ღირსი ქალწულმოწამენი: არქელაია, თეკლა და სოსანა (+293) - 06 (19) ივნისი
ღირსი ქალწულმოწამენი: არქელაია, თეკლა და სოსანა (+293) - 06 (19) ივნისი
ქრისტეს სასძლო არქელაია რომის ახლოს, ერთ მონასტერში იღვწოდა.

დიოკლეტიანესეული დევნისას მან ორ სულიერ დასთან - თეკლასა და სოსანასთან ერთად დატოვა იქაურობა და თავი კამპანიას შეაფარა. მათი ქალწულობა ბოროტს რომ არ შეერყვნა, თმა მოიკვეცეს, მამაკაცის სამოსით შეიმოსნენ, იქ ერთ მიყრუებულ ადგილას დაემკვიდრნენ, სადაც განთიადიდან დაისამდე ლოცვაში, მარხვასა და ყოველგვარ სათნოებაში განიწვრთნებოდნენ და მალე იმგვარი მადლით განბრწყინდნენ, ლოცვით სნეულთ განამრთელებდნენ.

მათი წყალობით მრავალი წარმართი მოიქცა.

როდესაც მათ შესახებ კამპანიის მაშინდელ მმართველს, - ლეონტის მოახსენეს, მათი ქალაქ სალერნოში მიგვრა ბრძანა, სადაც იმ დროს ქრისტიანთ აწამებდნენ.

წმინდა დედებმა გულისხმაჰყვეს, რომ უფალი მოწამებრივი ღვაწლისკენ მოუწოდებდა, უშიშრად წარუდგნენ მსაჯულს და დაუფარავად აუწყეს ვინაობა და ისიც, რომ ქრისტეს ესავდნენ.

ლეონტიმ, რომელიც დარწმუნდა, - არქელაია ქალწულთა შორის უფროსი და ყველაზე გონიერი იყო, დაეკითხა:

- რა უფლებით მოუწოდებ შენი ღმერთისკენ მდიდართ თუ ღატაკთ, ოდეს ქრისტემ საკუთარი თავი ვერ დაიხსნა ჯვარზე? ან ადამიანებს შენი ჯადოქრობით რატომ ხიბლავ და აცდუნებ? მამათაებრ შემოსილი სხვებსაც აზიარებ შენს საზარელ ხელობას და თუ არ მოგაკვდინე, მრავალს წაბილწავო!

- ეშმაკის ძალას ქრისტეს ძალმოსილებით განვაქარვებ, ადამიანთ სწორედ მის ნათელს ვაზიარებ, მისი სახელითვე ვკურნავ განრღვეულთ, თავად უწყი, რომ მამაკაცი კი არა, ქრისტეს სასძლო ვარ, ეს დედანი კი ბავშვობიდან ეზიარნენ მის წმინდა სიტყვას!

- ვინც ჩვენს ღმერთთა თაყვანს არ სცემს, საზარელ სიკვდილს მივცემ!

- თქვენი ღმერთები - ბრმანი არიან და ბრმანივე ჰმსახურებენ, - უპასუხა ნეტარმა,

განრისხებულმა ლეონტიმ ბრძანა მისი გარეულ მხეცთათვის მიგდება, მაგრამ მისმა სიწმინდემ თვით მშიერი ლომებიც კი მოამდოვრა, - ნეტარს ფერხთით მორჩილად გაუწვნენ.

ლეონტის ისე დაუბნელა მრისხანებამ გონი, მხეცთა მოკვდინება ბრძანა, წმინდა ქალწულნი კი კვლავ საპყრობილეს მისცა.

ნეტარი დედანი იმ ჯურღმულში თავად უფლის ანგელოზმა ანუგეშა:

- ნუ გეშინინ, სძალნო ქრისტესნო, რამეთუ თქვენი ლოცვა ზეცასა სწვდა და განმზადებულ არს უფლისაგან თქვენთვის გვირგვინნი მარტვილთა!

ამის მხილველმა მცველებმა ერთურთს უთხრეს:

- ღმერთს, რომელთაც ეს ქალწულნი ესავენ, ჭეშმარიტი ღმერთია!

გამთენიისას ტირანმა კვლავ უხმო არქელაიას:

- თუ გსურს, საუკუნო სატანჯველს გადაურჩე, შენი უსულო კერპების თაყვანისცემისკენ კი ნუ მომიწოდებ, ჩემი კეთილი რჩევა ისმინე და ქრისტეს შეუდეგ!

მისი სიტყვა ლეონტიმ დაცინვად მიიღო და პასუხად შეაგება:

- თუ ჩემს ღმერთებს მიაგებ პატივს, რომაელ დიდებულ ქალთა შორის ღირსეული ადგილი გელის, თუ არა, ჯერ გარყვნილთ მივუგდებ შენს თავს, შემდეგ - საზარლად გტანჯავ, სულს ამოგხდი და შენს სხეულს საჯიჯგნად გარეულ მხეცთ მივუგდებო!

- ჩემი სულისა და სხეულის დამცველი - ქრისტეა, რომელიც იმ ბილწებისაგან დამიფარავს, შენ რომ მიმზადებ და იმ საუკუნო სიხარულს და ნათელს შემრთავს, რომლის მიღებაც მეიმედება!

მაშინ ტირანმა ქალწულის გაშიშვლება, გვემა და მისი სხეულის რკინის იარაღებით დასერვა ბრძანა, ჭრილობებში კი - გავარვარებული ზეთისა და ფისის ჩასხმა.

მისი მარტვილობის მოწმენი ფრიად განკვირდებოდნენ, თუ როგორ დაითმენდა ამგვარ წამებას ესოდენ სუსტი ქალწული, ის კი კვლავ ზეცას შეჰღაღადებდა:

- უფალო, განაგრილე ცეცხლის ეს მხცუნვარება და მომხედე შენს ერთგულ მხევალს!

მაშინ ზეგარდამო ხმა ესმა:

- ნუ გეშინინ, მე შენთანა ვარ!

ისეც გაცოფებულ მტარვალს სასწაულებრივად განმრთელებული არქელაიას ხილვამ ცეცხლი წაუკიდა და მსახურთ უბრძანა, მარტვილი შორიახლოს მდებარე უზარმაზარი ლოდის ქვეშ მოეყოლებინათ.

ის იყო, ლოდის ადგილიდან დაძვრა დააპირეს, უფლის ანგელოზმა მას მიმართულება შეუცვალა და წმინდა ქალწულის ნაცვლად მას ლეონტის მსახურნი ემსხვერპლნენ, არქელაიამ კი ადიდა უფალი.

ამის მხილველმა ხალხმა იხუვლა:

- დიდ არს ქრისტიანთა ღმერთი!

მაშინ ლეონტიმ არქელაიას და მასთან ერთად დატყვევებულ თეკლასა და სოსანას ქალაქგარეთ გაყვანა და იქ მოკვდინება ბრძანა, - ამ ჯადოქრებს სხვა ვერაფრით მოვერევიო!

სასჯელის აღსრულების ადგილს რომ მიუახლოვდნენ, მეომრებმა ანგელოზნი იხილეს, მოწამეთა სულთა ზეცად აღსაყვანად რომ გარდამომხდარიყვნენ, ფრიად შეშინდნენ და მათ მოკვდინებაზე უარი თქვეს.

მაშინ წმინდა არქელაიამ ილოცა და მეომრებს უთხრა:

- აღასრულეთ, რაც გევალებათ!

- არ ძალგვიძს, რამეთუ გვეშინის, - ერთხმად უპასუხეს მეომრებმა, მაშინ წმინდა ქალწულებმა უთხრეს:

- თუ ამას არ იქმთ, ჩვენთან წილიც არ გექნებათ!

მაშინ კი გაბედეს მეომრებმა და წმინდა არქელაიას, თეკლასა და სოსანას თავები წარკვეთეს.

ასე შეჰვედრა სული უფალს სამმა მოწამემ, მეოხ გვეყოს მათი ლოცვანი უფლის წინაშე!

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.09.2024
ქრისტეს განკაცების 284 წლის შემდეგ წარმართი დიოკლეტიანე მთელი რომის იმპერიის იმპერატორად აირჩიეს. 20 წლის განმავლობაში ის მართავდა როგორც სასტიკი ტირანი, კლავდა და ქრისტიანების მოკვლას ბრძანებდა ყველგან,
14.08.2024
წმინდა ელფეგი (ალფეჯი; ინგლ. Ælphege, Alfege, Elfege, , ლათ. Alphegius; ასევე ცნობილი როგორც გოდვინი) (954 - 1012) ხსენების დღეებია: 19 აპრილი
07.08.2024
წმინდა გრიგოლი დაიბადა 1750 წლის ახლოს, პატრას პროვინციის მოირას რეგიონის მთიან დასახლება ზუმბატაში.
07.08.2024
წმინდა იოანიკეს ელადის ეკლესია მოიხსენიებს 03 (16) ივნისს ბრწყინვალე შვიდეულის შაბათს.
07.08.2024
წმინდა დოროთე დაიბადა დაახლოებით 1765 წელს ქიოსზე და მისი საერო სახელი იყო "დიმიტრი პროისი" ან "პროგაკისი".
07.08.2024
წმინდა მღვდელმოწამე ევგენი (ერისკაცობაში ევსტათიოს კარავიასი) დაიბადა ითაკეზე 1752 წლის 27 იანვარს.
07.08.2024
წმინდა ათანასე კარიდისი დაიბადა XVIII საუკუნის შუა ხანებში ლარნაკაში, მაცხოვრის ფერისცვალების სამრევლოში და ეკუთვნოდა ქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ოჯახს.
05.08.2024
10 აპრილს შესრულდა 203 წელი ეფესოს (ყოფილი ლარისას) მიტროპოლიტ დიონისე კალიარხის ოსმალების მიერ ჩამოხრჩობიდან.
20.07.2024
ხსენება 10 აპრილს, ასევე ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს (ბერძნ.)
02.07.2024
წმინდა იოანე ტურკოლეკა, ახალმოწამე და ყრმა მოწამე, დაიბადა 1805 წელს სოფელ ტურკოლეკაში, არკადიაში. მისი ოჯახი გამოირჩეოდა ღვთისმოსაობით,
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღვთისმშობლის ხატი, ივერიისად წოდებული (ქართული) - 1622 წელს შაჰ-აბასმა დაიპყრო და დაარბია საქართველო და მრავალი სიწმინდე გაიტანა სპარსეთში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat