casino siteleri 2023
წმინდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303) - 15 (28) ივნისი - კარიბჭე
წმინდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303) - 15 (28) ივნისი
წმინდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია მზრდელი (+დაახლ. 303) - 15 (28) ივნისი
ეს წმინდა მოწამენი დიოკლეტიანეს მეფობის დროს ეწამნენ ქრისტესთვის. წმინდა მოწამე ვიტე სიცილიელი წარმართი დიდებულის, გილასის ვაჟი იყო. ჯერ კიდევ სიყმაწვილეში ქრისტესადმი მხურვალე სიყვარულით აინთო და მოუკლებლად ევედრებოდა ღმერთს. უფალმა მას სასწაულქმედების ნიჭი უბოძა. მრავალი წარმართი განკურნა და ქრისტესკენ მოაქცია. ეს რომ შეიტყო, მმართველმა ვალერიანემ თავისთან მოუხმო გილასს და ურჩია, შვილი ქრისტიანობისაგან განეყენებინა. სწორედ ამ დროს იმპერატორმა ქრისტიანობის დევნის ბრძანება გამოსცა და ამიტომაც არა მხოლოდ ყრმა ვიტეს, არამედ შეიძლება გილასის მთელი ოჯახი ეწამებინათ. მაგრამ, გილასმა ვერ შეძლო ვიტეს დარწმუნება და ცემა დაუწყო. მმართველმა ვალერიანემ შეიტო, რომ წმინდა ვიტემ კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა და სამსჯავროზე მოაყვანინა. მსაჯულის წინაშე ყრმამ მტკიცედ აღიარა თავისი რწმენა და კიდევ ერთხელ თქვა უარი კერპებისთვის მსხვერპლი შეეწირა. მას კვლავ ცემეს. როცა მმართველმა ბრძანების გაცემა დააპირა, რომ ყრმა სასტიკად ეწამებინათ და ამის ნიშნად წინ გაწეული ხელი შეახმა. წმინდანის ლოცვით მმართველს ხელი განეკურნა, მაშინ მმართველმა სასამართლო შეწყვიტა და ყრმა მამას გადასცა, თან უბრძანა, რაც უნდა დაგიჯდეს ვიტე ქრისტესგან განაყენეო.

შვილი რომ ხორციელ ცოდვაში ჩაეგდო, გილასმა ის ფუფუნებაში ჩასვა და მასთან ულამაზესი გოგონები მოიყვანა. ყმაწვილს უგემრიელეს საჭმელებს სთავაზობდნენ, ქეიფსა და დროსტარებას უმართავდნენ, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ მიაღწიეს. წმინდა ვიტე მოუკლებლად ლოცულობდა და ღმერთს განსაცდელებისას შეწევნას ევედრებოდა. ერთხელაც წმინდა ვიტეს უფლის ანგელოზები გამოეცხადნენ და მასთან ერთად ლოცულობდნენ. სწორედ ამ დროს შვილის ოთახში გილასი შევიდა და ანგელოზებს შეხედა თუ არა, მაშინვე დაბრმავდა. გილასმა აღთქმა დადო, რომ კერპებს განუდგებოდა და შვილმა ის ლოცვით განკურნა. მაგრამ გულგასასტიკებულმა კაცმა აღთქმა არ შეასრულა. შვილის სიყვარული სიძულვილში გადაეზარდა და მისი მოკვლა გადაწყვიტა. ყრმა რომ გადაერჩინათ, მისმა აღმზრდელმა წმინდა მოდესტოსმა და ძიძამ - წმინდა კრისკენტიამ, რომლებიც ქრისტიანები იყვნენ, ვიტე მშობლების სახლიდან მალულად წაიყვანეს. მდინარის პირას ნავი დაინახეს, ანგელოზები მათთან ერთად ავიდნენ ნავში და ისინი სამხრეთ იტალიაში, ლუკანიაში გადაიყვანეს, სადაც საიდუმლოდ ცხოვრობდნენ. წმინდა ვიტე კვლავ კურნავდა სნეულებს და წარმართებს ქრისტიანობაზე მოაქცევდა. აქაც სახელი გაუვარდა.

წმინდა ვიტეს და მოდესტოსს მოუწიათ დიოკლეტიანეს წინაშე წარმდგარიყვნენ. იმპერატორი ყრმის სილამაზით მოიხიბლა და დაჟინებით ცდილობდა კერპთაყვანისცემაზე დაეყოლიებინა. წმინდა ვიტემ ამხილა კერპთაყვანისცემის უგუნურება და ამასთან დიოკლეტიანეს ეშმაკეული ვაჟი განკურნა. იმპერატორმა ქრისტეს სჯულის ღალატის სანაცვლოდ წმინდა ვიტეს დიდება, პატივი, უთვალავი სიმდიდრე შესთავაზა. მაგრამ, ყრმამ ძველებურად, ისევ მტკიცედ აღიარა თავი ქრისტიანად. ის საპყრობილეში თავის აღმზრდელთან, წმინდა მოდესტოსთან ერთად ჩააგდეს. მაშინ ტყვეებს იესო ქრისტე გამოეცხადა, და გააძლიერა ისინი, ხოლო ბორკილები მათ ხელთაგან თავისით დასცვივდათ. დიოკლეტიანემ ეს ჯადოქრობად მიიჩნია და ბრძანა, წმინდა ვიტე მდუღარე კალით სავსე ქვაბში ჩაეგდოთ. წმინდანი ისე იდგა ადუღებულ კალაში, როგორც ცივ წყალში და უვნებელი გადარჩა. მაშინ მასზე უზარმაზარი ლომი გამოუშვეს. წმინდანმა ჯვარი გადასახა და ლომიც მის წინ წამოწვა და ფეხების ლოკვა დაუწყო. წმინდანები ბოძებზე ჩამოკიდეს და რკინის ჭანგებით სხეულის დასერვა დაუწყეს. მაშინ წმინდა კრისკენტია გამოეყო ხალხს, თავი ქრისტიანად აღიარა და დიოკლეტიანე სისასტიკეში ამხილა. წმინდა კრისკენტია შეიპყრეს და ისიც წმინდა ვიტესავით აწამეს. წმინდა ვიტემ ღმერთს შეჰღაღადა: "უფალო, გადაგვარჩინე და დაგვიხსენი შენი ძალმოსილებითო". უეცრად მიწა იძრა და ბევრი წარმართი ჩამოქცეულმა შენობებმა ქვეშ მოიყოლეს. დიოკლეტიანე შეშინებული გაიქცა თავის სასახლიდან. უფლის ანგელოზმა მოწამენი ბოძებიდან ჩამოხსნა და ლუკანიაში გადაიყვანა. წმინდა ვიტემ უფალს შესთხოვა, რომ მშვიდობით მიეღო მათი სულები და არ მოეკლო წყალობა მათთვის, ვინც მათ ხსენებას აღნიშნავს. ზეციდან კი ხმა მოესმა: შესმენილ იქმნა შენი ლოცვა. წმინდანებმა სიხარულით ჩააბარეს სულები ღმერთს. წმინდა მოწამენი ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია აღესრულნენ დაახლოებით 303 წელს. მათი ხსენება ასევე 16 მაისსაა. წმინდა ვიტეს წმინდა ნაწილები პრაღაში გადაასვენეს. წმინდა კეთილმსახურმა მთავარმა ვიაჩესლავ ჩეხმა (ხს. 28 სექტემბერს) ააშენა წმინდა ვიტეს სახელობის ტაძარი, სადაც შემდგომ დაასვენეს წმინდა მოწამეს ნაწილები.

ხატის წყარო
.....................

აქვე წაიკითხეთ:

წმინდა მოწამენი: ვიტე, მოდესტოსი და კრისკენტია (+303) - 16 (29) მაისი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
17.10.2023
ღვთის ეს რჩეული მცირე აზიის ქალაქ ატალიიდან (თანამედროვე ანტალია) გახლდათ, მშობელთა გარდაცვალების შემდგომ მთელი ქონება გლახაკთ დაურიგა,
17.10.2023

ეს წმინდა დედა, ზოგიერთი წყაროს მოწმობით, მეოთხე საუკუნის პირველ ნახევარში ცხოვრობდა და არტემიდას ტაძრის ქურუმი იყო.

17.10.2023
ეს ღირსსაკვირველი მოღვაწე III საუკუნეში ცხოვრობდა და ორიგენეს მოწაფე გახლდათ, 231 წელს კი ალექსანდრიის სახელგანთქმულ სკოლას ჩაუდგა სათავეში.
17.10.2023
წმინდა ქალწული კილიკიაში დიოკლეტიანეს ზეობისას ცხოვრობდა და ერთ კაცს, სახელად კლავდიუსს ემსახურებოდა.
26.09.2023
ცოტა რამ ვიცით წმინდა თერაპონტეს ცხოვრების შესახებ. წმინდა ანდრია კრიტელს კონსტანტინოპოლში,
24.09.2023
წმინდა სილუანე წარმოშობით ღაზის გარეუბნიდან იყო და თავიდან მეომრად მსახურობდა. შემდეგ მიწიერი მეომრობა დაუტევა
24.09.2023
წმინდა ნაზარი რომში დაიბადა. მამა ებრაელი ჰყავდა, დედამისი, პერპენტუა, ქრისტიანი იყო: ის თვით პეტრე მოციქულმა მონათლა.
21.09.2023
წმინდა პაფნუტი ტომით ეგვიპტელი იყო. იმპერატორ დიოკლეტიანეს მიერ გამოცხადებული ქრისტიანთა დევნისას განმგებელმა არიალემ ბრძანა,
14.09.2023
ეს ახოვანი მოღვაწე დაახლოებით 283 წელს, ნუმერიანეს ჟამს იშვა.
14.09.2023
ეს მოღვაწე სებასტიაში ლიცინიუსის მმართველობისას (307 - 324 წლები) ცხოვრობდა, ქრისტიანი გახლდათ,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ილარიონ ქართველი, საკვირველმოქმედი, მთელ ქრისტიანულ სამყაროში ცნობილი და პატივსაცემი პიროვნება იყო.
1კ1

Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beikta sex shop ehirler aras nakliyat ofis tama medyalarge.org/ atvcenter.org kamyonet.biz.tr tuzcuolu nakliyat malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com hot air balloon cappadocia

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canl casino

casino siteleri