წმინდა ურსიკი III-IV საუკუნეების მიჯნაზე ცხოვრობდა. დაიბადა ილირიაში, ქალაქ სევანტიში და მაქსიმიანეს დროს
ტრიბუნის წოდებით რომაულ არმიაში მსახურობდა. ერთმა მისმა ამხანაგმა, მოჩვენებით ქრისტიანმა, მაქსიამინეს ამბავი მიუტანა, - ურსიკი თაყვანს სცემს ქრისტესო. პრეფექტმა არისტიდმა ურსიკი გამოიძახა. როცა მან მტკიცედ უპასუხა მის შეკითხვებზე, მაგისტრატმა ბრძანა, ურსიკი ხარის ძარღვის მათრახით გაეშოლტათ. შემდეგ ურსიკს ხელებზე გოგირდით, ფისით და ზეთით გაჟღენთილი ქსოვილი წამოაცვეს და ცეცხლი წაუკიდეს. წმინდანი მხნედ დაითმენდა წამებას და თქვა, რომ დასაწველია მისი ხელები, რადგან მტრით გარშემორტყმული მაქსიმიანე გაადაარჩინესო. ერთმა იქ მყოფმა იმპერატორს უმადურობა უსაყვედურა და მან ცეცხლის ჩაქრობა უბრძანა. თუმცა ურსიკს სიკვდილი მიუსაჯა და ბრძანების შესრულება დამბეზღებელ ვალენტს უბრძანა. მესამე დარტმის მერეღა მოჰკვეთეს წმინდანს თავი. მისი სხეული ერთმა ღვთისმოშიშმა ქალმა ქალაქის სიახლოვეს დაკრძალა. დაახლოებით 470 წელს წმინდა მარკელიმ, მღვიძარეთა სავანის წინამძღვარმა, წმინდანის სხეული თავის მონასტერში დაასვენა.
წმინდა ურსიკს ბიზანტიური და გიორგი მთაწმინდელისეულის "სვინაქსარები" მოიხსენიებენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი