წმინდა რომილე იმპერატორ ტრაიანეს (98-117 წლები) ჟამს მაღალჩინოსანი სამხედრო იყო და ქრისტიანები სასტიკად სძულდა.
ერთხელ ტრაიანემ თერთმეტი ათასი ქრისტიანი მეომრის დასასჯელად და მათ კვლავ გასაწარმართებლად გალიას მიავლინა, თუმცა, მათგან ვერც ერთი ვერ გადაიბირა და მცირე სომხეთს, მელიტს გაგზავნა.
იქ მარტვილნი სასტიკად აწამეს. მათი სიმტკიცის შემხედვარე რომილემ ძველი ცხოვრება დაუტევა, ქრისტე შეიმოსა, ტრაიანეს სისასტიკე ამხილა და მოწამებრივი სიკვდილი მიიღო - თავი წარკვეთეს.
ამ ამბებიდან ორი საუკუნის შემდგომ, დაახლოებით 303 წელს, დიოკლეტიანემ მელიტს ახალი განსაცდელი დაატეხა. მტარვალმა ევდოქსის მოძებნა ბრძანა. როდესაც წმინდანს ჯარისკაცებმა მიაკითხეს, ნეტარმა თავაზიანად მიიღო, თუმცა, სახელი არ გაუმხელია, ილოცა და ღვთივ განმტკიცებული მეომრებს ჩაბარდა.
მისი დიდსულოვნებით და კეთილშობილებით შეძრულმა ჯარისკაცებმა ევდოქსის გაქცევა შესთავაზეს, თუმცა, წმინდანმა მათ სიტყვას ყურის არ ათხოვა, მეუღლეს დაემშვიდობა, უკანასკნელი განკარგულებები გასცა, სიხარულით დაუტევა ოჯახი, სიმდიდრე და დიდება და უშიშრად წარუდგა იმპერატორს, რომელსაც მეომრის ქამარი სახეში შეათხლიშა.
იგივე გაიმეორა მასთან ერთად დიოკლეტიანეს წინაშე წარმდგარმა ათას ას ოცდათოთხმეტმა ქრისტიანმა მეომარმაც, რის შემდეგაც თითოეული საზარლად ტანჯეს.
როდესაც განაჩენი გამოცხადდა და ევდოქსი სასჯელის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნეტარმა უეცრად ახლო მეგობარი, ზენონი დაინახა და მასთან ერთად მოწამებრივი აღსასრულისკენ მოუწოდა.
ზენონმაც საჯაროდ აღიარა ქრისტე, რის შემდგომაც იმპერატორმა სხვებთან ერთად წარკვეთა თავი.
გარდაცვალებიდან 7 დღეში ევდოქსი მეუღლეს, ვასილისას, ძილში ეჩვენა და მოკავშირესთან, მაკართან დააბარა, პრეტორიაში გამოცხადებულიყო.
მაკარი მართლაც წარუდგა მსაჯულს, აღიარა, რომ ქრისტიანი იყო და მანაც მოწამებრივი სიკვდილი მიიღო.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი