წმინდა მოწამენი: ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79) - 18 ივნისი (1 ივლისი)
წმინდა მოწამენი: ლეონტი, იპატი და თეოდულე (+70-79) - 18 ივნისი (1 ივლისი)
იმპერატორ ვესპასიანეს დროს რომში ერთი სენატორი ცხოვრობდა, სახელად ანდრიანე, კაცი სასტიკი, უმოწყალო, და ყოველგვარი ბოროტების შემოქმედი. მას განსაკუთრებით ქრისტიანები სძულდა, როგორც წარმართული რელიგიის მტრები. ერთხელაც ეს ბოროტებით ავსებული კაცი იმპერატორთან მივიდა და სთხოვა ქრისტიანების დევნის, წამების უფლება მიეცა. ვესპასიანემ თხოვნა შეუსრულა და ფინიკიის ქვეყნის მმართველად დანიშნა და ქრისტიანების დევნის უფლება მისცა.

ფინიკიას რომ მიუახლოვდა, ანდრიანემ შეიტყო, რომ ტრიპოლში სარდალმა ლეონტიმ უარყო წარმართული ღმერთები და ქრისტიანი გახდა. მაშინ მან ლეონტის შესაპყრობად ტრიბუნი (ათასისთავი) იპატი გაგზავნა რაზმთან ერთად.

მონა ღვთისა ლეონტი ბერძენი იყო, მაღალი, ძლიერი, მამაცი. მრავალი ბრძოლა მოეგო და ჯარისკაცებს შორის დიდი პატივისცემით სარგებლობდა. ამასთან იყო ძალზე გონიერი, ცხოვრებისეული გამოცდილებით, წიგნიერი და სხვათა დამრიგებელი და სახარებისეული სათნოებების აღმსრულებელი. კეთილი საქმეებით გამშვენებული უფალმა ბოლოს მოწამის გვირგვინით დააჯილდოვა.

როცა ტრიპოლს მიუახლოვდნენ, ტრიბუნი იპატი ციებ-ცხელებამ აიტანა. ჯარისკაცები შეჩერდნენ, გვიდა სამი დღე და მან შვება ვერ ნახა. და აი, მესამე დღეს უფლის ანგელოზი ჯერ ძილში, მერე უკვე ცხადში გამოეცხადა მას და უთხრა:

- თუ გინდა რომ გამოჯანმრთელდე, შენ და შენმა ჯარისკაცებმა ზეცას სამჯერ შეჰღაღადეთ: "ლეონტის ღმერთო, დამეხმარე". ტრიბუნმა ჯერ თავის მეგობარ თეოდულეს გაუმხილა სიზმარ-ცხადში ნანახი, მერე კი ჯარისკაცებს, თან რომ ახლდა. ისინი ტრიბუნის გარშემო შეიკრიბნენ და სამჯერ შეჰღაღადეს:

- ლეონტის ღმერთო, დაგვეხმარე!

ტრიბუნი იმ წამს საღ-სალამათი წამოდგა, რითაც უზომოდ გაახარა ყველა. სადილობის ჟამი დადგა და იპატიც ჯარისკაცებთან ერთად სვამდა და მხიარულობდა. ამ დროს მისი უახლოესი მეგობარი თეოდულე ცალკე მიმჯდარიყო და გაოცებული ფიქრობდა:

ნეტავ ვინ არის ეს ლეონტი და მისი ღმერთიო?

არც ჭამა უნდოდა, არც სმა, ხედავდა, რომ ჯარისკაცებს სასმელმა მმართველის ბრძანება დაავიწყდათ და იპატი დაარწმუნა წასულიყვნენ იმ კაცის მოსაძებნად, რომელიც ხვალ უნდა დაეჭირათ. ავიდნენ მთაზე, სადაც ტრიპოლი მდებარეობდა და მათ შესახვედრად წმინდა ლეონტი გამოვიდა და მიესალმა უცნობებს, შემდეგ კი სახლში წაიყვანა, მოასვენა, დაანაყრა. ბოლოს კი თავი გაუმჟღავნა:

- მე ვარ ის ლეონტი, რომელსაც ეძებთ, მე ვარ ქრისტეს ის მეომარი, რომლის შესაპყრობადაც გამოგაგზავნათ ანდრიანემ.

მაშინ ტრიბუნი იპატი და თეოდულე მუხლებში ჩაუვარდნენ წმინდანს და შეევედრნენ:

- მონავ მაღალი ღმერთისა! გვაპატიე ჩვენი ცოდვები და შეავედრე ჩვენი თავი შენს ღმერთს, რათა მან დაგვიხსნას კერპთაყვანისცემის სიბილწისა და მძვინვარე მხეცის ანდრიანესაგან, რამეთუ გვსურს, რომ ქრისტიანები გავხდეთ.

სტუმრებმა ლეონტის სასწაულებრივად განკურნების ამბავიც მოუყვნენ. დიდად გაიხარა ლეონტიმ. აღაპყრო ხელნი და ცრემლმორეულმა მათთვის ილოცა.

წმინდა ლეონტის მხურვალე ლოცვის მერე ნათელი ღრუბელი დაადგა თავზე იპატის და თეოდულეს, განაბრწყინა ისინი და წვიმა აპკურა. წმინდა ლეონტიმ ამ დროს ნათლობის სიმბოლო წართქვა და წმინდა სამების სახელზე წვიმაში მონათლა ისინი.

ახალნათელღებულებს სპეტაკი სამოსელი ჩააცვა და ანთებული სანთლები მიაწოდა. ამ დროს ქალაქში შემოვიდნენ ანდრიანეს გამოგზავნილი ჯარისკაცებიც. როცა ტრიბუნი და მისი მეგობარი თეთრად შემოსილი იხილეს, მიხვდნენ, რომ ქრისტიანად მოინათლნენ და ძალზე განრისხდნენ, ქალაქშიც ერთი ამბავი ატყდა, ზოგი იცავდა ქრისტიანებს და ზოგს კი მათი დახოცვა სურდა. ყველა კი ანდრიანეს მოსვლას ელოდა. ორი დღის შემდეგ მოვიდა მმართველი. მის შესახვედრად გამოსულმა მოქალაქეებმა ლეონტისა და სხვა ქრისტიანების შესახებ მოუთხრეს, ისიც დაამატეს, შენი გამოგზავნილი ხალხი მოაჯადოვა და ისინიც ამასთან ერთად ადიდებენ ჯვარცმულ გალილეველს და შეურაცხყოფენ ჩვენს ღმერთებსო.

ანდრიანემ მაშინვე ჯარისკაცები გააგზავნა ლეონტის, ტრიბუნ იპატის და თეოდულეს შესაპყრობად და დილეგში სასამართლომდე ამყოფა. ქალაქში შესულმა ანდრიანემ იმ დღეს დაისვენა. ამ დროს წმინდა ლეონტი საპყრობილეში გაამხნევებდა ახალნერგ ქრისტიანებს. ის ღამე ლოცვაში გაატარეს. მეორე დღეს ანდრიანე სამსჯავროში დაჯდა და ლეონტის მოუხმო:

- როგორ გაბედე მოგეჯადოებინა ჩემი ჯარისკაცები, რომელთაც ჩვენი ღმერთების ნაცვლად ჯვარცმულ გალილეველს ათაყვანეო, ჰკითხა ანდრიანემ. წმინდა ლეონტიმ მხნედ უპასუხა, რომ იგი ჭეშმარიტი ღმერთის იესო ქრისტეს ჯარისკაცი იყო და რომ თეოდულემ და იპატიმაც შეიმეცნეს იგი, დაუტევეს ხელითქმნილი კერპები და თაყვანისცეს ყოვლის შემოქმედს. მმართველი ძალზედ განრისხდა და ლეონტის ცემა ბრძანა. დიდი ხნის ცემის შემდეგ წმინ¬და ლეონტი კვლავ ციხეში ჩააგდეს. შემდეგ კი მმართველმა იპატის და თეოდულეს "ჭკუაზე მოყვანა" სცადა. მაგრამ ახალმოქცეულმა ქრისტიანებმა მხნედ აღიარეს თავიანთი რწმენა და ანდრიანეს უთხრეს, რაც გინდა გვიყავი, ჩვენ არ დაგემორჩილებითო.

მაშინ მმართველმა განკარგულება გასცა, წმინდა იპატი ძელზე ჩამოეკიდათ და რკინის ჩანგლებით ეჯიჯგნათ, ნეტარი თეოდულე კი არგნებით დაუზოგავად ეგვემათ. როცა მათი სიმტკიცე იხილა, ანდრიანემ ბრძანა, მათთვის თავები მოეკვეთათ. წმინდა იპატიმ და თეოდულემ სიხარულით მადლობა შესწირეს უფალს, მერე კი ჯალათს კისერი გაუშვირეს და სული თვისი ჩააბარეს უფალს. ამის შემდეგ წმინდა ლეონტი მმართველის წინაშე წარადგინეს. სამსჯავროზე ადრიანე ცდილობდა, პატივისა და ჯილდოების აღთქმით ეცთუნებინა მხნე აღმსარებელი, მაგრამ მალე დარწმუნდა, რომ მისი მოდრეკის ყოველგვარი ცდა ამაო იყო და სატანჯველად გადასცა. წმინდანს იმდენხანს სცემდნენ, ვიდრე ჯალათებს ძალა არ გამოელიათ. წმინდა ლეონტი კი ჯალათს ეუბნებოდა:

- მთელი სხეული წყლულად რომ მიქციო, მაინც ვერ სძლევ ჩემს გონებას, ვერ იქნები ჩემი სულის ბატონი.

მაშინ მმართველმა იგი საჯალათო ხეზე ჩამოაკიდინა და ბრძანა მთელი მისი სხეული რკინის ბასრი იარაღით დაესერათ. წმინდანმა მამაცურად დაითმინა ტკივილი. მაშინ წმინდა ლეონტი თავდაყირა დაკიდეს და კისერზე მძიმე ქვა ჩამოჰკიდეს. მთელი დღე ასე ჰყავდათ, საღამოს კი ჩამოხსნეს და ისევ ციხეში ჩააგდეს. საპყრობილეში მას უფლის ანგელოზი გამოეცხადა და გააძლიერა. მეორე დღეს ანდრიანემ კვლავ სცადა ლეონტის მოდრეკა, მაგრამ ვერაფერს გახდა. მაშინ წმინდა ლეონტი მიწაზე განართხეს და ხელებსა და ფეხებში ოთხი პალოთი მიწას მიაკრეს, და იმდენ ხანს სცემეს, ვიდრე სული არ განუტევა. წმინდა მოწამეს ცხედარი ქალაქგარეთ მოისროლეს, მაგრამ ქრისტიანებმა პატივით მიაბარეს იგი მიწას ტრიპოლის მახლობლად. ეს მოხდა დაახლოებით 70-79 წლებში.

კონდაკი

ბოროტსა მას მანქანებასა მძლავრთასა არცხვინე შენ და წარმართთა ამხილე უღმრთოებისა მსახურებაი, და აღმოუბრწყინვე ყოველთა კაცთა მეცნიერებაი იგი ღმრთისა მოძუღურებითა ღმრთისმსახურებისათა, ღმრთივგანბრძნობილო მოწამეო; ამისთვის ხსენებასა შენსა სიყუარულით პატივს ვსცემთ ჩუენ, ყოვლადბრძენო ლეონტი.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი ისე იოანე ზედაზნელის მოწაფე და თანამოღვაწე გახლდათ. ერთხანს ზედაზნის მონასტერში ცხოვრობდა, შემდეგ კი - წილკნის საეპისკოპოსო კათედრას განაგებდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat