დილით მდინარის შუაგულში სხეულზე გამობმული ქვის სიმძიმისგან სასწაულებრივად გათავისუფლებული, ჯვრისებრ ხელებგაშლილი, ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს...
დილით მდინარის შუაგულში სხეულზე გამობმული ქვის სიმძიმისგან სასწაულებრივად გათავისუფლებული, ჯვრისებრ ხელებგაშლილი, ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს...
არ ვიცი, რამდენი წმინდანი ჰყავს სამყაროს, არც ის ვიცი, მათ შორის რამდენია ახალმოწამე... ალბათ ციური ვარსკვლავებივით დაუთვლელი და იმაზე გაცილებით მეტი, ვიდრე ყველაზე სრულყოფილ ადამიანურ გონს შეუძლია წარმოიდგინოს. მაგრამ ის კი ზუსტად ვიცი, რომ მათზე საუბარი არასდროს მომბეზრდება...

აქამდე მხოლოდ ქართველ ახალმოწამეებზე ვაგროვებდი მასალას, შემდეგ რუს მოღვაწეთა ცხოვრებითაც დავინტერესდი და ახლა სწორედ ერთ-ერთ მათგანზე მინდა გიამბოთ.

***
1918 წლის 3 აგვისტოს, რუსეთისთვის ჩვეულ არცთუ ისე ცხელ დღეს, უფრო ზუსტად, გამთენიისას, სოლიკამსკის ციხიდან სამი ტუსაღი გამოიყვანეს - ექიმი, ოფიცერი და მღვდელი. თითოეული - ორ-ორი მცველით, რომლებიც ადგილობრივ გლეხთაგან შეერჩიათ.

ისინი მღვდლის, მიხეილ ნაკარიაკოვის, ყოფილი სულიერი შვილები, აწ გაბოლშევიკებული ახალგაზრდები იყვნენ, რომლებსაც არ სურდათ მოძღვრის მოკვლა, ამიტომ სთხოვეს: - ჩვენ ჰაერში ვისვრით, თქვენ კი, მამაო, ამასობაში საზიდარზე ადით და უცებ დაეცით, რომ ტყვია აგცდეთო. მაგრამ მღვდელმა მტკიცედ იუარა: - ამ საქციელს მთავრობა ძვირად დაგიფასებთ და იქნებ სიცოცხლესაც გამოგასალმონ, ამიტომ რაც გიბრძანეს, აღასრულეთო.

წითელარმიელებმა იმ სამიდან ორი - ექიმი და ოფიცერი გზაში გამოასალმეს სიცოცხლეს, მღვდელს კი ვერა და ვერ იმეტებდნენ. მერე ტყის სიღრმეში შეიყვანეს და კვლავ ჰაერში ისროლეს... იდგა მამა მიხეილი მკვლელებად ქცეული უბედური სულიერი შვილების წინ და ხმას არ იღებდა...

მაშინ ერთ-ერთმა ბადრაგთაგანმა გადაწყვიტა, მოძღვარი თავში კონდახის ჩარტყმით ძირს დაეგდო... მალე გონს მოსულმა მღვდელმა დაინახა, რომ უკვე ბინდდებოდა და ამ ბინდში მოძრავი ჩრდილებიც გაარჩია, რომლებიც საზიდარზე სხდებოდნენ. იქვე კი, ღია ცის ქვეშ, ექიმისა და ოფიცრის უსულო გვამები დაეყარათ და არც არავის ეზრუნა, მათთვის მუჭა მიწა მაინც მიეყარა...

გულმოკლულმა და ნაგვემმა მამა მიხეილმა მათთვის სულთმობრძავის ლოცვების კითხვა იწყო, რამაც ბადრაგის ყურადღება მიიქცია.

- შეხედეთ, მღვდელი ისევ ცოცხალი ყოფილა! - იყვირა ერთ-ერთმა.

ამჯერად მისმა ნასროლმა ტყვიებმა მამა მიხეილს მარჯვენა ხელი, ფეხი და მკერდი განუგმირა.

გავიდა ღამე. დილით ბადრაგი ტყეში გვამების დასამარხად მობრუნდა და რას ხედავენ! - სასწაულით გადარჩენილი მღვდელი ჯირკვზე არ ზის?!

ვერც ამჯერად შეძლეს მოძღვრისთვის შუბლში სასიკვდილო ტყვიის დახლა, ამიტომ საზიდარზე დასვეს და იმ იმედით, იქნებ სოფელ-სოფელ სიარულისას ვინმე ღვთისნიერმა შეიფაროსო, დიდი რისკის ფასად უკან წაიყვანეს.

რამდენიმე სოფელი გაიარეს, მაგრამ არავინ აღმოჩნდა ისეთი, ვინც სასიკვდილო განაჩენგამოტანილი მღვდლის შეფარებას გაბედავდა - ზოგს ბოლშევიკთა სიმხეცის შეეშინდა, ზოგი გულქვა აღმოჩნდა, ზოგს კი გაუხარდა კიდეც, დასისხლიანებული მღვდელი რომ დაინახა...

შეფარებას ვინ ჩიოდა, ჭრილობების მობანაც ვერავინ გაბედა, მათ შორის - ვერც ერთ-ერთმა იქაურმა მღვდელმა, რომელმაც ბადრაგს შორიდანვე ანიშნა - მამა მიხეილი ჩემთან არ მოიყვანოთო.

კარგა ხანს ატარეს ასე მარხილზე მჯდარი, დასისხლიანებული და დაჭრილი მღვდელი ჯარისკაცებმა და ბოლოს - სხვა რა გზა ჰქონდათ? - ისევ ციხეში დააბრუნეს.

კამერაში მამა მიხეილი თეთრგვარდიელ ოფიცერთან, ვინმე პონომარიოვთან ერთად მოხვდა, რომელსაც ყველაფერი დაწვრილებით უამბო და გააფრთხილა, - ჯარისკაცებს ტუსაღები მოტყუებით მიჰყავთ დასახვრეტადო.

მართლაც, მეორე დღეს ბადრაგმა ორივეს განუცხადა, - მოემზადეთ, სამუშაოდ უნდა გაგიყვანოთო. შემდეგ ციხის ეზოში გამოიყვანეს. მამა მიხეილს კონდახების ცემით ამოხადეს სული, პონომარიოვმა კი ბადრაგის უყურადღებობით ისარგებლა და თავს უშველა.

ბევრი ეძებეს წითელარმიელებმა გაქცეული ტუსაღი, მაგრამ ვერსად მიაგნეს. მაშინ ნაწამები მამა მიხეილის სხეული მდინარემდე მიათრიეს, დიდი ლოდი გამოაბეს და წყალს მისცეს...

ეს ყოველივე ხიდის ბურჯთან დამალულმა პონომარიოვმა საკუთარი თვალით იხილა.

გათენდა დილა და სარეცხის გასავლებად მდინარესთან გამოსულმა ქალებმა წყლის შუაგულში ქვის სიმძიმისგან სასწაულებრივად გათავისუფლებული, ჯვრისებრ ხელებგაშლილი, ნაწამები მოძღვრის სხეული დაინახეს... მათ წივილზე სხვებმაც მოირბინეს, ჩეკისტებიც მივიდნენ... ხალხმა მღვდლის სხეული წყლიდან ამოასვენა და საზიდრით წაასვენა. ამ ყველაფერს უამრავი ადამიანი დაესწრო - ვერც ხელისუფალთა მუქარამ შეაშინა, ვერც ლანძღვა-გინებამ და ვერც ჰაერში სროლამ... მაშინ წითელრაზმელებმა რამდენიმე მათგანი დაჭრეს და მხოლოდ ასე გაფანტეს დანარჩენები...

სოფელ უსოლიეში მამა მიხეილის მეუღლეს უამრავმა ადამიანმა მიაკითხა და თანაუგრძნო. რამდენიმე დღეში ხელისუფლებამ მას ქმრის შესახებ საუბარიც კი აუკრძალა და პატიმრობით დაემუქრა...

ბიოგრაფიიდან
მღვდელი მიხეილ ნარიაკოვი 1866 წელს მოევლინა ქვეყნიერებას. კურთხევის შემდეგ ქალაქ სოლიკამსკის მახლობელ სოფელ უსოლიეს ფერისცვალების ტაძარში იწყო მსახურება. ამ ტაძარში მის გარდა კიდევ ორი მღვდელი მოღვაწეობდა, მაგრამ ხალხს მამა მიხეილი უზომოდ გულმოწყალე და უანგარო ბუნების გამო გამორჩევით ესათნოებოდა. ის იყო მათი მწყემსი კეთილი.

გარდა ტაძარში მსახურებისა, მამა მიხეილი სატაძრო სამრევლო სკოლაში საღვთო სჯულსაც ასწავლიდა და ამ საქმესაც უდიდესო მოწიწებითა და სიყვარულით აკეთებდა.

ღარიბ ოჯახთა ბავშვებისთვის შემოწირულობების შეგროვებისას პირველად მამა მიხეილს აკითხავდნენ, რადგან იცოდნენ, ის ყველაზე მეტს გაიღებდა.

აღდგომა რომ გაბრწყინდებოდა, ჩამოივლიდა მამა მიხეილი ღარიბთა სამყოფელს და ზოგს რას უტოვებდა, ზოგს - რას.

1918 წელს, ივნისში, მთავარეპისკოპოს ანდრონიკეს დაპატიმრების შემდეგ პერმის ეპარქიის მღვდლებმა, მათ შორის - მამა მიხეილმა, მეუფის დაპატიმრებამდე გაცემული განკარგულების თანახმად, მსახურება შეწყვიტეს (რომელიმე სასულიერო პირის დაპატიმრების შემთხვევაში მის გათავისუფლებამდე მსახურება ყველა მღვდელს უნდა შეეწყვიტა).

მღელვარების თავიდან ასაცილებლად სასულიერო პირები ე.წ. ჩე-კა-ში გამოიძახეს და მკაცრად მოსთხოვეს, - მსახურება დაუყოვნებლივ განაგრძეთო. ამ ულტიმატუმს მამა მიხეილმა ასეთი პასუხი გასცა: "მღვდლად კურთხევისას ჯვრის წინაშე დავდე ფიცი, რომ ჩემს ეპისკოპოსს დავემორჩილებოდი, ამიტომ მისი განკარგულების გარეშე ვერც ერთ მსახურებას ვერ აღვასრულებო..."

რამდენიმე დღის შემდეგ მამა მიხეილი დააპატიმრეს და სოლიკამსკის ციხეში გამოამწყვდიეს. წმინდა ილია წინასწარმეტყველის ხსენების დღეს ღამისთევის ლოცვაზე ეპისკოპოსმა თეოფანემ (ილმინსკი) მრევლს სთხოვა, მხურვალედ ელოცათ მისთვის, რადგან მამა მიხეილს დახვრეტა ემუქრებოდა. მრევლმა მართლაც ცრემლით, გულმხურვალედ შეავედრა თავისი მოძღვარი უფალს. შეეცადნენ, გირაოს სანაცვლოდ გამოეხსნათ მამა მიხეილი, მაგრამ უარი მიიღეს - ხელისუფლებას მისი ავტორიტეტის შეეშინდა. სასიკვდილო განაჩენი უკვე გამოტანილი ჰქონდა, მაგრამ მღელვარების თავიდან ასაცილებლად აუწყეს - მამა მიხეილს იძულებით სამუშაოებზე ჩერდინში ვგზავნითო...

***
მამა მიხეილის გარდაცვალების შემდეგ ეპისკოპოსმა თეოფანემ მისი სულის საოხად ღამისთევის ლოცვები აღავლინა და მამა მიხეილი მღვდელმოწამედ მოიხსენია. შემდგომ მისი ვაჟიშვილი, ნიკოლოზი იხმო, რომელიც პერმში დიაკვნად მსახურობდა და მღვდლად აკურთხა. იგი სოფელ კოლცოვოს ტაძარში მსახურობდა.

ერთ დღეს სოფელი წითლებმა დაიპყრეს და მამა ნიკოლოზს დასახვრეტად მიაკითხეს. მრევლმა სანდო პირთა მეოხებით მამა ნიკოლოზის გაფრთხილება მოასწრო. ამ ცნობამ მოძღვარზე ისე იმოქმედა, ტაძარში დიდხანს ლოცულობდა ცრემლმდინარე...

ერთ-ერთმა მონაზონმა შენიშნა ახალგაზრდა შეწუხებული მღვდელი და ყველაფერი გამოჰკითხა. შემდეგ შესთავაზა, აქაურობას განშორებოდა და ბახარევის მონასტერში ეღვაწა, რომელიც იმ დროისთვის მოძღვრის გარეშე იყო დარჩენილი. მამა ნიკოლოზი დასთანხმდა. მონასტრის იღუმენიამ, დედა გლაფირამ, მოძღვარს ბინა უშოვა, შეუგროვა ტანსაცმელი და ყველა საჭირო ნივთი.

1919 წელს პერმიდან მონასტრამდე მიმავალ გზაზე მამა ნიკოლოზს ორი წითელარმიელი დახვდა და დახვრეტა დაუპირა - მოძღვარი საზიდრიდან გადმოსვეს და იარაღი დაუმიზნეს, თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და გაათავისუფლეს, მაგრამ ეს ელდა იმდენად ძლიერი აღმოჩნდა, რომ 22 წლის მამა ნიკოლოზი მძიმედ დაავადდა და მესამე დღეს მიიცვალა...

მამა მიხეილის მოწამებრივი აღსასრულის შემდეგ ხელისუფლება ყოველმხრივ დევნიდა და ავიწროებდა მის ოჯახს, თუმც უფალს ისინი არასოდეს დაუტევებია...

ზოგიერთი სულიერი შვილი მამა მიხეილს, როგორც წმინდანს, ისე იხსენიებდა. მისი ერთ-ერთი მოწაფე, რომელიც შემდგომ მღვდლად ეკურთხა, მამა მიხეილისადმი აღვლენილი ლოცვების წყალობით სასწაულებრივად გადაურჩა დახვრეტას და საპყრობილიდანაც განთავისუფლდა.

პატიმრობაში აღესრულა მამა მიხეილის ცოლისძმა, მღვდელი პავლე კონიუხოვი, რომელმაც ღარიბი ბავშვებისთვის სკოლა დააარსა.

მოწამებრივად აღესრულა მამა მიხეილის დისქმარიც, მღვდელი სერგი ბაჟენოვი, რომელიც ეკატერინბურგის მახლობლად მსახურობდა და ბოლშევიკებმა სასტიკად აწამეს.

გვფარავდეს მამათა წმინდა ლოცვები. ამინ!
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat