაყვანს და არც შენ დაგემორჩილებითო!
დიოკლეტიანემ, იხილა რა მათი სიმრავლე და ესოდენი სიმტკიცე, ფრიად განრისხდა, მაგრამ მათი მოდრეკა ჯერ დაყვავებით სცადა:
- რად იღუპავთ თავს ასე უგნურად? თქვენთვის ოდენ კარგი მსურს, როგორც მოწყალე მამას და გირჩევთ, კერპებს მსხვერპლი შესწიროთ, რომ სხვა ქრისტიანთა მსგავსად საშინელ აღსასრულს არ ეწიოთ და სარგებელიც ნახოთო!
- შენი არაფერი გვსურს და არც გვეშინის, რაც შეიძლება, სწრაფად აღასრულე, რაც ჩვენს დასასჯელად განგიზრახავს, რადგან ქრისტეზე სანუკვარი არა გაგვაჩნია რაო!
მხნედ აღიარეს თავიანთი სარწმუნოება. ვერანაირმა შეგონებამ და დაპირებამ ვერ მოდრიკა ნეტარი აღმსარებლები, რის შემდეგაც მეომრებმა ალყაში მოიმწყვდიეს ისინი და ყველანი - 1003 ადამიანი დედებთან და ყრმებთან ერთად აჩეხეს. ცოცხალი არავინ გადარჩენილა.
დიოკლეტიანე, შიშობდა რა, ხალხის ამ სიმრავლეს რაიმე შფოთის არ გამოეწვია, თავის მეომრებს უჩუმრად ანიშნა, მოწამენი ალყაში მოექციათ, შემდეგ კი მათ კვლავ მიმართა:
-ისმინეთ ჩემი, რომ უგნურად არ წარწყმდეთ და თქვენი მცირეწლოვანი შვილნიც დაინდოთ, თორემ თქვენი ღმერთი ვერ გიშველით!
წმინდა მოწამენი კვლავ უარობდნენ. მაშინ მტარვალმა მეომრებს უბრძანა, ალყა შეევიწროვებინათ და დიდიან-პატარიანად, დაუნდობლად აჩეხეს, ისე, რო 1003 ადამიანიდან ცოცხალი არავინ დარჩენილა...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი