ღირსმოწამე პარასკევა რომაელი (II) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
ღირსმოწამე პარასკევა რომაელი (II) - 26 ივლისი (8 აგვისტო)
ღირსმოწამე პარასკევა II საუკუნის წმინდანია, იგი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა იმპერატორ ანტონინე პიუსის დროს. ამ უკანასკნელის მამის, იმპერატორ ადრიანეს მმართველობის ბოლო წლებში ქრისტიანთა დევნა თითქმის შეწყდა, რასაც ხელი შემდეგმა გარემოებამ შეუწყო:

ერთმა პატიოსანმა წარმართმა, მცირე აზიის პროკონსულმა სერენიუს გრაციანემ იმპერატორს წერილი მისწერა, რითაც ატყობინებდა, თუ რაოდენ უსამართლოა, აჰყვე ხალხის ყაყანს და სიკვდილით დასაჯო ადამიანები მხოლოდ იმიტომ, რომ ქრისტიანები არიან. ადრიანემ წერი¬ლითვე უპასუხა პროკონსულს და მიუთითა, არად ჩაეგდო ბრბოს შეძახილები: "თუ შეუძლიათ, საჯაროდ დაადასტურონ თავიანთი საჩივარი ქრისტიანებზე და მაშინ მიმართონ სამსჯავროს; ყიჟინსა და შეძახილებს კი თავი დაანებონ. თუ ბრალმდებელი დაამტკიცებს, რომ ქრისტიანები არღვევენ კანონს, მაშინ საქმე გადაწყვიტე დანაშაულის ხარისხის მიხედვით. მაგრამ თუკი ვინმე განიზრახავს, ცილი დასწამოს მათ, იგი ბოროტმოქმედად მიიჩნიე და იზრუნე, რომ დაისაჯოს".

ამ განკარგულებით ბოლო მოეღო ქრისტიანთა მესამე დევნას. ადრიანეც თავისი მმართველობის ბოლო წლებში საკმაოდ კეთილად განეწყო მათ მიმართ. ერთი ძველი დროის მწერალი ლამპრიდიუსი იმასაც კი ამტკიცებდა, რომ იმპერატორს სურდა, იესო ქრისტე ერთ-ერთ ღმერთად შეერაცხა. ერთი რამ უდავოა - მაშინდელ გამოცემულ ბრძანებებში იგრძნობა ქრისტიანობის გავლენა. აი, თუნდაც ის, რომ ადრიანემ აკრძალა ღმერთებისადმი ადამიანების მსხვერპლად შეწირვა, მფლობელებს ჩამოართვა თავიანთი მონების სიცოცხლის ხელყოფის უფლება და საერთოდ გამოსცა მათი ხვედრის შემამსუბუქებელი რამდენიმე განკარგულება. ადრიანეს მიერ ქრისტიანთა სასარგებლოდ გაცემულმა განკარგულებამ თავისი ძალა იმპერატორის მემკვიდრის, ანტონინეს დროს დაკარგა. ისევ განახლდა დასმენა და ქრისტიანთა უკანონო დასჯა. ხანგრძლივი წამებების შემდეგ სწორედ ამ დევნას შეეწირა ღირსმოწამე პარასკევაც. იგი ქალაქ რომში დაიბადა და გაიზარდა. ხშირად მოიხსენიებენ როგორც ღირსმოწამე პარასკევა რომაელს. პარასკევა გახლდათ კეთილმორწმუნე მშობლების ერთადერთი ასული. გოგონა ბავშვობიდანვე გამოირჩეოდა კეთილშობილებითა და ღვთისმოშიშებით. პარასკევამ სიყმაწვილიდანვე გადადო თავი უფლის მსახურებისათვის. დედ-მამის სიკვდილის შემდეგ წმინდანმა მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა, უქორწინებლობის აღთქმა დადო და მოციქულებრივი ღვაწლი იტვირთა: დაუცხრომლად ქადაგებდა ქრისტეს მოძღვრებას წარმართთა შორის და მრავალ წარმართს ცხონების გზაზე აყენებდა. როცა ამის შესახებ იმპერატორ ანტონინუს პიუსს მოახსენეს, წმიდა პარასკევა შეიპყრეს და სამსჯავროზე წარადგინეს.

ღირსმოწამე ქალწულმა თამამად აღიარა თავისი სარწმუნოება მსაჯულთა წინაშე. მსაჯულები ცდილობდნენ ჯერ წამებისა და სიკვდილის მუქარით, ხოლო შემდეგ დიდებისა და პატივის დაპირებით მოედრიკათ პარასკევა. მათი ყველა მცდელობა ამაო აღმოჩნდა. ქალწულმა ზურგი არ აქცია ქრისტეს.

პარასკევას ჯალათებმა გახურებული მუზარადი დაახურეს თავზე, ჩააგდეს ქვაბში, სადაც გამლღვალი კუპრი თუხთუხებდა, მაგრამ სულიწმიდის მადლით დაცული ქრისტეს ერთგული მიმდევარი უვნებელი გადარჩა. როცა იმპერატორმა ქვაბში ჩაიხედა, პარასკევამ მდუღარე ფისის რამდენიმე წვეთი შეასხა სახეში და იგი დაბრმავდა. სასოწარკვეთილმა თვითმპყრობელმა პარასკევასვე სთხოვა შემწეობა და მანაც უფლისადმი აღვლენილი ლოცვით თვალისჩინი დაუბრუნა უსჯულოს. ამის შემდეგ იმპერატორმა შეწყვიტა პარასკევას წამება და გაათავისუფლა იგი.

პარასკევამ განაგრძო ქადაგება, დადიოდა ქალაქ-ქალაქ და ქრისტეს რჯულზე აქცევდა წარმართებს. სახარების ქადაგებით, ნეტარი დედა ჩავიდა ქალაქში, რომელსაც ასკლიპიოსი მართავდა. აქ იგი ისევ დაატუსაღეს, სამსჯავროზე წარადგინეს და სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. სიკვდილმისჯილი ერთ გამოქვაბულში დაბუდებულ საზარელ გველეშაპთან მიიყვანეს შესაჭმელად, მაგრამ მან ჯვრის გადასახვით მოაშთო ქვეწარმავალი. ამ სასწაულით შეძრულმა ასკლიპიოსმა და ქალაქის მცხოვრებლებმა ირწმუნეს ჭეშ¬მარიტი ღმერთი და მისი მხევალი გაათავისუფლეს. პარასკევამ ისევ განაგრძო მაცხონებელი სწავლების ქადაგება. ქალაქში, სადაც ვინმე ტარასი იყო მმართველად, ღირსი დედა შეიპყრეს. პარასკევა უკვე მესამედ წარდგა სამსჯავროზე ქრისტეს ერთგულებისა და რწმენის გამო. სასტიკი წამების შემდეგ მას თავი მოჰკვეთეს.

ტროპარი

ჰოი, სანატრელო პარასკევა, ღვაწლით შემოსილო, სამართლად გეწოდა სახელი ეგე, და სიბრძნითა შენითა შეუდეგ წესიერებით სახელსა მას, გარდაცვალებითა პირველისა სარწმუნოებისა შენისათა, დაემკვიდრე ზეცათა შვებასა, რომლისათჳსცა მიფენ სიმრთელესა ყოველთა, და მეოხ ხარ სულთა ჩუენთათვის.

კონდაკი

მოვედით ვაქებდეთ ყოველნი ერთ ხმობით წმინდასა პარასკევასა, რამეთუ სარწმუნოებით იღვაწა, და სასწაულითა განაბრწყინვა სოფელი, რამეთუ მან განაქარვა მაცთურისა დაბნელებული სიცბილი, და მორწმუნეთა თვისთა მიანიჭებს მადლთა უშურველად, რომელნი ვღაღადებთ: გიხაროდენ, ღირსო და მრავალ-მოღვაწეო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat