წმინდა ანტონინა მცირე აზიის ქალაქ კროდამნში ცხოვრობდა. ჭეშმარიტი ღვთის სიყვარულით აღვსილი ქალწული უსჯულო თანამემამულეებმა მმართველ ფისტეს მიჰგვარეს,
რომელმაც მამა-პაპათა ღმერთებთან დაბრუნების სანაცვლოდ ქალღმერთ არტემიდეს ქურუმად არჩევა აღუთქვა.
წმინდანმა უშიშრად აღიარა ქრისტე და თავად ურჩია მმართველს, შეეწყვიტა კერპებში ჩაბუდებული ეშმაკების თაყვანისცემა.
განრისხებული ფისტეს ბრძანებით, ანტონინა საპყრობილეში გამოკეტეს. მმართველის წინაშე ხელახლა წარმდგარმა ქალწულმა კვლავ მტკიცედ აღიარა ჭეშმარიტი სარწმუნოება.
მაშინ ფისტემ ბრძანა, პატივის ასახდელად მეომრებისთვის მიეცათ ქალწული. ერთ კეთილშობილ მეომარს, ალექსანდრეს, ძალზე შეეწყალა ქალწული და მისი გადარჩენა გადაწყვიტა და ითხოვა, - თავად შევეცდები ანტონინას გადმობირებასო.
საპყრობილეში შესულმა კი შესთავაზა, თავის მეომრული ტანსაცმლით გაპარულიყო.
ანტონინას თავიდან შეშინდა, მაგრამ შემდეგ, უფლისგან განმტკიცებული, დათანხმდა.
ფისტეს გამოგზავნილ მეომრებს საკანში მხოლოდ ალექსანდრე დახვდათ, იგი დუმდა და მათ არც ერთ კითხვას არ პასუხობდა, ვერც მმართველთან დაკითხვაზეც დააცდენინეს სიტყვა.
მაშინ ჯალათებმა სასტიკად გვემეს.
ღვთის ნებით, ანტონინაც წარდგა მმართველის წინაშე. მტარვალებმა ქრისტეს ორივე მოწამეს ჯერ ხელები მოკვეთეს, შემდეგ კი - ფისით გამურეს და ორმოში აგიზგიზებულ კოცონში შთააგდეს, ხოლო როცა ცეცხლი ჩაქრა, ღრმული მიწით ამოავსეს, რათა ქრისტიანებს წმინდანთა ძვლებისთვისაც ვერ მიეგნოთ.
შინ დაბრუნებული ფისტე დამუნჯდა, შვიდი წლის შემდეგ კი საშინელ ტანჯვაში აღმოხდა სული.
წმინდა მოწამენი - ალექსანდრე და ანტონინა 313 წლის 3 მაისს აღესრულნენ. მათი უხრწნელი ნაწილები შემდგომ კონსტანტინოპოლს გადაასვენეს და წმინდა მაქსიმეს სახელობის მონასტერში დააბრძანეს.
ხატის წყარო
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი