იოსებ ალ-ჰადადი 1793 წელს დამასკოში დაიბადა, მისი ოჯახი წარმოშობით ბეირუთიდან გახლდათ, სკოლაში ცოტაოდენი არაბული და ბერძნული შეისწავლა,
მაგრამ მალე, მამას რომ დახმარებოდა, იძულებული შეიქნა, სწავლა შეეწყვიტა.
სწავლას მოწყურებული დღეს შრომაში ატარებდა, ღამ-ღამობით კი - წერა-კითხვას სწავლობდა, დიდი ძალისხმევით კი - წმინდა წერილის ღრმად შესწავლაც შეძლო.
ცხრამეტი წლისა დაქორწინდა, ოცდაოთხი წლისას კი ანტიოქიის პატრიარქმა, სერაფიმემ (1813-1823 წლები) მღვდლად დაასხა ხელი და საპატრიარქოს ეკონომოსად დაადგინა.
მოციქულებრივი მოშურნეობისა და კაზმული სიტყვის გამო იოსები თანამემამულეთაგან მეორე ოქროპირად იწოდა და ერთ-ერთი პირველი მომხრე გახლდათ საუკუნეთა მანძილზე მუსულმანთაგან დევნილი ანტიოქიის მართლმადიდებელი ეკლესიის აღორძინებისა და საამისოდ დიდი შრომაც გასწია, აქტიურად მონაწილეობდა საღვთისმეტყველო კამათებში მაჰმადიანებთან, კათოლიკეებთან და პროტესტანტებთან, დამასკოში სკოლა ააგო, რომელსაც შემდგომ მისივე სახელი მიენიჭა, ბალამანდის სემინარიაში, დღეისათვის - უნივერსიტეტში, ლექციებს კითხულობდა (1833-1840 წლები), XIX საუკუნის ანტიოქიის ეკლესიის იერარქთა უმეტესობა სწორედ მისი მოწაფე გახლდათ.
ტანდაბალი და კაფანდარა დიდსულოვანი და ბრძენი გახლდათ, ფრიად ხელმოკლე ეკლესიიდან თანხას არასოდეს აიღებდა, რის გამოც მის შვილებს თავის სარჩენად შრომა უწევდათ.
1860 წლის ივლისში, დამასკოს ქრისტიანთა გვემის შემდგომ მორწმუნენი იმ ტაძარში შეიკრიბნენ, ამ მოვლენათა შედეგად რომ დაიქცა.
ნეტარმა მრევლი ანუგეშა და მოთმინებისკენ მოუწოდა, მომდევნო დღეს, 10 ივლისს, დილით, ტაძარში წმინდა ძღვენით მიმავალი ერთ-ერთმა მუსულმანმა იცნო და შესძახა:
- ეს ხომ ქრისტიანთა მოძღვარია! თუ მას მოვაკვდინებთ, ქრისტიანებიც გაქრებიან!
ნეტარს მყისვე ეცნენ მუსულმანები და მასთან ერთად მყოფ ქრისტიანებთან ერთად ნაჯახებით აჩეხეს, შემდეგ თოკებზე გამოაბეს და ქალაქის ქუჩებში იქამდე დაატარებდნენ, სანამ ნაკუწებად არ აქციეს.
ხატის წყარო
* * *
ხსენება მღვდელმოწამეთა: პეტრე ზეფიროვისა და სტეფანე ლუკანინისა, პრესვიტერთა: გიორგი ბეგმისა და ნესტორ კუძოვსკისა, დიაკონისა (+1918)
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი