ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინოპოლელი (+726-730) - 29 მაისი (11 ივნისი)
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინოპოლელი (+726-730) - 29 მაისი (11 ივნისი)
ღირსმოწამე თეოდოსია კონსტანტინოპოლში ქრისტიან, კეთილმსახურ და მდიდარ ოჯახში დაიბადა. თეოდოსიას მშობლებს დიდხანს არ ეძლეოდათ შვილი. ცოლ-ქმარი ბევრს ლოცულობდა, გასცემდა მოწყალებას ღარიბებისთვის. ისინი სხვადასხვა ტაძრებს მოილოცავდნენ ხოლმე იმ იმედით, რომ უფალი მათ თხოვნას შეისმენდა და მემკვიდრე მიეცემოდათ.

ერთხელ ისინი წმინდა ანასტასის სახელობის ტაძრის მოსალოცად წავიდნენ. მთელი ღამე ევედრებოდა წმინდანს თეოდოსიას დედა, ბოლოს ჩასთვლიმა და სწორედ ამ დროს გამოეცხადა მას ღირსი ანასტასია და უთხრა:

- არ ინერვიულო, აუცილებლად გეყოლება შვილი.

გამოფხიზლებულმა ქალმა მეუღლეს ახარა თავისი ხილვა. გახარებულმა კაცმა, აღუთქვა უფალს, რომ თუკი შვილი ეყოლებოდა, მას შეწირავდა.

გარკვეული დროის შემდეგ კეთილმსახურ ცოლ-ქმარს მართლაც ეყოლათ ქალიშვილი, რომელსაც თეოდოსია დაარქვეს, რაც "ღმერთისგან ბოძებულს" ნიშნავს. ორმოცი დღის შემდეგ დედამ ახალშობილი თეოდოსია წმინდა ანასტასიას სახელობის ტაძარში წაიყვანა და უფალს და წმინდანს მადლობა შესწირა. დედამ პირობა დადო ღვთის სახლში, რომ მისი ქალიშვილი ქალწულების აღთქმას დადებდა და მონაზონთა რიგებს შეუერთდებოდა.

თეოდოსიას მშობლები ქრისტიანულ განათლებას აძლევდნენ, უკითხავდნენ წმინდა წერილს. შვიდი წლის იყო ქალწული, მამა რომ გარდაეცვალა. იგი დედამ წმინდა მოწამე ანასტასიას სახელობის ქალთა მონასტერში მიაბარა აღსაზრდელად. სამი წლის შემდეგ თეოდოსიას დედაც გარდაიცვალა. როცა ქალწულმა სრულწლოვნობის ასაკს მიაღწია, მონაზვნად აღიკვეცა. მემკვიდრეობით მიღებული ქონება ღარიბებს დაურიგა, თანხის ნაწილით კი მაცხოვრის, ღვთისმშობლის და წმიდა ანასტასიას ხატები დააწერინა.

ერთხელ, ღამით, როცა თეოდოსია ლოცულობდა, მასთან ეშმაკი მივიდა და უთხრა:

- მე ვიპოვე ადამიანი, ვისი საშუალებითაც მე შევძლებ, ეკლესიაში განუდგნენ ქრისტეს ხატებს. შევასრულებ ჩემს მისიას.

წმინდა თეოდოსიამ პირჯვარი გადაიწერა და თქვა:

- წყეულიმც იყავ ბოროტო, ქრისტიანების მტერო, დაე, უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ გაანადგუროს შენი ძალა.

ამ სიტყვების შემდეგ ბოროტი გაქრა. ქალწულმა პირჯვარი გადაიწერა და ფსალმუნი წარმოთქვა ხმამაღლა: "აღდგეს ღმერთი, განიბნენ მისი მტრები და მისი მოძულენი უკუიქცნენ მისგან" (ფს. 67.2).

ამ საშინელი ხილვის შესახებ თეოდოსიამ იღუმენს უამბო და ბოლოს გაკვირვებულმა ჰკითხა:

- საიდან შეიძლება ასეთი უბედურება თავს დაატყდეთ ქრისტიანებს?

- შვილო ჩემო, მოციქული ბრძანებს: "ვისაც სურს ღვთისმოსაობით ცხოვრობდეს ქრისტე იესოში, ჩემსავით დევნილი იქნება" (მეორე ტიმ. 3-12) ქრისტეს სამწყსოში ყოველთვის იყვნენ მამაცი და გონიერი ადამიანები, ასევე ეშმაკისგან შეცდენილნი და მოტყუებულნიც... "უკეთურნი და გრძნეულნი კი უფრო შორს წავლენ: სხვებსაც აცდუნებენ და თვითონაც შეცდებიან. შენ კი დამკვიდრდი იმაში, რაც გისწავლია და გიწამებია; გახსოვდეს, ვის მიერ ხარ განსწავლული. თანაც, აკი სიყრმითგანვე იცნობ საღმრთო წერილსაც, რომელსაც შენი გაბრძნობა ძალუძს, რათა ცხონდე ქრისტე იესოს რწმენით" (მეორე ტიმ. 3.13-15), - უპასუხა თეოდოსიას იღუმენმა.

სწორედ ამ დროს ბიზანტიის საიმპერატორო ტახტზე ავიდა ლეონ ისავრიელი. ბოროტმა ლეონის დახმარებით ეკლესიას თავს დაატეხა ახალი ერესი - ხატმბრძოლობა, რამაც თითქმის ერთი საუკუნე იბობოქრა. მაჰმადიანები გამუდმებით საყვედურობდნენ ქრისტიანებს კერპთაყვანისმცემლობას, რომ თითქოს განუდგნენ ერთი ჭეშმარიტი ღმერ¬თის თაყვანისცემაზე დამყარებულ ძველ ღვთისმსახურებას, სამაგიეროდ თაყვანს სცემენ სამ ღმერთს და აღმერთებენ კერპებს - ასე უწოდებდნენ წმინდა ხატებს. მაჰმადიანებზე სამხედრო გამარჯვებებით სახელგანთქმულმა იმპერატორმა ლეონ ისავრიელმა (717-741 წწ.) მოინდომა, ხატების განადგურებით "ცრურწმენისგან" გაეწმინდა ეკლესია და ამ გზით გაექრისტიანებინა მაჰმადიანები და იუდეველები. კონსტანტინოპოლის პატრიარქმა წმინდა გერმანემ სცადა იმპერატორის დაყოლიება, უარი ეთქვა ამ განზრახვაზე; განუმარტა ხატთა თაყვანისცემის ნამდვილი მნიშვნელობა და გააფრთხილა, რომ არც იმპერატორს და არც პატრიარქს უფლება არა აქვთ, შეცვალონ ეკლესიის ტრადიციები. თავის მხრივ კი დასძინა, რომ სიკვდილი ერჩივნა ამ უკანონობისთვის ხელშეწყობას.

მეფემ არ შეისმინა პატრიარქის რჩევები და 728 წელს გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმად იკრძალებოდა ხატების თაყვანისცემა ტაძრებსა და სახლებში. მამაცმა პატრიარქმა წინააღმდეგობის ნიშნად უარი განაცხადა თავის წოდებაზე, რის გამოც იგი შეურაცხყვეს, სცემეს და კონსტანტინოპოლიდან განდევნეს, ხოლო მის ადგილას დანიშნეს იმპერატორის სრული მორჩილი ანასტასი. ღრმად მოხუცი პატრიარქი გერმანე აღესრულა დევნულებაში, დაგვიტოვა რამდენიმე მნიშვნელოვანი თხზულება.

იმპერატორმა დეკრეტის გამოცემა არ იკმარა და ბრძანა: ტაძრებიდან და სახლებიდან გამოეტანათ და სახალხოდ დაეწვათ ხატები. ხალხი უკიდურესად აღშფოთდა. მაცხოვრის გამოსახულება, რომელიც ჯერ კიდევ კონსტანტინე დიდის დროიდან საიმპერატორო სასახლის კარიბჭის თავს ამშვენებდა, ახლა უნდა გაენადგურებინათ. მართლმადიდებლები წმინდა თეოდოსიას წინამძღოლობით მხნედ დადგნენ მის დასაცავად. ხალხის შფოთით შეშინებულმა ცრუპატრიარქმა ანასტასიმ მომხდარის შესახებ იმპერატორს აცნობა. ხელისუფლისგან გამოგზავნილმა სამხედრო მოხელემ კედელს კიბე მიადგა და ბრძანების შესრულებას შეუდგა. ამაოდ ევედრებოდა ცრემლმომდგარი მონაზვნობა, ხელი არ ეხლო წმინდა, ყველასთვის თაყვანსაცემი გამოსახულებისთვის - მეომარმა ხატს ურო მაინც დაჰკრა. მაშინ გამწარებულმა დედაკაცებმა კიბე გადააყირავეს და შემცოდე მეომარი სასიკვდილოდ დაშავდა. ლეონ ისავრიელის ბრძანებით მონაზვნები ამოხოცეს, ხოლო მათი მეთაუ¬რი, წმინდა თეოდოსია საპყრობილეში ჩააგდეს. წმინდანს 7 დღის განმავლობაში აწამებდნენ, მერვე დღეს კი ქალაქში გაიყვანეს და წამებით ამოხადეს სული. ქუჩაში დაგდებული ღირსმოწამის ცხედარი ქრისტიანებმა დიდი პატივით დაფლეს კონსტანტინოპოლის დიოკრისტის მონასტერში. მის საფლავთან მრავალი კურნება აღსრულდა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
10.12.2024
ნორთუმბრიის სამეფოს მმართველის (604–642; ხსენების დღე 5/18 აგვისტო), წმ. მოწამე ოსვალდის ამ ცხოვრების აღწერის ავტორი იყო ცნობილი სასულიერო მწერალი - ელფრიკ ეინშემელი
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat