წმინდა მოწამე იაკინთე ქალაქ ამასტრისში კეთილმსახურ ქრისტიანთა - თეოკლიტესა და თეონილეს ოჯახში დაიბადა. ახალშობილს სახელი სასწაულებრივ გამოცხადებულმა ანგელოზმა დაარქვა.
ჰყვებიან, რომ ჩვილი როცა სამი წლის იყო, უფალმა მისი ლოცვით ვინმე მიცვალებული ყრმა მკვდრეთით აღადგინა. ამის შემდეგ ორივე ყმაწვილი ერთად იზრდებოდა, ერთად იღვწოდნენ კეთილმსახური ცხოვრებით. ერთხელ წმინდა იაკინთემ იხილა, თუ როგორ სცემდნენ თაყვანს წარმართები ხეს, რომელიც სიბერის გამო გამოფუტურებული იყო. მათი გონების სიბრმავით გულშეძრულმა ხე მოჭრა. ამისთვის უღმრთოებმა შეიპყრეს, სამსჯავროში მიიყვანეს და მმართველ კასტრისიუსს მიუყვანეს. თან გაიძახოდნენ: - ამან ჩვენი წმინდა ხე მოჭრა, რომელსაც ჩვენი წინაპრები თაყვანს სცემდნენ, ამიტომაც საშინელი სიკვდილით დასაჯეო. ჯალათმა წმინდანის ცემა ისე ბრძანა, რომ არც კი დაუკითხავს. წმინდანს კბილები ჩაუმსხვრიეს, ბაწრებით გაკოჭილი ათრიეს, და ბოლოს, ქალაქგარეთ ეკალბარდებში ნათრევი ქვებით ჩაქოლეს. მომაკვდავი წმინდანი მხეცებს დასაფლეთად დაუტოვეს. თითქოს ღრმა ძილიდან გამოერკვაო, წმინდა იაკინთემ ანგელოზთა დასი იხილა ანთებული ჩირაღდნებით, მათ გვერდით იდგნენ სპეტაკი სამოსლით მოსილი წმინდანები. წმინდანი სიხარულით აივსო. მუხლნი მოიდრიკა და უფალს მადლობა შესწირა ცათა სასუფევლის მკვიდრობის ღირსი, რომ გახადა. წმინდა იაკინთემ უფალს სთხოვა, რომ მისი წმინდა ნაწილები ღვთაებრივი მადლით ავსებულიყო და ქალაქის მკვიდრთ შესწეოდა შეჭირვების ჟამს. დაასრულა ლოცვა და სული უფალს ჩააბარა.
მას მერე ამასტრისელი ქრისტიანები ყოველწლიურად თავიანთი მფარველის საფლავთან იკრიბებოდნენ. როცა წმინდანის სადიდებელ ჰიმნებს გალობდნენ, მის საფლავზე მტვრის მსგავსი რამ ჩნდებოდა. ეპისკოპოსი ჭურჭელში მოაგროვებდა ამ მტვერს და მორწმუნეებს ურიგებდა, რომლებიც მას, როგორც სულიერი, ისე ხორციელი სნეულებებისგან განსაკურნებლად იღებდნენ.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი