წმინდა მოწამენი: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე, ქრისტინე ლამფსაკოსელი მოწამენი (+249-251) - 18 (31) მაისი
წმინდა მოწამენი: პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე, ქრისტინე ლამფსაკოსელი მოწამენი (+249-251) - 18 (31) მაისი
მაშინ, როცა წარმართები ქრისტიანებს დევნიდნენ, ქრისტეს ერთგული მეომრები სულს სდებდნენ თავიანთი უფლისთვის და სამყარო მეწამულად შეიღება მოწამეთა სისხლით, წარმართებმა ლამფსაკოსში, ქალაქ ჰელესპონტში ერთი მშვენიერი ჭაბუკი შეიპყრეს, სახელად პეტრე, რომელიც ლამაზი იყო როგორც სხეულით, ისე სულით. ის მთავარ ოპიტიმინისთან მიიყვანეს. მთავარმა ჰკითხა:

- ქრისტიანი ხარ?

- დიახ, ქრისტიანი ვარ, - უპასუხა პეტრემ.

- შენ უწყი ჩვენი უძლეველი მეფეების ბრძანება; მსხვერპლი შესწრე ჩვენს დიდებულ ქალღმერთ ვენერას.

ჭაბუკმა უპასუხა:

- შენი მიკვირს, მმართველო, როგორ ცდილობ დამარწმინო თაყვანივცე ბილწ და მრუშ დედაკაცს, რომელმაც ისეთი საზიზღრობანი ჩაიდინა, რომლის თქმაც კი სირცხვილია. ნუთუ ახლა კანონით არ ისჯება ისეთი საქმე, როგორის ჩადენასაც თქვენს ქალღმერთ ვენერასაც მიაწერთ? თუ თქვენს ქალღმერთს მრუშად მიიჩნევთ, როგორ შემიძლია თაყვანივცე საზიზღარ მრუშს? არა, მე მხოლოდ ცოცხალ და ღმერთს უნდა ვეთაყვანო, ყოველთა საუკუნეთა მეუფეს, ჩემს უფალს იესო ქრისტეს; მხოლოდ მას შვენის შეწირვა ლოცვისა, ქებისა და შემუსრული გულისა.

ჭაბუკის პასუხი რომ მოისმინა, მმართველმა ბრძანა, პეტრე ბორბალზე მიებათ და ხისა და რკინის იარაღებით ისე ეტანჯათ, რომ ძვლები დაემტვრიათ. ღვთის მონა პეტრეს რაც უფრო სასტიკად აწამებდნენ, ის უფრო მეტად მტკიცდებოდა იესო ქრისტესადმი რწმენაში და არცხვენდა მმართველის უგუნურებას. შემდეგ პეტრემ თვალები ზეცისკენ აღაპყრო და ლოცვა დაიწყო:

- გმადლობ შენ, უფალო იესო ქრისტე, რომ ასე განმამტკიცე და გამაძლიერე ტანჯვა-წამების ჟამს. ღირსმყავი უფალო, ბოლომდე აღვასრულო ჩემი ღვაწლი და ვძლიო უწმინდურ მტერს.

მიხვდა, რომ წამებით ჭაბუკთან ვერაფერს გახდებოდა, მმართველის ბრძანებით წმინდა პეტრეს თავი მოჰკვეთეს.

სწორედ ამ დროს ქრისტეს აღსარებისთვის საპყრობილეში ჩაამწყვდიეს წმინდა დიონისე. როცა მმართველი ლამფსაკოსიდან ტროადაში აპირებდა წასვლას, მასთან მოიყვანეს ორი ქრისტიანი მეომარი, რომლებიც მესოპოტამიელები იყვნენ - ანდრია და პავლე; მათთან ერთად მიიყვანეს ქრისტიანი ნიკომახი, რომელიც გაიძახოდა, რომ ქრისტიანი იყო და კერპებისთვის მსხვერპლის შეწირვაზე უარი განაცხადა. მმართველის ბრძანებით, ის გააშიშვლეს, ჩამოკიდეს და რკინის იარაღებით წამება დაუწყეს. ცოტაღა რომ დარჩა დასათმენი და საცაა, მოწამის გვირგვინს მიიღებდა, მან წამებას ვეღარ გაუძლო და დაიყვირა: - ქრისტიანი არასოდეს ვყოფილვარ, წამიყვანეთ და ღმერთებს მსხვერპლს შევწირავო.

მეომრებმა მაშინვე ჩამოხსნეს ხიდან, და როცა ეს ღვთისაგან განდგომილი მსხვერპლის შეწირვას აპირებდა, ეშმაკმა შეიპყრო, მიწაზე დუჟმორეული დაეცა, ენა მოიკვნიტა და იმდენ ხანს მოსდიოდა სისხლიანი დუჟი, ვიდრე თავისი უბედური სულიც არ ამოაყოლა.

ამ ამბის მაყურებელთა შორის იდგა თექვსმეტი წლის ქრისტიანი გოგონა ქრისტინე, რომელმაც ეშმაკეულ ნიკომახს უთხრა:

- საცოდავო და დაღუპულო ადამიანო, ერთი საათის ვერდათმენის გამო საუკუნო და ვერდასათმენი სასჯელი მოიპოვე.

ეს რომ მმართველმა გაიგონა, ქალიშვილის შეპყრობა ბრძანა. როცა გოგონა სამსჯავროში მოიყვანეს, მან ჰკითხა:

- ქრისტიანი ხარ?

ქალწულმა უპასუხა:

- დიახ, ქრისტიანი ვარ და დავიტირებ ამ უბედური კაცის დაღუპვას, რომელმაც მცირე ხნის ტანჯვის დათმენა არ მოისურვა, რათა საუკუნო სიმშვიდე შეეძინა.

მმართველმა უთხრა:

- აი ახლა მოიპოვა სიმშვიდე, რადგანაც ჩვენს ღმერთებს მსხვერპლი შესწირა; მაგრამ ქრისტიანებს რომ არ გაგელანძღათ, ჩვენმა დიდმა ქალღმერთებმა - დიანამ და ვენერამ მოისურვეს მისი აქედან წაყვანა. მინდა, რომ მსხვერპლი შესწირო ღმერთებს, თუ არ გსურს, რომ შერცხვენილი იყო და კოცონზე დაიწვა.

წმინდანმა უპასუხა:

- ღმერთი ჩემთვის შენზე მნიშვნელოვანია, ამიტომაც არ მეშინია შენი მუქარის. იმედი მაქვს ჩემი ღმერთის და მწამს, რომ იგი დამიცავს და ყველაფერში მოთმინებას მომცემს.

მაშინ მმართველმა ის ორ მრუშ ახალგაზრდას გადასცა შესაბილწად, ხოლო პავლე და ანდრია, საპყრობილეში დიონისესთან ერთად უნდა ჩაესვათ. ახალგაზრდებმა სწრაფად წაიყვანეს ქრისტინე, მაგრამ სახლში რომ შევიდნენ, ვნება გაუქრათ და ღამისთვის გადადეს. შუაღამისას კი უფლის ანგელოზი გამოეცხადათ და იქაურობა გაანათა, შეშინებული ვაჟები ქალიშვილის ფერხთით დაეცნენ და სთხოვეს, თავის ღმერთს შევედრებოდა, რომ ისინი არ დაესაჯა. ქალიშვილმა წამოაყენა ყმაწვილები და გაამხნევა:

- ნუ გეშინიათ, იცოდეთ, რომ ჭაბუკი, რომელიც იხილეთ, უფლის ანგელოზია, ჩემი ქალწულობის დასაცავად გამოაგზავნა ქრისტე ღმერთმა და მზად არის, ყველა შემუსროს, ვინც ჩემთან მოკარებას გაბედავს.

ამგვარად, წმინდა ქრისტინე თვით ღმერთმა დაიფარა.

შემდეგ დილით ქურუმებისგან წაქეზებული ქალაქის მკვიდრნი მივიდნენ მმართველთან და დატყვევებული ქრისტიანების გადაცემა მოსთხოვეს. მმართველმა საპყრობილიდან გამოიყვანა დიონისე, ანდრია და პავლე და მათ ქალღმერთ დიანასთვის მსხვერპლის შეწირვა მოსთხოვა, მაგრამ წმინდანებმა განუცხადეს:

- ჩვენ არ ვიცით არც დიანა, არც სხვა ეშმაკი, რომელსაც თქვენ თაყვანს სცემთ; ჩვენ მხოლოდ ჩვენს ღმერთს მივაგებთ პატივს, უფალ იესო ქრისტეს.

ხალხმა ეს რომ გაიგო, კვლავ ხმამაღლა მოითხოვა იმ ქრისტიანების გადაცემა, ვინც მათ ღმერთებს შეურაცხყოფდა. მმართველმა ბრძანა, მოწამეები ჯერ ეცემათ და მერე გადაეცათ ხალხისთვის.

მაშინ ბრბომ მოწამეებს ფეხებზე თოკები ჩააბა და ქალაქგარეთ ჩასაქოლად გაათრია. წმინდა მოწამეები ჩაქოლეს. წმინდა ქრისტინემ ეს შეიტყო. სასწრაფოდ გაიქცა იმ ადგილას, დაემხო წმინდანთა ცხედრების წინ და აცრემლებულმა უთხრა:

- მინდა თქვენთან ერთად მოვკვდე მიწაზე, რათა ზეცაში ერთად ვიყოთო!

ამასობაში მმართველს მოახსენეს, - ის ქრისტიანი ქალწული, რომელიც შესაბილწად ორ ყმაწვილს გადაეცა, ვიღაც ნათლით მოსილმა ჭაბუკმა გაათავისუფლა, გამოიქცა ყმაწვილების სახლიდან, მივიდა და დაემხო დახოცილი ქრისტიანების ცხედრებთანო. მაშინ მან ქალწულისთვის თავის მოჭრა ბრძანა. ამგვარად აღესრულნენ წმინდა მოწამენი პეტრე, დიონისე, ანდრია, პავლე და ქრისტინე იმპერატორ დეციუსის მეფობის (249-251) ჟამს ქალაქ ლამფსაკოსში.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
15.11.2024
უწყვეტი ტრადიცია: წმინდა მოწამე ვინიფრედა უელსელი და მისი წმინდა წყარო ჰოლიუელში.

19.10.2024
წმინდა ნეკტანი, რომლის ერთადერთი გადარჩენილი ცხოვრება თარიღდება მე-12 საუკუნით, დაიბადა მე-5 საუკუნის მეორე ნახევარში უელსში.
13.10.2024
თებეს (ან თებაიდის) ლეგიონი რომის არმიის, კაპიტან მავრიკიუსის მეთაურობით, შედგებოდა ქრისტიანებისგან.
12.10.2024
წმინდა რიფსიმეს (რიფსიმია; ბერძნულად: Ριψιμία, Ριψίμη; სომხურად: Հռիփսիմէ) ხსენების დღეა 30 სექტემბერს.
22.09.2024
წმინდა ლამბროსი იწამა მაკრიში, ევროსის ოლქში, 1835 წლის 2 ივლისს.
22.09.2024
ანგელისი და მანუელი იყვნენ ღვიძლი ძმები, იოანე რეცეპის ვაჟები. გიორგი იყო კონსტანტინე რეცეპის ვაჟი. ნიკოლოზი იყო სხვა იოანე რეცეპის ვაჟი.
22.09.2024
დაიბადა ატალიის (ამჟამად ანტალია, თურქეთი) მიდამოებში მდიდარ და ღვთისმოსავ ქრისტიანულ ოჯახში.
22.09.2024
ძმები სტამატი და იოანე, ასევე მათი მეგობარი ნიკოლოზი წარმოშობით იყვნენ ბერძნული კუნძულ სპეცედან. სტამატისა და იოანეს მშობლები იყვნენ ანეზო და თეოდორე გინისი.
21.09.2024
წმინდა ღირსმოწამე ქრისტეფორე, ერისკაცობაში ქრისტოდულე, წარმოშობით ადრიანოპოლიდან იყო, დაიბადა 1795 წელს.
21.09.2024
წმინდა მოწამე აკაკი, ერისკაცული სახელით ათანასიოსი, წარმოშობით იყო ნეოხორიდან, დღევანდელი ასვესტოხორი თესალონიკის მახლობლად, და დაიბადა 1792 წელს.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat