ოცი წუთი მისი სხეულიდან სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა
ოცი წუთი მისი სხეულიდან სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა
სოხუმიდან თხუთმეტიოდე კილომეტრში მდებარეობს აფხაზეთის ერთ-ერთი ულამაზესი სოფელი კომანი. აქ იმპერატორ მაქსიმიანეს დროს, 308 წელს, ქრისტესთვის აწამეს კაპადუკიელი მღვდელმთავარი, წმინდა გიორგის ძმისშვილი და წმინდა თეოდორე ტირონის დისწული, წმინდა ვასილისკო. მისი წამების ადგილას დღესაც მოსჩქეფს სასწაულმოქმედი წყარო, რომლის წყალიც თვით კოკისპირული წვიმის დროსაც აუმღვრეველი რჩება. წყაროში გაბნეულ ქვებს დღესაც ატყვია წითელ ლაქად თბილი სისხლი წმინდა ვასილისკოსი.

ამ ადგილას 407 წელს გარდაიცვალა წმინდა იოანე ოქროპირი, მას დედოფალ ევდოქსიასგან ბიჭვინთაში გადასახლება ჰქონდა მისჯილი, მაგრამ ნაწამებმა მღვდელმთავარმა იქამდე ვერ მიაღწია და კომანში აღესრულა. გარდაცვალების წინ მას წმინდა ვასილისკო გამოეცხადა, განამხნევა, ამცნო, რომ დადგა მისი უფალთან წარდგომის ჟამი. წმინდა იოანემ წარმოთქვა: "მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის" და ასე მიაბარა სული მაცხოვარს. 436 წელს იმპერატორმა თეოდოსიმ კონსტანტინოპოლში წმინდა იოანეს ნეშტის გადასვენება გადაწყვიტა. მაგრამ მისი უხრწნელი სხეულის კუბოდან ამოსვენება ვერ შეძლეს. მაშინ თეოდოსიმ წერილი გაუგზავნა წმინდა იოანეს - თავისი მშობლების (იგი ევდოქსიას შვილი გახლდათ) უსამართლობის გამო შენდობას სთხოვდა. როცა წერილი გულზე დაადეს, წმინდანის სხეული უკვე დაჰყვათ და იგი ახალ კუბოში გადაასვენეს. ძველი ქვის სარკოფაგი იქვე დარჩა და მისი შეხებითაც კი იკურნებოდნენ სნეულნი.

კომანის ახლოს, მთებში, არის ის დალოცვილი ადგილიც, სადაც მესამედ აღმოაჩინეს წმინდა იოანე ნათლისმცემლის თავის ქალა (დეკანოზ არჩილ მინდიაშვილის ვარაუდით, შესაძლოა, იგი წმინდა იოანე ოქროპირმა წააბრძანა თან გადასახლებაში, ნუგეშად და მფარველად, როგორც თანამოსახელე წმინდანისა).

გადმოცემით, კომანში იყო დედათა მონასტერიც, სადაც ათას ხუთასზე მეტი მონაზონი მოსაგრეობდა. ამდენი სიწმინდეა თავმოყრილი ერთ პატარა ლამაზ სოფელში. ამიტომაც უწოდებს ჩვენი პატრიარქი კომანს პატარა იერუსალიმს.

12 წლის წინ კომანმა კიდევ ორი მფარველი შეიძინა. 1993 წლის 5 ივლისს ამ პატარა იერუსალიმიდან ზეციურ იერუსალიმში გადასახლდნენ მოწამის გვირგვინით შემკობილნი: მღვდელმონაზონი ანდრია ყურაშვილი და იპოდიაკონი იური (გიორგი) ანუა, ქართველი და აფხაზი - უბრალო მსხვერპლნი ამ უაზრო ომისა.

კომუნისტებმა ერთიანად იავარყვეს კომანი. ტაძარი, სადაც წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგი იდგა, მთლიანად დაინგრა. უდიდესი მონასტრიდან ორიოდე მონაზონიღა შემორჩა, ხოლო მორწმუნეებს რომ არ შეძლებოდათ წმინდა ვასილისკოს წყაროზე მისვლა, მასთან ახლოს დიდი თევზსაშენი ააშენეს. მაგრამ ვიდრე მის გამოყენებას დაიწყებდნენ, წყალმა მეზობელ სახლებში ამოხეთქა. თევზიც იხოცებოდა. ამიტომ მიატოვეს. იქაურობა დაჭაობდა და ქვეწარმავალთა მყრალ ბუდედ გადაიქცა.

წარსული დიდებიდან სახელიღა შემორჩა სოფელს. ასეთი იყო კომანი, როცა იური და ზოია ანუებმა იქ აგარაკი იყიდეს. ბატონი იური მშენებელი ინჟინერი გახლდათ. იგი ოჩამჩირეში, მორწმუნე ოჯახში იყო გაზრდილი. გული საღმრთო შურით აღევსო, გადაწყვიტა, კომანისთვის ძველი დიდება დაებრუნებინა, ეს კი მაშინ ძალზე ძნელი იყო. ბატონმა იურიმ მეუღლესთან და ქალ-ვაჟთან ერთად აღადგინა წმინდა იოანე ოქროპირის ტაძარი. აქ გადმოაბრძანეს სოხუმში დროებით თავშეფარებული წმინდა იოანეს სარკოფაგი. დიდი შრომა დასჭირდა ჭაობის ამოვსებას. ბატონ იურის განზრახული ჰქონდა წყაროზე მცირე ტაძრის აშენება, წმინდა ილია წინასწარმეტყველისა და წმინდა ვასილისკოს ტაძრების აღდგენა, მაგრამ ვეღარ მოასწრო... მორწმუნეებს უჭირდათ კომანის მთებში წმინდა იოანე ნათლისმცემლის პატიოსანი თავის მესამედ პოვნის ადგილამდე მისვლა. გზის გასაადვილებლად იურიმ 1500-საფეხურიანი რკინის კიბე აღმართა; ყოველი ასი საფეხურის შემდეგ გაკეთებული იყო სკამი მომლოცველთა დასასვენებლად. აქვე, მთაზე, ფიქრობდა სალოცავის აშენებას. დაიწყო მომცრო აეროდრომის მშენებლობა სპეციალური რეისის - კომანი-იერუსალიმი-კონსტანტინოპოლი-კომანის - შესასრულებლად. თითქმის დაგეგმარებული იყო სოხუმი-კომანის საბაგირო გზა. უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ გაწეული დიდი ღვაწლისთვის იური (გიორგი) ანუა საქართველოს ეკლესიის უმაღლესი ჯილდოთი - წმინდა გიორგის პირველი ხარისხის ორდენით დააჯილდოვა.

ერთხელ ბატონ იურის სიზმრად წმინდა სერაფიმე საროველი უნახავს, რომელსაც მისთვის უთქვამს: "И будет нагота моя прикрита красотою твоею". ამ სიზმრის შემდეგ ბატონი იური საგანგებოდ წასულა მამა სერაფიმეს წმინდა ნაწილების თაყვანსაცემად. ალბათ ღირსმა მამამ გააძლიერა და აკურთხა იური ანუა მოწამებრივი აღსასრულისთვის.

KARIBCHEანუების აღდგენილ ტაძარში წირვა პირველად პატრიარქმა აღავლინა 1990 წლის 26 ნოემბერს. ეს ერთადერთი ტაძარი იყო აფხაზეთში, სადაც ხატებზე ქართული წარწერები შემორჩენილიყო და ქართველი წმინდანები იყვნენ გამოსახულნი. ამან აღაშფოთა და განარისხა ზოგი აფხაზი. გვიღალატეო, - უთქვამთ ბატონი იურისთვის. კომანის ეკლესიას მღვდელი არ ჰყავდა, ლოცვებს მხოლოდ იურის მეუღლე და ქალიშვილი აღავლენდნენ ხოლმე, უწმინდესის კურთხევით, პარაკლისებს იხდიდნენ წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან და წმინდა ვასილისკოს წყაროსთან. ერთხელ, ლოცვის დასრულებისას, როცა წარმოთქვეს: "უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, გვაკურთხე", - ეკლესიის კარები გაიღო და ტაძარში მღვდელმონაზონი ანდრია შემოვიდა მორჩილ გაბრიელთან ერთად. მამა ანდრიას ხელთ ყაზანის ღვთისმშობლის მირონმდინარე ხატი ეპყრა. ანუების სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. მართლაც, მამა ანდრია ის მოძღვარი აღმოჩნდა, რომელიც ღირსი იყო ამ უდიდეს სიწმინდეებთან მიახლებისა.

მამა ანდრია (ერისკაცობაში - პაატა) 1966 წლის 3 აპრილს დაბადებულა იმერეთში, მაიაკოვსკის (ახლანდელი ბაღდათის) რ-ში, ელგუჯა და ლამარა ყურაშვილების ოჯახში. მათ რვა შვილი აღზარდეს, მათგან ოთხი - ეკლესიის მსახური გახდა. მამა ანდრიას სიკვდილის შემდეგ მისი ძმა, იოანე, მღვდლად აკურთხეს, ხოლო მეორე ძმამ და ორმა დამ მონაზვნური ცხოვრება აირჩიეს. მრავალშვილიან ოჯახს თავისი ხიბლი აქვს, ერთმანეთის სიყვარული, თანადგომა, საერთო საქმე ოჯახს კრავს, აძლიერებს.

პაატა ჩვეულებრივი ახალგაზრდის ცხოვრებით ცხოვრობდა, ფიზიკურად ძლიერი იყო, სკოლის ჩემპიონი გახლდათ კარატეში. უყვარდა ლიტერატურა, თანატოლების მსგავსად ლხინი და დროსტარება. საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებამ, თავისუფლებისთვის ბრძოლამ ხალხი ეკლესიასთან დააკავშირა. პაატამაც პირველად აიღო ხელში წმინდა წერილი, რომელმაც ისე გაიტაცა, რომ მთელი კვირა თავაუღებლივ კითხულობდა. ღვთის სიტყვამ ორლესული მახვილივით გულში გაუარა და გადაწყვიტა, მთელი ცხოვრება ღვთისთვის მიეძღვნა. რამდენიმე ხნის შემდეგ შეიტყო, რომ არ იყო მონათლული სასულიერო პირისგან და უკვე მთელი შეგნებით, დიდი რწმენით და სასოებით ნათელიღო. ეს 1991 წელს მომხდარა.

ასე დაიწყო პაატამ ეკლესიური ცხოვრება. ერთ აღდგომის მარხვაში აჭარაში სხალთის მონასტერს სწვევია. ძალზე მოსწონებია მყუდრო გარემო მონასტრისა. მოგვიანებით კვლავ ასულა სხალთაში და მონასტერში დარჩენილა. ერთხელ, თავისი ოჯახის მონახულების შემდეგ, სოფლის ახლოს, ტყეში წასულა და იქ მღვიმეში განმარტოებულა, სადაც რამდენიმე კვირა ლოცვაში დაუყვია. ეტყობა, უფალს ევედრებოდა, ეჩვენებინა ღვთისკენ სავალი გზა. საბოლოოდ სხალთაში დაბინავდა. მეუდაბნოე მამათა ცხოვრების გაცნობამ საღმრთო შურით აანთო. დიდ ღვაწლს მისცა თავი: ყოველდღე დავითნს კითხულობდა, შემდეგ 200 მეტანიას აღასრულებდა, ღვთისმშობლის დაუჯდომელ ლოცვას და წმინდა ანდრია მოციქულის პარაკლისს აღავლენდა. მის სულს განმარტოება და მხოლოდ უფალთან საუბარი სურდა. საზრდელის მიღებაშიც თავშეკავებული იყო. თითქმის სულ არ ეძინა, ზუსტად ვერავინ იტყოდა, როდის ისვენებდა. მას საწოლზე არასოდეს სძინებია, საწოლის ნაცვლად იჯდა ფიცარზე და ზურგით კედელს ეყრდნობოდა, ფეხები კი სკამზე ჰქონდა შემოწყობილი. მოძღვარმა, მაშინ არქიმანდრიტმა დანიელმა, აუკრძალა ერთბაშად ასეთი ღვაწლის აღება, მაგრამ რაც მღვდელმონაზვნად აკურთხეს, უფრო გაიმკაცრა ცხოვრების წესი. გაურბოდა საუბრებს, განსაკუთრებით - ქალებთან. სათქმელსაც მოკლედ ამბობდა, იმას, რაც უშუალოდ საქმეს შეეხებოდა. მამა ანდრია დიდ უკმაყოფილებას გამოთქვამდა, როცა ვინმე იტყოდა, თანამედროვე მამები ადრეული საუკუნეების წმინდა მამათა დარ ღვაწლს ვეღარ იტვირთავენო... მამა ანდრია დაუყოვნებლივ სცემდა პასუხს: "რატომ, რატომ არის შეუძლებელი? იესო ქრისტე ხომ გუშინ და დღეს და იგი თავადი არს უკუნისამდე?"

1993 წლის თებერვალი იდგა, როცა მეუფე დანიელის კურთხევით მამა ანდრია კომანში მივიდა. ეს მართლაც ღვთის წყალობა იყო იქ მყოფთათვის. გარშემო დენთის სუნი ტრიალებდა. ამ უმძიმეს წუთებში 27 წლის მღვდელმონაზვნის სიმშვიდე, თავმდაბლობა, მოკრძალებული საუბარი დიდად ანუგეშებდა და აძლიერებდა ომით განაწამებ ხალხს. მოყვასის სიყვარული, სხვათა ჯვრის ტვირთვა დიდ სულიერ ძალებს ითხოვდა და მამა ანდრიაც თავს აღარ ზოგავდა. გამუდმებული ლიტურგიები, მღვიძარება წმინდა ვასილისკოს საფლავთან, ხშირი მოლოცვა წმინდა იოანე ნათლისმცემლის სალოცავისა, უძილო ღამეები, ლოცვაში გატარებული წმინდა იოანე ოქროპირის სარკოფაგთან, დაუღალავი შრომა მისთვის სულაც არ იყო ასკეტური ღვაწლი; უბრალოდ, სხვაგვარად ცხოვრება არ შეეძლო.

ბრძოლის ხაზი ნელ-ნელა უახლოვდბოდა კომანს. მტერმა მონასტერს რამდენჯერმე ცეცხლიც გაუხსნა. მორჩილმა ჰკითხა: "მამა ანდრია, არ გეშინიათ?" რაზეც მან მიუგო: "თუკი მარადიული სატანჯველის არ გეშინია, რატომ უნდა გეშინოდეს აფხაზებისა?" მხოლოდ ერთი რამის "ეშინოდა" მამა ანდრიას - მტრის შემოჭრისას სიკვდილს ღირსეულად რომ არ შეხვედროდა: "ნუ გეშინია, საშიში ცათა სასუფევლის გარეშე დარჩენაა. მოემზადე. ადამიანი ყოველთვის მზად უნდა იყოს", - ანუგეშა მორჩილი. ზოია ანუამ მაშინ სიზმარი ნახა: შუა ეკლესიაში, ანალოგიაზე, დაბრძანებული იყო წმინდა იოანე ოქროპირის ხატი წითელი გადასაფარებლით. მამა ანდრია ვითომ საკურთხევლიდან გამოვიდა. ტანთ წითელი სამღვდელო კაბა ეცვა, თავზე ბერის კუნკულ-ბარტყული ეხურა. დადგა შუა ტაძარში, ქადაგება უნდა დაეწყო, რომ უეცრად გაშალა ხელები და ცაში აფრინდა. შეშფოთებული ზოია მეუღლემ დაამშვიდა: "ნუ გეშინია, მას ისე უყვარს კომანი და წმინდა იოანე ოქროპირის ეკლესია, რომ არასოდეს დატოვებსო".

კომანის ტრაგედიამდე რამდენიმე დღით ადრე მშობლების მოსანახულებლად და დასამშვიდებლად მეუფე დანიელმა შინ გაგზავნა. მთელი ზამთარი მხოლოდ სეფისკვერითა და წყლით იკვებებოდა. ხანგრძლივი ლოცვისა და მარხვის შემდეგ მისი სახე ზეციურ ნათელს ასხივებდა. გაოცებულმა დედამ წამოიძახა: "შვილო, როგორ სულ ქრისტეს დამსგავსებიხარო". ჩქარობდა მამა ანდრია კომანში, თავის მრევლთან, დაბრუნებას. დაემშვიდობა ყველას. დიდი გაჭირვებით მოახერხა სამხედრო შვეულმფრენში ჩაჯდომა და სულ მალე ისევ კომანში დაბრუნდა.

1993 წლის 4 ივლისიდან კომანი ცეცხლის ალში გაეხვია. ყველა ეკლესიაში შეიკრიბა. სოფელს ზაზა პაკელიანის 35-კაციანი რაზმი იცავდა. მაგრამ რას გააწყობდნენ 1500 კბილებამდე შეიარაღებულ მოქიშპესთან. დახმარება არსაიდან იყო, მაგრამ ბიჭებს უკან არ დაუხევიათ. სიცოცხლის ბოლომდე იცავდნენ კომანს. მამა ანდრიას მრევლმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. წმინდა არჩილისა და ლუარსაბის ხსენებით სულიერი ენერგიით აივსნენ. მამა ანდრიამ სწირა, ღამის სამ საათზე ყველასგან აღსარება მოისმინა და აზიარა. იური (გიორგი) ანუას სტიქარი ჩააცვა და იპოდიაკვნად აკურთხა.

მტერმა ალყა ტაძარს დილის 5 საათზე შემოარტყა. მამა ანდრიას კურთხევით გიორგიმ ტაძრის კარები გააღო. იგი კონდახის ცემით გარეთ გაიყვანეს. ვინ ხარ ეროვნებით? - ჰკითხა "ბოევიკმა". "აფხაზი", - ამაყად უპასუხა გიორგიმ. "მოღალატევ, თუ აფხაზი ხარ, ქართველებთან რა გინდა?" - შეუძახეს მათ. "მე ვიცი, ვინ იყვნენ ჭეშმარიტი აფხაზები და ვის ეკუთვნის ეს მიწა," - მიუგო მათ გიორგიმ. მტერმა დაჩოქება უბრძანა. "არავითარ შემთხვევაში!" - იყვირა. წაიყვანეს და წმინდა ვასილისკოს წყაროსთან 24 საათის განმავლობაში აწამებდნენ, სცემდნენ, მრავალგზის დაჭრეს ფეხებში. ბოლოს ხეზე დაკიდეს და დახვრიტეს. მტერი არც მამა ანდრიას მღვდლობას მოერიდა. გაიყვანეს ტაძრიდან, დაემუქრნენ, რომ მოკლავდნენ. მამა ანდრიამ დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო. კისერში ესროლეს და იმის ნაცვლად, პირქვე დაცემულიყო, როგორც ამ შემთხვევაში ხდება ხოლმე, მამა ანდრია ზურგით დაეცა - თავი არ მოუდრიკა მკვლელებს. ოცი წუთი სხეულიდან სისხლი ნაკადულივით მოედინებოდა. მისი სისხლი, რომელიც მაშინ შეაგროვეს მორწმუნეებმა, არ დედდებოდა, ჭრილობიდან ისევ და ისევ მოედინებოდა, ვით წმინდა მირონი. მიცვალებული ტაძარში დაასვენეს, ტანთ ცისფერი აბრეშუმის მაცხოვრის გარდამოხსნის სუდარა გადააფარეს. იგი მთლიანად სისხლით შეიღება. მამა ანდრია იწვა ზვარაკივით და სახეზე ღიმილი გადაჰფენოდა. 7 ივლისს, წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობის დღეს, წმინდა იოანე ოქროპირის ტაძრის ახლოს მიაბარეს მიწას მამა ანდრია...

ასე მოწამებრივი სიკვდილით განსრულდა ღმრთივსათნო ცხოვრება მღვდელმონაზონ ანდრია ყურაშვილისა და იპოდიაკონ იური (გიორგი) ანუასი, რომელიც ერთნაირად გულისხმასაყოფელია მთხრობელისა თუ მსმენელისათვის...
ბეჭდვაელფოსტა
10.02. 2016
Violeta
dideba da madloba ufals rom ibadebian aseti adamianebi,vinc sulit da xorchit bolomde sufta da wmindanebi rchebia.sheni lochva shemawie mama andria.shen xom ufaltan axlo xar sulit da saqmit.mxolod shennairebistvis aris chata sasufeveli.
13.11. 2015
:* :* :*
დიდება უფალს და მადლობა ყველა წუთისთვის, კველა წამისთვის, ყველა გაელვებისთვის!
28.09. 2014
XMERTMA NATELSHI AMYOPOS ORIVE
XMERTMA GVIMRAVLOS ESETI DZLIERI SULIS ADAMIANEBI MATI LOCVA ZECIDAN E DAEXMAREBA CHVEN QVEYANAS
28.09. 2014
mmmmmmmmmmm
gmertma acxonos ortave
26.09. 2014
es yvela qartvelma unda icodes.samcuxaroa rom araferi gamigia mama andreaze manamde...am cmindanebis locva maglidan sheceodes chvens dakargul micacyals da sruliad sakartvelos
სხვა სიახლეები
09.04.2024
ხსენება 1 იანვარს, ვიატკასა და სამარას წმინდანთა კრებაში, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში
06.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
05.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარას წმინდანთა კრებულებში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარელ წმინდანთა კრებულში.
04.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს და რუს ახალმოწამეთა და აღმსარებელთა და სამარის წმინდანთა კრებულში.
03.04.2024
ხსენება 1 იანვარს, 18 ნოემბერს (ესტონეთის წმინდანთა კრებულში) და რუსეთის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში.
03.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს, რუსეთის ეკლესიის ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულში და სამარის მხარის წმინდანთა დასში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
02.04.2024
იხსენებენ 1 იანვარს რუს და სამარის წმინდანთა ახალმოწამეთა და აღმსარებელთა კრებულებში.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ბზობის დღესასწაულს წინ უძღვის "ლაზარეს შაბათი", როდესაც ეკლესია დღესასწაულობს იესო ქრისტეს მიერ თავისი მეგობრის,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler