ღირსმოწამენი: თეოდორე და ბასილი, კიევის მღვიმეში მოღვაწენი (+1098) - 11 (24) აგვისტო
ღირსმოწამენი: თეოდორე და ბასილი, კიევის მღვიმეში მოღვაწენი (+1098) - 11 (24) აგვისტო
წმინდა თეოდორე ერისკაცობაში ძალზე შეძლებული იყო. ერთხელაც ქონება ღარიბებს დაურიგა და ბერად აღიკვეცა კიევის მღვიმევის მონასტერში, წმინდა თეოდოსის მღვიმის ახლოს, ვარიაგის მღვიმეში, სადაც მარხვითა და მორჩილებით, წინამძღვრის ზედამხედველობით მრავალი წელი გაატარა. ერთ დღეს, ბოროტის ჩაგონებით, მოულოდნელად დაიწყო წუხილი მრავალი წლის წინ გაცემულ სიმდიდრეზე, ფიქრობდა, დიდხანს რომ ვიცოცხლო, დაუძლურებულს მონასტრის საჭმელი აღარ მეყოფაო. ასეთ ცდუნებაში აგდებდა ბოროტი თეოდორეს, ის კი არ იხსენებდა უფლის სიტყვებს: "ნუ ჰზრუნავთ სულისა თქუენისათვის, რაჲ სჭამოთ და რაჲ ჰსუათ, ნუცა ხორცთა თქუენთათვის, რაჲ შეიმოსოთ... მიჰხედეთ მფრინველთა ცისათა, რამეთუ არა სთესვენ, არცა მკიან, არცა შეიკრებენ საუნჯეთა და მამაჲ თქუენი ზეცათაჲ ზრდის მათ". ეშმაკი სასოს წარუკვეთდა თეოდორეს, აშინებდა სიღატაკით და აგონებდა ადრინდელ ქონებას. მის გამო ის უკვე მონასტრის ძმებთანაც წუწუნებდა.

ერთხელ ბერმა, წმინდა ბასილიმ უთხრა:

- ძმაო თეოდორე, გემუდარები, ნუ ჰღუპავ შენს ღირსეულ სახელს. თუ სიმდიდრე გსურს, ყველაფერს მოგცემ, რაც გამაჩნია, ოღონდ აღიარე ღვთის წინაშე: რაც გამიცია, შენი წყალობა იყოს, უფალო-თქო. მერე, სიმდიდრე რომ დაგიბრუნდება, იცხოვრე უდარდელად. მაგრამ გაფრთხილდი: გაპატიებს კი ამას ღმერთი?

შეეშინდა თეოდორეს ღვთის რისხვისა. ბასილიმ მას მოუთხო ამბავი, რომელიც კონსტანტინოპოლში მოხდა: ერთი კაცი ძალიან ნანობდა, წყალობად რომ დაარიგა თავისი ოქრო და უეცრად მკვდარი დაეცა ეკლესიაში, ოქროსთან ერთად სიცოცხლეც დაკარგა. ეს ყველაფერი რომ მოისმინა, თეოდორემ შეინანა თავისი ცოდვა და განიკურნა კიდეც, აღარ მისტიროდა გაცემულ სიმდიდრეს. იმ დღიდან ბასილის და თეოდორეს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. უფლის საქმეთა აღსრულებაში თეოდორემ მრავალ წარმატებას მიაღწია.

ბოროტი ნაწყენი დარჩა, სიმდიდრით რომ ვერ აცდუნა წმინდა თეოდორე. ეშმაკმა სხვა სასჯელი მოიგონა ბერისთვის. მონასტრის წინამძღვარმა ბასილი რაღაც საქმეზე გაგზავნა. ეშმაკმა მიზნის მისაღწევად დრო იხელთა, ბასილის სახე მიიღო და თეოდორესთან მივიდა. თავდაპირველად ტკბილად ესაუბრა:

- თეოდორე, ახლა როგორ ცხოვრობ? დაგანება თავი ეშმაკმა, თუ კვლავ გაკრთობს სიმდიდრის სიყვარული, რომელიც ღარიბებისთვის დარიგებულ ქონებას გახსენებს?

თეოდორე ვერ მიხვდა, რომ ბასილის სახით ეშმაკი ელაპარაკებოდა და უპასუხა:

- შენი ლოცვებით კარგად ვარ. შენ განმამტკიცე და ახლა ყურს აღარ ვუგდებ ეშმაკის ჩურჩულს. ახლა თუ რამეს მიბრძანებ, სიხარულით შევასრულებ, შენს სიტყვას არ გადავალ, რადგან ჩემმმა სულმა შენი დარიგებებით დიდი სარგებელი მოიპოვა.

რადგან თეოდორემ ბოროტთან საუბრისას ღმერთი არ ახსენა, ეშმაკმა ძალა მოიპოვა მასზე და უთხრა:

- ახლა სხვა რჩევას მოგცემ სიმშვიდის მოსაპოვებლად. მალე მიიღებ სამაგიეროს. ოღონდ ღმერთს შეევედრე და ბევრ ოქროსა და ვერცხლს მოგცემს. არავინ შემოუშვა შენთან სენაკში და არც გახვიდე იქიდან.

თეოდორე დაჰპირდა, ასე მოვიქცევიო და ბოროტი გაშორდა ბერს.

ამ დღის შემდეგ ბოროტი ისევ უნერგავდა თეოდორეს ფიქრებს სიმდიდრეზე. ერთხელ თეოდორემ სიზმარში ეშმაკი ნახა ნათელი და მშვენიერი ანგელოზის სახით, რომელიც მღვიმეში განძს აჩვენებდა. ეს სიზმარი თეოდორემ რამდენჯერმე იხილა. ბოლოს, ბერი სიზმარში მითითებულ ადგილას მივიდა და თხრა დაიწყო, იმ იმედით, რომ განძს ნახა¬ვდა. მართლაც მიაგნო დიდძალ ოქრო-ვერცხლს, ძვირფას ჭურჭელს. ისევ მივიდა თეოდორესთან ბოროტი ბასილის სახით და უთხრა:

- სად არის შენთვის ბოძებული განძი? მან, ვინც შენ გევლინებოდა, მითხრა, რომ ლოცვების წყალობით უამრავი ოქრო-ვერცხლი გებოძა.

თეოდორეს არ სურდა, მისთვის განძი ეჩვენებინა. ბოროტი ფარულად თეოდორეს ნაპოვნ განძთან ერთად შორს, სხვა ქვეყანაში წასვლის აზრს უნერგავდა. ეშმაკი ისევ ბასილის სახით გამოეცხადა ბერს და უთხრა:

- ძმაო თეოდორე, განა არ გეუბნებოდი, რომ მალე სამაგიეროს მიიღებდი? ღმერთს უთქვამს: "რომელმან დაუტევა სახლი, გინა აგარაკნი ჩემთვის, მიიღოს ასი წილი და მომავალი ცხოვრებაჲ საუკუნო". ახლა უკვე სიმდიდრე შენს ხელშია, ისე მოიხმარე, როგორც გსურს.

თეოდორემ უპასუხა:

- მე იმისთვის ვთხოვე ღმერთს, რომ ყველაფერი უპოვართათვის დამერიგებინა.

- ძმაო თეოდორე, გაფრთხილდი, რათა ეშმაკის ჩაგონებით კვლავინდებურად არ დაიწყო წუწუნი დარიგებული სიმდიდრის გამო. ეს განძი იმ სიმდიდრის სანაცვლოდ მოგეცა, რაც ბერად შედგომამდე გაეცი. აიღე განძი და წადი სხვა ქვეყანაში, იყიდე ყველაფერი, რაც დაგჭირდება და მთელი სიცოცხლე ფუფუნებაში გალიე. ასე თავსაც იხსნი და ეშმაკისგანაც გათავისუფლდები. სიკვდილის შემდეგ შენი სიმდიდრე ვისაც გსურს იმას უანდერძე, ასე სახელსაც უკვდავყოფ, - მიუგო ბოროტმა.

- მერე და, სირცხვილი არ იქნება? ერი და სოფელი მივატოვე, აღთქმა დავდე უფლის წინაშე, ბერად აღვიკვეცე, მონასტრიდან ვერ წავალ. ყველაფერს გავაკეთებ, რასაც მეტყვი, ოღონდ აქ მონასტერში, - უთხრა ბასილის სახით შენიღბულ ეშმაკს ბერმა. ბოროტმა კი მეგობრულად გააფრთხილა თეოდორე, რომ მღვიმეში განძს დიდხანს ვერ დამალავდა, ყველა შეიტყობდა.

- ღმერთი არ მოგცემდა ამდენ სიმდიდრეს, მას რომ არ სურდეს, რომ შენ დაეუფლო, არც მე შემატყობინებდა ამ ამბავს, - უთხრა ბერს ეშმაკმა.

ბოლოს, თეოდორემ მაინც დაუჯერა ბასილის სახით მოვლენილ ეშმაკს და დაიწყო მზადება მონასტრიდან წასასვლელად. უფალმა, რომელსაც არავის დაღუპვა არ სურს, იხსნა თეოდორე ბოროტის კლანჭებისგან. ამ დროს მონასტერში დაბრუნდა ბასილი და მივიდა თეოდორესთან მღვიმეში.

- თეოდორე, ძმაო ჩემო! ახლა როგორ ცხოვრობ ღვთით? - მოიკითხა მეგობარი ბერმა.

თეოდორეს ბასილის ეს კითხვა ძალიან გაუკვირდა და უთხრა:

- გუშინ, სამი დღის წინაც სულ ჩემთან იყავი, ჭკუას მარიგებდი. მზად ვარ მონასტრის დასატოვებლად, მირჩიე, საით გავემგზავრო.

გაოცებულმა მეგობარმა უთხრა:

- თეოდორე, რა უცნაურად მელაპარაკები, ეშმაკის ხრიკები ხომ არ არის, გთხოვ, არაფერი დამიმალო.

განრისხებულმა თეოდორემ უპასუხა:

- რად აცდუნებ, რად აკრთობ ჩემს სულს?! ხან ასე ამბობ, ხან ისე, რომელ სიტყვას დავუჯერო?!

ბასილიმ უსიტყვოდ დატოვა თეოდორეს მღვიმე.

ეშმაკი ისევ მივიდა თეოდორესთან ბასილის სახით და უთხრა:

- სულ მიღალატა მეხსიერებამ მე წყეულს... აღარ მახსოვდა, ადრე რაზეც ვისაუბრეთ. ამაღამვე აიღე განძი და წადი აქედან.

მეორე დღეს ბასილი რამდენიმე ბერთან ერთად მივიდა თეოდორეს მღვიმეში.

- აი, მოწმეებად ესენი მომყავს, რომ სამი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც არ მინახავხარ და რომ მხოლოდ მესამე დღეა, მონასტერში მოვედი; შენ კი მეუბნები, გუშინ და სამი დღის წინ ჩემთან იყავიო. ეს ეშმაკის ნამოქმედარს ჰგავს. როდესაც კვლავ გესტუმრება, საუბრის ნება არ დართო, სანამ ლოცვას არ წარმოთქვამს, მაშინ გაიგებ, რომ ბოროტია. როცა სიმართლე გამჟღავნდება, ლოცვით წმინდანებს სთხოვე შეწევნა, - უთხრა თეოდორეს და მისი მღვიმე დატოვა.

ამის შემდეგ ბოროტი ვეღარ ბედავდა თეოდორესთან მისვლას. იმ დღის შემდეგ თეოდორე ყველა მიმსვლელს მასთან საუბრის დაწყებამდე ჯერ ლოცვას ათქმევინებდა და მხოლოდ შემდეგ ჰკითხავდა მისვლის მიზეზს.

თეოდორემ ნაპოვნი განძის შესანახად ღრმა ორმო ამოთხარა და ყველაფერი შიგ დამალა... თავად კი მონასტრის მძიმე შრომა იტვირთა, მღვიმეში დოლაბები დადგა და მთელი დღე ან ლოცულობდა, ან მონასტრის ძმებისთვის მუშაობდა. ბეღლიდან ხორბალი მოჰქონდა, ფქვავდა...

მრავალი წელი შრომასა და ლოცვაში გაატარა თეოდორემ, საბოლოოდ გათავისუფლდა ვერცხლისმოყვარეობის სენისაგან.

ერთხელ მონასტრის საკუჭნაოს მმართველმა ხუთი ურემი ხორბალი გაუგზავნა თეოდორეს მღვიმეში, თვითონ რომ აღარ ეარა ხორბლისთვის ბეღელში. თეოდორემ ჭურჭელი ხორბლით გაავსო, თან ფქვავდა და თან ფსალმუნებს გალობდა. ცოტა ხნის შემდეგ დაღლილი ბერი მოსასვენებლად წამოწვა, უეცრად მეხი გავარდა და დოლაბებმა თვითონ დაიწყეს ხორბლის ფქვა. თეოდორე მიხვდა, ეშმაკის ოინი იყო. ადგა, ილოცა, შემდეგ ხმამაღლა შესძახა:

- უფალი გიბრძანებს, შეწყვიტო, ოინბაზო ეშმაკო!

მაგრამ ბოროტი არ წყვეტდა დოლაბების ტრიალს. თეოდორემ ისევ მიმართა მას:

- სახელითა მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, იგი, ვინც ზეციდან გამოგაძევათ და მართალთა ფეხქვეშ ჩაგაგდოთ, ჩემი საშუალებით გიბრძანებს: "არ შეწყვიტო მუშაობა, სანამ მთელი ხორბალი არ ჩამოიფქვება. შენც იმუშავე მონასტრის წმინდა ძმებისთვის".

ამ სიტყვების შემდეგ თეოდორემ ისევ ლოცვა დაიწყო. ბოროტმა ურჩობა ვერ გაბედა და დილამდე ხუთი ურემი ხორბალი დაფქვა.

მეორე დღეს თეოდორემ მნეს შეუთვალა, რომ ფქვილი წაეღოთ. გაოცდა მნე, ერთ ღამეში ხუთი ურემი ხორბალი როგორ დაფქვაო. ბერებმა თეოდორეს მღვიმიდან ფქვილის გატანა რომ დაიწყეს, ხუთ ურემს კიდევ ხუთი მიემატა. ასე გაიმარჯვა უფლის სახელით ეშმაკზე თეოდორემ.

თეოდორემ და ბასილიმ გადაწყვიტეს, ერთმანეთისთვის არასდროს არაფერი დაემალათ. თეოდორეს მღვიმეში ბასილი დასახლდა, ხოლო თეოდორემ, მოხუცებულობის გამო, მონასტრის ეზოში მოიწყო სენაკი.

იმ დროისათვის მონასტერი ნახევრად გადამწვარი იყო და განახლება სჭირდებოდა. იქვე, ახლოს, ნაპირთან, მორებით დატვირთული ტივები იდგა. ეს მორები მონასტრის აღსადგენად იყო საჭირო. ბერებმა დაიქირავეს მზიდავები, რომ ხე მონასტრის ეზოში, გორაზე აეტანათ.

თეოდორემ არ ისურვა სხვისი შეწუხება და თვითონ დაიწყო მორების ზიდვა, თუმცა რაც აზიდა თავისი სენაკის ასაშენებლად, ბოროტმა გადაუყარა. ბოროტი ჯიუტად ცდილობდა ნეტარი ბერის მონასტრიდან გაძევებას. თეოდორემ თქვა:

- სახელისათვის უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტესი, რომელმაც გიბრძანათ ღორების კოლტში შესვლა, გევალებათ, ჩემი საშუალებით: ამოზიდოთ მორები ნაპირიდან და დაალაგოთ მონასტრის ეზოში. თქვენ გაისარჯეთ მონასტრის ბერების ნაცვლად. ამ მორებით ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია უნდა განახლდეს. ამიერიდან აღარაფერს ავნებთ მონასტრის ძმებს.

მთელი ღამე ეშმაკები შეუსვენებლად ეზიდებოდნენ მორებს. განახლდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ეკლესია, აშენდა ახალი სენაკები...

მეორე დღეს…მუშებმა ნაპირზე ერთი მორიც ვერ ნახეს. ყველა მონასტრის ეზოში ეწყო, თანაც სათანადოდ დანაწილებული: ცალკე ჭერისთვის, ცალკე იატაკისთვის... მუშები აუტყდნენ ნეტარ თეოდორეს, გასამრჯელოს ითხოვდნენ და ამბობდნენ, - ჩვენ არ ვიცით, რა მზაკვრობით აიტანეს ეს მორები გორაზეო. უღირსმა მოსამართლემ, რომელიც საჩუქრებით მოქრთამეს, უბრძანა მათ, გასამრჯელო თეოდორესაგან მიეღოთ. მუშებმა ბერს უთხრეს: - დაე, ეშმაკები, რომლებიც გემსახურებოდნენ, ვალის გასტუმრებაშიც დაგეხმარონო, - მათ არ ახსოვდათ უფლის სიტყვები: "ვინც უსამართლოდ სჯის, თავად დაისჯებაო".

ეშმაკმა მთავრის მრჩევლებში მონახა ერთი უღირსი კაცი და შეეცადა, მისი საშუალებით დაპირისპირებოდა მონასტრის ბერებს. მთავრის ეს მრჩეველი იცნობდა ბერ ბასილს, ამიტომ ბოროტმა ისევ ბასილის სახე მიიღო. ეშმაკი მივიდა მთავრის მრჩეველთან და უთხრა:

- თეოდორემ მრავალი წლის წინ მღვიმეში განძი იპოვა. ამ განძით სხვა ქვეყანაში გაქცევა სურდა, მაგრამ მე შევაკავე. ახლა დროს იხელთებს თუ არა, ჩემგან ფარულად განძთან ერთად დატოვებს მონასტერს.

ბოიარმა ბასილი მთავარ სვიატოპოლკთან მიიყვანა. ეშმაკმა მთავარსაც იგივე უთხრა, რაც მის მრჩეველს და კიდევ დაუმატა:

- სასწრაფოდ დაიჭირეთ თეოდორე და განძი წაართვით. თუ არ დაგითმოთ განძი, ცემით და მუქარით წაართვით, მაშინაც თუ არ მოგცათ, სასტიკად აწამეთ და თუ კიდევ არ დაგემორჩილათ, მე დამიძახეთ. დავადგები პირზე, ვამხელ თქვენ წინაშე და იმ ადგილსაც გიჩვენებთ, სადაც განძი აქვს დამარხული.

მთავარი მაშინვე დიდი ლაშქრით მონასტერში წავიდა. ნეტარი თეოდორე შეიპყრეს და მთავარს მიჰგვარეს. თავდაპირველად სვიატოპოლკი ალერსიანად ეკითხებოდა ბერს:

- მამაო, ჩემო, მითხარი, განძს მართლა მიაგენი? გავიყოთ ის განძი მე და შენ. შენ გახდები ჩემი მამაც და მამაჩემისაც.

თეოდორემ უპასუხა:

- მართალია, მივაგენი, ის განძი მღვიმეშია დამარხული.

მთავარი დაინტერესდა, რამდენი ოქრო და ვერცხლი იყო მღვიმეში დამარხული, იქიდან რამდენს უწილადებდა ბერი მას. თეოდორემ მოახსენა, რომ თავად არაფერი სურდა იმ განძიდან და თან ზუსტად არც ახსოვდა, სად იყო დაფლული. მთავარმა მრისხანედ მიმართა მსახურებს: "ამ ბერს, რომელმაც ჩემი წყალობა არ ისურვა, დაადეთ ბორკილები ხელებზე და ფეხებზე და სამი დღე არც პური მისცეთ არც წყალი".

შემდეგ მთავარმა ისევ ჰკითხა თეოდორეს, სად იყო განძი. ბერმა უპასუხა, - არ მახსოვს, სად დავფალიო. მთავარმა ბრძანა, ისე ეწამებინათ, რომ ბერის ძაძა სისხლით შეღებილიყო. შემდეგ ბრძანა, დიდ ბუხარში დაეკიდათ და ცეცხლი შეენთოთ. ასეც მოიქცნენ, მაგრამ ცეცხლი ბერის ძაძასაც კი არ შეხებია. შეძრწუნდა მთავარი და მიმართა მოხუცს:

- თავს რად იღუპავ, რად არ იძლევი განძს, რომელიც ჩვენ გვეკუთვნის?!

თეოდორემ უპასუხა:

- ჭეშმარიტად გეუბნები, მე ვიპოვე ის განძი, მაგრამ ბერი ბასილის ლოცვამ გადამარჩინა, ახლა კი უფალმა წამართვა ხსოვნა იმისა, თუ სად დავფალი განძი.

მთავარმა კაცი გაგზავნა მონასტერში ბერი ბასილის მოსაყვანად. ბასილი ძალით მიჰგვარეს მთავარს. მთავარმა უთხრა ბერს:

- მე ამ ავაზაკ თეოდორეს ყველაფერი დავმართე, რაც შენ თქვი. ვერაფერს მივაღწიე. დაპირებისამებრ დაადექი პირზე და ამხილე.

ბასილის გაუკვირდა, მას ხომ არაფერი უთქვამს მთავრისთვის, არც კი უნახავს ბოლო დროს. გონიერი ბერი მალევე მიხვდა, ვისი ოინიც იყო ეს და მთავარს უთხრა:

- ვხედავ, რომ ეს ბოროტი ეშმაკის მზაკვრობაა, რომელმაც გაცდუნა, ჩემი სახით გამოგეცხადა, თხუთმეტი წელია, არავის ვუნახივარ მღვიმიდან გასული.

მთავრის მხლებლები აყვირდნენ, - ჩვენ გნახეთ, ჩვენი თანდასწრებით ესაუბრე მთავარსო. ბასილიმ ისევ გაიმეორა, - ყველა ბოროტმა გაცდუნათ, არც თქვენ მინახავხართ და არც მთავარიო.

გაბრაზდა მთავარი და ბრძანა, უმოწყალოდ ეცემათ ბერი ბასილი. ბოლოს, თავად სვიატოპოლკმა ესროლა ისარი ბერს. მან ისარი საკუთარი ხელით ამოიღო მუცლიდან, გადაუგდო მთავარს და უთხრა, - ამ ისრით შენ მოკვდებიო. მოგვიანებით ახდა კიდეც წმინდა ბასილის წინასწარმეტყველება.

მთავარმა ბრძანა, ცალ-ცალკე დაემწყვდიათ ბერები, მეორე დღეს ისევ წამებას უპირებდა. მაგრამ იმ ღამეს ორივე ბერმა სული უფალს მიაბარა. მონასტრის ძმებმა თეოდორეს და ბასილის სხეულები მონასტერში წაასვენეს, იმ მღვიმეში დაკრძალეს, სადაც იღვწოდნენ წლების განმავლობაში. მალე ბრძოლისას ისრით გარდაიცვალა მთავარიც. სიკვდილის წინ უთქვამს, - უდროოდ ვკვდები თეოდორესა და ბასილის გამოო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat