წმინდა ვიანორე მცირე აზიის სამხრეთით, პისიდიაში დაიბადა, მისი ცხოვრების დრო ჩვენთვის უცნობია, მხოლოდ ის ვუწყით, რომ ქრისტიანი იყო
და იმის გამო, რომ ქრისტიანი გახლდათ, ისავრიის მმართველის, სევერიანეს სამსჯავროზე წარდგა.
მისი ბრძანებით, ვიანორე მუხის ხეზე დაკიდეს და ხის ჯოხებით უწყეს გვემა, შემდეგ - გავარვარებული რკინის ფირფიტებით ამოუწვეს სხეული, კბილები და ყურები დააგლიჯეს.
მისი წამების და სიმტკიცის მოწმე ერთ-ერთმა წარმართმა, სახელად - სილოანმა, ირწმუნა ქრისტე, რისი აღიარების შემდგომაც ჯერ ენა წარკვეთეს, შემდეგ კი - თავი.
შემდეგ კვლავ ვიანორეს მიუბრუნდნენ და ჯერ ტერფები დაუხვრიტეს, შემდეგ - ცალი თვალი ამოსთხარეს, თავიდან კანი ააძრეს, შემდეგ კი თავი წარკვეთეს.
მეოხ გვეყოს ამ მარტვილთა წმინდა ლოცვანი!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი