ერთ-ერთ სინაგოგაში სულიწმინდის მადლით დიაკონმა სტეფანემ ისეთი ძალით დაიცვა ქრისტეს მოძღვრება, რომ მოკამათეებმა სერიოზული წინააღმდეგობის გაწევაც კი ვერ შეძლეს
და მისი დაღუპვა ცილისწამებით მოინდომეს. მტრებმა იპოვეს ცრუ მოწმეები, რომლებიც ამტკიცებდნენ, სტეფანე ღმერთსა და მოსეზე მკრეხელურად ლაპარაკობდაო. სტეფანე შეიპყრეს და სინედრიონს წარუდგინეს. მღვდელმთავარმა ჰკითხა, - მართალია თუ არა, რასაც ამბობენო. დიაკონმა, თავის მართლების ნაცვლად, იუდეველთა ხსნისთვის ღმრთის განგებულებაზე დაიწყო საუბარი. გაიხსენა აღთქმა, რომელიც ღმერთმა აბრაამს მისცა, ეგვიპტიდან გამოსვლა, მოსესთვის სინას მთაზე მიცემული სჯული და პასუხად ამისა დაუმორჩილებლობა ისრაელიანთა, რომელნიც ხშირად ივიწყებდნენ უფალს და მის წინასწარმეტყველებს ხოცავდნენ. დასასრულ, სინედრიონის წევრებს ასე მიმართა: "ქედ-ფიცხელნო და წინა-დაუცუეთელნო გულითა და სასმენელითა, თქუენ მარადის სულსა წმიდასა ანტაკრად წინა-აღუდგებით, ვითარცა მამანი თქუენნი, ეგრეცა თქუენ. რომელნიმე წინასწარმეტყუელთაგანნი არა დევნნეს მამათა მათ თქუენთა? და მოსწყვიდნეს, რომელნი წინასწარ უთხრობდეს მოსლვასა მას მართლისასა, რომლისა-იგი თქუენ აწ შინაგანმცემელ და მკვლელ იქმნენით" (საქმ. 7,51-52).
ამ სიტყვებმა ებრაელებს წონასწორობა დააკარგვინა. მიცვივდნენ სტეფანეს, რომელიც სულიწმინდით განმტკიცებული მშვიდად იდგა და ზეცას შეჰყურებდა, სადაც მას სასწაულებრივი სანახაობა გადაეშალა; "აჰა, ესერა ვხედავ ცათა განხუმულთა და ძესა კაცისასა, მარჯუენით ღმრთისა მდგომარესა", - თქვა მან. მსმენელებმა, რომელთაც რისხვისაგან გონება დაუბნელდათ, სტეფანე ქალაქში ქვით ჩასაქოლად გაათრიეს.
მკვლელებმა სამოსელი გაიხადეს და სტეფანეს ქვა დაუშინეს. წმინდა პირველმოწამემ ქვის სეტყვაში მუხლი მოიდრიკა და უფალს თავისი მკვლელები შეავედრა. მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: "უფალო იესუ ქრისტე, ნუ შეურაცხ ამათ ცოდვასა ამას" (საქმ. 7,60).
ჯვარცმის შემდეგ მნიშვნელობა არ დაუკარგავს ყოვლისმიმტევებელი სიყვარულის გამომხატველ სიტყვებს: "მამაო, მიუტევე ამათ..." ისინი არა მარტო სტეფანე პირველმოწამემ გაიმეორა, არამედ სიხარულით და სიყვარულით წარმოთქვამდა ყოველი მორწმუნე. ეს ყოვლისმიმტევებელი სიყვარული განახლებული ცხოვრების და სიყვარულის წყაროდ მოედინებოდა ქრისტიანულ სამყაროში.
მოგვიტევოს უფალმა, პირველმოწამე სტეფანეს ლოცვა გვეწეოდეს!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი