მართლმადიდებელი ეკლესია ძველი სტილით 22 აგვისტოს (4 სექტემბერი) III საუკუნის ოთხ წმინდანს ერთად იხსნიებს.
ესენია: წმინდა მღვდელმთავარი ათანასე (+270- 275); ღირსი ანთუსა (+დაახლ. 298) და მისი მსახურები - წმინდა ქარისიმე და ნეოფიტე. ანთუსა სირიის ქალაქ სელევკიაში მცხოვრები დიდგვაროვანი წარმართების ასული იყო. როცა ქრისტეს სწავლებას გაეცნო, იგი თავისი ძიძის მონახულების საბაბით კილიკიის ტარსოსში მღვდელმთავარ ათანასესთან გაემგზავრა. ანთუსას თან ახლდნენ ერთგული მსახურები ქარისიმე და ნეოფიტე. ეპისკოპოსმა ათანასემ ანთუსა და მისი მსახურები მონათლა.
მშობლები საშინლად განარისხა ასულის ქრისტიანობაზე მოქცევამ. მაშინ ნეტარი წმინდა ათანასეს ხელით მონაზვნად აღიკვეცა და უდაბნოს მიაშურა სამოღვაწეოდ. ქრისტეს მხევალი აქ ოცდასამი წელი მოსაგრეობდა, ბოლოს კი, III საუკუნის მიწურულს, მშვიდობით შეჰვედრა სული უფალს
მღვდელმთავარ ათანასეს იმპერატორ ავრელიანეს დროს მოჰკვეთეს თავი. ანთუსას მსახურები - ქარისიმე და ნეოფიტეც მოწამებრივად აღესრულნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი